XX საუკუნის ბოლოს ორმა პროფესიონალმა მედიკოსმა _ ჟაკ ლაკაზემ და ლუი ბროვერმა _ საფუძველი ჩაუყარეს იმას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ “მედიცინის პოლიტეკონომია”. მათ დამაჯერებლად აჩვენეს, რომ წარმოების კაპიტალისტური მეთოდი ვლინდება არა მხოლოდ მრეწველობის სფეროსა და წარმოების სხვა დარგებში, არამედ სოციალურ სფეროშიც, განსაკუთრებით მედიცინაში, რომელიც აერთიანებს სამკუნალო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ მრეწველობასა და სადაზღვევო კომპანიებს.
1999 წელს საფრანგეთში გამოვიდა წიგნი “ფარმაცევტული და აგროსასურსათო მაფია. მისი მოღვაწეობის შედეგებია ალოპათიური მედიცინის დისკრედიტაცია და დასავლეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები” “ (La mafia pharmaceutique et agroalimentaire. Avec pour cosequences le discrédit de la médecine allopathique et le grave état sanitaire des populations du monde occidental monde occidental).
ამ წიგნის ავტორი, ლუი ბროვერი, მოლეკულური ბიოლოგიისა და ჰომეოპათიის სპეციალისტია. 1990 წელს რენე დეკარტის უნივერსიტეტის (პარიზი) სამედიცინო ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ურთიერთობა ექიმებსა და საზოგადოებას შორის”. ის არის ვიცეპრეზიდენტი საერთაშორისო ლიგისა “ექიმები ვივისექციის აკრძალვისთვის” (LIMAV). ეს ორგანიზაცია 70 ქვეყნის 1600 მედიკოსს აერთიანებს. ბროვერი არის, აგრეთვე, გარემოს დაცვისთვის ექიმების საერთაშორისო საზოგადოების კომიტეტის დირექტორთა კომიტეტის წევრი (ISDE), რომელიც აერთიანებს 102 ქვეყნის 45 ათას ექიმს. ლუი ბროვერი არის 12 სამეცნიერო წიგნის ავტორი, მათ შორის ყველაზე ცნობილია ზემოხსენებული _ “ფარმაცევტული და აგროსასურსათო მაფია”.
აი, ერთ-ერთი საკვანძო ფრაგმენტი ამ წიგნიდან: “მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟზე უნდა გადაიხედოს ყველაფერი, რაც შეეხება თერაპიას, ის, რაც ახლა ძალიან სჭირდება მედიცინის მუშაკებს, არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის გამარჯვების შემდეგ შეიქმნება სასიკეთო პირობები უარის სათქმელად მოძველებულ დოგმებზე, მცდარ პრინციპებსა და დაუსაბუთებელ მოთხოვნებზე. ალოპათიური მედიცინა ცდება, თუ იმედი აქვს, რომ კიდევ დიდხანს იარსებებს, განაგრძობს შედეგის მკურნალობას და არ შეებრძოლება დაავადების მიზეზებს ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე. დაავადება არასოდეს ვლინდება შემთხვევით. მისი მაპროვოცირებელია დასუსტებული ორგანიზმი და წამლები, რომლებიც მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე მხოლოდ იმისთვის, რომ ის საფუძვლიანად შეარყიოს და შექმნას პირობები სხვა დაავადების გაჩენისთვის, ხშირად უფრო სერიოზულისთვის, ვიდრე თავდაპირველია “.
ბროვერი თავის წიგნში წერს ალოპათიური მედიცინაზე. მას ჰომეოპათები ფარმაკოთერაპიისა და ოფიციალური მედიცინის სხვა მეთოდების აღსანიშნავად იყენებენ. ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტი შეიცავს ღრმა აზრებს, რომლებსაც ადამიანთა მხოლოდ 1 პროცენტი ითვალისწინებს, დანარჩენები ცხოვრობენ იმ შაბლონებითა და სტერეოტიპებით, რომლებსაც საზოგადოებას თავს ახვევს ოფიციალური მედიცინა. მას ლუი ბროვერი “სამედიცინო მაფიას” უწოდებს.
