“მიშა, მიშა, მიშა!… “არა, ამის ატანა უკვე შეუძლებელია! სააკაშვილის მიერ გაკონტროლებულ ტელევიზიებს თავი რომ დავანებოთ, უთოს ჩართვისაც კი მეშინია, იმანაც “მიშა, მიშას” სკანდირება არ დაიწყოს…
ხუმრობა იქით იყოს და, ხელისუფლებას მივმართავ: რაღაც განსაკუთრებული ზომები და კანონები მიიღეთ, მიშას მომხრე მცირერიცხოვანი სექტანტების დაუსჯელი თარეში აღკვეთეთ და ქართველი საზოგადოება რამდენიმე ათეული (მეტი აღარ გამოდის მათ მიერ დაანონსებულ “გრანდიოზულ” აქციებზე) ტვინგამორეცხილთა ფსიქოლოგიური ტერორისგან გვიხსენით! მაგრამ არა, ვერანაირ “განსაკუთრებულ ზომებსა და კანონებს” ვერ მიიღებს “ქართული ოცნება”, სანამ საქართველოს #1 პატიმარსა და მის მომხრეებს “ყოვლისშემძლე” ე.წ. გამოხატვის თავისუფლების ანტიეროვნული კანონი იცავს; კანონი, რომლის აპოლოგეტები საქართველოში “ვარდების რევოლუციის” მთავარი შემოქმედი ჯორჯ სოროსი, ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, “კაპიტანი” ეკა გიგაური და მთელი ე.წ. არასამთავრობო სექტორი არიან.
ყოველივე ზემოჩამოთვლილ პიროვნებებსა და ინსტიტუტებს “თუ ერთ ქვაბში მოვხარშავთ”, მივიღებთ ე.წ. მეხუთე კოლონას, რომელმაც ქართველთა სისხლითა და ცრემლით გაუმაძღარი (გურიაში რომ იტყვიან, “შიშველი გადარეული”) სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, “ქართული ოცნება” კი არა, სწორედ ეს ლიბრასტული მეხუთე კოლონა, გნებავთ, კოლექტიური დასავლეთი მართავს… აქედან გამომდინარე, ზემონანატრი განსაკუთრებული ზომებისა და კანონების მიღება მეხუთე კოლონის, ანუ აშშ-ის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია. ასეთ ნებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე თუ მეგობარი, მხოლოდ საქართველოსთვის საზიანო შემთხვევებში ავლენს. რომელი ერთი გავიხსენო? ამიტომ მხოლოდ ერთს შევეხები, სამაგიეროდ ისეთს, რომლის გათვალისწინების გამო ვართ “აყვავებულ–აშენებულები”… სწორედ იანკების კეთილი რჩევის (წაიკითხე, ბრძანება) ნაყოფია ე.წ. კოაბიტაცია, რომელმაც უზრუნველყო პოლიტიკურ საფლავში მწოლიარე ნაცების რეანიმაცია და მთავარ ოპოზიციურ ძალად დანიშვნა. ეს ანგლოსაქსების კეთილი რჩევის შედეგად და აქაური “ასოების” (არასამთავრობო ორგანიზაციები) შესრულებით დემონსტრაციულად “გაანადგურეს” სამეგრელოს კასრებში ნაპოვნი საშინელი კადრები. ჩვენს ფსიქიკას გაუფრთხილდნენ. “როგორ შეიძლება ამ კადრების გასაჯაროება, გულები დაუსკდებათ უბრალო ადამიანებსო”, _ უბრალო ადამიანების მაგივრად გადაწყვიტეს “ასოებმა”; იანკების კეთილი ნებით, 10 წელიწადია, “ვერ პოულობენ” სააკაშვილის სადისტურ-ფაშისტური რეჟიმის მთავარ ჯალათებს _ დათა ახალაიას, ზურაბ ადეიშვილსა და სხვა მრავალთ; რატომ არ იჭერენ სვანეთის ამომგდებს, აფრასიძეების ოჯახის ჯალათ გიორგი ბარამიძეს, სულხან მოლაშვილის მწამებელ გიგა ბოკერიას? როგორ, რა მანქანებით გახდა საქვეყნოდ ცნობილი მკვლელი ჟორიკა რურუა პოლიტპატიმარი და ა.შ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ზემოჩამოთვლილ საკითხებში არა მხოლოდ ანგლოსაქსები, “ქართული ოცნებაც” არის გარეული და ამიტომაც დავარქვი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ქოც-ნაცთა ერთობლივი ხელისუფლება, როგორც ერთი ფესვიდან ამონაყარი ყლორტები… ზემოთქმულიდან გამომდინარე, “სიკეთის თესვაში” ანგლოსაქსებს (ისე ანგლო კი არა, იქნებ ნაგლოსაქსები დაგვერქმია ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირე-მეგობრებისთვის”) პირველობას ვერავინ შეეცილება… ამ მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ, ალბათ, დროა, წინამდებარე წერილის მთავარ თემას დავუბრუნდეთ _მართლაც ყელში ამოვიდა მიშა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ იხილა, ჯერ როგორ მიირთმევდა სააკაშვილი ხბოს ღვიძლისა და ბოსტნეულის პიურეს, შემდეგ როგორ ჭიდაობდა ციხის ადმინისტრაციასთან, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მიშას შიმშილობა ტყუილია. არც მანამდე და მით უმეტეს ზემოხსენებული ჭიდაობის ხილვის შემდეგ, უკაცრავად და, სულ ფეხზე მეკიდა, მიშა ჭამდა თუ არა, და ჰემოგლობინი რამდენი ჰქონდა. არც ადამიანების იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც სხვასთან საუბრისას აუცილებლობად მიაჩნია თავისი ჰუმანიზმის წარმოჩენა განცხადებით, რომ “ციხისთვის არავინ ემეტება”. ვისაც რაც გინდათ, ის მიწოდეთ, მაგრამ მიშა მემეტება კი არა, ეგ სადისტი ციხეში უნდა დალპეს. იმ კადრების ცქერისას ორ რამეზე ვფიქრობდი: პირველი _ სრულიად სერიოზულად ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ციხეში 1-2 წლით ჩავჯდე, ოღონდაც ერთი პირობით, საკანში მიშასთან, რათა დავანახვო ციხეში, რომელშიც 300 ათასი კაცი გამოამწყვდია, ბალი ათიშაური ღირს თუ უფრო მეტი; მეორე _ სირცხვილის განცდა დამეუფლა: ნუთუ ეს დეგენერატი კურდღელი 9 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს?.. ნაციონალები მიშა სმეტანსკის საქართველოში განუბაჟებლად შემოპარვამდე თუ ამბობდნენ, _ დანაშაულები კი არა, პატარა შეცდომები გვქონდაო, ახლა ეს თავხედები ამაზეც უარს ამბობენ. ამ უნამუსო სანიკიძემ განაცხადა, ახლა ხომ დამტკიცდა, რომ ე.წ. ციხის კადრები პუტინის დაკვეთით დადგმული სპექტაკლი იყოო. თუმცა ბიძინას კალთაში შეუმდგარ მილიონერს და სააკაშვილთან შემდგარ “შნირს” არ დაუკონკრეტებია _ “ახლა ხომ დამტკიცდაში”, რომელი დრო იგულისხმებოდა, სამაგიეროდ ამ ბღენძმა ის შემახსენა, რომ დღეს მსოფლიოში “მოშიმშილე პოლიტპატიმარზე” აქტუალური ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი დაძაბულობაა…
შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის საზღვრებთან პროვოკაციულად ახლო მანძილზე ნატო–პენტაგონი დაუგეგმავ წვრთნებს ატარებს და 1962 წლის ე.წ. კარიბის კრიზისის შემდეგ მსოფლიო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ნატო–რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის (ბირთვულისაც კი) საფრთხის წინაშე. რუსეთი, საკუთარ ძალებში მტკიცედ დარწმუნებული, ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდება, რომელსაც მაშინ დაარღვევს, თუ ანგლოსაქსები უკრაინას გააბრიყვებენ და ისინი ყირიმ-დონბას-ლუგანსკის სამხედრო ძალით დაბრუნებას შეეცდებიან. ისტორია მეორდება? თავის დროზე ანგლოსაქსებმა საქართველო გააბრიყვეს და სააკაშვილს რუსეთთან ომი დააწყებინეს. შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიები, რომელიც დე ფაქტო ისედაც დაკარგული ჰქონდა, დე იურედაც დაკარგა. თუ ისტორია განმეორდება, უკრაინას უარესი ელის _ ევროპის ტერიტორიულად უდიდესი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
აქედან გამომდინარე, კოლექტიური დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს თავის დროზე “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილი და მისი, უკაცრავად პასუხია, შარდის ანალიზი და ის, რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. მხოლოდ უილაჯოდ წკავწკავებენ მიშას ძველი “დოსტები”, უფრო ზუსტად, მის მიერ მოსყიდული კარლ ბილდტები, დევიდ კრამერები და ბალტიისპირელი ფინიები.
დავით მხეიძე
P.S. რამდენიმე სასაცილო ამბავი, სატირალი რომ არ იყოს:
ბრიტანულმა მედიამ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც გლაზგოში კლიმატის გლობალური ცვლილებების სამიტზე იმყოფებოდა, მასხრად აიგდო. ჰერცოგინია კორნოულთან (დიდი ბრიტანეთის პრინც ჩარლზის მეუღლე) გამართულ მიღებაზე 78 წლის პრეზიდენტმა “ჰაერი გააფუჭა”, თანაც ისეთი ხმაურით, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო… სამიტზე შეკრებილები ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის შემცირებას გეგმავდნენ, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუთარი ბუნებრივი აირი გაუშვა, ეს ისე ხმამაღლა გაისმა, რომ უხერხულობისგან კორნოულის ჰერცოგინია და ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი გაწითლდნენ, აშშ–ის ვიცეპრეზიდენტი კამილა ჰარისი კი გააოგნა პრეზიდენტის საქციელმა. “ეს იყო ისე ხმამაღლა და იმდენ ხანს, რომ ამ სამარცხვინო ფაქტის იგნორირება შეუძლებელი იყო”, _ განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა.
კიდევ ერთი “სახალისო” ამბავი: აშშ–ის სამხედრო საზღვაო ფლოტმა ახლახან წყალში ჩაუშვა ახალი გემი, რომელსაც პირველი გაცხადებული გეი პოლიტიკოსის სახელი, ჰარვი მილკი, დაარქვეს. ცერემონიაზე გემის კორპუსზე შამპანურის მიხეთქება–გატეხვის ტრადიციის პატივი გაურკვეველი სქესის ტრანსგენდერს ერგო.
რაც შეეხება ჰარვი მილკს, იგი პოლიტიკაში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მოღვაწეობდა, 40 წლისა მოკლეს… თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პენტაგონს ტრანსგენდერი ადმირალი ჰყავს, ხოლო დაბალი ჩინის ოფიცრებსა და რიგითებში ლგბტ–ეებს თვლა აღარ აქვს, მინდა, ჩვენს ხელისუფლებას, თავდაცვის სამინისტროს ვკითხო: ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნატოს სტანდარტებით ქართველი სამხედროების რომელ ერთობლივ წვრთნებზეა საუბარი?