Home რუბრიკები საზოგადოება სომხებმა ზღვაზე გასასვლელი ნახეს «ხაჩიკები» ლაზიკას ყიდულობენ

სომხებმა ზღვაზე გასასვლელი ნახეს «ხაჩიკები» ლაზიკას ყიდულობენ

სომხებს კარგა ხანია ანეკდოტების თემად ქცეული შური აწუხებთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზღვა აქვს. ამ საკითხზე ხშირად სომხებიცა და ქართველებიც ხუმრობენ, მაგრამ დღეს საქმე სახუმაროდ სულაც არ გვაქვს. «ნაცმოძრაობის» პერიოდში მათ მოახერხეს, ზღვაზე გასასვლელი მოენახათ. ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა შეშფოთებულია, ისინი თვალყურს ადევნებენ იმ ფაქტს, რომ სომხური დელეგაციები ანაკლიაგანმუხურს ხშირად სტუმრობენ და ჯერარაშენებული ლაზიკის დასათვალიერებლად დადიან. ამის შესახებ გაზეთის რედაქციას სამეგრელოს რეგიონულმა საზოგადოებრივმა უხუცესთა კავშირმა «სხუნუმ» სპეციალური წერილით აცნობა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. «რედაქცია ვითარების დეტალებში უკეთ გასარკვევად «სხუნუს» გამგეობის თავმჯდომარეს, ანზორ ლომაიას, დაუკავშირდა.

 

_ ბატონო ანზორ, მართალია თუ არა ის ფაქტი, რომ სომხური დელეგაციები ანაკლიაგანმუხურს სტუმრობენ და მიმდინარე მშენებლობებს ათვალიერებენ?

_ მოგიყვებით იმას, რაც ანაკლიის მკვიდრთა და ჩვენი ორგანიზაციის წევრებისგან ვიცი. დაწესებული გვაქვს სპეციალური მეთვალყურეობა იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ნაბიჯი და საეჭვო ვიზიტი არ გამოგვრჩეს.

5 სექტემბერს შტორმს რომ ველოდით, სწორედ მაშინ ერთი დღით ერევნიდან დელეგაცია ჩამოვიდა. ხალხი დელეგაციის ერთერთი აქტიური წევრის ფიზიკურ მონაცემებსაც აღწერს _ ჭაღარათმიანი, 45 წლის, საშუალო სიმაღლის მამაკაცი. ისინი სასტუმროში დარეგისტრირდნენ, როგორც ტურისტები, ამაში საეჭვო არაფერია, რადგან ანაკლიაში უამრავი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ ეს შემთხვევა სხვა შემთხვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მთელი საქართველო შტორმისა და ცუნამის მოლოდინში იყო, ანაკლიის მკვიდრნი დაზაფრულები და შეშინებულები ელოდნენ ციკლონს, რომელიც მათთკენ მოემართებოდა და ამ დროს სომეხი ტურისტები ანაკლიაგანმუხურის ტერიტორიაზე მშენებლობებსა და საძირკვლებს ათვალიერებდნენ.

ანაკლიელებს ჯერ არ ახსოვთ ისეთი შემთხვევა, რომ ჩვეულებრივი ტურისტი, თან ასეთ ამინდში, მშენებლობების დასათვალიერებლად წასულიყოს.

_ ბატონო ანზორ, შემთხვევით, ხომ არ იცით რომელიმე მათგანის გვარი?

_ კი, ერთერთი სომხის გვარია ნალბანდიანი.

ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ შესაბამისი ორგანოები თუ დაინტერესდებიან, ამის გაგება შესაძლებელია.

ოფიციალური პირები, რომელთა გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ამბობენ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამ ბინძურ საქმეში დიდი ფული აქვთ აღებულიო. ასახელებენ ადგილობრივ ბიზნესმენებსაც, მაგრამ ჯერ მათ გვარებსაც ვერ გეტყვით, ფაქტების მოძიებით ვართ დაკავებულნი. გაგიკვირდებათ, ისეთ გვარებს ასახელებენ, ისინი მზად არიან, ნებისმიერი გზით იშოვონ ფული, ოღონდ ამდენი ფული რად უნდათ, არ ვიცი.

_ ქართველი ბიზნესმენებიდან ვის ასახელებენ?

_ ჯერ ვერ ვიტყვი… ამერიკაში მცხოვრებმა მილიონერმა სომხებმა აფხაზეთი თითქმის მთლიანად ხელში ჩაიგდეს.

აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსთან მჭიდრო არა, მაგრამ წვალებით და დიდი ძალისხმევით რაღაც ფორმის ურთიერთობას ვამყარებთ. მათგან ინფორმაციებს ვიღებთ, მათი აზრი ვიცით. არც აფხაზებს მოსწონთ სომხების ასეთი აქტიურობა. აფხაზეთში 23 სომხური სკოლაა და 29 საბავშვო ბაღი. თვითონ აფხაზებიც თვლიან, რომ ანაკლიაგანმუხურის პორტის აშენება სიკეთეს მოიტანს ორ ხალხს შორის ურთიერთობაში. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ აძლევთ ხელს სომხებს, რადგან აფხაზეთი თავისად მიაჩნიათ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს საპრეზიდენტო  არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

