Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის ტყვე თუ… შარახვეტია ვიგინდარა?!

პუტინის ტყვე თუ… შარახვეტია ვიგინდარა?!

დგება ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ერა, რომელიც აშშ-ის ერთპიროვნული მმართველობის ეპოქაში ლიბერალიზმისა და “ფერადი რევოლუციების” სახით მოვარდნილ დასავლურ ჭუჭყს, რომლის ორგანულ ნაწილსაც დღევანდელი პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს, ერთიანად წალეკავს და გადარეცხავს

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეცხრამეტე გამოშვება

ჩართავ ერთ ქართულ ტელეარხს და ნახავ რომელიღაც სულელს, რომელიც გიმტკიცებს, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა, გადართავ მეორეზე დაიქიდან სხვა სულელი გიმტკიცებს იმავეს.

_ სააკაშვილი პუტინის ტყვეა! _ გაჰკივიან ქართველი პოლიტიკოსები.

_ სააკაშვილი პუტინის ტყვეა! _ ექოს გამოსცემენ ქართველი ჟურნალისტები.

რას ნიშნავს ის, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა?

სააკაშვილი ქართულმა სასამართლომ გაასამართლა და გამამტყუნებელი განაჩენიც ქართულმა სასამართლომ გამოუტანა აქ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის;

სააკაშვილი საქართველოში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს;

სააკაშვილი ქართულ საპატიმროში იმყოფება;

საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს დამნაშავედ აღიარებს;

საქართველოს პრეზიდენტი მის შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ვერდიქტი ასეთია, _ არა და არასოდეს!

ამ ვითარებაში რას ნიშნავს პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა მტკიცება, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა?! ქართული სამართალდამცავი ორგანოები, ქართული პენიტენციური სისტემა, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი პუტინის ბრძანებას ასრულებენ? ოცდაათი წელიწადია, რაც საქართველო დასავლეთის მიმართულებით მიდის, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის იბრძვის და ეს სწრაფვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთის მიერაც ათასჯერაა გახმოვანებული და მოწონებული. ეს სტრატეგიული მიმართულება ნუთუ ისე შეიცვალა, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ამის შესახებ ვერაფერი გავიგეთ?! ქართველებმა თუ ვერაფერი გავიგეთ, დასავლეთმა და მათმა ჯაშუშ-მსტოვართა მთელმა არმიამაც, საუკუნის განმავლობაში ყოველი კედლიდან და ყოველი ბუჩქიდან რომ გვისმენს და გვითვალთვალებს, ნუთუ ვერაფერი შეიტყო? და, თუ შეიტყო, როგორ მოხდა, რომ ხმასაც არავინ იღებს? სააკაშვილი ხომ უკვე დაპატიმრებული იყო, როდესაც საქართველოს პენტაგონის შეფი ეწვია. ბატონი ლოიდ ოსტინს სააკაშვილი არც უხსენებია, საქართველოს ხელისუფლებას კი ახალი ძღვენი ჩამოუტანა: “დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის”. იქით, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, _ უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრებად მიღებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლისო. მაშ, როგორ და რანაირად ხდება ის, რომ საქართველოს, რომლის ხელისუფლება და მთავრობა, ამ ვაიპოლიტიკოსებსა და უიჟურნალისტებს თუ დაუჯერებთ, პუტინის დავალებების უსიტყვო შემსრულებელია, პენტაგონი რუსეთის შემაკავებელ ახალ ინიციატივებს სთავაზობს, ნატოს გენერალური მდივანი კი ნატოს წევრად ეპატიჟება? რა გამოდის: ერთ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში რუსები მოქმედებენ, ამერიკელებს სძინავთ, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც ამერიკელები იწყებენ მოქმედებას, რუსები იძინებენ?! ზოგჯერ აბსურდის მტკიცებასაც შეიძლება რაღაც გამართლება მოეძებნოს, მაგრამ იმას, რასაც ახლა ეს მოპოლიტიკოს-მოჟურნალისტო ვაჟბატონები და ქალბატონები კადრულობენ, საღი აზრისა და ლოგიკის გასაღებს ვერსაიდან ვერ მოარგებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ვირეშმაკული ჩანაფიქრის ახსნა შეუძლებელია. მათი ჭკუით, თუკი ისინი ხალხს დაარწმუნებენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დავალებებს ასრულებს, ხალხი აღშფოთდება. სხვათა შორის, ხელისუფლებაც ანალოგიური სქემით მოქმედებს და სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისპრორუსულ ძალად წარმოჩენას ცდილობს. ერთი სიტყვით, ქოცები და ნაცები ერთმანეთს პრორუსობაში ადანაშაულებენ და ამ მიმართულებითმყარარგუმენტებსაც იშველიებენ. სააკაშვილი ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს: “ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რუსი ოლიგარქი კი რუსი ოლიგარქია”. ამ წინადადებაში, მართალია, ტავტოლოგია და ლოგიკურად ჩაკეტილი წრე გვაქვს, საიდანაც არაფერი მტკიცდება, მაგრამ ივანიშვილის მიმართ სააკაშვილის მთავარი ბრალდება ნათელია. სააკაშვილი მტკიცებულებასა და არგუმენტაციას დიდ მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდა. მისთვის მთავარია, ბრალდება გაისმას და ეს საკმარისი ჰგონია, თუნდაც იგი აშკარა სიყალბე იყოს. ქოცებიც იმავეს აკეთებენ და ცდილობენ, სააკაშვილი დანაციონალური მოძრაობაქართველ ხალხს რუსეთის ინტერესების გამტარებლებად წარმოუდგინონ.

მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარბშეუხრელად აცხადებს: “მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს ცხრა წელი აკეთებდა. მან რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი, ასევე, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები და ა.შ. შემდეგ ცხრა წელიწადის განმავლობაში იგი ოპოზიციიდან აკეთებდა რუსულ საქმეს და ახლაც რუსული საქმის საკეთებლად ჩამოვიდა საქართველოში”. ასეთია ბრალდებები, რომლებსაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ესვრიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე რუსეთის იმ მონსტრად წარმოჩენას ცდილობს, რომელიც ქვეყანას თურმე განადგურებით ემუქრება და, რომლისგანაც ქართველი ხალხის დახსნა წმიდათაწმიდა მოვალეობაა.

მტკიცება იმისა, რომ ანნაციონალური მოძრაობა”, ანქართული ოცნებარუსეთიდან იმართება და რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ლოგიკას მოკლებული და აბსურდულია, მაგრამ ეს აბსურდი ამოქმედებულია და იგი მუშაობს. ვინ შეიძლება ამ მოვლენის უკან იდგეს? ამ მოვლენის უკან მხოლოდ ის სახელმწიფო და მისი სპეცსამსახურები დგანან, რომელთა ინტერესშიც საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივი შუღლისა და მტრობის გაღვივება შედის. ეს სახელმწიფო აშშია. ამას როდესაც ვამბობ, მხედველობაში მაქვს შემდეგი გარემოება: 2008 წლის მოვლენებამდე რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა. პუტინის ეპოქაზე, ანუ 2000 წლის შემდგომ პერიოდზე მოგახსენებთ, ვინაიდან 2000 წლამდე ეპოქა, ანუ ელცინის პერიოდი რუსეთის მხრიდან აშშ-ისადმი თითქმის მონური მორჩილების ეპოქა იყო, როდესაც რუსეთს საკუთარი ნება არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, იმხანად საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულების სცენარიც ამერიკის სპეცსამსახურებში იწერებოდა და, ცხადია, ამ ქვეყნის ინტერესებს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე რუსეთის ინტერესებს. 2000 წლიდან რუსეთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ქვეყნის სათავეში რუსეთის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი მოვიდა და საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისითაც ახალი მიდგომები გაჩნდა, რომლებიც რუსეთისთვის გარედან ნაკარნახევი კი არ იყო, არამედ მისი ინტერესებით იყო განპირობებული. ამ ახალ ვითარებაში, როდესაც რუსეთი საქართველოსთან უკვე მისი ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას ცდილობდა, როგორც უკვე ვთქვი, იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამ სახელმწიფოსთან, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების გარდა, არავითარი სხვა მიზანი და ჩანაფიქრი არ ჰქონია. რუსეთში საქართველოს მიმართ სხვა მონახაზები მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც მისთვის ნათელი შეიქნა, რომ საქართველო რუსეთთან მტრობის გზას საბოლოოდ დაადგა და ამ გზიდან გადახვევას აღარ აპირებდა.

