Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით, მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

* * *

ფილოსოფოსები გვაფრთხილებენ: ვინც ობიექტურად არსებულ სინამდვილეს ანგარიშს არ გაუწევს და დაუპირისპირდება, აუცილებლად ცხვირპირს წაიმტვრევს. საქართველო რუსეთის უშუალო მეზობელია, მასთან 700-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს _ სწორედ ეს არის ობიექტური სინამდვილე, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ; საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციის დიდი ნაწილი და მათ მიერ გაბრიყვებული ქართველები ამ ობიექტურ სინამდვილეს არად აგდებენ და ეხუტებიან რუსეთის მტრებს _ აშშ-სა და ევროსტრუქტურებს; რუსეთის დაუძინებელი მტრის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ძალები საქართველოში შემოჰყავთ და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. რუსეთი ამას არ გვაპატიებს და აგერ უკვე 30 წელზე მეტია, ცხვირ-პირს გვამტვრევს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა თუ შეიგნეს რუსეთის ობიექტური ფაქტორობა _ თქვენ რა უბედურება დაგემართათ?  ასე როგორ დაგაბრმავათ ძია სემმა? _ ვეკითხები ყველას.

* * *

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ხელისუფალნი, ოპოზიცია და ის ქართველები, რომლებიც აშშ-დასავლეთელ ლიბერალისტ-პედერასტებს ეტრფიან და ნატოს აგრესიულ ბლოკში გაერთიანებაზე ოცნებობენ, მოღალატეებად და საქართველოს დაუძინებელ მტრებად მიმაჩნია. ჭეშმარიტებაა ეს!

* * *

ვეთანხმები და ვიზიარებ ცნობილი პუბლიცისტის, ბატონ დავით მხეიძის მოსაზრებას, რომ რუსეთი, ოკუპანტი კი არა, ჩვენი მფარველი იყო (იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #2, 2021). როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს დღეს რუსეთის მფარველობა გადაარჩენს. მე, პოლიტოლოგს, ღრმად მწამს, მოვა დრო, ქართველები თავს დააღწევენ აშშ-დასავლეთის კლანჭებს და რუსეთთან კეთილმეზობლური თანამშრომლობით ქვეყანას გადაარჩენენ, პერსპექტივაში კიდეც გაამთლიანებენ.

* * *

ავსტრო-გერმანელი ისტორიკოსი კაპლერი წერს: მეფის რუსეთის კოლონიალიზმი ძირეულად განსხვავდებოდა ინგლისური, ესპანური თუ ფრანგული კოლონიალიზმისგან, რომლებიც დაპყრობილი ხალხების ულმობელ გენოციდს ეწეოდნენ. რუსეთში კი ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, მიერთებულ ხალხთა მოსახლეობა მრავლდებოდა, მათი შვილები რუსებთან ერთად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, რუსეთის არმიაში რუსებთან ერთად ბევრი იყო ბალტიისპირელი, კავკასიელი თუ სხვა ეროვნების გენერლები. ყოველივე ეს ინგლისელებისა თუ ფრანგებისთვის უცხო იყო. ჭეშმარიტებაა ეს!

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here