გთავაზობთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ თვალსაზრისს სააკაშვილის საქართველოში შემოპარვასა და მის მიზანზე _ ნებისმიერი საშუალებით დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში.
ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილი “დივიდენდებს” ითხოვს და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან მოკვდება!
ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში კარგად იციან, რომ სააკაშვილი სოციოპათი და ფსიქოპათია! ეს ასევე კარგად იციან საქართველოს ხელისუფლებაში.
ყველაზე კარგად კი სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და თანამზრახველებმა იციან.
მეგობრებსაც ეცოდინებოდათ, მაგრამ სააკაშვილს ისინი, უბრალოდ, არ ჰყავს.
სააკაშვილის ამ მდგომარეობას კარგად იყენებდნენ ამერიკა-ევროპა-რუსეთი; ამ მდგომარეობით კარგად ისარგებლეს მისი ოჯახის წევრებმა და თანამზრახველებმა, უზარმაზარი ქონება დააგროვეს!
სააკაშვილი ახლა განწირულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველამ, ვინც ამით ისარგებლა, საკუთარი სარგებლის ტყვეობაშია!
სააკაშვილი “დივიდენდებს” ითხოვს და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან მოკვდება!
ძალაუფლების გარეშე ის, უბრალოდ, მოკვდება!
აქ უნდა დავსვათ ორი შეკითხვა:
* ვის აძლევს ხელს მისი კვლავ ძალაუფლებით აღჭურვა?
* ვის აძლევს ხელს მისი სიკვდილი?
უმთავრესი ის არის, ვინ იგრძნობს თავს კომფორტულად პირველ ან მეორე შემთხვევაში.
პირველ შემთხვევაში საქართველოში სისხლის კალოები გაილეწება. კევრის ქვეშ აღმოჩნდებიან ისინიც, ვინც ახლა მისი გულშემატკივრის როლს თამაშობენ, ოჯახის წევრების გარდა, და მათ ეს ძალიან კარგად იციან! ისინიც მძევლები არიან!
მეორე შემთხვევაში კი ყველა შვებას იგრძნობს, ოჯახის წევრების გარდა.
მაგრამ ეს არჩევანი არ არსებობს. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც… დაწერილია.
როგორც 54 წლის წინათ დაიწერა.
გია ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური იყოს, დესტაბილიზაციის მიმართულება კი _ უზრუნველყოფილი
უკრაინის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. როგორც მან “ქრონიკასთან” საუბრისას თქვა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ.
“ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური იყოს, დესტაბილიზაციის მიმართულება კი _ უზრუნველყოფილი. მათ შორისაა უკრაინიდან კონკრეტული ადამიანების ვიზიტები. ჩამოვიდა ერთი ჟურნალისტი, რომელსაც, ვითომ ინტერვიუს აღება უნდოდა და ინტერვიუს გარეშე უკან გააბრუნეს, მაგრამ უკრაინაში, თავის გადაცემაში დეზინფორმაციის უშველებელი ტალღა გამოუშვა ეკრანებზე. იგივე იყო სახალხო დამცველის შემთხვევაშიც, რომელიც არანაირი სახალხო დამცველის ფუნქციის შესასრულებლად არ არის ჩამოსული. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველიც, პოლიტიკურად საკმაოდ ანგაჟირებული. ახლა კიდევ ჩამოვიდა გუნდი, რომელშიც ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი სამხედროცაა. არ მგონია, რომ სამხედრო გადატრიალების განვითარების რესურსი ჰქონდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. სააკაშვილი არის ბერკეტი, რომელსაც საკმაოდ მოხერხებულად იყენებს ის ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია სურს რეგიონშიც და მსოფლიოშიც”, _ აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. მათ შორისაა პაშა კაშჩუკი, რომელიც, ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. ამავე წყაროს თანახმად, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის _ “მგლების” მებრძოლებიც.
ნინო ახობაძე: საჭმელს არ შევჭამ და კომფორტულ საავადმყოფოში წამიყვანეთო, ასეთი რამ გაგიგონიათ? ეს ახლა კაცურია? ბიჭურია? ქალაქურია? ადამიანურია?
ექიმი, სამედიცინო სამსახურის მაიორი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თქვენ კიდე მეუბნებით, როგორ ბედავ, რომ გეცოდებაო! კარგი, რაა, კარგი რაა! ნუ აი, აბა, როგორ არ მებრალებოდეს, ხალხო!
ტიპი იყო საქართველოს დირექტორი! სკოლაში რომ რადიატორთან იჯდა და (მათ მიეცათ ჩვენი ცოდვა, ვინც მაგას თავში უტყაპუნებდა და აშნირებდა მაშინ) იყო ერთი დაკომპლექსებული დოყლაპია. ეს მაინც ხომ აღარაა საკამათო. ჰოდა, იყო ქვეყნის დირექტორი; ჩათვალეთ ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, ფლობდა აქციების სრულ პაკეტს. ყიდულობდა და ყიდდა ადამიანებს. მშვენიერი სარფიანი ბიზნესია, ვერაფერს იტყვი.
მის კომპანიას ერქვა (გვერქვა) “შპს საქართველო”. ჰქონდა ის, რაც სურდა. ჰყავდა ის, ვინც სურდა. რომელ ნაშაზეც დორბლი გაეწელებოდა, მყისიერად ქვეშ ყავდა ამოდებული; მაგრამ (ნუ დავუკარგავთ) მერე ამ ქალებს გადასარევად უწყობდა ცხოვრებას. ჰქონდა საკუთარი კინოთეატრი. მის კინოში ყველა ჯერზე ცოცხალი ადამიანები მონაწილეობდნენ. ყველა კადრი ცოცხალი შესრულებით. ზოგჯერ ერთ დუბლს იღებდნენ ასჯერ, სანამ მას არ მოეწონებოდა, იქამდე უყურებდა და ტკბებოდა. ტკბებოდა წამების ყურებით. ციხე მისი კინოთეატრი იყო. ის ციხე, რომელშიც ახლა თვითონ ზის. კინო რომ მობეზრდა, მერე ომობანა ითამაშა; საკუთარი თვალით ვნახე ამ “თამაშში” ნაფლეთებად ქცეული ბიჭები, შეშინებული მოსახლეობა, გზებზე გამოფენილი ქალები და კაცები, რომლებიც ცრემლიან თვალებს გვაყოლებდნენ და ხელს გვიქნევდნენ…
კონცერტიც ვნახე მაშინ, სანამ ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ დაუმარხავი იყო. ვერ ვუყურე, შემრცხვა. დიქტატურა ჯარში ვნახე.
ყველა არჩევნებზე ცხვრის ფარასავით შერეკილი ადამიანები ვნახე _ საარჩევნო ყუთებთან; სპეციალურად გამოცხადებული ყაზარმულებიც ვნახე ყველა არჩევნების წინ! (არასოდეს მსგავსი 2012-ის მერე აღარ მინახავს); ვინმე თურქი რომ ბათუმში თავის მორიგ კერძო სასტუმროს გახსნიდა, იქ ჩამოფრენილიც ვნახე “ჩვენი ქვეყნის დირექტორი”, კამერების წინ ლენტს რომ თავად ჭრიდა და აცხადებდა: “დღეს კიდევ ერთი სასტუმრო გავხსენითო”! მილანში შოპინგზეც ვნახე; გორში მიწაზე მფორთხავიც.
სცენაზე ვიღაცა ქალი რომ ხელში აიტაცა და “ვაიმეე, რა საყვარელიაა” _ ეგეთიც ვნახე; ბუჩქებში რომ მიუთითა ახალგაზრდებს _ ეგეთიც;
ჟვანია რომ დაიტირა _ ეგეთიც ვნახე; ტელევიზორიდან რომ პუტინს ეჩხუბებოდა _ ეგეთიც. “არავითარი დანდობა, ყველა ციხეში”! _ ეგეთიც ხომ მყავს ნანახი.…
ირინა ენუქიძეს რომ დასცინა და ის ვიღაცები შეიწყალა, ეგეც ხომ ვნახეთ;
თავისი კარის მომღერლების გარდა, ყველა ხელოვანი რომ მოიკვეთა და საჯარიმოზე გაუშვა, ეგეც ვნახეთ; 7 ნოემბერს რაც ჩაიდინა _ ეგეც; დირექტორიც ეგ იყო, დამფუძნებელიც და მაყურებელიც; მისი ძალაუფლება იდგა ძმებ ახალაიებზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე. იდეოლოგი ბოკერია ჰყავდა, ხაზინადარი _კეზერაშვილი. მისი ცოლის თანამდებობა სანდრას ეკავა. ყველა ჯავრი, ყველა წყენა, ყველა ბოღმა-პატიმრებზე იყარა, უმწეო ადამიანებზე, რომლებსაც თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდათ.