ლუი ბროვერის აზრით, “სამედიცინო მაფიას” წარმოადგენენ გიგანტური ფარმაცევტული კორპორაციები. ის იმედოვნებს, რომ შეცვლის სამედიცინო აზროვნების სტერეოტიპებს თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავს ინტელექტუალებს მიაკუთვნებს. ის აყალიბებს “მედიცინის პოლიტეკონომიის” რამდენიმე საკვანძო თეზისს.
* თეზისი პირველი. ალოპათიური მედიცინა მიმართულია დაავადებების შედეგების შესუსტებისკენ და არ აღმოფხვრის მის მიზეზებს;
* თეზისი მეორე. ალოპათიურ მედიცინაში გამეფებულია მოძველებული და მცდარი დოგმები;
* თეზისი მეოთხე. ალოპათიური მედიცინა არ აღიარებს პროფილაქტიკურ ზომებს;
* თეზისი მეხუთე. ალოპათიური მედიცინა არ ითვალისწინებს ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს;
* თეზისი მეექვსე. ალოპათიური მედიცინა არ არის მეცნიერული, რადგან თვითონ არ არის მეცნიერება;
* თეზისი მეშვიდე. ალოპათიური მედიცინა კომერციულად იქცა, ხოლო ფარმაცევტული ინდუსტრია ემორჩილება წარმოების კაპიტალისტურ კანონებს.
ჩამოთვლილი 7 თეზისი ქმნის კარკასს, სისტემას იმ თვალსაზრისებისა, რომლებსაც შეიძლება თანამედროვე მედიცინის პოლიტიკური ეკონომია ეწოდოს.
ბროვერი მიმოიხილავს უსარგებლო და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც იყენებს ალოპათიური მედიცინა, და მოჰყავს ჯანმოს ერთ–ერთი აღიარება, როცა ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ იყო ასე ძლიერად დამოკიდებული “ბიგ ფარმაზე” და სიმართლის თქმა შეეძლო. ჯანმომ აღიარა, რომ ადამიანის განკურნებას ყველა დაავადებისგან 200 მედიკამენტი ეყოფა. იმ 10 ათას სამკურნალო პრეპარატს, რომლებიც XX საუკუნის 90-იან წლებში ყველა ქვეყნის სააფთიაქო ქსელში ტრიალებდა, ბროვერი ადარებს “ატომურ ბომბს, რომელსაც ბუზის წინააღმდეგ იყენებენ”.
და ის განაგრძობს: “ ალოპათიური მედიცინა ისეთად, როგორიც ახლა არის, მედიკამენტების 7 კატეგორიის წყალობით იქცა, რომლებიც ბოლო 50 წლის განმავლობაშია წარმოებული. წამლების ეს 7 კატეგორია ჰგავს შუბის წვერს, რომელიც მიმართულია ავადმყოფების გასანადგურებლად. მათ გარეშე ალოპათიური მედიცინა დიდი ხნის დავიწყებული იქნებოდა ნაკლებად აგრესიული წამლების სასარგებლოდ. ამას კი ალოპათიური მედიცინა უნდა უმადლოდეს ფარმაცევტულ ლაბორატორიებს, რომელთა გარეშე ის ვერ იარსებებდა”.
ზემოხსენებული მედიკამენტების კატეგორიებიაა: 1. ანტიბიოტიკები; 2. ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები; 3. ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; 4. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებები; 5. ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები; 6. კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები; 7. ვაქცინები.
ნაცვლად იმისა, რომ იბრძოლოს გონებრივი და ფიზიკური ერთიანობისთვის, დაავადების პრევენციისთვის ბუნებრივი საშუალებებით, ვიტამინების, ბუნებრივი მინერალების გამოყენებისთვის, რაციონალური კვებისა და ნორმალური ცხოვრების წესის რეკომენდაციების შესასრულებლად, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატებით მკურნალობისთვის, ალოპათიური მედიცინა მოლოდინის რეჟიმშია, სანამ თქვენს ორგანიზმში რაღაც დარღვევა თავს იჩენს და გაიძულებთ, მიმართოთ ექიმ-ალოპათს თხოვნით, ზემოჩამოთვლილი 6 კატეგორიიდან (6 იმიტომ, რომ ვაქცინები დაავადებისგან თავის აცილების გამაფრთხილებელ საშუალებად გამოიყენება) რაღაც გამოგიწეროთ”.
ლუი ბროვერმა ვაქცინები მიიჩნია ერთადერთ ჯგუფად, რომელიც მოწოდებულია, ადამიანი გააფრთხილოს, თავიდან აიცილოს დაავადება და, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ამ მიმართულებას ის განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
“ალოპათიურმა მედიცინამ ვაქცინაციის დახმარებით გადაწყვიტა, კურსი შეეცვალა და პროფილაქტიკური საშუალებით დაკავებულიყო, მაგრამ ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არა მედიცინის მიღწევა, არამედ წარუმატებელი ნაბიჯი არჩეულ გზაზე. აშკარაა, რომ ვაქცინაციის სისტემა, რომელმაც უზარმაზარი მოგება მოუტანა მსოფლიოში ბევრ ლაბორატორიას, პლატფორმაა ახალი დაავადებებისთვის, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის დაზიანების შედეგად სახელმწიფოებს აზიანებენ. იმუნური სისტემა, რომელიც პერიოდულად ირღვევა პროფილაქტიკური “ვაქცინაციებით”, თანდათან კარგავს მეხსიერებას როგორც სხვადასხვა ინფექციის, ისე თავისი პოტენციური შესაძლებლობების მიმართ”.
თანამედროვე ალოპათიური მედიცინის არსენალში არსებული სამკურნალო პრეპარატების მიმოხილვის შემდეგ ბროკერი ასკვნის: “…ალოპათიურ მედიცინაში ფართოდ გამოყენებულმა 7 კატეგორიის მედიკამენტებმა, ერთი მხრივ, ვერ დაამტკიცა თავიანთი საიმედოობა, მეორე მხრივ, მეტისმეტად სახიფათოც აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება შეიძლება, როგორც უკიდურესი საშუალება, ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამის შესახებ მშვენივრად იციან იმ ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ამ პრეპარატებს ამზადებენ, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ. მედიკოსი–ალოპათები ამ პრეპარატებს იმიტომ უნიშნავენ პაციენტებს, რომ მათ აკრძალული აქვთ სხვა წამლის გამოწერა და იმიტომ, რომ მათ ავალდებულებენ მხოლოდ ამ სახეობის პრეპარატების დანიშვნას ადამიანებისთვის; ხოლო მათ წინააღმდეგ, ვინც პაციენტს დაუნიშნავს სხვა წამალს, იწყება დევნა საფრანგეთის ექიმების ასოციაციის მხრიდან გაკიცხვის, თანამდებობებიდან დროებით გადაყენების ან ასოციაციიდან გარიცხვის სახით. ექიმი-ალოპათები სრულიად დამოკიდებულნი არიან ლაბორატორიებსა და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ სახელმწიფო ორგანოებში… ისინი გაებნენ გარყვნილი სისტემის მახეში, რომელსაც ალოპათიური მედიცინა დისკრედიტაციისკენ მიჰყავს, დროთა განმავლობაში კი _ სრული განადგურებისკენ”.
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ფრანგმა ექიმმა ეს სიტყვები დაწერა, 22 წელი გავიდა, მაგრამ ალოპათიური (კომერციული, კაპიტალისტური) მედიცინა კვლავ განაგრძობს მსოფლიოსთვის თავისი წესების კარნახს.
Ru-an.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა