კლიმატის ცლილებების სამიტზე, რომელიც G-20-მა რომსა და გლაზგოში გამართა, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი არ ჩასულან. მართალია, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 90 სახელმწიფო დათანხმდა აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ მიზნებს _ 2030 წლისთვის ატმოსფეროში მეთანის გამოყოფის 30%-ით შემცირებას, მაგრამ სინამდვილეში ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის გარეშე, რომელმაც, აგრეთვე, უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე…
აქ აუცილებელია, განვმარტოთ, რატომ ვსაუბრობთ მეთანზე. ის ნახშირორჟანგსა და აზოტის ოქსიდებზე საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ სათბური აირების სტრუქტურაში მისი წილი მხოლოდ 16%-ს შეადგენს (ჩO2 _ 40%-ს), მეთანი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპონენტია და უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე ბიოსფეროს მისი დაშლა შეუძლია. აქ წარმოიქმნება ჩაკეტილი “ნახშირბადის წრე”: რაც უფრო თბილა (სათბურის ეფექტი), მით მეტია მეთანი; და, რაც მეტია მეთანი, მით უფრო თბილა.
ატმოსფეროში მეთანი 10-15 წელიწადში იშლება და, თუ დათბობა 2030 წლისთვის შეჩერდება, მაშინ შეუქცევადი კლიმატური კრიზისიც შეიძლება შეჩერდეს, ამიტომ ყველაზე მომგებიანია, პირველ რიგში, მეთანის შემცირება. მეთანის ძირითადი წარმომქმნელები არიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ნაკელი (ერთ–ერთი მთავარი სასუქი ფერმენტაციისას მეთანს გამოყოფს) და ნავთობისა და გაზის მრეწველობა. ამ საუკუნის ბოლომდე სხვა ტექნოლოგიური ალტერნატივა მათ არ აქვთ და არც ექნებათ. ამ ქვეყნების ეროვნული ეკონომიკების სტრუქტურა 9 წელიწადში რადიკალურად ვერ შეიცვლება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტის შედეგები შეაფასეს, როგორც იმედგამაცრუებელი. ორივე პოლიტიკოსმა იმედგაცრუებულმა დატოვეს რომი _ არ გამართლდა მათი იმედი, თავიდან აიცილონ ტემპერატურის 1,5?ჩ-ით მომატება ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით.
სამიტმა მიიღო შემდეგი ძირითადი გადაწყვეტილებები: შეწყდეს სუბსიდიები და ინვესტიციები ნახშირის გამოყენებაზე პროექტებში, შეიზღუდოს დათბობა არაუმეტეს 2? G–ისა, დაირგოს ტრილიონი ხე 2030 წლისთვის. ასეთია ზოგადი დეკლარაციები, რომელთა განხორციელებისაც მეცნიერებს არ სჯერათ. და, რაც მთავარია, მათ გადაწყვიტეს, შემოეღოთ 15%-იანი კორპორაციული გადასახადი, დაიწყონ სახელმწიფო ციფრული ვალუტების გამოშვების სინქრონიზაცია, განიხილეს საერთაშორისო ანგარიშსწორების პრინციპები და გააუქმეს გაზრდილი გადასახადები ევროპულ ფოლადზე აშშ–ში და ამერიკულ ექსპორტზე ევროკავშირში, ანუ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც ტრამპამდე არსებობდა.
რაზე დუმდნენ სამიტის ორგანიზატორები
სამიტის ორგანიზატორების ერთ–ერთი მიზანი იყო რუსეთისა და ჩინეთის მარტოობის დემონსტრირება სოლიდარული დასავლეთის წინაშე, მაგრამ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის არყოფნამ, რომლებიც სამიტის მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ესაუბრნენ, მსოფლიოს ვერ აჩვენა, რომ დასავლეთი ერთიანია, ხოლო რუსეთი და ჩინეთი იზოლირებული არიან და იძულებული შეიქნენ, მოისმინონ ნოტაციები და ჭკუის დარიგებები. ამან ბაიდენი დაამწუხრა, აშშ იმედგაცრუებულია და გასაგებია, რის გამოც. რუსეთი არ აპირებს ქვანახშირის ინდუსტრიის დახურვას. ევროკავშირი, როგორც ენერგეტიკულმა კრიზისმა აჩვენა, ასევე მზად არ არის ამისთვის, მაგრამ, რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, მას ამის გამო არავინ საყვედურობს.
ამიერიდან და, ალბათ, ამ საუკუნის ბოლომდე ეკოლოგიის თემა კონცენტრირებულია არა კაცობრიობის დაავადებებზე მტვრისა და მავნე აირების დიდი გამონაბოლქვების გამო, არამედ გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის საფრთხეზე, სადაც ბუნებრივი ფაქტორები შეადგენს მიზეზების 40%-ს, ხოლო ადამიანის ქმედებების შედეგები _ 60%. კლიმატის დღის წესრიგი იქცა გლობალური გეოპოლიტიკის ღერძად, მსოფლიოში ჰეგემონიისთვის ბრძოლის საშუალებად.
გლაზგოსა და რომის სამიტის ორგანიზატორების ნამდვილი მიზნები იყო სტრიქონებს შორის წასაკითხი მიზნები, რომლებიც არ გამოხატულა შემაჯამებელ დეკლარაციაში. ამ დეკლარაციის ერთ–ერთ პუნქტში “სამართლიანი და პატიოსანი” ციფრული ეკონომიკის შესახებ ნათქვამია: “ჩვენ ვაღიარებთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და მდგრადი განვითარების საქმეში. ჩვენ გვესმის პოლიტიკის მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია პოტენციალის გამოვლენის, ინკლუზიური, ღია, კონკურენტუნარიანი ციფრული ეკონომიკის შექმნისკენ, რაც ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, განვითარების საშუალებას აძლევს ბიზნესსა და მეწარმეებს”.
ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ენის ტრანსფერს, რომელიც 2020 წელს შემოიღეს მიმოქცევაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა: კლაუს შვაბმა და ლინ ფორესტერ დე როტშილდმა. ახლა ტერმინს “ინკლუზიური” ყველგან ვიხილავთ. დაიწყო სიღრმისეული სახელმწიფოს ტერმინოლოგიისა და იდეების რბილი ინფლიტრაცია მისი საინფორმაციო ფრონტმენების მეშვეობით დასავლეთის პოლიტიკურ ენასა და პოლიტიკურ პრაქტიკაში. ამ თვალსაზრისით, ჩატარებული კლიმატის სამიტი წარმოადგენს დავოსის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოცხადებული მიზნების გაგრძელებას. შემთხვევითი როდია, რომ კლიმატის სამიტის დეკლარაციაში გაციფრულება ნახსენებია არა მხოლოდ კლიმატის, არამედ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის კონტექსტშიც.
“ციფრულ ტრანსფორმაციას აქვს პოტენციალი, გაზარდოს პროდუქტიულობა, გააძლიეროს აღდგენის პროცესი და ხელი შეუწყოს საყოველთაო კეთილდღეობას”, _ ნათქვამია დეკლარაციაში.
ამგვარად, კლიმატის ცვლილების დღის წესრიგში გაციფრულების გლობალისტური დასაბუთება იქცევა ნებისმიერი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საფუძვლად. ბუნებრივია, ქვეყნებსა და ეკონომიკის სექტორებში სარგებლის თანაბარი განაწილების საფუძველზე, შვაბისა და როტშილდის ჩანაფიქრზე მორალური სანქცია წარმოადგენს გაციფრულების ლეგალიზაციის შეუცვლელ პირობას.
კლიმატის პრობლემის მოგვარებას გლობალისტები კაპიტალის ბაზრებითა და კორპორაციული მმართველობით აპირებენ. სახელმწიფოს რჩება მხოლოდ სოციალური დაცვის ფუნქცია, თუმცა სიტყვა “სახელმწიფოს” წარმოთქმის გარეშე, რადგან მომავალში სოციალურ დაცვასაც კორპორაციები განახორციელებენ. ისინი განსაზღვრავენ, რას და როგორ მოიმოქმედებენ სახელმწიფოები.
დიდი დრო სჭირდება იმაში ჩაწვდომას, რას და როგორ გვთავაზობენ კლიმატის სამიტის ორგანიზატორები კლიმატისთვის. ამას მხოლოდ ყურადღება გადააქვს სამიტის ზეამოცანისგან. ეს ზეამოცანაა იმის ჩვენება, რომ მსოფლიო მთავრობის გარეშე, რომელიც მართავს გლობალიზაციას ერთი ცენტრიდან, შეუძლებელია კაცობრიობის გადარჩენა სათბური ეფექტის, შიმშილის, სიღარიბისა და ეპიდემიისგან. სწორედ ამიტომ ბაიდენმა და გუტერეშმა ხმამაღლა გამოხატეს უკმაყოფილება. მათ სურთ, აჩვენონ, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა არ არის ერთპიროვნული მენეჯმენტი, შეუძლებელია გადარჩენის საკითხების მოგვარება.
ხოლო იმისთვის, რომ ხალხი უფრო სწრაფად მომწიფდეს, მეცნიერები იშველიებენ მოახლოებული აპოკალიფსის დასაბუთებას, თუკი არ იქნა მიღებული გადაუდებელი ზომები და არ აღდგება დისციპლინა და წესრიგი. და ეს კორპორაციებმა უნდა გააკეთონ. არ არსებობს ღმერთი, გარდა კორპორაციებისა, და შვაბი მისი წინასწარმეტყველია. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ერთი ტრანსფერი _ მარკეტინგული ტექნოლოგიები პოლიტიკაში. ტიპური რეკლამა არის შეშინება და გამოსავლის შეთავაზება. მსოფლიო მთავრობის აუცილებლობის იდეა კლიმატის საფრთხის წინაშე არის პასუხი კითხვაზე _ რა ვაკეთოთ?
განსხვავებული მოსაზრების ქვეყნები უნდა იყვნენ იზოლირებული, დასუსტებული, ტერიტორიულად დანაწევრებული. სწორედ ამისათვის სჭირდება კლიმატის თემას ფინანსური ბაზრები, კლიმატის გადასახადები, რომლებიც თავს მოუყრის ტრილიონობით დოლარს ფონდებში, რეპრესიული პრაქტიკა კონკურენტი სახელმწიფოების მიმართ და მათი საგარეო სავაჭრო შესაძლებლობების შეზღუდვა. დამატებითი ფაქტორია კორონავირუსი და სხვა პანდემიები, რომელთა შესახებაც ჯანმომ უკვე განაცხადა.
კლიმატი, კორონავირუსი მისი სავალდებულო ვაქცინაციითა და გაციფრულებით არის გლობალისტების თავდასხმის საწყისი წერტილები სუვერენულ სახელმწიფოებზე, რომლებიც მათი ეკონომიკური პოტენციალის დასავლეთთან გათანაბრების და შედეგად, სუვერენიტეტის გაძლიერებისა და ერთპოლარული სამყაროს განადგურების საფრთხეს შეიცავენ.
გაციფრულების პროექტი ჰგავს ტექნოკრატიულ პროექტს, მისი განხორციელება უფრო ადვილია. ის, რომ დიგიტალიზაცია ქმნის გარემოსა და ინსტრუმენტებს საზოგადოების ტოტალური დათრგუნვისთვის, ფარულია და გამოაშკარავდება მაშინ, როდესაც კლიმატიდან რეპრესიებზე გადავლენ, თუმცა მაშინ წინააღმდეგობის გაწევა გვიანი იქნება.
შემთხვევითი როდია, რომ დასავლური მედია, პრაქტიკულად, არაფერს ამბობს პუტინისა და სი ძინ პინის წინადადებებზე კლიმატის პრობლემის გადაჭრის შესახებ. დასავლეთს სჭირდება არა ყველაზე ეფექტიანი, არამედ მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერებას არ დაუშვებს.
კლიმატის დღის წესრიგისთვის ბრძოლის შედეგად, გაძლიერდება მსოფლიო ეკონომიკის დაყოფა კლასტერებად, რომლებიც ერთმანეთისგან გაიმიჯნება პროტექციონისტული ბარიერების კედლებით. დასავლეთი აპირებს ამ კედლების დამსხვრევას კლიმატისა და ეპიდემიის საფრთხის იარაღით. ბრძოლა უნდა დასრულდეს მსოფლიოს ერთი ცენტრიდან განსაზღვრულ ერთგვაროვან სტანდარტებზე გადასვლით. სწორედ ის იქნება მსოფლიო მთავრობა. გლაზგოსა და რომში კლიმატის სამიტის ორგანიზატორები ამაზე დუმან, მაგრამ სწორედ ეს მიზნები აქვთ. ღონისძიების ჩასატარებლად ქალაქების არჩევანი მიუთითებს, რა მიზნები დაუსახავთ ორგანიზატორებს. გაერთიანებული დასავლეთის მიერ გლაზგო არჩეული იქნა შოტლანდიაზე ლონდონის ძალაუფლების მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, რომი _ ვატიკანის წასახალისებლად, რათა მან მხარი დაუჭიროს შვაბსა და მის გლობალისტებს. ლონდონი, ვაშინგტონი, დელი, პეკინი და მოსკოვი, კლიმატის ბერკეტის მეშვეობით დომინირებისთვის გლობალური ბრძოლის ახალ ცენტრებად იქცევიან. ახლა მათ წინააღმდეგ, ვინც არ ემორჩილება დასავლეთის მიერ ჩამოყალიბებულ კლიმატის დღის წესრიგს, ნებადართულია ყველაფერი. ისინი ადვილად შეიძლება მოიკვეთონ, დაახრჩონ სანქციებით, დაბომბონ კიდეც. “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი წინააღმდეგია”, _ განაცხადა დასავლეთმა და დაიწყო დაპირისპირების ახალი ეტაპი. დადგა კლიმატზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი _ მსოფლიო ხელისუფლების საკითხი. ამ შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ სრული კაპიტულაცია. ყველანაირი საუბარი პარტნიორობასა და კომპრომისებზე არის შირმა, რომლის უკანაც ერთი მიზანი დგას. ის, რაზეც ხმამაღლა არასდროს ისაუბრებენ არც ერთ ლიბერალურ ფორუმსა და ლიბერალურ მედიაში, მაგრამ სწორედ ეს იქნება მთავარი მიზეზი იმისა, რაც სინამდვილეში ხდება.
russtrat.ru–ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა
ნინო ბერიძემ