“ფეისბუკის” დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია “ფეისბუკის” სახელწოდება იცვლება და მას Meta დაერქმევა.
ცუკერბერგის თქმით, ბრენდი Facebook.com-ი არ ასახავს, რით არის დაკავებული სოციალური ქსელი დღეს. “ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე სოციალური ქსელი, _ განაცხადა ცუკერბერგმა, _ კომპანია მუშაობს ვირტუალური რეალობის პლატფორმასა და სხვა ბევრ საინტერესო პროექტზე”.
ამასთანავე, თვითონ სოციალურ ქსელს კვლავაც “ფეისბუკი” ერქმევა. WhatsApp-ი და Instagram-იც შეინარჩუნებენ სახელწოდებას.
rg.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა