Home რუბრიკები საზოგადოება დასავლური იდეოლოგიით გაბრიყვებული ქართველი ახალგაზრდობა

დასავლური იდეოლოგიით გაბრიყვებული ქართველი ახალგაზრდობა

ერთერთი ტელევიზიის მიერ ქუჩაში ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგები ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელებს. აღმოჩნდა, რომ, ახალგაზრდების აზრით, “სანამ სააკაშვილი ცოცხალია, რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს”.

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ნიჰილიზმია, ადამიანების უმრავლესობა არავის ენდობა, ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა ახალგაზრდებში _ ზოგიერთისთვის ყველაფერი სულერთია, ზოგი კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილიცამდე მართალი კაცია”. საბედნიეროდ, არიან ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები, რომლებიც მართებულად აზროვნებენ, მაგრამ მათგან თითქმის ყველა ამბობს, რომ საზღვარგარეთ სურთ ცხოვრება.

რამ გამოიწვია ქართველი ახალგაზრდების ინერტულობა; რატომ არის მოზარდ თაობაში პატრიოტიზმი ასეთ დაბალ დონეზე; რატომ სურთ ქვეყნიდან წასვლა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი.

თავისუფალ და ილიას უნივერსიტეტებში, რომლებშიც ბევრი ნაცნობი მყავს და ინფორმაციაც მაქვს, ლექციებს კითხულობენ ალექსანდრე კვახაძე, გიორგი მელაძე და მათნაირები, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, რომ მეგის ქარდავა არის გმირი და ის რუსებმა დაატყვევეს, რომ ბაჩო ახალაია გმირია

შოთა აფხაიძე, პოლიტოლოგი:

_ მინდა, პარალელი გავავლო სააკაშვილსა და ჰიტლერს შორის. როდესაც ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში მივიდა, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილება დაიწყო. მან თავის იდეოლოგიას მოარგო ქვეყნის განათლების სისტემა და დაიწყო ახალგაზრდების, მომავალი თაობების “აღზრდა” იმ ფასეულობებით, რომლებსაც მიიჩნევდა, რომ იყო სწორი და ეს იყო ფაშიზმი, რასიზმი და ნაციზმი. ჰიტლერს თავის იდეების გამტარებლად გებელსი ჰყავდა, რომელიც შავს თეთრად ასაღებდა… და ახალგაზრდას, რომელსაც ლოგიკური დასკვნა უნდა გაეკეთებინა და ეფიქრა, რომ ჰიტლერული პროპაგანდის მსხვერპლი იყო, ფაშიზმი ნორმად მიაჩნდა. ასე ჩაითრიეს თითქმის მთელი გერმანელი ერი ავანტიურაში, ეს ყველაფერი რით დასრულდა, ყველამ კარგად ვიცით…

რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა? _ მას ახალი არაფერი მოუგონებია. მისმა იდეოლოგებმა _ გიგი თევზაძემ, გია ლადარიამ, გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა, თამარ კინწურაშვილმა და სხვებმა “თავისუფლების ინსტიტუტში” ამოიღეს ჰიტლერისეული გერმანიის, აგრეთვე, მუსოლინისდროინდელი იტალიის განათლების სისტემის დოკუმენტები და დაიწყეს საქართველოში მისი დანერგვა. პირველ რიგში დაიწყეს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ინდოქტრინაცია (სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ კომპლექსური რეკლამისა და პროპაგანდის მეშვეობით მოსახლეობის ცნობიერებაში თვალსაზრისების გარკვეული სისტემისა და სტერეოტიპების ჩანერგვა და ჩამოყალიბება _ ე.ნ.). მათ სრულად წაშალეს ქართული მენტალიტეტი და ცნობიერება ახალგაზრდებში. ცდილობდნენ, შეექმნათ ზომბირებული არსებები, რაც ნაწილობრივ შეძლეს კიდეც.

სააკაშვილის შექმნილ განათლების სისტემას ჰქონდა სამი ძირითადი პრინციპი: მოეშალათ საქართველოს ისტორიის სწავლება, რათა წარსულზე არ ჰქონოდათ ახალგაზრდებს წარმოდგენა, მეორე _ მოეკლათ ქართული წესჩვეულებები და ადათები, რათა მორალისგან დაცლილიყვნენ, და მესამე _ მოესპოთ რელიგია, რათა ის სრულად ყოფილიყო იგნორირებული და უარყოფილი. მათ, სამწუხაროდ, შეძლეს ამის გაკეთება, ასევე შეძლეს, ახალი თაობა დაეპირისპირებინათ წინაპრებთან. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ უფროსი თაობა იყო და არის არაფრისმაქნისი, უსაქმური, რომ საქართველოს ისტორია არარაობაა… სააკაშვილის ხელისუფლებამ ახალგაზრდები ულტრალიბერალებად აქცია, მათთვის უმთავრესია ფული, რომლითაც ყველაფერს იყიდი. ახალგაზრდებს მისცეს, ასე ვთქვათ, სექსუალური თავისუფლება, გააშარჟეს “ქალწულობის ინსტიტუტი”, რაც ჩვენი რეგიონისთვის, კავკასიისთვის, ქართველებისთვის, ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო. ამ ყველაფერს დაემატა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

