Home სხვადასხვა დაიჯესტი მერკელი: მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია

მერკელი: მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია

გერმანიის ახლა უკვე კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა და განაცხადა, რომ მათ შორის დიალოგი აუცილებელია.

5 ოქტომბერს “დოიჩე ბანკმა” პოლიტიკის სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის ვალტერ რატენაუს სახელობის ჯილდო გადასცა ანგელა მერკელს, რომელმაც ცერემონიაზე განაცხადა, რომ “გერმანია რუსეთთან დიალოგში უნდა დარჩეს”.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა დონბასში და ყირიმის გარშემო შექმნილმა ვითარებამ “ძლიერ შეაჯანჯღარა ევროპული წესრიგი”, მაგრამ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, გერმანია და საფრანგეთი მინსკის შეთანხმების შესასრულებლად განაგრძობენ მუშაობას “ნორმანდიულ ფორმატში”.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here