Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთი მსოფლიო პოლიტიკის მეორე ლიგაში

საფრანგეთი მსოფლიო პოლიტიკის მეორე ლიგაში

რაუჯდებაცუდი პრეზიდენტი სახელმწიფოს _ დღეს ყველას შეუძლია ამის დანახვა ემანუელ მაკრონის მაგალითზე. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, უფრო ზუსტად კი, მისი უშუალო მოქმედებების შედეგად დაიწყო მეხუთე რესპუბლიკის საერთაშორისო დიდების ნარჩენების კრახი. საფრანგეთის დომინაციას ყოფილ აფრიკულ კოლონიებში ღრმა ბზარები გაუჩნდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბზარი ფუნდამენტში თვით ფრანგებისთვისაც მოულოდნელად გაჩნდა. ერთ არაფრით გამორჩეულ კვირას, 2021 წლის 3 ოქტომბერს, ალჟირის მეზობელ მალიში ოპერაცია “ბარხანის” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობისას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავებს ფრენის ნებართვა არ ჰქონდათ ალჟირის საჰაერო სივრცეში. შედეგად “ბარხანის” კალენდარულ და ფინანსურ გეგმებს მყისვე საფრთხე დაემუქრა.

მალე გაირკვა, რომ ეს, რომელიღაც კლერკის წინდაუხედავი შეცდომა კი არა, ალჟირის ხელისუფლების საკმაოდ სწრაფი და ხისტი “საპასუხო რეაქციაა” ემანუელ მაკრონის ინტერვიუზე, რომელიც მან გამოცემა Le Monde-ს მისცა. მასში მაკრონი საკმაოდ ქედმაღლურად გამოეხმაურა ალჟირის პოლიტიკას, როცა მიუთითა, რომ ალჟირის ამჟამინდელი ისტორია “არასწორია” და არსებობს მისი ერთადერთი “სწორი” და “ოფიციალური” (წაიკითხე _ მკაცრად ფრანგული) ვერსია, რომლის გადაწერასაც ახლა ცდილობენ თითქოს სპეციალურად, რათა ფრანგებს “მეტად ატკინონ”.

ცოტა ხნის წინათ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს არ სჭირდებოდათ განმარტება, რატომ არ უნდა ილაპარაკო ასეთი ტონით უცხო სახელმწიფოებთან, “რომელიღაც აფრიკულყვეყნებთანაც კი, თუნდაც ისინი ადრე კოლონიები ყოფილიყვნენ. ის დრო წარსულს ჩაბარდა. პარიზის ამჟამინდელი საქციელი აშკარად ტოვებს ძლიერი ისტერიკის შთაბეჭდილებას, რომელიც საფრანგეთის მმართველ ელიტას სულ ნაკლებად ადეკვატური მოქმედებებისკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს დამანგრეველ შედეგებს, პირველ რიგში, მისთვის. რასაკვირველია, ადამიანურად შეიძლება გაუგო ემანუელ მაკრონს. ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთი თავგანწირვით იბრძვის პლანეტის წამყვანი აქტორების გეოპოლიტიკურ ტოპში ადგილის შესანარჩუნებლად და ეს ძალიან ცუდად გამოსდის.

კოლექტიური დასავლეთის შიგნით გლობალური ბონუსების იმედით, აშშის ინიციატივითა და პირდაპირი არასაჯარო ზეწოლით, პარიზმა, როგორც იტყვიან, “რუსებიმისტრალებზეგადააგდოდა ბონუსების ნაცვლად მიიღო სერიოზული ზარალი ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე გემთმშენებელი დარგისთვის _ მოუწია ფულის დაბრუნება რუსებისთვის, თანაც პროცენტებით. სადესანტო ვერტმფრენმზიდები შემდეგ ეგვიპტეში ააგეს, მაგრამ პარიზმა 66 მლრდ დოლარი იზარალა. ვაშინგტონისგან კი სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო.

