გლობალიზმის ლიდერებს შორის შავმა კატამ გაირბინა _ აშშ–მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ არა მხოლოდ შექმნეს ახალი კავშირი, რომელსაც “ნატო ჩინეთის წინააღმდეგ” დაარქვეს, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლაფში ამოსვარეს ამერიკული სამხედრო კორპორაციების საამებლად, რადგან ამ კორპორაციებმა ავღანეთიდან ჰეგემონის გასვლის შემდეგ შემოსავალი დაკარგეს.
ამერიკელების საპასუხოდ ფრანგებმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვიეს, აშშ-ის მამხილებელი წერილები გამოაქვეყნეს და ფეხები ამაყად დააბაკუნეს, თუმცა არ შეიმჩნიეს, რომ მაკრონს, უბრალოდ, მიუთითეს _ ახალ მსოფლიო წესრიგში მისი ადგილი “ცხოველთა ფერმაშია”. ახალ მსოფლიო წესრიგში კი ყველაფერს მართავენ “სწორი ადამიანების” “სწორი კორპორაციები” და არა ვიღაც ადგილობრივი ლიდერები, თუნდაც როტშილდის მიერ დანიშნული.
23 სექტემბერს წამყვანმა ფრანგულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ხმაური ატეხეს “ეშმაკური გეგმის წყალობით საფრანგეთის გამარჯვების შესახებ” და რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუბრის გამართვა სთხოვა მაკრონს. “ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს საუბრის თხოვნით მიმართა, ერთ-ერთმა ფრანგმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. “ჩვენ მოუთმენლად ველით ამ სატელეფონო საუბარს”. მისი თქმით, ჯო ბაიდენს სურს, მჭიდროდ ითანამშრომლოს საფრანგეთთან, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ზონაში და საერთაშორისო არენაზე”, _ წერს Le Figaro.
რა არის აქ სასიხარულო, გაუგებარია, მაგრამ ამჟამინდელი ფრანგული საზომით, როგორც ჩანს, ეს გამარჯვებაა. “მარაზმატიკი” ჯო ბაიდენი ხომ მაკრონის დონეზე დაეშვა და, თუ თავზე ხელს არ გადაუსვამს, ორიოდე თბილ სიტყვას მაინც ეტყვის, რათა არ ეწყინოს, რომ აშშ–მა საფრანგეთს 100 მლრდ დოლარის გარიგება ჩაუშალა და შეწყვიტიოს ფეხების ბაკუნი პლანეტის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციის დაწყების გამოცხადების წინ.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე დღის წინათ G7-ის სამიტზე პირდაპირ საფრანგეთისა და გერმანიის ცხვირწინ, ისე, რომ მათთვის არ უცნობებიათ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ მოილაპარაკეს ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ალიანსის _ AURUS-ის შექმნის შესახებ.
ჩინეთთან დაპირისპირების თემა ევროპისთვის ისედაც მტკივნეულია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს და, კონკრეტულად, საფრანგეთს ჩინეთის არა მხოლოდ ვალი აქვს, არამედ მთელი საწარმოო ჯაჭვი პეკინზე აქვს მიბმული. G7-ის სამიტზე საფრანგეთი ჯერ შვეიცარიამაც “გადააგდო”, როცა უარი თქვა ფრანგული გამანადგურებლების, Rafale-ს, შეძენაზე და უპირატესობა ამერიკულ F-35-ს მიანიჭა. ამან მაკრონი შოკში ჩააგდო.
აშშ-ის მხრიდან ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურებოდა. იქ ნეოკონებს სასწრაფოდ უნდა დაემშვიდებინათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კორპორაციები, რომლებმაც კონტრაქტები დაკარგეს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, აღსანიშნავია, რომ სამხედრო კორპორაციების დიდი ნაწილი მხარს რესპუბლიკელებს უჭერს და წყლის ამღვრევას აუცილებლად შეეცდებიან, მაგრამ, თუ მათ კონტრაქტებსა და ფულს მისცემენ, თანაც სხვის ხარჯზე, მაშინ დამშვიდდებიან. თანხა ხომ კოლოსალური ოდენობისაა.
