Home რუბრიკები პოლიტიკა მთავრობის სოციალური ინიციატივების პასუხად

მთავრობის სოციალური ინიციატივების პასუხად

ყველას, ალბათ, ახსოვს 2018 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ (როცა პირველი ტური ჩააფლავეს), “ქართული ოცნებისიმჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიმართვა მოსახლეობისადმი, რომ არჩევნების მეორე ტურში მაღალია რისკი, ამომრჩეველმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ქვეყანა დგას მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხის წინაშე, რომ ხელისუფლება დაშორდა ხალხს და დაკარგა ნდობა, არ აღდგა სამართლიანობა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი სიდუხჭირე რჩება და .. და რომ მან ნაირნაირი დაპირებები დაარიგა. მისმა ამ მიმართვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და მეორე ტურში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

საქართველოს მოსახლეობისადმი ბიძინა ივანიშვილის ზემოაღნიშნული მიმართვიდან მე-3 დღეს, 2018 წლის 8 ნოემბერს, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა ღია წერილით, რომელშიც 28 კითხვა იყო დასმული იმ პრობლემებზე, რომლებიც იმხანად იდგა საქართველოს მოსახლეობის წინაშე. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ვრცელი წერილიდან, რომელშიც დასმული ბევრი კითხვა დღესაც აქტუალურია და ერთად გავაანალიზოთ, ამ სამი წლის განმავლობაში რომელი პრობლემა მოგვარდა და რომელი _ არა.

არ შეიძლება მივცეთ საშუალება, ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომლებიც ასე ძვირფასია!” _ ბრძანეთ თქვენ 5 ნოემბრის მიმართვაში და საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ერთ წელიწადში გამოასწორებთ მართვის ყველა ხარვეზს. გვსურს, ამ საკითხებზე რამდენიმე კითხვა დაგისვათ და ყურადღებით მოვუსმენთ თქვენს პასუხებს:

* თვლით თუ არა, რომ მართლმადიდებლობას დღეს დაცვა სჭირდება პრინციპულად და საქმით და არა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით?

* თვლით თუ არა, რომ მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველის ზნეობისა და ცხოვრების წესის საფუძველს და უნდა იყოს თუ არა ასე და არა სხვაგვარად?..

* … მიგაჩნიათ თუ არამართვის ხარვეზადსკოლებიდან გოგებაშვილისდედა ენისამოღება? აღადგენთ პირველკლასელებისთვისდედა ენისსწავლებას?

* შეცვლით თუ არა სასკოლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენთან ბავშვი ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის სულისკვეთებით იზრდებოდეს და არა ყოველგვარი უმსგავსოებისადმი “რა კარგია”-ს სულისკვეთებით?

* გვაძლევთ პირობას, რომ სახელმწიფო უარს იტყვის ტრადიციული ოჯახის ნგრევაზე ვითომ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის საბაბით და არ დაუშვებს იუვენალური იუსტიციის შემოღებით ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორებას და ბავშვის აღზრდისგან ოჯახის ჩამოშორებას?

* გვაძლევთ პირობას, რომ ვაზის სამშობლოში არ იქნება ნარკოტიკების პლანტაციები?

* გვაძლევთ პირობას, რომ აკრძალავთ ნარკოტიკების მოხმარებას და, საერთოდ, ნარკოტიკების პროპაგანდას ყველანაირი ფორმით (ახლახან გადაღებული ქართული ფილმიდაბოლილი ნასოსითუ ნახეთ)?

* გვაძლევთ პირობას, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქვეყანაში არ იქნება კაზინოებად და ტოტალიზატორებად წოდებული ცოდვის ბუდეები?

* შეზღუდავთ მამათმავლებისა და სხვა ათასი ჯურის უკუღმართების განუკითხავ პარპაშს, მათთვის აქ თავშესაფრის მიცემას და სასათბურე პირობების შექმნას?

 * აღკვეთთ საქართველოს მოქალაქეობის განუკითხავად დარიგებას უცხოელებისთვის?

* მიუხედავად დეკლარირებული ეკონომიკური ზრდისა, რატომ იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი, ფასები პროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა (დაანონსებულია მორიგი ზრდა) და სხვა ყველაფერზე და არ იზრდება ხელფასები, რიგითი ადამიანების შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოსახლეობის ხარჯებისა და შემოსავლების მიმართ რადიკალურადაა შესაცვლელი სახელმწიფო პოლიტიკა? თუ შესაცვლელია, კონკრეტულად როგორ?

* გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში შემოსული ათი ყველაზე მეტი რაოდენობის საქონლიდან ათივე პროდუქტია: ხორბალი, ფქვილი, ხორცი, ზეთი, ხახვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი და .. ამასთანავე მაღაზიაში, მაგალითად, ქართული პომიდორი ღირს 6 ლარი, იმპორტირებული _ 3 ლარი. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არანორმალურია და რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, თვითონვე აწარმოოს კვების ძირითადი პროდუქტები? აპირებთ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კარდინალურად შეცვლას?

* ახლახან “ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომელ ქვეყანაში რამდენი ბოთლი გავიტანეთ. ანგარიშში საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად მოხსენიებულია ქვეყნები, რომლებშიც 33-დან 300-400 ათასამდე ბოთლი ღვინო გავიდა. სულ ჩამოთვლილია ცხრამეტი ქვეყანა, მათგან თვრამეტში გატანილია, საერთო ჯამში, 19,5 მლნ ბოთლი, ხოლო მეცხრამეტე ქვეყანაში _ რუსეთში გატანილია 42 მილიონ 300 ათასი ბოთლი, ე.ი., ყველა დანარჩენთან შედარებით ორჯერ მეტი, მაგრამ რატომღაც რუსეთი სტრატეგიულ ბაზრებში არ მოიხსენიება. ასეთი მიდგომა ნორმალურად და ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ?..