ვისაც მიშას სამართლისა და სიმართლის გჯერათ, არ გწყევლით, არა _ თქვენს ოჯახებში და თქვენი შვილების თავს იყოს იგივე სამართალი. გაწყობთ?
თქვენ ხომ თვლით, რომ ის უდანაშაულოა? ჰოდა, ჯანში გქონდეთ ეგ სიმართლე და ეგ სამართალი! და, თუ ის დამნაშავეა, მაშინ რა დედითქვენისა გინდათ?!
რატომ შეგვჭამეთ და შეგვაწუხეთ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები?
ხალხო, დავბერდი და მსგავსი არ მინახავს, ფილმშიც კი!
სადმე ოდესმე გინახაათ, პატიმარი კაცი ასე იქცეოდეს?
კაცი, ხალხო, კაცი! აი ასე იპარჭყებოდეს, ტლიკინებდეს, ხელს იშვერდეს და ბადრაგს გამოჯავრებით ვიღაცის მონებს ეძახდეს? ეგეთი რამ გინახავთ სადმე? ან გაგიგონიათ?
საჭმელს არ შევჭამ და კომფორტულ საავადმყოფოში წამიყვანეთო, ასეთი რამ გაგიგონიათ? ეს ახლა კაცურია? ბიჭურია? ქალაქურია? ადამიანურია? ქალი ვარ და, სულ რომ ქუჩაში გამაკავონ და ციხეში წამიყვანონ და აბსურდული ბრალდება წამიყენონ, ასე როგორ მოვიქცევი, კაცო: ჭირვეული ჩასვრილი ბავშვივით მიწაზე გავწვე და გავიფარჩხო,_ არ წამოგყვებითო! რა სიგოიმეა, რა სიმდაბლეა, რა სილაჩრეა!
კაცი არა ხარ, შე უბედურო და საცოდავო? ცამდეც რომ იყო მართალი, რა სცენებს დგამ და რა არაკაცურად იქცევი, შენ როგორ გებარა ქვეყანა, ჰაა?
ადე ზეზე და დადექი კაცურად, შე კლოუნო! ბოლო-ბოლო, ამდენი შენზე შეყვარებული ქალი გიყურებს, რასაი გამხარ, აბა? მეცოდები (((( იმიტომ, რომ ერთი დიდი ხორცის ტომარა ხარ, რომელიც აქამდე ჭამდი და კუჭში გადიოდი. სულ ეგ იყო შენი ცხოვრება და აწი იძულებული ხარ, ცოტა ჭამო. იცი, კიდევ რატო მეცოდები?
შენს ფიზიკურ განადგურებას რომ ნატრობენ შენი საქმიანი პარტნიორები, აი მაგიტომ, ყველაზე მეტად კი იმიტომ მეცოდები, რომ ძმაკაცი არა გყავს! მეტი რაღა უნდა დაგემართოს?
იჯექი ახლა და უცადე, დირიჟორ მაჭავარიანს ფისი როდის მოუნდება. აუ, დავიღალე რაა ((( ნუ გადააყოლეთ ქვეყანა ამ ერთ ჩასვრილ იდიოტს! დავიღალე კი არა, გადავიწვი, ყველაფრით! რა დროს მიშაა?! აი ამეების წერაც მომბეზრდა, არადა, სადაც გაიხედავ, ეგ სულით მახინჯია ყველგან.
მადლობა, მიშა, გზები რომ დაგვიგე”,_ წერს ნინო ახობაძე.
ge.news-front.info