ახალგაზრდებს უყვართ გართობა, იოლი ფული, ნაკლები მუშაობა, ნაკლები სწავლა და დატვირთვა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენა სააკაშვილის იდეოლოგიამ. ახალგაზრდა, რომელსაც ნაკლებად ადარდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, კომფორტშია. დღეს ჩვენი ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რა ხდება ქვეყანაში; ვერც იმას ხვდებიან, რომ, შესაძლოა, ისინი გამოიყენონ ბრმა იარაღად, ამიტომ ვერც ვადანაშაულებ მათ. ინტერნეტიზაციამ კი პროცესები დააჩქარა, პოლიტიკა ნაკლებად აქტუალური ხდება, ახალგაზრდები დაკავებულნი არიან თავისი პრობლემებით. ისინი მიიჩნევენ, რომ პირადი ფუფუნება უმაღლესი ფასეულობაა.

საქართველოში მართლაც სავალალო მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ, ვინ იყო სააკაშვილი და რა გაუკეთა მან ქვეყანას. ათასობით გაუპატიურებული, მოკლული, ნაწამები, ქონებაწართმეული ადამიანია საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილის უგუნური ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. ლოგიკურად მოაზროვნე ახალგაზრდა ამ საკითხებით დაინტერესებული უნდა იყოს, რადგან ეს მისი ქვეყანაა, მაგრამ ახალგაზრდებს ეს არ ადარდებთ.

ბავშვი, რომელიც ათი წლის იყო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, დაკაცდა, მან ის ისწავლა, რაც იმხანად ისწავლებოდა ქვეყანაში და რისი პროპაგანდაც მიმდინარეობდა. ამ ყველაფერში “ქართულ ოცნებასაც” ვადანაშაულებ, რადგან სააკაშვილის შემდეგ ბევრი რამ არც მათ შეუცვლიათ. მაგალითად, თავისუფალ და ილიას უნივერსიტეტებში, რომლებშიც ბევრი ნაცნობი მყავს და ინფორმაციაც მაქვს, ლექციებს კითხულობენ ალექსანდრე კვახაძე, გიორგი მელაძე და მათნაირები, რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ მეგის ქარდავა რუსებმა დაატყვევეს და რომ ის არის გმირი, რომ ბაჩო ახალაია გმირიააი, ასეთ ლექციებს უკითხავენ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში დაოცნებასამაზე რეაქცია არ აქვს. მერე ჩვენ გვიკვირს, რატომ არიან ისინი ინერტულები არსებულ ვითარებაში.

ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ დემოკრატია ისე არ მოდის, თუ არ გააუპატიურე, არ აწამე, არ მოკალი, რომ რუსეთის აგენტურა გვებრძვის და ა.შ. ამაზე განათლების სამინისტროს არ აქვს შესაბამისი პასუხი, რეაქცია. პირიქით, დღევანდელი განათლების სამინისტრო გრანტებს აძლევს მათ. მივიდეს განათლების მინისტრი და დაესწროს მელაძის, კვახაძის ლექციებს და თავისი ყურით მოისმინოს, როგორ აჭმევდა არქანიას მეგის ქარდავა ფურცლებს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეეჩერებინა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ამ თაობისთვის მეგის ქარდავა იყოს გმირი. კაცი, რომელიც დღესაც ციხიდან იმუქრება, რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, გაუპატიურებები მერე ვნახოთოახალგაზრდებიც ისე მოტივირებულნი იქნებიან, რომ იარაღით ხელში .. რუსეთის აგენტებს დაერევიან და ამას ამერიკა გაამართლებს.

_ საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს ახალგაზრდების მიერ მოწყობილი რევოლუციის ტოლფასი საპროტესტო აქციები. ისტორიას საფუძვლიანად არ ასწავლიან, მაგრამ იქნებ ჩვენ გავიხსენოთ, რა შეუძლია ახალგაზრდულ ძალას, რომელიც დღეს ასე სჭირდება საქართველოს

_ ისტორიულად ასეა საქართველოში, ჩვენი დიდი მეფეები 14-15 წლისანი ავიდნენ სამეფო ტახტზე. დავით აღმაშენებელი პატარა ბიჭი იყო და ასეთივე მეგობრები ჰყავდა, მათ შექმნეს გასაიდუმლოებული სამხედრო დაჯგუფებები და თურქ-სელჯუკებს უწევდნენ წინააღმდეგობას…14-15 წლის ახაგაზრდები, ქალიც და კაციც, ჩამოყალიბებულნი იყვნენ, მათ გააზრებული ჰქონდათ თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ოჯახის წინაშე…

ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშაოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მეგის ქარდავა არ არის გმირი, ბაჩო ახალაია კი ნაძირალაა. სააკაშვილი ციხეში უმკაცრეს პირობებში უნდა იმყოფებოდეს, როგორც მოღალატე მმართველი. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში, რომელიც მათ ასე მოსწონთ, უმკაცრესი პირობები აქვთ ციხეებში და სააკაშვილისნაირებს ელექტროსკამზე სვამენ

თუ არ გამოვაღვიძეთ ჩვენი მომავალი თაობა, თუ ხელისუფლება არ იზრუნებს პატრიოტული თემების პროპაგანდაზე, დავიღუპებით და მაშინ რა საჭიროა ეს ქვეყანა?! ჩვენი თაობა წავა და, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, ვის იმედად უნდა დავტოვოთ საქართველო? იმ თაობის, რომელიც მტყუან-მართალს ვერ არჩევს?!

კარგი იქნება, თუკი ჩვენი მომავალი თაობა დაინტერესდება ისტორიით _ წაიკითხავენ, გაიგებენ, განათლდებიან, შეადარებენნუ მოუსმენენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა გაყიდეს, ნუ მოუსმენენ კინწურაშვილებს, კვახაძეებს, მელაძეებს

ქვეყანაში არ არსებობს სათანადო სახელმწიფო პროპაგანდა, რადგან ხელისუფლება გადასულია ძარცვაგლეჯაზე. მას არ ადარდებს ახალგაზრდების ბედი. ისინი არიან სააკაშვილის გზის გამგრძელებლები, საქართველოს ლატენტური მტრები. სააკაშვილი იყო აშკარა მტერი, ავადმყოფი, რომელიც თავს ვერ იოკებდა, ესენი კი დაფარული მტრები არიან. “ოცნებამწამითაც არ იზრუნა ახალგაზრდებზე, მოტივაცია არ მისცა, არ გააკეთა სივრცეები, სადაც საქართველოს ისტორიას შეასწავლიან, სამშობლოს სიყვარულს შეასწავლიან, რელიგიას, სახელმწიფოზე ზრუნვას მიაჩვევენ მომავალ თაობებს. ასე რომ, ყოველივე ამას რომ ვფიქრობ, პრეტენზიაც არ მაქვს მომავალ თაობასთან.

“ოცნებამ” “ნაცმოძრაობასთან” კოაბიტაციას გადააყოლა ქვეყანა, მომავალი თაობები. ესენიც, უკვე ცხრა წელიწადია, ხელისუფლებაში არიან. ვფიქრობ, ეკლესიამ უნდა ითამაშოს დიდი როლი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ხვდებიან, რომ არსებული და ყოფილი ხელისუფლებაც ნაძირალები არიან. ახალგაზრდები არ უნდა დანებდნენ!

სააკაშვილისახალმაპოლიტიკამ, “ბუჩქების თაობისპოლიტიკამ, ძალიან მავნე ნაყოფი გამოიღო

ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ ყველა დიქტატორის სამიზნე ახალგაზრდობაა. ახალგაზრდები დიქტატორებისთვის საინტერესონი იმიტომ არიან, რომ მომავალი თაობაა. მათ არ აქვთ მყარი ორიენტირები, არიან ფასეულობების შერჩევის პროცესში, ამიტომ ადვილია მათზე ზეგავლენის მოპოვება.

სააკაშვილის პერიოდის მასონურ სკოლებსა და ლაბორატორიებში, რომლებშიც მართვის მექანიზმებს სწავლობდნენ, კარგად ჰქონდათ შემუშავებული, რატომ უნდა ამოეღოთ სამიზნეში ახალგაზრდები, ყველაზე სათუთი ადამიანები…

ჩვენ გვახსოვს, როგორ უთითებდნენ ახალგაზრდებსბუჩქებისკენ”, ეს არ იყო შემთხვევითი გვახსოვს ისიც, რომ სააკაშვილმა 24 წლამდე ჩამოსწია სადეპუტატო ასაკი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ფასეულობების აღრევისა და მენტალიტეტის დამახინჯების სანაცვლოდ, ახალგაზრდებს ბონუსებს აძლევდა, ცდილობდა, მის მიმართ სიმპათია ჰქონოდათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მისივე მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებდნენ.