* აპირებთ თუ არა, რომ ბანკების საქმიანობა, პირველ რიგში, ეროვნული ბანკის, მოაქციოთ მკაცრი სახელწიფო კონტროლის ქვეშ და ჩააყენოთ ისინი ქართული ეკონომიკის სამსახურში?

* …საქართველოში კონსტიტუცია და კანონი ვერ მიგვიღია, თუ ვენეციის კომისიამ არ მოგვიწონა, სასამართლო განაჩენს გამოიტანს და სტრასბურგი შეგვიჩერებს. თქვენ დამოუკიდებლად მიგაჩნიათ ქვეყანა, რომელიც, თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე კი არა, გარეშე ძალების მოწონების მიხედვით იღებს კანონს, ესე იგი, ქვეყანაში ამკვიდრებს სხვის (და არა საკუთარი მოსახლეობის) მოსაწონ სავალდებულო ქცევის წესს და რომლის სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეშე ინსტიტუციები აჩერებენ? ასეთ სასამართლოს ან ასეთ კანონს ექნება ხალხის პატივისცემა და შესასრულებლად ნებაყოფლობითი თანხმობა?..

* … ფიქრობთ თუ არა, რომ შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, რათა მედიასაშუალებამ რეალურად აგოს პასუხი აშკარა ტყუილების გავრცელებისთვის? სწორად გაგვიგეთ, არა ცენზურა, პასუხი აგოს არა საზოგადოებამდე სიმართლის მიტანისთვის, არამედ ხალხის მოტყუებისთვის?

* …სად არის თქვენი დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თაობაზე? რას აპირებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით?..

* …ფიქრობთ თუ არა, რომ შესაქმნელია ქმედითი მექანიზმი ყველა დონის სახელმწიფო მოხელის პასუხისმგებლობისთვის, თუ ის დაკისრებულ სამუშაოს თავს ვერ გაართმევს?

* თქვენ ადრეც აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ თანამდებობიდან წახვედით და ფორმალურად პასუხისმგებლობას თავი აარიდეთ, საქმე გაფუჭდა, პასუხი არავის უგია. ახლა მეორედ გვპირდებით იმავეს და ისევ პასუხისმგებლობას იღებთ. გვაინტერესებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი პასუხისმგებლობა, თუ დანაპირებს ამჯერადაც არ შეასრულებთ? როგორ აგებთ პასუხს, რა ფორმით, რა მოქმედებით?..”

ჩვენ მიერ 3 წლის წინათ დასმული ყველა კითხვა დღეს უფრო გამწვავებულია. მართალია, ზოგიერთი რამ შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებებს არსებითს ვერ ვუწოდებთ, უფრო _ ფორმალურს და მოსაჩვენებელს. ასეთია, მაგალითად, პენსიების 20 ლარით გაზრდა _ დაახლოებით 10%-ით, მაშინ, როცა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, კომუნალურ მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 50-100%-ით და მეტით და ეს ზრდა გრძელდება. სკოლებში დაბრუნდა გოგებაშვილის “დედა ენა”, მაგრამ ისე, რომ ათიდან ცხრა სკოლაში მას არ ასწავლიან. ქვეყანაში არ დაკანონებულა იუვენალური იუსტიცია, ე.წ. ლგბტ პროპაგანდა და არ გაშენებულა კანაბისის პლანტაციები, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოების და უმთავრესად საპატრიარქოს კატეგორიულად შეურიგებელი პოზიციის გამო. წელს ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო დასავლეთიდან წამოსული ქვეყნისთვის მავნე მითითებების შესრულებაზე უარის თქმა, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პირად ძალაუფლებას და კეთილდღეობას შეექმნა საფრთხე.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, კაზინოებსა და სამუშაო ადგილებს, ამ საკითხებზე მხოლოდ ამა წლის 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელა საქართველოს მთავრობამ და აი, რა განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხებზე:

“საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებულები არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით, ამიტომ უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც

 ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს, ეს თანხა შეადგენს 1,5 მლრდ ლარს… ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში _ 1,5 მილიარდი ლარი.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები.

სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი მხრივ, ხელფასის სახით მიიღონ ის დახმარება, რომლებიც ეძლევათ, ოღონდ კონკრეტული საქმიანობისთვის და, ამის გარდა, დამატებით მოიძიონ ახალი სამუშაო”.

ერთი რამ უნდა ითქვას ხაზგასმით: როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე ახლანდელ შემთხვევაში და, საერთოდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში მთავრობა ხალხზე ზრუნვის მსგავსი წინადადებებით არჩევნების წინ გამოდიოდა ან მაშინ, როცა მის კეთილდღეობას ექმნებოდა საფრთხე და საშიშროების გადავლისთანავე ივიწყებდა დაპირებას, .., უნამუსოდ გვატყუებდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ მთავრობის ახლანდელი ინიციატივებიც მხოლოდ სიტყვის სათქმელად და ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად არ იქნება ნათქვამი. თუ მთავრობა ამჯერად მაინც ხალხისა და ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგების მომტან ქმედებებზე გადავა, ამას მხოლოდ მივესალმებით; მივესალმებით, მაგრამ წარსული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვის ჭია არ გვასვენებს.

საქართველო და მსოფლიოსსარედაქციო კოლეგია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here