Home რუბრიკები პოლიტიკა თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ...

თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს!

ბელარუსი ჩემი სამშობლოა, ხოლო საქართველოჩემი ფუძე და მამული! ჩემი შვილები ქართველებად იზრდებიან, მაგრამ ჩემი გული ბელარუსის და საქართველოს სიყვარულში ორად არის გაყოფილი!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული საკრებულოს წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა, საერთაშორისო საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ასევე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  თენგიზ დუმბაძემ, რომელსაც მინსკში ტელეფონით დავუკავშირდით:წარმოშობით ბათუმელი გახლავართ. მამაჩემიშუქრი დუმბაძეჯარში ბელარუსში მსახურობდა, ბელარუსის სამხედრო ოლქის ჩემპიონი გახლდათ კრივში. ეროვნებით ბელარუსი დედაჩემი, თამარა აქ გაიცნო. სამამულო ომის დროს დედის მხრიდან ბებია და ბაბუა პარტიზანები იყვნენ. 1961 წელს ოჯახი ბათუმში ჩამოვიდა. მე შუათანა შვილი ვარ, მინსკში ვარ დაბადებული, მაგრამ ბათუმში გავიზარდე. უკვე სკოლას ვამთავრებდი, როცა საცხოვრებლად მინსკში, ბაბუასთან გადავედი. ჯერ ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დავასრულე, შემდეგ პარტიის ისტორიის განხრით მივიღე განათლება და პოლიტოლოგი გავხდი, პუბლიცისტიკამ გამიტაცა. მეუღლელია ნაგერვაძებათუმელია. 1990 წელს მამამისმა ცოლად იმ პირობით გამომაყოლა, რომ საქართველოში ვიცხოვრებდით. იმ პერიოდში დიდი შანსი მქონდა, ბელარუსის პირველ პარლამენტში შევსულიყავი, მაგრამ სიყვარულმა გადამძალაბათუმში დავბრუნდი და ოჯახი შევქმენი.

 – ბათუმში სად მოღვაწეობდით?

– რამდენიმე ადამიანში მე ვარ ერთ-ერთი, ვინც პირველი არხის აჭარის ფილიალის საფუძველზე აჭარის ტელევიზია დავაარსეთ, სადაც მე 13 წლის განმავლობაში ვიმუშავე, ბოლოს ამ ტელევიზიის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც გახლდით. ჩემი მოღვაწეობა სავალალოდ შეწყდა, როცა 2004 წლის მაისში სააკაშვილის ბანდებმა ასლან აბაშიძე სამშობლოდან გააძევეს. ამის შემდეგ იძულებულნი გავხდით, ტელევიზია ჩაგვებარებინა. ვინც რა უნდა თქვას, ასლან აბაშიძე დღემდე რჩება ერთ-ერთ ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად, რომელიც დღესაც უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებს! მან ინგლისში გამოისყიდა ისტორიული არქივი, სადაც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციებია დაცული და ახლა ისტორიულ წიგნს წერს. მე პირადად შევესწარი, როგორ ემუდარებოდა ასლანი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მყოფ შევარდნაძეს, რომ აფხაზეთში ჯარები არ შეეყვანა. აფრთხილებდა, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის დაკარგვა გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, პირველი ქართველი ვარ, რომელმაც ასლან აბაშიძის დავალებით და ხელშეწყობით, სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთში შევაღწიე და არძინბას ინტერვიუ ჩამოვართვი.

 – ეს როგორ მოახერხეთ?

– რუსული ფორმა ჩავიცვი, დედაჩემის გვარი ავიღე და რუსი გენერლის ადიუტანტის ამპლუით არძინბასთან აუდიენციაზე აღმოვჩნდი. ასლან აბაშიძის თხოვნით და დავალებით სოხუმში ჩასვლამდე გადავიღე ოკუპირებული ოჩამჩირის და გალის რაიონები, სადაც შემორჩენილი დაზაფრული ქართველი მოსახლეობა ეროვნებას მალავდა და თავს მეგრელად წარმომიდგენდა – ისინი ხომ ვერ ხვდებოდნენ, რომ მე ქართველი ვიყავი! საქართველოს უახლესი ისტორიის საბედისწერო მოვლენებმა ჩემი კამერის წინ ჩაიარეს… მე ჩავწერე ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ უკვე ტყეში გაჭრილ, დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან! იმის მიუხედავად, რომ ზვიადის მომხრე არ ვყოფილვარ, მე ის მიმაჩნდა პატრიოტ, ნაღდ მამულიშვილად, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მან აჭარაში ასლან აბაშიძის ჩამოყვანა პირადად მისი დამსახურებაა!    

თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს!

გული ძალიან მტკივა იმის გამო, რომ გარკვეული მოვლენების შედეგად საქართველოს ისტორია არასწორი მიმართულებით განვითარდა. ასლან აბაშიძის ფაქტორი სწორად რომ გამოეყენებინათ, საქართველო სამივე ომს და მის დამანგრეველ შედეგებს თავიდან აიცილებდა და ტერიტორიულ მთლიანობასაც შეინარჩუნებდა, ვინაიდან ეს უძლიერესი პოლიტიკური ფიგურა მთელ კავკასიაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას მოწიწებით ეპყრობოდნენ ჯერ არძინბა, და მერე ბაღაფში. სამწუხაროდ, ქართველ საზოგადოებას აღარ ახსოვს, რომ 49 ქართველი სამხედრო ტყვე არძინბამ ამნისტირებულად სწორედ ასლან აბაშიძის თხოვნით გამოაცხადა და აფხაზეთიდან მათ ჩამოყვანაში მეც მივიღე მონაწილეობა.

 – ჟურნალისტიდან პოლიტიკოსად როგორ იქეცით?

– მაშინდელი ყველა მოვლენა ისედაც პოლიტიზირებული გახლდათ. ჟურნალისტები იმდენად ვიყავით პოლიტიკაში ჩათრეულები, რომ როცა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყარაბაღში ან სხვა ცხელ წერტილში მიშვებდა, ბატონი ასლანი მუდამ მეუბნებოდა, ჩემი პოლიტიკოსიც და დიპლომატიც შენ ხარო. ინტერვიუ ამიღია აზერბაიჯანის ძველი პრეზიდენტის, ალიევისგან (ამჟამინდელის მამისგან), სომხეთის პრეზიდენტების – ლეონ ტერ-პეტროსიანის და რობერტ ქოჩარიანისგან, ტერაქტის შედეგად მოკლული პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანისგან.  120 ქვეყანა მოვიარე და 1600 დოკუმენტური ფილმი გადავიღე; ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში ექსკლუზიურად მისაუბრია 58 პრეზიდენტთან, 12 ომში ვარ ნამყოფი, მათ შორის სირიასა და ავღანეთში. გამიშუქებია ევროპის ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, მისაუბრია ისეთ ოპოზიციასთან, როგორიც ბრძანდება ლე-პენი, მაგრამ ჟურნალისტად მუშაობის დროს ნებისმიერ სიტუაციაში ჩემთვის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი. აჭარის მაშინდელ ტელევიზიას ვერც შევადარებ დღევანდელ ქართულ არხებს, საიდანაც იფრქვევა ზიზღი, მიკერძოება, არაპროფესიონალიზმი, ბილწსიტყვაობა, ცილისწამებები და ნათლად ვხედავ, რამხელა სხვაობაა მათ შორის ზნეობრივი თვალსაზრისით! როცა 2004 წლის მაისის მოვლენების შედეგად სააკაშვილის ბანდებმა აჭარიდან ასლან აბაშიძე გააძევეს, მივხვდი, რომ ბათუმში აღარ დამედგომებოდა. სათანამშრომლოდ მიხმობდა მოსკოვის პირველი არხი, НТВ, პეტერბურგის მე-5 არხი, ТВ-ცენტრი და სხვები. ვიცოდი, რუსეთში მე, სააკაშვილისგან განაწყენებული ჟურნალისტი ვჭირდებოდი იმისთვის, რომ საქართველოს შესახებ ნეგატივები გამევრცელებინა, მაგრამ ამაზე არ წავედი! ამიტომ, დავბრუნდი მინსკში და დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, რომელსაც ჩემი ახლო მეგობარი ხელმძღვანელობდა, ვინც სხვათაშორის, ალექსანდრე ლუკაშენკომ გამაცნო. ამჟამად კი, მინსკის ეკონომიკურად ყველაზე მდიდარი, „პარტიზანსკის“ რაიონიდან ბელარუსის პარლამენტის დეპუტატი გახლავართ. პირველი ქართველი ვარ, ვინც ბელარუსის პარლამენტის წევრი გახდა.