BREXITის შემდეგ ფრანგები შეეცადნენ, განეცხადებინათ ევროკავშირში განსაკუთრებულ უფლებებზე იმ საბაბით, რომ მხოლოდ მათ ჰქონდათ სტრატეგიული ბირთვული იარაღი, მაგრამ აქაც მარცხი განიცადეს.

ბრიუსელმა შეძლო “COVID-19-ის ანტიკრიზისული პაკეტის” გატანა ევროპარლამენტის მეშვეობით, რომელმაც ევროკომისიას განუმტკიცა უფლება, პირდაპირ შეეგროვებინა “ქვანახშირის გადასახადი” ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამით დაახლოებით მეოთხედით შემცირდა მისი დამოკიდებულება ნებაყოფლობით შენატანებზე, რომლებიც აყალიბებენ “საერთო ევროპული ბიუჯეტის” შემოსავლით ნაწილს. ეს კი ნიშნავს, რომ გაძლიერდა ზეწოლა ყველაზე, მათ შორის, პარიზზე, როგორც სამხედროები იტყოდნენ, “შეეწყვიტა საუბრები მწყობრში ყოფნისას”. ანუ ბრიუსელი დაუფარავად აყენებს საფრანგეთს აღმოსავლეთ ევროპის ლიმიტროფების დონეზე. ფრანგებისთვის ეს თითქმის შეურაცხმყოფელია. კიდევ ერთმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ _ აშშ-მა, რომელთანაც მსოფლიოში გეოპოლიტიკურ თანასწორობაზე ელისეს სასახლე, სამი წელია, ცდილობს, პრეტენზია ჰქონდეს, ფრანგები უცერემონიოდ გაძარცვა.

AUKUS-ის (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) სამმხრივ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში შესვლისთანავ ავსტრალიამ უარი თქვა უახლესი წყალქვეშა ნავების შესყიდვის კონტრაქტზე, რომელიც საფრანგეთში საუკუნის კონტრაქტად ითვლებოდა და გადარჩენის გარანტიას აძლევდა ფრანგულ სამხედრო გემთმშენებლობას. პარიზის პირდაპირმა ზარალმა 66 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საფრანგეთისთვის უკვე საბედისწერო მნიშვნელობას იძენს.

ბოლოს კი ფრანგულ სამხედრო ავიამშენებლობას, პრაქტიკულად, შვეიცარიელებმა მოუღეს ბოლო. მათ გადაწყვიტეს, გაეუქმებინათ “რაფალის” ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის კონტრაქტი ამერიკული F-35-ის შეძენის სასარგებლოდ. პარიზის ზარალი დიდი არ იყო (სულ რაღაც, 6,5 მლრდ ევრო), მაგრამ ახლა “შვეიცარული კონტრაქტის” გარეშე კორპორაცია Dassault Aviation-ს მოუწევს ქვეყანაში თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების ბოლო ქარხნის დახურვა. ამით საფრანგეთი დავიდა “სასოფლო-სამეურნეო ზესახელმწიფოს” დონეზე და აქაც, დეგრადაციის ტემპის მიხედვით, მხოლოდ უკრაინას ჩამორჩება.

რასაკვირველია, შვეიცარიიდან პარიზმა კონსულტაციებისთვის გამოიხმო თავისი ელჩი. მაგრამ ფრანგების ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ ისინი დიდხანს ვეღარ მისცემენ თავს “ღრმა იმედგაცრუების” დემონსტრირების უფლებას. ხმაურიანი საჯარო განცხადებების შემდეგ, “როცა მასმედიაში თემა ცოტა ჩაცხრება”, ელჩს ისევ უკან დააბრუნებენ. ზუსტად ისე, როგორც პარიზმა უკვე აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-თან და ნატოსთან, თუმცა დებდა პირობას, რომ თითქმის დაშლიდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს “ღალატის გამო”.

