Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩინეთმა დოლარზე უარის თქმის პროცედურა დააჩქარა

ჩინეთმა დოლარზე უარის თქმის პროცედურა დააჩქარა

ავღანეთიდან აშშის ხმაურიანი გაქცევის ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა სიახლე, რომლის მნიშვნელობაც უზარმაზარია. ჩინეთმა დაიწყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც აშკარად მიუთითებს პეკინის მხრიდან იმ სტრატეგიული გეგმის დაჩქარებულ რეალიზაციაზე, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის ეკონომიკის გაყვანას ამერიკული დოლარის ფინანსური დომინაციის ზონიდან. თანაც, პეკინი ამას უხმაუროდ აკეთებს.

The Dunday Telegraphის ანალიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო ბანკმა გაააქტიურა წამყვანი ბრიტანული კომპანიების აქციების შესყიდვის პროცედურა. აქცენტი კეთდებაგაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ბურჯებზე”, რომლებიც ქმნიან მის საკვანძო საბირჟო ინდექსს _ FTSE100-. ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელში უკვე BP-ისა და ROYAL DUTCH SHELLის აქციების 1,5%-ია. სხვათა შორის, ROYAL DUTCH SHELLში მოცულობის მხრივ ჩინეთი A კატეგორიის აქციების მფლობელთა შორის მეოთხეა. ჩინეთი აქციების 1%- ფლობს ფიჭურ ოპერატორ VODA FONEსა და სამთო მომპოვებელ კომპანიებში _ BHP-სა და ANGLEO AMERICANში. ჩინეთის ყურადღების ცენტრში მოექცა ბრიტანეთის ეკონომიკის ენერგეტიკული და სამთო მომპოვებელი სექტორები, რომელთა ფასიანი ქაღალდები ჩინეთის საინვესტიციო პორტფელის 25 და 16 პროცენტს შეადგენს ბრიტანეთში.

10 წელზე მეტია, ჩინეთი აქტიურად აბანდებს თანხებს უცხოურ კომპანიებში. სხვა საქმეა, რომ უკვე 2021 წლის მეორე კვარტალში ასეთი ინვესტიციების ოდენობა მხოლოდ 2 მლრდ იყო, სექტემბრის პირველი დეკადის ბოლოს კი _ 17,1 მლრდ. ჩინურმა ინვესტიციებმა მხოლოდ 2 თვეში 8,55-ჯერ მოიმატა. ჩინეთი აქტიურად ყიდულობს უცხოური ენერგეტიკული და ნედლეულის მომპოვებელი კომპანიების წილებს იტალიაში, მალაიზიასა და სხვა ქვეყნებში. როგორც სააგენტო Bლოომბერგ-ი აღნიშნავს, ჩინური რეგულატორის პორტფელში ამერიკული აქციები არ არის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთმა დაიწყო თავისი ეკონომიკის გამოყვანა ამერიკული დოლარის ფინანსური დომინაციის ზონიდან. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ჩინეთის სახალხო ბანკის 2021 წლის 13 სექტემბრის განკარგულება იუანის კურსის გამყარების შესახებ.

69 საბაზისო პუნქტის შედეგად, 1 დოლარის ღირებულებამ 6,4497 იუანი შეადგინა. უკვე მეორედ მოხდა ჩინური ვალუტის კურსის გაზრდა 2021 წლის 18 ივნისის შემდეგ.

მოკლედ, წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსურეკონომიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესის გააქტიურება: ერთი მხრივ, ათავისუფლებენ დოლარში ნომინირებული აქტივების რესურსებს; მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკული ვალუტა არ დაბრუნდეს ჩინეთის ეკონომიკაში.

დაგროვილი ფულის მასის გასტერილურება “დოლარის ზონის” შიგნით ხდება აქტივების შეძენით, რომლებსაც გარანტირებული შანსი აქვს, არ გაუფასურდეს ამერიკის ვალუტის კურსის დაცემის შემთხვევაში.

როგორი ფულიც უნდა გაჩნდეს შემდგომ და რაც უნდა ღირდეს, ენერგომატარებლების ბაზარზე, აგრეთვე, ნედლეულზე მოთხოვნა მაინც შენარჩუნდება, ეს კი მკვეთრად გააძლიერებს ჩინეთის პოზიციებს “გლობალური შტორმის” პერიოდშიც და მის შემდეგაც.

უნდა აღინიშნოს ამ გადაწყვეტილების დახვეწილობა. თუ “შემდგომ”, პირობითად, დასავლეთი შეეცდება “ჩინეთის აქტივების” ნაციონალიზაციას, ეს ავტომატურად გაუხსნის ხელებს პეკინს ქვეყანაში ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად; მაგრამ, თუ დანაკარგებში, მაგალითად, ბრიტანულ აქტივებში, აღმოჩნდება მხოლოდ კავშირგაბმულობის ან ელექტროქსელების ოპერატორები, მაშინ ჩინეთში ამერიკელები დაკარგავენ, ვთქვათ, კორპორაცია Aპპლე-ს ყველა ქარხანას, ეს კორპორაცია კი თავისი ობიექტებით ამერიკის ერთ-ერთი ბურჯია.

გენიალური სვლაა. “დოლარის სტერილიზაციის” დაჩქარებული ტემპი კი აჩენს აზრს, რომ ქარიშხლის დაწყებამდე დრო არც ისე ბევრი რჩება.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here