შევარდნაძე, რომელმაც მისი დასავლური არჩევანის შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას საჯაროდ განაცხადა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში მაინც ლავირების პოლიტიკას ამჯობინებდა და ხისტი მოძრაობებისგან შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა, 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილი სააკაშვილი კი საჯაროდ და დემონსტრაციულად ანტირუსული პოლიტიკითა და დასავლეთის წინაშე მუცელზე ხოხვით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, ხაზს ვუსვამ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და სააკაშვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა. ბუნებრივია, რომ საერთო ენა მხოლოდ იქ და იმ შემთხვევებში გამოიძებნება, როდესაც ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინების სურვილი არსებობს. სანამ იმის შესახებ ვიტყოდე, როგორ განვითარდა მოვლენები, მოდი, კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ, რა იყო საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები და რა შედიოდა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში, სად გადიოდა მათთვის წითელი ხაზები და რა დათმობაზე ვერ წავიდოდნენ ისინი ერთმანეთთან: რუსეთი ვერ შეეგუებოდა საქართველოს ნატოს შემადგენლობაში შესვლას, ვინაიდან ეს ნიშნავდა ბირთვული პარიტეტის დარღვევას რუსეთის საზიანოდ, რომელიც რუსეთის ნატოს ალყაში მოქცევის ვერაგული გეგმის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა (დასავლეთისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ღაღადი იმაზე, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რომელ სამხედრო თუ პოლიტიკურ ალიანსთან ითანამშრომლებს, მისი გადასაწყვეტია, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით თუ სწორი დებულებაა, მთლიანობაში ის დემაგოგიაა, რითაც რუსეთის წინააღმდეგ არსებული დიდი და ვერაგული შეთქმულების შენიღბვას ცდილობენ. რუსეთი ამას ვერც შეეგუებოდა და არც შეეგუა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საწინააღმდეგო ამ შეთქმულებაში მონაწილეობაზე დღემდე უარს არ ამბობს). რაც შეეხება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებსა და წითელ ხაზებს, იგი ორ რამეში ვლინდებოდა: საქართველო ვერ დათმობდა ტერიტორიებსა და დამოუკიდებლობას. მისგან ამას არც არავინ ითხოვდა. რუსეთი ცნობდა და აღიარებდა საქართველოს ამ წითელ ხაზებს და, აქედან გამომდინარე, არც არასოდეს წაუყენებია საქართველოსთვის რაიმე სახის პრეტენზია ამ ორი მიმართულებით. ე.ი., რუსეთი არ იჭრებოდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების სფეროში, საქართველო კი ცდილობდა რუსეთის წითელი ხაზების გადაკვეთას და მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შეჭრას. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგებოდა. ჩვენ თუ ვითარების რეალური ანალიზი გვსურს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოგვიწევს იმ ფაქტის აღიარება, რომ ორივე სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ეკისრება. ამის შემდეგ რაც მოხდა, წესით, საკამათო არ უნდა იყოს, მაგრამ ქართულმა მხარემ ესეც საკამათოდ აქცია.

2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილი ცხინვალში შეიჭრა, დახოცა ეუთოს მანდატით იქ განთავსებული რუსი სამშვიდობოები და მძინარე ქალაქს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა. ეს არის ფაქტი, რომელიც ვიდეოკადრებითაა დოკუმენტირებული და, რომელიც ევროპის სპეციალურმა კომისიამაც დაადასტურა. ცხინვალზე შეტევა, არც მეტი, არც ნაკლები, ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესებზე შეტევას ნიშნავდა, ვინაიდან ეს რუსეთის საზღვრებთან აშშისა და ნატოს კიდევ ერთი მხრიდან მიახლოვება იყო, რასაც, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც რუსეთის პასუხი, რაც პირველ ეტაპზე, რუსეთის მიერ სააკაშვილისა და მისი არმიის რეგიონიდან გამოძევებით, მეორე ეტაპზე კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით გამოიხატა.

ამ ისტორიულმა ფაქტებმა გეოპოლიტიკური რეალობა შეცვალა. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ამ “სახელმწიფოებთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მათ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განალაგა, რითაც მისთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში (სამხრეთ კავკასიაში) პოზიციები განიმტკიცა და ის ბალანსი, რომლის დარღვევისკენ აშშ-ს საქართველოს გამოყენებით ვითარება მიჰყავდა, აღადგინა (უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება რუსეთისთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იქნებოდა, მაგრამ, საქმე როდესაც სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, სახელმწიფოები უფრო მძიმე ნაბიჯებსაც დგამენ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო აღიარებით აშშსა და კოლექტიურ დასავლეთს პრეცედენტი დაშვებული ჰქონდათ. სხვათა შორის, აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე კოსოვოს აღიარების პროცესში პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ ამ პრეცედენტის შემდეგ აფხაზებისა და ოსებისთვის ძნელი იქნებოდა იმის დამტკიცება, რომ მათ არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის უფლება). მას შემდეგ უკვე მეთოთხმეტე წელიწადია, რაც საქართველო დასავლეთთან უნისონში ამაოდ გაჰყვირის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს და ვერც მოიტანს. თუ დავუკვირდებით, დასავლეთს არც სურს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება. მისთვის გაცილებით ხელსაყრელი დღეს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, ვინაიდან სწორედ ეს ვითარება აძლევს მას საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნების საშუალებას, რაც, თავის მხრივ, მყარ გარანტიას უქმნის საკუთარი გავლენის ქვეშ საქართველოს სამუდამოდ მოქცევის საქმეში.

საქართველოს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში, სამწუხაროდ, ობიექტური და პირუთვნელი ანალიზის ცნება პროვინციული პატრიოტიზმის საშინელმა გაგებამ ჩაანაცვლა, რომლის მიხედვით თითქოს ყოველი ქართველი ვალდებულია, ჭეშმარიტებაზე თვალი დახუჭოს, საქართველო ყველაფერში გაამართლოს და ყველაფერი რუსეთს გადააბრალოს. ქვეყნის მომავლისთვის არაფერი ისე საზიანო არ არის, როგორიც სიცრუის პატრიოტიზმად გასაღების ეს არაფრისმომცემი და სამარცხვინო მოვლენა, ვინაიდან იგი დაშვებულ შეცდომათა და ჩადენილ დანაშაულთა მომავალში გამეორების რეალურ საშიშროებას შეიცავს, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველი და გამანადგურებელი იქნება. ერთადერთი სწორი გზა შეცდომისთვის შეცდომისა და დანაშაულისთვის დანაშაულის კვალიფიკაციის ოფიციალურად მინიჭებაა. დღევანდელ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, სამწუხაროდ, საამისო არც ძალა გააჩნია და არც ნება, ვინაიდან ისიც ისევეა დასავლეთის კლანჭებში მოქცეული, როგორც მისი წინამორბედი და დღევანდელი მთავარი ოპონენტი “ნაციონალური მოძრაობა”. დღევანდელი ხელისუფლება იმ სიმართლის პოზიციებიდან კი არ სცემს პასუხს ოპონენტებს, რომლის შესახებაც ახლა მოგახსენებთ, არამედ იმავე სისულელის გახმოვანებაში ეჯიბრება მათ, რა სისულელესაც ისინი როშავენ.

ქართული ოცნებისმესვეურთა მტკიცებით, სააკაშვილი ვითომ რუსეთისა და კრემლის პროექტია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გარიგებითა და დანაშაულებრივი შეთანხმებით მოქმედებს. შეუძლებელია, პოლიტიკოსი გერქვას ან საკუთარ თავს ანალიტიკოსად მიიჩნევდე და ვლადიმერ პუტინის მასშტაბს იმ შარახვეტია ვიგინდარას მასშტაბისგან ვერ არჩევდე და ვერ განასხვავებდე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სახელით ვიცნობთ. ერთია ვინმეს მიმართ სიმპათია-ანტიპათია, მეორე კი _ მისი მასშტაბისა და მოღვაწეობის შეფასება. სად პუტინი და სად სააკაშვილი?! მხედველობაში რუსეთისა და საქართველოს მასშტაბები კი არ მაქვს, მათ პიროვნულ მასშტაბებზე მოგახსენებთ. სააკაშვილს პუტინის ტყვეს იმიტომ უწოდებენ, რომ იციან, ეს მისთვის ზომაზე მეტი პატივია, მაგრამ, პუტინს სააკაშვილთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლა დააბრალო, ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის უმძიმესი შეურაცხყოფაა. მსოფლიო პოლიტიკაში მისი კოლოსალური მოღვაწეობით იგი ამას არ იმსახურებს. დღეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება იმ განცხადების გაკეთება, რომ იმ უმძიმესი კრიზისიდან მსოფლიოს ხსნა, რომელშიც იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა, მხოლოდ რუსეთის საბოლოო გამარჯვებითაა შესაძლებელი. საქართველოს ხსნა და მომავალიც ამაზეა დამოკიდებული და არა იმ პროვინციული პატრიოტიზმის გამარჯვებაზე, რომელშიც ოცდაათი წელიწადი ვიწვით და ვიხარშებით. დღეს გლობალიზმის იმ დოზასა და დონესთან გვაქვს საქმე, რომ ყოველი ქვეყნის (დიდია იგი თუ პატარა) გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული მსოფლიო კრიზისის დაძლევასა და მის ახალ გეოპოლიტიკურ მოწყობასთან. დაჩოქებული რუსეთი ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათეული წლის განმავლობაში პუტინმა იმ უმძლავრეს ზესახელმწიფოდ აქცია, რომელიც აშშ მსოფლიოს დაპყრობას არ ანებებს. რუსეთი იმ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს ხალხებს (მათ შორის, ქართველებსაც) ამერიკული უღლისგან თავის დაღწევის შანსს გვაძლევს. დროა, მივხვდეთ, რომ აშშ-ის გზა, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებისკენაა ორიენტირებული, მსოფლიო კრიზისის გაღრმავებისა და საერთო კატასტროფისკენ მიმავალი გზაა; რუსეთის გზა კი, რომელიც მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენაა მიმართული, მსოფლიო მშვიდობისა და ყველა სახელმწიფოს სტაბილური განვითარება-თანაარსებობის გზაა.

საქართველოში პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ადგილი მთლიანად მედროვემამაძაღლებმა ჩაიგდეს ხელში, რომლებსაც არც წარსულის განცდა აწუხებთ, არც დღევანდელობის აღქმა შეუძლიათ და არც მომავლის ხედვა გააჩნიათ. გრძნობათა ორგანოებიდან კი მხოლოდ ერთადერთი უმუშავებთ _ ყნოსვა. ამ უნარით ნებისმიერ მეძებარ ძაღლს უკან მოიტოვებენ, რამეთუ ეს სპეციფიკური რეცეპტორები ისე აქვთ განვითარებული, რომ შეუცდომლად გრძნობენ ფულის სუნს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მთებისა და ოკეანეების გაღმა ინახება.

დათა თუთაშხიასი არ იყოს, “მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ”. რაც შეეხება მიშას, მას, დანარჩენიმგლებისგანგანსხვავებით, კიდევ ერთი გრძნობა ჰქონია კარგად განვითარებული _ გემო; თანაც ისე კარგად, რომ, როგორც ჩანს, მისი ეს რეცეპტორები ექსტრემალურ ვითარებაშიც კი არ დუნდება, რაზეც Пюре Овощи с телячъей печенъю მეტყველებს, რომელსაც ამგაქანებული შიმშილობისდროს თურმე მადიანად შეექცევა. კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში სასაყვედურო?! მისთვის ხომ შიმშილობის გამოცხადება და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპექტაკლია მთავარი და არა _ შიმშილობის წესებისა და პრინციპების დაცვა. იგი თვითშეწირვის აქტს კი არ გეგმავს, საპრეზიდენტოდ ემზადება; თანაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძლიერ სასარგებლო რამ ყოფილა ეს Пюре Овощи с телячъей печенъю.

მიშა ამ ეპოქაში პატიმარია, მაგრამ მომდევნო ეპოქაში, როგორც პოლონელი მწერალი დომინიკ ოპოლსკი შენიშნავს, ცდილობს, პრეზიდენტად, ანუ ციხის მცველად მოგვევლინოს (მისთვის ეს ერთი და იგივეა). იმ ციხეში კი, რომელშიც უფროსი თვითონ იქნება, მასზე უკეთესად ვინ იცის, რა სახის “Пюре” უნდა მიართვას გულუბრყვილო ქართველებს, მათ შორის მათაც, დღეს რომ მის გვერდით დგანან…

P. S. აშშის სამხედრო შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ კოლორადოს შტატში უშიშროების საკითხებზე 2021 წლის 3 ნოემბერს გამართულ ფორუმზე განაცხადა: “აშშთან ერთად, რუსეთი და ჩინეთი ძალთა ახალ მსოფლიო ცენტრებად იქცნენ. ასე ჩამოყალიბდა სამპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე 40-50 წლის წინათ იყო. ჩვენ ახლა მსოფლიო ზესახელმწიფოთა შორის არსებული მშვიდობის ვითარებაში ვიმყოფებით და ჩვენ ამ მშვიდობის შენარჩუნება გვსურს”.

ეს არის ვლადიმერ პუტინის მიერ 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულის შესახებ გაკეთებული განცხადების მართებულობის აღიარება, რამაც მაშინ დასავლეთს თავზარი დასცა. რუსეთის პრეზიდენტის იმ ეპოქალური განცხადებიდან თოთხმეტი წლის გასვლის შემდეგ ამერიკელებმა პენტაგონის ხელმძღვანელობის დონეზე აღიარეს, რომ აშშ აღარ არის მსოფლიოს ერთადერთი ცენტრი, რომელმაც პლანეტის ბედი ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს. დგება ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ერა, რომელიც აშშ-ის ერთპიროვნული მმართველობის ეპოქაში ლიბერალიზმისა და “ფერადი რევოლუციების” სახით მოვარდნილ დასავლურ ჭუჭყს, რომლის ორგანულ ნაწილსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფაშისტური ხროვა წარმოადგენს, ერთიანად წალეკავს და გადარეცხავს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის პარპაში რომ მთავრდება, ამის დასტურად შავ ზღვაში შემოსულ ამერიკულ სამხედრო გემთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გენიალური ხუმრობაც გამოდგება: “შავ ზღვაში შემოსულ ამერიკულ სამხედრო გემს, თუ გინდა, ბინოკლიდან დაათვალიერებ, თუ გინდა _ თავდაცვითი სისტემების სამიზნიდან”.

1 COMMENT

  1. მადლობა, ბატონო ვალერი! სამწუხაროა, რომ ორჯერ-ორის მტკიცება გვიწევს. უკიდეგანო სიბრმავესთან და
    უკიდეგანო სიბრიყვესთან გვაქვს საქმე. ხალხი, ვინც ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკობს, ვფიქრობ ორ ნაწილად იყოფა: ბრმა-ბრიყვები და მოსყიდულ-დაშინებულები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here