ნაცებმა 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი დანაშაულები ჩაიდინეს, მიუხედავად ამისა, 2012 წლის შემდეგ ქოცების ხელისუფლბის მიერ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის სისხლში “მოვასვასე” მწამებელთა პარტიას დღესაც კი ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს. ასეთი ხალხისა და ქვეყნის საქმე, თუ სომხურად ვიტყვით, “ვერ ლავეს”, ანუ მთლად კარგად ვერ უნდა იყოს, და წინამდებარე წერილის მთავარი თემა, გნებავთ, ამოცანა იმის გარკვევის მცდელობაა, რა გზით, რა მანქანებით მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” ტოტალური მხარდაჭერის გაფლანგვა–განიავება, რის გამოც ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზე, “კულტუროსან” კოლექტიურ დასავლეთში (წაიკითხე, ნატო, ევროპა, აშშ) კი არა, “უკულტურო” სომხურ “ვერ ლავესში” შეიყვანა ქვეყანა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ის, ვისაც ერის გასაგონად სიტყვის თქმის უფლება აქვს, ალბათ, იტყოდა: “ქართველი ერი ავად არის”, მაგრამ საალბათოდ რატომ გავიხადოთ საქმე, როდესაც ხელთა გვაქვს დიდი ილიას მიერ თქმული მწარე სიმართლე, რომელიც ზედმიწევნით ესადაგება საქართველოს დღევანდელ სავალალო მდგომარეობას: “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?”
როგორც ცნობილია, “მოშიმშილე პოლიტპატიმრის” ციხის გარეთ დარჩენილმა გოშიებმა თავიანთი ბელადის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციაზე ქართველ საზოგადოებაში ცნობილი, პოპულარული, პატივცემული პიროვნებების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როდესაც ხელმომწერთა სია ვიხილე, მათი რაოდენობა 65 (ახლა ამბობენ 1000-ს გადააჭარბაო) იყო, მაგრამ აქ რაოდენობაზე უფრო საინტერესო სხვა რამ არის _ გამოქვეყნებულ გვარ-სახელთა უმრავლესობა ან საერთოდ უცნობი და არაფრის მთქმელი იყო ჩემთვის, ან ვისიც მსმენოდა, მხოლოდ უარყოფით, ლიბერასტულ კონტექსტში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პეტიცია, უკაცრავად და, სულ ფეხებზე უნდა მკიდებოდა, მაგრამ პეტიციაზე ხელმომწერთა სიის ნახვამ სამუდამო ტკივილი დამიტოვა, რადგან ლიბერასტი მიშარასტების სიას ყველა ქართველისათვის საამაყო მომღერალი, რუსული რომანსის დედოფალი ნანი ბრეგვაძე “ამშვენებდა”.
ეს რა ჩაიდინეთ, ქალბატონო ნანი? თქვენ არა მხოლოდ თქვენს დიდ შემოქმედებას მიაყენეთ მარადიული ჩრდილი, არამედ პეტიციაზე ხელმოწერით სააკაშვილის ფაშისტურ-სადისტური რეჟიმის თანამონაწილე რომ გახდით, არ გიფიქრიათ? აღარაფერს ვიტყვი ეკა მამალაძეზე, რომელიც ასევე მიყვარდა და პატივს ვცემდი არა მხოლოდ სიმღერის ნიჭის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ ის შვილია თბილისის საამაყო კაცის, მერაბ მამალაძისა, რომელსაც გაღმა-გამოღმა თბილისის ვაჟკაცები მამალოს ეძახდნენ. მამალოს, რომელიც სირცხვილისაგან, ალბათ, საფლავში ბრუნავს…
მკითხველებს ვთხოვ, მომიტევოს ეს ლირიკული გადახვევა და შევახსენებ, რომ წინამდებარე წერილის მთავარი მიზანი ქოცების “ნიჭიერების” მიზეზთა “გამოძიებაა” და აკი თურმე თავშივე მითქვამს პირველი და იქნება უმთავრესის შესახებ…
“ქოცების ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა აჩვენა” _ ვთქვი ზემოთ, რაც იმთავითვე შეცდომა იყო, რადგანაც არ არსებობს ქოცებისა და ნაცების ხელისუფლებები ცალ–ცალკე. ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ, რომ ქოცები და ნაცები ერთი ლიბერასტული ხის ორი სხვადასხვა განშტოება, გნებავთ, ერთი ფესვიდან ამონაყარი ყლორტები არიან და ამიტომ მათ ხელისუფლებას ქოც–ნაცთა ერთობლივი ხელისუფლება ჰქვია, რომელიც, ლამის 20 წელიწადია, გვაბითურებს ქართველ საზოგადოებას.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ქოცებსა და ნაცებს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ და ქუჩებში ახალგაზრდებს აღარ ხვრეტენ, რაც ნამდვილად არ არის ცოტა (თუმცა 9 წლის შემდეგ ნამდვილად არასაკმარისია), და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს, რომ “მიშას დრო” ამჟამინდელს სჯობდა!
მახსოვს, 1986 წელს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ გაშლილ კარავში 218 დღე “იშიმშილა” ჩარლზ ჰაიდერმა… ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, რას აპროტესტებდა მიშას ამერიკელი კოლეგა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერით იწყებოდა და მთავრდებოდა სსრკ-ის მთავარი საინფორმაციო გადაცემა “ვრემია”. აი, მიშაც იმ ჰაიდერივით “შიმშილობს”, ოღონდ გაცილებით კომფორტულად. ჰაიდერი კარავში ხომ ნამდვილად ცხოვრობდა? სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, კარავში კი არა, ლამის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აპარტამენტებში გადაყვანას მოითხოვს. უფრო მეტიც _ თუ მიშას ამერიკელი კოლეგის კარავში საფეთქელზე თითის ტრიალით (გიჟია ეს შობელძაღლიო) დღეში სულ რამდენიმე კაცი შეიხედავდა, “სასიკვდილოდ განწირულ” მიშასთან, დღიდან მისი დაჭერისა, 200-ზე მეტი უცხოელი თუ შინაური სტუმარი შევიდა “პოლიტიკური პატიმრის” მხარდასაჭერად. არაფერს ვიტყვი მიშიკოს უკრაინელი საყვარლისა და ყოფილი მეუღლის მორიგეობით ვიზიტებზე “პოლიტპატიმართან”, რომელსაც უსულგულო ხელისუფლებამ თაფლობის თვით ტკბობა არ აცალა. მიშას კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიებიც მაუწყებლობას პატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერით იწყებენ და ამთავრებენ… რატომ და რისთვის ასეთი პრივილეგიები უკვე განაჩენგამოტანილ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს?
იმიტომ ხომ არა, რომ თავის დროზე ქოცების გურუმ ბრძანა: “ჩვენ ნაცებს ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს გვეკადრება”… საკუთარი უნიათობის გასამართლებლად ან იქნებ უფრო უარესის _ ქოც-ნაცებს შორის ფარული შეთანხმების დაფარვის მიზნით, ქოცები ყოველ ცისმარე დღეს იმეორებენ ბიძინა ივანიშვილის “გენიალურ” მიგნებას, თანაც ისე ხშირად, რომ ახლა მე მომივიდა თავში არა ნაკლებ “გენიალური” აზრი _ დაწყებითი კლასის პროგრამაში აფორიზმად ხომ არ შეგვეტანა ბიძინას უკიდეგანოდ ბრძნული გამონათქვამი? ხუმრობა იქით იყოს და, ბიძინამ თავისი გენიის მატერიალიზება იმით დაიწყო, რომ საქართველოდან გააპარა დღეს უკვე “მოშიმშილე” ექსპრეზიდენტი, რომელიც უკრაინიდან კიდევ ერთ 9-წლიან “თავის ტკივილად” გვექცა _ პოლიტიკურად მიცვალებული ნაცები კოლექტიურმა დასავლეთმა მთავარ ოპოზიციურ პარტიად გამოგვიცხადა. მოკლედ, დაიწყო ქართველი ხალხის “ჰუმანურობის” დემონსტრირება…
“ქართულმა ოცნებამ”, უწინარესად, გააუქმა ნაცების მიერ შემოღებული ე.წ. სასჯელის შეკრებითობის კანონი. აბა, ერთი სკოჩებით დაბმულ და “კასტილიანი” მხეცის მიერ გაუპატიურებულ მეგრელ კაცს ჰკითხეთ (რომლის განწირული კივილი დღესაც ჩამესმის), თანახმაა ბიძინას ჰუმანიზმზე? ან ანალოგიური კითხვა დაუსვით შვილმოკლულ დედებს, ციხეებში ნაწამებ ბიჭებს და ა.