ხოლო ის, რომ საფრანგეთს პროტესტები არყევს და ეს “გადაგდებები” კიდევ ახალ აქციებს გამოიწვევს, აშშ-ს ფეხზე ჰკიდია. ამერიკელებმა ხომ მხარი დაუჭირეს მაკრონის “მწვანე გეგმებს”, რომლებმაც ბენზინის გაძვირება გამოიწვია და სათავე დაუდო “ყვითელი ჟილეტების” პროტესტს. “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება,გაამწვავა ჯერ საპენსიო რეფორმამ, შემდეგ _ ლოკდაუნებმა და ვაქცინაციამ.გასულ უქმეებზე პარიზსა და სხვა ქალაქების ქუჩებში ასიათასობით ფრანგი გამოვიდა. თანაც მაკრონმა ვერაფრით დაითანხმა აცრაზე ექიმები და მეხანძრეები. საქმე უკეთესად არც ეკონომიკაშია. გასული წლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მშპ 9%-ით შემცირდა, ტურიზმი ჩამოიშალა, ავტომრეწველობა დამუხრუჭდა. ეკონომიკის მაჩვენებლების გაუმჯობესება, საფრანგეთის ბანკის პროგნოზით, მხოლოდ 2022 წლის ივნისში დაიწყება. მიმდინარე წელს კი ეკონომიკის ზრდა 5% იქნება, მაგრამ, ამასთანავე, არ მოიმატებს სამუშაო ადგილების რაოდენობა და 10,7 პროცენტით გაიზრდება უმუშევრობის დონე (შარშან 8,7% იყო). ვარაუდობენ, რომ გაუქმდება 350 ათასი სამუშაო ადგილი.
ახლა კი, აშშ–ის წყალობით, საფრანგეთს პრობლემებიც მოემატება და ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ადამიანებიც. და მაკრონი, როგორც თავის დროზე მერკელი, როცა მის ბიზნესს აშშ–მა ფრთები შეუკვეცა, გააქტიურდა. ფრანგებმა განაცხადეს, რომ ეს იყო “დანა ზურგში”, ვაშინგტონიდან და კანბერადან გამოიწვიეს ელჩები, აღშფოთება გამოხატეს აშშ–ისა და მისი პოლიტიკის მიმართ. ამასთანავე, მაკრონის ინიციატივით, ნატოში დაიწყო მსჯელობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი კონცეფციის შესახებ.
რა თქმა უნდა, მას ეწყინა. როტშილდის ბიჭუნა, ემანუელ მაკრონი, თავიდანვე იდეალური გლობალისტი იყო. ის თავისი მასწავლებლის _ ბანკირის, ეკონომისტისა და პოლიტიკოსის, ჟაკ ატალის ანდერძის ერთგულია და ყველაფერი გააკეთა “დიდი გადატვირთვისა” და “ახალი საოცარი სამყაროსთვის” _ ახრჩობდა ხალხს, ხელს უწყობდა ფემინიზმს, “მწვანე პოლიტიკასა” და პედერასტიას, ერთგულად ასრულებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და “ბიგ ფარმას” ყველა მითითებას, მაგრამ, მადლობის ნაცვლად, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყავისფერ წუმპეში ჩააყურყუმალავეს, რომელსაც სულაც არ ასდის შოკოლადის სუნი. და ახლა, ფეხების დაბაკუნების შემდეგ, ალერსიან სიტყვებს ელოდება ოკეანის გაღმიდან, რათა თვითონაც დაწყნარდეს და თავისი ელიტაც დააწყნაროს _ ჩვენ იქ ვუყვარვართ, ოღონდ თავისებურად. ფრანგულ პრესას კი უხარია, რომ ბაიდენმა “მაკრონთან დიალოგის სურვილი” გამოთქვა. ბევრი ექსპერტის აზრით, ბაიდენი, ამასთანავე, აუხსნის მაკრონს, რომ ამ “ახალ საოცარ სამყაროში”, ისევე, როგორც ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმაში”, ყველა თანასწორი კი არის, მაგრამ ზოგიერთი უფრო სწორია. და, თუ ინტერესები “სწორი ადამიანებისა”, რომლებიც დაეხმარებიან ან ხელს არ შეუშლიან “ახალი მსოფლიო წესრიგის” შექმნას, გადაიკვეთება ეროვნული ლიდერების ინტერესებთან, მაშინ ეს უკანასკნელნი უნდა წავიდნენ ტყით, ხისტად, სწრაფად და ეფექტიანად. ხოლო მისი ადგილი, ვინც ამას ვერ გაიგებს, “საოცარ სამყაროში” არ არის.
ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტს ამერიკელებმა გაუკეთეს, არის მაგალითი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვისაც, რომლებიც წლების განმავლობაში უსიტყვოდ ასრულებდნენ ჯანმოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და, საერთოდ, დასავლეთის ყველა მითითებას იმ იმედით, რომ ოკეანისგაღმელი უფროსები მათ მიმართ კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ. მაკრონის კაზუსი ყვირის, რომ ინტერესთა ნებისმიერი გადაკვეთისას ან, უბრალოდ, იმიტომ, რომ ასე მოესურვებათ, ანგლოსაქსები სხვის აქტივებს დაუნდობლად მიითვისებენ.
სხვათა შორის, ასეთი საქციელი აშშ-ისთვის პირველი არ არის, ის არად აგდებს არც მეგობრებისა და არც მოკავშირეების ინტერესებს.
ria katyusha.org–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