Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის მიმართ დაძაბულობა რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის ჩასაშლელად ხელოვნურად შეიქმნა

უკრაინის მიმართ დაძაბულობა რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის ჩასაშლელად ხელოვნურად შეიქმნა

“არსებობს დიდი ალბათობა, რომ შავ ზღვაში დიდი ქვეყნების დაპირისპირება საქართველოსთვის მშვიდობიანად არ ჩაივლის და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები დაიწყება”

გასულ კვირას დასავლური მედია პერმანენტულად ძაბავდა ვითარებას და რუსეთს უკრაინაში სამხედრო შეჭრის მზადებაში ადანაშაულებდა. თვითონ უკრაინაც ამზადებს სამხედრო ოპერაციას დონბასში. დასავლელი პოლიტიკოსებიშეშფოთებითამბობდნენ, რომნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებს, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებს”. ეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სოლტენბერგმა განაცხადა. აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით კი, ამზადებს ინიციატივების პაკეტს, რათა უკრაინა რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან დაიცვას. 2 დეკემბერს აშშის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებზეა ლაპარაკი. აშშის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები დაგეგმა. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, უკრანამ რუსეთის საზღვართან პროვოკაციები მიზანმიმართულად დაგეგმა რუსეთის საპასუხო მოქმედებებზე გამოსაწვევად, რათა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების 7 დეკემბერს დანიშნული მოლაპარაკება არ გამართულიყო.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროპა წავა პროვოკაციაზე და საქართველოსა და უკრაინას ნატოში მიიღებს; რა ელის საქართველოს, თუ შავ ზღვაში ზესახელმწიფოების დაპირისპირება დაიწყება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა საკრიზისო მენეჯმენტის აუცილებლობაა. წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს მაშინ ესაუბრებიან, როდესაც კრიზისია და ვითარება მძაფრდება. ასე მოხდა პუტინისა და ბაიდენის წინა შეხვედრისას და ასეა ახლაც. კრიზისები ერთმანეთშია გადახლართული.

რუსეთამერიკის დაპირისპირების თემებია უკრაინა, ყირიმი, შავი ზღვა, ნაწილობრივ ბელარუსი, ცენტრალური საკითხია ნატოს შემდგომი გაფართოება. რუსეთისთვის არსებობს წითელი ხაზები, მაგალითად, ნატო გაფართოება აღმოსავლეთიტ და უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება. ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება უკრაინას უფრო უკავშირდება, ვიდრე საქართველოს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ჩათრეულია ამ პროცესებში ჩვენივე ხელისუფლების წყალობით, რადგან უკრაინაში დარბოდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრი ჩავიდა უკრაინაში და განცხადებები გააკეთა ყირიმზე, ანალოგიურად მოიქცა საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ყოვლად დაუშვებელი, ანტიქართული და უპასუხისმგებლო საქციელი იყო. იაფფასიანი განცხადებები გააკეთეს იმისთვის, რომ უკრაინას სააკაშვილისთვის მხარი არ დაეჭირა. დავაზუსტებ მკითხველისთვის: ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკრაინაში არჩევნებამდე დარბოდა.

_ რამდენიმე დღის წინათ სტოკჰოლმში გაიმართა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. იქ ლავროვი და ბლინკენი შეხვდნენ ერთმანეთს. იყო ეს შეხვედრა შედეგიანი?

_ კონკრეტული შედეგი მათ საუბარს არ მოჰყოლია, ეს შეხვედრა იყო ბაიდენ-პუტინის საუბრის მოსამზადებლად. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ცალკე აღებული ეს ერთი შეხვედრა გლობალურ პოლიტიკაში გარდატეხას და გარღვევას ვერ მოიტანს. ეს იქნება პირდაპირი ომის თავიდან აცილების მცდელობა, რაც უკვე კარგია, მაგრამ არ შეასუსტებს დაძაბულობას ევროპის კონტინენტსა და შავი ზღვის აკვატორიაში. ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შავი ზღვა საქართველოსთვის ერთადერთი სარკმელია ევროპაში, როგორც ეს ისტორიულად იყო. საქართველოს ერთადერთი სავაჭრო მიმართულება შავ ზღვაზე გადის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფასეულობა დამოკიდებულია შავ ზღვაზე. თუ მოხდება შავი ზღვის მილიტარიზაცია, იქ ომი ან გარკვეული სამხედრო მანევრები დაიწყება, ორივე ქვეყანა ერთმანეთის დაბლოკავს, და ეს მოქმედებები საქართველოს პირდაპირ დაარტყამს, სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

_ რა ზიანზეა საუბარი?

_ თუკი შავ ზღვაზე მოხდება რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირება, როგორ ფიქრობთ, საქართველოში გემები შემოვლენ? სადაზღვევო კომპანიები დააზღვევენ ჩვენკენ მომავალ გემებს და ტვირთებს? ჩვენი ქვეყნის ყველა პორტი რომ გაჩერდეს, ტვირთბრუნვა რომ შემცირდეს, ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ამას ვამბობ ყველაზე კარგ ვარიანტში, ყველაზე მშვიდობიან ვითარებაში საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ შავ ზღვაში დიდი ქვეყნების დაპირისპირება საქართველოსთვის მშვიდობიანად არ ჩაივლის და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები დაიწყება.

_ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუკი უარესი სცენარით განვითარდება მოვლენები და საომარი მოქმედებები მართლაც დაიწყება, რა უნდა ქნას საქართველომ, როგორ უნდა იმუშაოს ჩვენმა დიპლომატიამ, რომ გადავრჩეთ?

_ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ზედმეტია. უნდა გადადგეს მთავრობა და ქვეყნის მართვასაქართველო და მსოფლიოსჩააბაროსევრაზიის ინსტიტუტთანერთად და ჩვენ მართლა მივხედავთ ყველაფერს. ეს ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაშიც არის სიმართლის მარცვალი.

_ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადეს: “ნატოს ვურჩევთ, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება შეჩერდეს”… ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ელოდება 2024 წელს, აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და სერიოზული შედეგის მიღებასაც ევროკავშირისგან და ნატოსგან

_ საქართველოს ხელისუფლებაზე არაფერი არ არის დამოკიდებული, მთელი ეს პროცესები დამოკიდებულია დასავლეთზე, მათი ნებაა, გადადგამენ ამ ნაბიჯს თუ არა. მათ შეუძლიათ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია ან უსაშველოდ გააჭიანურონ, ან მარტივად მოაგვარონ… ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება არაფრისმთქმელია.

_ ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი _ ანდრიუს კუბილიუსი და ევროპარლამენტარის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში _ რამუნას სტანიონისი გამოთქვამენ მოსაზრებას და სწამთ, რომკრემლის ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკა, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც დასავლეთს ხელს უწყობს, ხელახლა გაიაზროს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. დასავლეთში თანდათან ხვდებიან, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წარმატებული ინტეგრაცია საბოლოოდ რუსეთს საკუთარი თავის გარდაქმნაში დაეხმარება”…

_ ევროპარლამენტარების განცხადებებს ვიღაც მამუკა მდინარაძეც კი სერიოზულად არ აღიქვამს და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებულნი არ არიან, დაეთანხმონ ევროპარლამენტარებს. ასე რომ, მეც შემიძლია არ დავეთანხმო მდინარაძეს. ჩვენი ქვეყნის ბედს არ წყვეტენ ევროპარლამენტარები, მაგრამ მათი აზრიც გასათვალისწინებელია, რადგან გარკვეულ ამინდს ქმნიან, საზოგადოდ, აზრისა და მოსაზრებების ფორმირებაში ევროკავშირშიც და ნატოშიც.

არ გამოვრიცხავ, რაღაც ეტაპზე დასავლეთმა იქამდეც შეტოპოს, რომ შეძლოს, პროვოკაციის მიზნით დააჩქაროს ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს საქართველოსთვის შეიძლება უკეთესიც იყოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ საბოლოოდ დავაღწევთ თავს ნატო-ევროკავშირის ილუზიებს. ამაზე მე და თქვენ “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ვისაუბრეთ…

_ 7 დეკემბერს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ონლაინშეხვედრას გამართავენ. არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინასთან მიმართებით დაძაბულობა ხელოვნურად შეიქმნა, რათა ამ ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტები ერთმანეთს არ დალაპარაკებოდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ დიახ, მართლაც ჩანს, რომ პროვოკაცია მოხდა, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციის ჩანაფიქრზე ვერაფერს გეტყვით.

ჯო ბაიდენს არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება და დადებითი ნაბიჯების გადადგმა. ბაიდენმა დადებითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ავღანეთიდან გაიყვანა ჯარები. მართალია, ამერიკელებმა მიატოვეს მოკავშირეები, უბრალო ხალხი, რომელიც მათ ენდო, მაგრამ ეს სპეცსამსახურების ბრალია და, საერთოდაც, ადამიანების გადაგდება ამერიკის სტილია, ეს მათ სჩვევიათ. ბაიდენის სურვილი არ იყო ხალხის მიტოვება და ღალატი, მას ომის დასრულება სურდა, ეს თავადვე განაცხადა თავის დროზე. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნისგან განსხვავებით, ლოიალური და მშვიდობიანია. ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ბაიდენი ვითარების გამწვავებაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე განმუხტვაზე, რადგან, როგორც ცნობილია, მისი ოჯახის ფინანსური ინტერესები იყო უკრაინაში. ვიცით, რომ მისი შვილი უკრაინის ენერგეტიკაში დიდი წილების მფლობელი იყო

ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი, მშვიდობის მტრედის როლს ასრულებს გარკვეულწილად და აცხრობს მილიტარისტულ და აგრესიულ მიმართულებას, რომელიც აშკარად გამოკვეთილია ამერიკის პოლიტიკაში. ამიტომ გეთანხმებით, დიახ, ბაიდენი წავიდა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ და 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან. ბაიდენის ავღანური ბეგრაუნდი გვაძლევს იმის ფიქრის საშულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება კარგად დასრულდება და ეს არ იქნება მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის… ეს შეხვედრა არ დასრულდება უშედეგოდ, რადგან ზესახელმწიფოების პრეზიდენტები უშედეგოდ არასდროს არ საუბრობენ. ისინი არ იჩხუბებენ, გამოსავალს გამონახავენ.

_ გააფორმებენ თუ არა პუტინი და ბაიდენი იურიდიულ დოკუმენტს, რომ ნატოს ინტეგრაცია აღმოსავლეთით არ მოხდება?

_ არა, ალბათ, ასეთ დოკუმენტს არ გააფორმებენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here