ღია წერილი

მოგმართავთ სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირის წევრთა სახელით და მოგახსენებთ შემდეგს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სუფევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (ეს მხარე ადრეც და დღესაც მივიწყებულია ხელისუფლების მხრიდან), მასიურად განადგურებულია ჩაის კულტურა და ჩაის მრეწველობა, არ მუშაობს არც ერთი ფაბრიკა-ქარხანა, ფინანსთა სამინისტრო ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. უფრო მეტიც _ კანონიერების სრული დარღვევით, პირადი ინტერესით, განადგურდა სააქციო საზოგადოება «ზუგდიდსოფლტექნიკა». ჩადენილ უკანონობაზე და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეშად დარღვევაზე ჩვენ მოვახსენეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და მთავარ პროკურორს. მიმართვა და მასალები დაეწერა ბატონ ნოდარ ხადურს, მაგრამ შეგნებულად საქმე დღემდე რეაგირებული არაა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა საკვირველი ამბავი: «ენგურჰესის» თაღოვან კაშხალს არა აქვს დამბის დასაცლელი, წყლის საწრეტი სპეციალური არხი, მიუხედავად იმისა, რომ კაშხლის მშენებლობის დროს არხის გაკეთება პროექტით იყო გათვალისწინებული. 1964 წელს . ზუგდიდში შეიკრიბნენ ენერგეტიკის დარგის ღვაწლმოსილი მუშაკები, რომლებმაც განიხილეს საკითხი და დაადგინეს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად კაშხლიდან წამოსული ნიაღვარი წალეკავს დასავლეთ საქართველოს და თურქეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. ამავე საკითხზე 1982 წლის 3 თებერვალს, მთავრობას # 75 დადგენილებით გადაწყვეტილება აქვს მიღებული არხის მშენებლობაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა იმყოფება უმაღლესი კატეგორიის «უბედურების ზონაში». მით უმეტეს, როგორც ვიცით, ხელისუფლება აპირებს «ენურჰესის» ზემოთ «ხუდონჰესის» მშენებლობას, რითაც დასავლეთ საქართველო, ფაქტობრივად, მოექცევა ორმაგი საფრთხის ქვეშ, ხოლო სვანეთის რამდენიმე სოფელი დაიტბორება, სვანებს მიგრაცია ელოდებათ, რაც «მთის დაშლას» ნიშნავს.

არხის მშენებლობა სასწრაფო და აუცილებელია! იგი სიკეთის მომტანია: აგვაცილებს უბედურებას და გააერთიანებს ქართველ და აფხაზ ხალხს, შექმნის მყარ ეკონომიკურ პირობებს, რადგან დაკავშირებულია ანაკლია-განმუხურის სატვირთო ნავსადგურის მშენებლობასთან, რომელსაც შეუძლია, ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტს შეჰმატოს ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი, უზრუნველყოს 200 ათასი ტონა წყალწყვის გემებით ნავთობის, გაზისა და წყლის გადაზიდვა; დაასაქმოს 10 ათასზე მეტი ადამიანი; შეუწყოს ხელი ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას, რადგან მდინარე ენგურის შესართავიდან 150 მეტრში იწყება კანიონი ფართით _ 800X1000 კვ.მეტრი, წყლის სიღრმით 700 მეტრზე მეტი, როცა სხვა პორტებთან წყლის სიღმე საშუალოდ 7 მეტრს არ აღემატება. აქვე სავალდებულოდ მიგვაჩნია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებით კოდორის ხეობაში, ნავსადგურიდან დაახლოებით 80 კმში ნავთობისა გაზის ტერმინალების აშენება, რომლებიც მიიღებენ ნავთობსა და გაზს ჩრდილოეთ კავკასიიდან. ტერმინალებიდან ნავსადგურამდე მილსადენები გაივლის გალის რაიონის ტერიტორიას.

ჩვენი შეხედულება და მოსაზრება დასტურდება ყოფილი მინისტრის, ბატონ ჯუნა მხეიძის 2013 წლის გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» #31-ში გამოქვეყნებული ინტერვიუთი.

საზოგადოებაში გაკვირვებას იწვევს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ანაკლიასთან მიმართებაში გაკეთებულ-გაპიარებული ქმედებები, რაც მხარის ეკონომიკური პოტენციალის დაქცევის ტოლფასია. უფრო მეტიც, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ანაკლია-განმუხურში უნიკალური ნავსადგურის მშენებლობის წინააღმდეგი არიან აშშ-ში მცხოვრები მილიარდერი სომხები, რომლებიც ცდილობენ საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილებას, რაც დასტურდება კოლხეთის დასაქცევად ლაზიკის გაუმართლებელი მშენებლობით, რადგანაც კოლხეთის ეს ნაწილი და აფხაზეთის ტერიტორია, პერსპექტივაში, სომხებს თავისად მიაჩნიათ!

ფაქტს რეაგირება სჭირდება და არა დამალვა, რათა საქართველომ არ გაიზიაროს «ჩერნობილის» ხვედრი!

ვფიქრობთ, საქართველოს გადასარჩენად ჩვენი მოთხოვნა იმსახურებს მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვას სპეციალისტების მონაწილეობით, ბატონი ჯუნა მხეიძისა და ჩვენი წარმომადგენლების თანდასწრებით.

პრეზიდენტობის კანდიდატებს ვთხოვთ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს მოსახლეობას განუმარტონ, რას ფიქრობენ დასავლეთ საქართველოს გადარჩენაზე და როგორ აპირებენ ქვეყნის გამთლიანებას!

ანზორ ლომაია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირ «სხუნუს» გამგეობის თავმჯდომარე;

გამგეობის წევრები:

ჯონი ზარანდია,

მიხეილ ხუბუტია,

კლიმენტი კიკალიშვილი,

ალიკო თოდუა,

ვახტანგ ბულია,

გივი ქირია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here