Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტოლოგის გულწრფელი რჩევები მიხეილ სააკაშვილს

პოლიტოლოგის გულწრფელი რჩევები მიხეილ სააკაშვილს

ბატონო მიხეილ, ჩემს რჩევებს სიმართლის მოძღვარ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დახმარებით გაწვდით... აქვე გირჩევთ _ ამ გაზეთის დიდებულ პუბლიკაციებს გულდასმით გაეცანით, შედეგად აშშ-დასავლეთის პოლიტიკური კორონავირუსისგან გათავისუფლდებით...

ბატონო მიხეილ, თქვენ კვლავაც განაგრძობთ ქვეყანაში ანარქიაქაოსის შექმნას. ახლახან მოუწოდეთნაციონალურ მოძრაობას”, სხვა ოპოზიციურ ძალებს, მუდმივად მოაწყონ აქციები ციხიდან თქვენი გათავისუფლებისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აშკარაა, საქართველო ჩირის ფასადაც არ გიღირთ. თქვენი დევიზია _ ჩემი ინტერესები, ჩემი მე, უპირველეს ყოვლისა.

ბატონო მიხეილ, პატიმრობიდან გათავისუფლებას რომ ითხოვთ, სხვა პატიმრები რატომ გავიწყდებათ? ელემენტარული ლოგიკის ძალით, თქვენი ციხიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ყველა პატიმარი გავათავისუფლოთ, ციხეებიც დავხუროთ. ედუარდ შევარდნაძის დამყაყებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგით, მხოლოდ საშინაო ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ახლდა რეპრესიები, კაცის კვლა, ციხეებში გამეფებული წამება და გაუპატიურება.

ბატონო მიხეილ, 6-წლიანი ციხე თქვენთვის მცირე სასჯელია _ 25-წლიან პატიმრობას იმსახურებთ, რადგან 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში პირველი თქვენ შეიჭერით და საომარი ოპერაცია დაიწყეთ; ააწიოკეთ მშვიდობიანი მოსახლეობა; ზვარაკად შეიწირეთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე; ჩახოცეთ რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციებმა _ გაერომ და ეუთომ _ ჩააყენეს. ამით თქვენ საერთაშორისო სამხედრო დამნაშავედ იქეცით. ბუნებრივია, რუსეთმა თავისი შვილების ჩაკვლა, მათი დედების ატირება არ გვაპატია. ვლადიმერ პუტინი სასწრაფოდ დაბრუნდა პეკინიდან, სადაც ოლიმპიადაზე სტუმრად იყო და გაგვიკეთა ის, რაც დღეს ძალიან გვტკივა. ეს თქვენ აიძულეთ, ბატონო მიხეილ, რუსეთი, ოკუპანტი გამხდარიყო. თქვენი დანაშაულია, საქართველომ ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი რომ დაკარგა. სევდიანი, ნაღვლიანი დასანახი იყო ჩვენთვის, ქართველებისათვის, ვლადიმერ პუტინმა ცხვირით მიწა რომ გათხრევინა და ჰალსტუხიც მაგრად გაღეჭვინა.

ცხინვალის ომის პროვოცირებაში ბრალი ძია სემს მიუძღვის _ ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. რომ დამარცხდით, 12 აგვისტოს გაცოფებულმა უთხარით, სად არის შეპირებული დახმარებაო. როგორ, ამერიკა გაბრიყვდებოდა და კრემლს ბომბებს დაუშენდა?! ძია სემმა ცხინვალის ომით თავისი საქმე გააკეთა _ კოსოვოს ნაცვლად ვლადიმერ პუტინს საქართველოს კიდევ ორი რეგიონის მიტაცებაში დაეხმარა, თქვენ გაჩუმებისათვის მილიარდები ჩაგიჯიბათ; აი, აქსიომური ჭეშმარიტება!

მე, 92 წლის ბერიკაცი, ისტორიკოსგეოპოლიტიკოსი და პოლიტოლოგი უმაღლეს სასწავლებლებში სოციალურპოლიტიკურ მეცნიერებათა სწავლების 60-წლიანი უწყვეტი სტაჟით, ბევრის მნახველი და გონებაში გადამხარშველი, თავს უფლებას ვაძლევ, მოგიწოდოთ: დამშვიდდით, გონებას მოუხმეთ და ყურად იღეთ ჩემი გულწრფელი რჩევები:

პირველი _ უარი თქვით, უკან წაიღეთ ახლახან გორიდან ნათქვამი მოწოდებები;

მეორე _ მიუთითეთ ბატონ ნიკანორ  მელიას, შეწყვიტოს აქციები, ქუჩა-ქუჩა შარახვეტიაობა; ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტში შეიყვანოს და აყალმაყალის გარეშე დაიწყოს ქოცების ობიექტური ოპონირება;

მესამე _ თქვენი მითითებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოამზადოს და ამომრჩევლების განსასჯელად გამოაქვეყნოს საშინაო და საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ბატონო მიხეილ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, იცოდეთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისეთ შედეგს მიაღწევთ, რომ აუცილებელი იქნება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციურ ძალთა თანამონაწილეობით. მე, პოლიტოლოგს, ღრმად მწამს, ასეც იქნება. ბატონო მიხეილ, ჩემს რჩევებს სიმართლის მოძღვარ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დახმარებით გაწვდით; იმედია, გაზეთის ამ ნომერს აუცილებლად მიღებთ. აქვე გირჩევთ _ ამ გაზეთის დიდებულ პუბლიკაციებს გულდასმით გაეცანით, შედეგად აშშ-დასავლეთის პოლიტიკური კორონავირუსისგან გათავისუფლდებით და დარწმუნებული ვარ, მისი მუდმივი მკითხველი გახდებით.

ბატონო მიხეილ, ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ მე, მარქსისტ-სოციალისტს, გულზე არ მეხატება არც ნაციონალების და არც ქოცების ხელისუფლება, მაგრამ ჯერჯერობით სხვა პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ. ოპტიმისტი ვარ და ღრმად მწამს, აუცილებლად მოვა ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს დააღწევს აშშდასავლეთის მიერ თავს მოხვეულ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს _ რუსოფობიას, ყურად იღებს ქართული გეოგრაფიული სივრცის ძახილს და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენით საქართველო ტერიტორიულადაც გამთლიანდება. ეს კანონზომიერად გარდაუვალია.

ჯანმრთელობას და ჯანსაღ გონიერებას გისურვებთ, ბატონო მიხეილ!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here