მაკრონს ისღა დარჩენოდა, “ნაცარი შეეყარა თვალებშითავისი ამომრჩევლებისთვის, თუნდაცვიღაც აფრიკელებისხარჯზე. ალჟირი ფრანგებისთვის მტკივნეული თემაა 1962 წლის მარტში მეხუთე რესპუბლიკისგან ალჟირის გამოყოფიდან. პარიზი შეეცადა, ეჩვენებინა, “ვინ არის სახლში უფროსი”, მაგრამ შედეგები არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდნენ. გაგულისებულმა მაკრონმა ფეხები დააბაკუნა, მაგრამ იატაკი ფეხქვეშ ჩაუვარდა. აღმოჩნდა, რომ ის საბოლოოდ დალპა. ალჟირის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვია ელჩი და აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება საფრანგეთის ავიაციის ტრანზიტული ფრენებისთვისაც კი. ეს ნიშნავს შავ კონტინენტზე საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში საფრანგეთის დომინაციის ეროზიას, პარიზის გეოპოლიტიკური გავლენის ნარჩენების საჯარო კრახის ფაზაში გადასვლას. საქმე მხოლოდ მალიში ფრანგული ოპერაცია “ბარხანის” ჩავარდნის საფრთხეს როდი ეხება. ალჟირის გავლით მარშრუტის დახურვა ნიშნავს ლოჯისტიკის ღირებულების გაორმაგებას და მაგისტრალური ტვირთამწეობის სამმაგ დაცემას საფრანგეთის სატრანსპორტო ავიაციის შემადგენლობის შეზღუდულობის გამო.

“ბარხანი” წარმოადგენს საფრანგეთის “სამშვიდობო” კონტიგენტის შემცირების გეგმას ამჟამინდელი 5100-დან 2500 “ხიშტამდე” 2023 წლისთვის. ისევე, როგორც აშშ დამარცხდა ავღანეთში, მალიში ომს ისლამისტებთან საფრანგეთიც აგებს; უწინარესად, იმის გამო, რომ მას არ აქვს კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია ყველა მონაწილე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, მოიმატა ისლამურმა რადიკალიზმმა საფრანგეთის ტუარეგებს შორის. საერთოდ, პარიზმა გადაწყვიტა, მალი ბედის ანაბარა მიეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც ვაშინგტონმა ქაბულის მიმართ გააკეთა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამერიკელებიგაიქცნენსწრაფად და მოულოდნელად, ხოლო ფრანგები შეეცადნენ, ეს გაეკეთებინათგანსაკუთრებული ევროპული დახვეწილობით”, და ჩაფლავდნენ.

მალის მთავრობამ დახმარებისთვის უმალ მიმართა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” (მასთან კავშირს მოსკოვი უარყოფს). რუსეთმა დახვეწილად, მაგრამ საკმაოდ გასაგებად “აუხსნა ევროკავშირს შემდგომი მოძრაობის ყველაზე სწორი მიმართულება”, როგორც ამას ვირტუოზულად აკეთებს ხოლმე რუსული დიპლომატიის მეთაური. საერთოდ, საფრანგეთმა მხოლოდ ცა როდი დაკარგა ალჟირის თავზე, როგორც ჩანს, პარიზს მოუწევს, საკმაოდ სწრაფად გაიქცეს მალიდან. ამასთან, კარგავს გეოპოლიტიკურ გავლენას ჩრდილოეთ აფრიკაში _ მავრიტანიიდან ჩადამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ მალის ხელისუფლება ხაზს უსვამს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერთან” ოფიციალური შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას, ხოლო ალჟირი ეგვიპტესთან ერთად აფართოებს რუსული მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შესყიდვას, აშკარაა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში რუსები მასშტაბური მოსვლის ზღურბლზე დგანან. მოკლედ, საინტერესო დრო დგება.

ფრანგებს შეიძლება ვურჩიოთ პრეზიდენტის შეცვლა, რასაკვირველია, დემოკრატიული ნორმების შესაბამისად, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაკრონი ასე სწრაფად ჩარეცხავს ბოლო საუკუნეების საფრანგეთის ყველა გეოპოლიტიკურ მიღწევას და პარიზს მსოფლიო პოლიტიკის მეორე ლიგაში გადაიყვანს, იქნებ არც ღირდეს ხელის შეშლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here