სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სიმღერებში უბედურ სიყვარულზე მღერიან, წერენ საშინელ წიგნებს, იღებენ საზიზღარ ფილმებს, როცა შეიძლება კარგისა და შთამაგონებელის შექმნა. როგორ ფიქრობთ, სიმღერებს გასართობად წერენ თუ გასამრჯელოსთვის?
იცით თუ არა, რომ ტექსტი ბედნიერებაზე, დაწერილი მთელი გულით, პრაქტიკულად, აკრძალულია და ის ჰიტ-აღლუმების სათავეში არასოდეს მოხვდება? იმიტომ, რომ ყველა “მსოფლიო ვარსკვლავი” ერთგვარი დახურული კლუბის წევრია და, თუ მათ სურთ საუკეთესოთა შორის ყოფნა, ფული და დიდი აუდიტორია, უნდა შეასრულონ განსაკუთრებული წესები. რატომ არის ეს სფერო ასეთი კონტროლის ქვეშ?
გალექსილი ტექსტი უფრო ადვილად დასამახსოვრებელია და თავისით იწყებს გონებაში ტრიალს. მუსიკა ამატებს განცდებს და ამ ერთობლიობას შეჰყავს ადამიანი განსაკუთრებულ მდგომარეობაში, როცა წარმოთქმული სიტყვები იწყებს მატერიალიზაციას. ამისთვის საჭიროა ტექსტის, სულ ცოტა, სამჯერ გამეორება, ამიტომაცაა, რომ მისამღერი მეორდება სამჯერ და მეტჯერ. რაც უფრო მოგწონთ მუსიკა, მით უფრო სწრაფად აგიხდებათ ამ სიმღერის ტექსტში ჩადებული პროგრამა. უდიდესი ძალა აქვს თვითონ პიროვნებასაც, რომელიც მოცემულ კომპოზიციას ასრულებს, რადგან იგი მსმენელს გადმოსცემს საკუთარ და ავტორების შინაგან მდგომარეობას და ვიბრაციებს. მას შეუძლია ლამაზი სიმღერის შესრულება ნეიტრალური ტექსტითაც, მაგრამ, თუ შემსრულებლის შინაგანი სამყარო დრამითა და ნეგატივითაა სავსე, იგი ამას მსმენელებზეც აფრქვევს. შეიძლება ითქვას რუსულ ჯგუფ “ლასკოვი მაის” მაგალითზე: სულისშემძვრელ სიმღერებს წერდა ადამიანი, რომელიც გალოთებული იყო და პრობლემები ჰქონდა პირად ცხოვრებაში, ხოლო ამ სიმღერებს ასრულებდა უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა გუნდი. მათ კონცერტებზე გოგოები ტიროდნენ და ისტერიკა ემართებოდათ. დიდი აუდიტორიისთვის შესრულებული სიმღერა მრავალჯერ აძლიერებს აუდიტორიისთვის გადასაცემ პროგრამას და კიდევ უფრო მეტ ძალას სძენს მას. “ლასკოვი მაის” შემოქმედებაში, პრაქტიკულად, არ არის პოზიტიური სიმღერები, ამიტომაც იყო ამდენი სუიციდი მათ ფანატებს შორის და ბევრს დაენგრა პირადი ცხოვრება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო. ის, რაც ახლა ხდება, დაკანონებულ სატანიზმს ჰგავს. თითქმის ყველა მსოფლიო დონის მომღერალმა, ასე თუ ისე, აღიარა, რომ სული ეშმაკს მიჰყიდა და მოგვიანებით ინანეს ეს. დიახ, მოიპოვეს პოპულარობა და ფული, მაგრამ, თუ მათ თვალებში ჩახედავთ, მოუნელებელ ტკივილს დაინახავთ. ასეთი ტკივილი და გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ იმ ადამიანებშია, რომლებმაც სული დაკარგეს და რომლებსაც უკვე არაფერი აღარ უხარიათ. ამას ემატება ის, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ და იძულებულნი არიან, იმღერონ და გამოხატონ მხოლოდ ის, რასაც ბატონი შეუკვეთს. ბატონი უზრუნველყოფს ნახვას და რეიტინგებს, მაგრამ თვითონ მომღერალი უკვე ბუნდოვნად ხვდება, რომ მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რამდენი დაიღუპება მისი უშუალო მონაწილეობით. ეს შინაგანი ტკივილი არ აძლევს მათ მოსვენებას, აიძულებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალონ, რათა თუნდაც მცირე ხნით დაივიწყონ ყველაფერი. ეს ხელს აძლევს მათ პატრონებსაც. რამდენადაც ეს ავადმყოფური ტრანსლაცია იღვრება ახალგაზრდა ფანატების მყიფე ფსიქიკაზე, _ და ეს მიმართულია სწორედ ამ აუდიტორიაზე, _ ასნებოვნებს და აბინძურებს მათ სუფთა სულებს. ამიტომაც შემოყარეს ამდენი გეი და ნარკომანი მუსიკის სფეროში, რათა მსმენელთა აუდიტორია ახლა ამ სიმახინჯეებით დაასნებოვნონ. კონტრაქტის გაწყვეტას ვინც ცდილობს, მათ, უბრალოდ, იშორებენ. თითოეულმა უნდა გადავხედოთ დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ, გავიგოთ, რა კოლოსალური მნიშვნელობა აქვს მას. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმღერის ტექსტები შეიძლება ერთი თვის განმავლობაში, ანუ ძალიან სწრაფად აგვიხდეს. საჭიროა, ჩავატაროთ რევიზია და დავივიწყოთ თუნდაც ძალიან ლამაზი და მოსასმენად სასიამოვნო, მაგრამ ნეგატიური შინაარსის სიმღერები, რადგან, როგორც წესი, ყველაზე ტრაგიკული ტექსტები სწორედ ძალიან ლამაზ მუსიკაზეა დადებული. ამის გამო ხომ არ არის თანამედროვე სამყაროში ამდენი სასიყვარულო დრამა და განქორწინება?
სიმღერების ტექსტებით, აგრეთვე, ხდება დაპროგრამება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, მრუშობაზე, სიბინძურეზე, სკანდალებზე, დაშორებაზე, ტკივილზე, ტრაგედიაზე, წარმოთვამენ სიტყვებს სულის ეშმაკისთვის მიყიდვაზე და ა.შ. ყოველივე ეს მაგიური შელოცვაა და ასე ხდება კონტრაქტის დადება ეშმაკთან. მაგრამ, როცა იცი, როგორ მუშაობს ეს, მაინც შეიძლება თქვენთვის შესაფერისი პროგრამის მქონე სიმღერის პოვნა და მოსმენა. წაიკითხეთ იმ უცხოური სიმღერების თარგმანიც, რომელიც მოგწონთ. შეიძლება თვითონ დაწეროთ პოზიტიური ლექსი და ასე დააპროგრამოთ თქვენი ცხოვრება წარმატებაზე. კიდევ უფრო კარგია, როცა თვითონ შეგიძლიათ ლამაზი ტექსტებისა და მუსიკის წერა.