შ. ან მათ რატომ არ ათავისუფლებენ, ვინც შეკრებითობის კანონით გასამართლებულნი დღესაც ხეხავენ ციხის ნარებს? ჯერ შეკრებითობის კანონით უნდა გაესამართლებინათ (თუნდაც დაუსწრებლად) სააკაშვილი და მისი შექმნილი ფაშისტური რეჟიმის მთავარი აქტორები და მერე უნდა დაეწყო ბიძინას “გენიალური” აფორიზმებით “გაუნათლებელი” ქართველი ერისთვის ჭკუის სწავლება. ასე იყო თუ ისე, ქოცებმა არჩევნები მოიგეს, მაგრამ არა იმ ანგარიშით, რომელსაც შეგვპირდნენ _ ამ არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, აღარ იარსებებსო. იარსებებს კი არა, ზემოხსენებული მრავალწლიანი პოლიტიკური ჰანდიკაპის მიუხედავად, ნაცებთან მეორე ტურები რომ დაგჭირდება, ეს ისეთი გამარჯვებაა, რომელსაც მარცხი უფრო ჰქვია.
ნაცები პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრნენ კი არა, ქუჩებში კვლავ “მიშა–მიშა” გაისმის და მიშა ულტიმატუმების, შანტაჟის ენით ციხიდან მართავს თავისი პარტიის ქმედებებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ, თუ ადრე იმას მაინც აღიარებდნენ, შეცდომები გვქონდაო, ახლა ამ “მოწყალებაზეც” უარი თქვეს და არ შემდგარი მილიონერი გუბაზის პირით განაცხადეს _ ახლა ხომ ცხადია, რომ ე.წ. ციხის კადრები ვლადიმერ პუტინის შეკვეთით იყო დადგმულიო… პარადოქსული სიმართლე უნდა ვაღიაროთ _ წაგებულმა არჩევნებმა უფრო გააძლიერა ნაცები, მოგებულმა არჩევნებმა კი დაასუსტა ქოცები და, მთლად დარწმუნებული აღარ ვარ, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტის კატეგორიული “არა და არასოდეს” იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს ემახსოვრება სალომე ზურაბიშვილს ნაცების მიერ მხეცურად მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის, თვალები…
დავით მხეიძე
P.S. ქვეყნის პრემიერმა პირობა მოგვცა, არჩევნების გამანადგურებელი შედეგით მოგების შემდეგ მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვიზრუნებო და გამარჯვებულმა მეორე დღესვე გლაზგოში, კლიმატის ცვლილებების სამიტზე ამოჰყო თავი, საიდანაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა პირველ პირებთან გადაღებული ფოტოებით ხელდამშვენებული დაგვიბრუნდა. წაადგება თუ არა პრემიერის გლაზგოში ვიზიტი სასიკეთოდ საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას, ამის განსჯა იმავე გაჭირვებული, შიმშილის ზღვარზე მყოფი ხალხისათვის მიმინდვია. ჩემი მხრივ, დავძენ, რომ გლაზგოს სამიტზე საქართველოს პრემიერის წასვლამ ერთი ფრთიანი გამოთქმა გამახსენა _ “კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ–ნახირო”. რაც შეეხება იმას, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ რა დაადგმევინ–გადმოადგმევინა, ამაზე და სხვა საკითხებზე შემდეგ ნომერში.
გუბაზს ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გუბოზი შეარქვა.
ვასალი ქვეყანა ვიყავით და ვასალურად გვაცხოვრებენ ამერიკა ევროპის ელჩები თფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ.