Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ _ მსოფლიო ბიზნესელიტის გამოგონილი დღის წესრიგი

ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ _ მსოფლიო ბიზნესელიტის გამოგონილი დღის წესრიგი

31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიმართება მსოფლიო კონფერენცია კლიმატის შესახებ. მისი ფორმალური სახელწოდებაა “გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 26-სესია. ეს ყველაზე ფართო სამიტია 2015 წლის შემდეგ, როცა ანალოგიური ღონისძიება პარიზში გაიმართა.

კონფერენცია ტარდება გაეროს ეგიდით და მასში მონაწილეობა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას (ასეთი კი 190-ია) შეუძლია, მაგრამ მასში არ მონაწილეობენ სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერები _ რუსეთის, ჩინეთისა და ბრაზილიის.

ზემოაღნიშნული კონცეფცია ბევრი ეკონომისტისა და კლიმატოლოგის ეჭვს იწვევს. სკეპტიკოსების ეჭვები გაამძაფრა კლიმატის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მთავარი მრჩეველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, რეი კვონ ჩანგის, განცხადებამ, რომ ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის ნულამდე შემცირება 2050 წელსაც ვერ მოხერხდება “ახალი მეცნიერების” გარეშე. კონცეფცია Nეტ ძერო 2050-ის ავტორის თქმით, 2050 წლისთვის ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ნულამდე შესამცირებლად წყალბადზე დაფუძნებულ განსაკუთრებულ “კლიმატურ ეკონომიკაზე” გადასვლაა საჭირო. ჩანგის თქმით, წყალბადოვანი ენერგეტიკა რუსეთის მომავალია, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია და შესაძლებლობები აქვს წყალბადის მოსაპოვებლად და შესანახავად.

ბევრი ექსპერტის აზრით, თანამედროვე კლიმატური დღის წესრიგი მოგონილია და მისი ერთადერთი მიზანი არის მსოფლიო პოლიტიკური და ბიზნესელიტების გავლენის გაძლიერება და არა კაცობრიობისთვის საფრთხის თავიდან აცილება.

russtrat.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here