სააკაშვილის იდეოლოგია ითვალისწინებდა უფროსი თაობისჩარეცხილებადგამოცხადებას. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ შეურაცხყვეს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები, იგივე პროცესები მიმდინარეობდა მეცნიერებათა აკადემიასა და ტელევიზიაში _ ამჟამად საზოგადოებრივ არხზე

სააკაშვილი ებრძოდა ავტორიტეტებს, რითაც ზეგავლენას ახდენდა ახალგაზრდებზე. ის ცდილობდა ფასეულობების ნგრევას, ავტორიტეტების უარყოფას და, თუკი ვინმე ამას გააკეთებდა, წაახალისებდა _ სამსახურს აძლევდა.

სააკაშვილმა პირტიტველა ახალგაზრდები დანიშნა მინისტრებად, დეპუტატებად შეჰყავდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მახსენდება ბიბლიური ჭეშმარიტება: “ცოდვების გამო ერს დავსჯი იმითი, რომ უწვერულებს მთავრებად დაგისვამთ”.

პირტიტველი ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა სასჯელია ერისთვის და სწორედ ამას აკეთებდა სააკაშვილი. ახალგაზრდებმა, სამწუხაროდ, არ იციან, რომელია ძირითადი ღირებულებები, რაც სააკაშვილის პოლიტიკის გამოძახილია.

სკოლებში შემცირდა საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, მოიშალა რელიგიის კუთხეები, საერთოდ, ამოიღეს რელიგიის გაკვეთილები, აკრძალეს მღვდლების შესვლა სასწავლო დაწესებულებებში. სააკაშვილმა მოშალა ეროვნული ფუნდამენტი ახალგაზრდებში.

ახალგაზრდები ინერტულები გახდნენ, მაგრამ საქართველოს აქვს ბასტიონი, ციტადელი და ეს ეკლესიაა, დედაეკლესია. თუკი ვინმე გადარჩება, ის იქნება მიჯაჭვული ეკლესიაზე. სააკაშვილმა სწორედ მას გამოაცალა ფუნდამენტი, სწორედ მასზე შეძლო გავლენის მოხდენა, ვისაც არ ჰქონდა რწმენა.

ერთხელ სატელევიზიო გადაცემისთვის მასალას ვამზადებდი, ქუჩაში გამოკითხვა ჩავატარე. ახალგაზრდებს ვუსვამდით კითხვას _ რა არის თქვენს თაობაში პრიორიტეტული? მათი პასუხი იყო: _ უცხოეთი

წარმოგიდგენიათ? ცხრა ძმა ხერხეულიძის შთამომავლები უცხოეთში წასვლაზე ოცნებობენ. პათეტიკად არ ჩამითვალოთ, მაგრამ იმ ცხრა ძმის დედა შვილებს ასწავლიდა, საქართველოს დროშა მიწაზე არ დაცემულიყო და დღეს ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში წასვლაზე ოცნებობენ

_ საუკუნეებისწინანდელი ქართველები რომც არ გავიხსენოთ, რაც სულაც არ არის პათეტიკა, საქართველოს უახლეს ისტორიაშიც გვახსოვს ახალგაზრდული სულისკვეთებაც

_ არსებობს სპეციალური დოქტრინები, დღეს ამას უწოდებენ შეთქმულების თეორიას, რომელიც გულისხმობს საზოგადოების გარყვნას, რადგან გარყვნილი საზოგადოება უფრო ადვილი სამართავია. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პირდაპირ აცხადებდნენ, რომ უნდა შეექმნათ ახალი ადამიანები.

საბჭოთა კავშირისდროინდელ საქართველოში გაცილებით მეტი იყო ეროვნული თვითშეგნება. ერთი შეხედვით, თითქოს საერთო სივრცეში ვცხოვრობდით, მაგრამ ქართველებს იმხელა სიყვარული გვქონდა ჩვენი ქვეყნის, 1989 წლის 9 აპრილს, როგორც ერთი, ისე დადგა მთელი ახალგაზრდობა სამშობლოს დასაცავად.

დღევანდელ ახალგაზრდებს არ აქვთ ეროვნული თვითშეგნება და მართალს ამბობთ თქვენ, როდესაც შორეული ისტორიის წიაღსვლებში წასვლა არ არის საჭირო, რადგან სულ ახლახან ძალიან ძლიერი იყო ახალგაზრდა თაობის სულისკვეთება…

სააკაშვილისახალმაპოლიტიკამ, “ბუჩქების თაობისპოლიტიკამ, ნაყოფი გამოიღო, თანაც ძალიან მავნე.

სააკაშვილის მიზანი იყო უსამშობლო ცნობიერების ადამიანის, მსოფლიო მოქალაქის გამოზრდა. ის ხშირად საუბრობდა “სინგაპურიზაციაზე” _ სინგაპური მისი ოცნების საქართველო იყო. სააკაშვილს სურდა, შეექმნა მოქალაქეების გაერთიანება, რომლებიც ფესვებს მოწყეტილი იქნებოდნენ და მსოფლიოს მოქალაქეებად იგრძნობდნენ თავს, რომელთაც მშობლიურის სიყვარული არ ექნებოდათ. გარკვეულწილად მიაღწია ამას. თაობა, რომელიც გაიზარდა და რომლის ნიჰილიზმიც ეროვნული ღირებულებების მიმართ ასე გვაწუხებს, სააკაშვილის პოლიტიკის გამოძახილია.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან, რომელსაც ახალგაზრდების ინერტულობა, ნიჰილიზმი ქვია, მხოლოდ ეკლესიას შეუძლია გამოსავლის პოვნა და ხსნა მომავალი თაობებისა. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს ეს, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სულიერ ვაკუუმში მყოფი, ღირებულებებისგან დაცლილი ბავშვები, შესაძლოა, ადვილად აღმოჩნდნენ მავნე ზეგავლენის მსხვერპლნი, ისეთის, როგორიცაა ნარკოტიკი, ე.წ. კლუბური ცხოვრება… აუცილებელია, ბავშვები, ახალგაზრდები აღიზარდონ ეროვნული სულისკვეთებით და არ აღმოჩნდნენ, როგორც სახარებაში წერია: “იმ სახლის დარად, რომელიც დახვდებათ დასუფთავებული და შვიდი ეშმაკი, უფრო უბოროტესი დაეპატრონება”.

_ თქვენ საუბრობთსააკაშვილისდროინდელთაობაზე, ამბობთ იმასაც, რომ საჭიროა ახალგაზრდების სულიერ აღზრდაზე ზრუნვა, მაგრამ ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლიდან 9 წელიწადი გავიდა

_ ეს ხელისუფლება განაგრძობს წინა ხელისუფლების გზას, მათ შორის განსხვავება დიდი არ არის, რადგან “ოცნებამ” არც რელიგია დააბრუნა სკოლებში, არც საქართველოს ისტორიის სწავლების საათებს მოუმატა, არც მშობლიური ლიტერატურის… “ქართულმა ოცნებამ” ინერციით განაგრძო წინა ხელისუფლების დატოვებული იდეოლოგია და ბავშვი პატრიოტად როგორ უნდა გაიზარდოს, თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ამაზე, თუ სახელმწიფო პრიორიტეტად არ აქცევს ამას?!

ახალგაზრდა, რომელიც არ იზრდება საკუთარი სარწმუნოების წმინდანთა ცხოვრების ისტორიებზე, საკუთარი ქვეყნის ისტორიის დიდებულებაზე, თუკი ბავშვისთვის არ არსებობს ეროვნული, სამშობლოსთვის თავდადებული ავტორიტეტი, როგორ უნდა გაიზარდოს პატრიოტად?

ბოლო პერიოდში აქტიურად ვეცნობი, როგორ ხდება საზღვარგარეთ პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება ახალგაზრდებში. აღმოჩნდა, რომ გლობალიზაციის პირობებში გაძლიერებულია პატრიოტული მიმართულებები ევროპასა და ამერიკაშიც. არსებობს, პატრიოტული კლუბები, ასწავლიან ქველმოქმედებას, უმწეოებზე ზრუნვას და ეს პრიორიტეტია ყველა სასწავლებელში. ამ ყველაფერს ასწავლიან, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პატრიოტული მიმართულებით.

გლობალიზაციის მიუხედავად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პატრიოტიზმი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მმართველები მარიონეტები არიან და უცხო ძალების ინსტრუქციას, რომელიც მარიონეტებისთვისაა განკუთვნილი, უსიტყვოდ ასრულებენ. თუ სხვაგან პრიორიტეტია პატრიოტიზმი, ჩვენთან იგნორირებულია

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here