 – ლუკაშენკო რა ვითარებაში გაიცანით?

– ლუკაშენკო 1994 წელს გავიცანი, როდესაც ის ბელარუსის პრეზიდენტი გახდა.

თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს!

მე გახლდით პირველი უცხოელი ჟურნალისტი, ვინც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა! მას მერე კიდევ ბევრი ინტერვიუ ჩავწერე. ლუკაშენკოზე ვიღებდი ფილმებს, რასაც აჭარის ტელევიზია უჩვენებდა. როცა 2004 წელს ბელარუსში დავბრუნდი, მან დამასაქმა ტელევიზიაში, სადაც ვქმნიდი საავტორო გადაცემას „Дыхание планеты.“ მთელი მსოფლიო მოვიარე, ვიღებდი ნახევარსაათიან ფილმებს ცხელ წერტილებში. პირველი გადაცემა ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის 15 მოკავშირე რესპუბლიკას. უკვე ბელარუსის მოქალაქე ვიყავი, როცა ამ ფილმის ნაწილის გადასაღებად საქართველოში ჩამოვედი და მუდმივად ვგრძნობდი, რომ სააკაშვილის სპეცსამსახურები მითვალთვალებდნენ, ზურგს უკან „ასლანის კაცს“ მეძახდნენ.

 – საქართველოსთან მიმართებაში რა დამოკიდებულება აქვს ბელარუსის პრეზიდენტს?

– პირდაპირ გეტყვით – ლუკაშენკოს უყვარს საქართველო! მახსოვს, თბილისში სტუმრობისას მან საკმაოდ დიპლომატიურად განაცხადა: „საქართველოში მეორედ ვარ, ადრე სოხუმში ვყოფილვარ“ – ამით ყველაფერი იყო ნათქვამი! ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაც და იმის მიუხედავად, რომ ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, იქ არასოდეს დამდგარა სოხუმის და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხი. 

თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს!

მთელი მსოფლიო განუდგა საქართველოს, ჩვენი სამშობლო ფაქტობრივად დანაწევრებულია, ამის მიუხედავად ბელარუსი დღემდე საჯაროდ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პირადად ალექსანდრე ლუკაშენკოს დამსახურებაა! საქართველოს პატრიარქს 40 წუთის განმავლობაში ეჭირა ლუკაშენკოს ხელი და ბოლოს უთხრა – „თქვენ ხართ სახალხო პიროვნება!“ საქართველოში სტუმრობის დროს ლუკაშენკოს ძალიან გაუკვირდა ამდენი უმუშევარი მოქალაქის დანახვა და განაცხადა: მე დავეხმარები საქართველოს, სოფლის მეურნეობის აღორძინებაში და 1 მილიონი ქართველის საკუთარ სამშობლოშივე დასაქმებითო. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საუბრის გაგრძელება არ უცდია, თორემ ლუკაშენკო რასაც ამბობს, ასრულებს კიდეც!

 – ლიბერასტები ლუკაშენკოს დიქტატორად ნათლავენ.

– ღმერთმა ინებოს, მსგავსი დიქტატურა მთელს მსოფლიოში იყოს! ჟურნალისტად მუშაობის განმავლობაში უამრავი ქვეყანა მოვიარე, სადაც ე.წ. ფერადი რევოლუციები მოხდა. უმდიდრეს ქვეყანაში, ლიბიაშიც ვყოფილვარ, რომელიც „დიქტატორ“ კადაფის დამხობის შემდეგ 23 ნაწილად დაიყო! მსგავსი „ფერადი რევოლუცია“ მოხდა საქართველოშიც. რა შეიცვალა? ცოცხალია ეკონომიკა? სოფლის მეურნეობა? ქართველი მშრომელი ბედნიერია? მე არ მჭირდება „დემოკრატია,“ თუ ქვეყნიდან ხალხი თავის სარჩენად უცხოეთში გარბის! სადაც იკარგება ტრადიციული ღირებულებები, ზნეობა! პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბელარუსს ორჯერ აარიდა ეს დიდი ჭირი – „ფერადი რევოლუცია!“ შედეგი? – მუშაობს ქარხნები და ფაბრიკები. სოფლის მეურნეობა ყვავის. ქვეყანაში კრიმინალი მინიმუმადეა დაყვანილი, კანონი ზეობს და სახელმწიფოში სრული წესრიგია, ტრანსპორტი გამართულად მუშაობს, განათლება უფასოა, არის მყარი საშუალო ფენა, მოსახლეობა დასაქმებულია და ღებულობს ხელფასს – ეს არის დიქტატურა? ბათუმში ყოფნისას ვნახე მრავალი ბელარუსი ტურისტი, გგონიათ, ბიზნესმენები? უმრავლესობა უბრალო მოქალაქეები, რომლებიც პატიოსანი შრომით შეგროვებული დანაზოგით ისვენებენ! სახელმწიფოს მეთაური თუ წესრიგს და კანონს იცავს – დიქტატორი რისთვის უნდა დაუძახონ? ლუკაშენკომ ანარქია აღკვეთა! 2006 წელს სააკაშვილმა გივი თარგამაძის მეთაურობით „კმარას“ დესანტი გადმოსხა, რომლებიც რევოლუციის მოწყობას შეეცადნენ. სხვათა შორის, კარვებში მათ აქ მცხოვრები ქართველები შეუცვივდნენ და სულ კინწისკვრით გაყარეს!

თენგიზ დუმბაძე: მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს!

14 წლის შემდეგ ლიბერასტებმა ისევ სცადეს რევოლუცია, მაგრამ ლუკაშენკოს მეთაურობით ხალხმა არ დაუშვა მათი პარპაში და მშრომელთა გასახარად, დღეს ბელარუსში ისევ მშვიდობიანი ცხოვრება ჩქეფს, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც სოროსელმა მავნებლებმა ფეხი მოიკიდეს! ამერიკაში მოიკითხონ დიქტატურა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს ხვრეტენ! ლუკაშენკომ მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ საკუთარი ქვეყნის პატრონია და არა ლიბერასტების მონა-მარიონეტი!

 – ნეტავ, ჩვენს ინტერვიუს პრეზიდენტი ლუკაშენკო წაიკითხავს?

– გარწმუნებთ, ამ ინტერვიუს ბელარუსის პრეზიდენტი აუცილებლად წაიკითხავს. მას ჰყავს კომპეტენტური საინფორმაციო სამსახური, ვისი წყალობითაც გააჩნია ზედმიწევნით იცის, რას წერენ მასზე უცხოეთში. დიდი მადლობა გაზეთ „ასავალ-დასავალს,“ სადაც ალექსანდრე ლუკაშენკოს შესახებ არაერთხელ დაბეჭდილა ობიექტური და პოზიტიური პუბლიკაცია.

 – ბელარუსში კორონაპანდემიასთან მიდგომაშიც განსხვავებული პოზიციებია, არა?

– საქმე იმაშია, რომ ბელარუსის მოსახლეობა უცხო ქვეყნებიდან დოტაციის კი არა, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ხარჯზე ცხოვრობს და ლოკდაუნი სახელმწიფოს აღსასრულს მოასწავებდა. ლუკაშენკომ გარისკა და გაიმარჯვა! როცა მსოფლიო სახლებში გამოიკეტა, ბელარუსში ფაბრიკა-ქარხნების გუგუნი არ შეწყვეტილა! აქ ნიღბი მოსიარულე მოქალაქეებსაც კანტიკუნტად ნახავთ, ანუ ბელარუსი არ დაემორჩილა ჯანმო-ს მითითებებს. ამის მიუხედავად, კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკა სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შეუდარებლად მცირეა! ანუ, ლუკაშენკომ მსოფლიოში მძვინვარე კოვიდ-ფაშიზმიც ამხილა! მთელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ბელარუსი კი, ერთ სულ მოსახლეზე დაწესებული შეღავათებით და სოციალური პოლიტიკით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა! აქ ხალხს არ ეშინია უმუშევრად დარჩენის, უშუქობის, განუკითხაობის, რადგან ლუკაშენკომ იზრუნა, ბელარუსის მოქალაქეებს არც კი სმენოდეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც სხვა ქვეყნების მოსახლეობას დაუძლეველ პრობლემებად აწევს კისერზე! ამ კაცმა დაიცვა ბელარუსი და ვინატრებდი, საქართველოსაც ჰყოლოდეს ერის მოამაგე მსგავსი ლიდერები!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალდასავალი

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here