ევროკომისიაში ევროპის არმიის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში საკუთარი თავდაცვითი კავშირი განსაკუთრებით აქტუალურია ავღანეთიდან აშშ–ის გაქცევის შემდეგ. ეს კავშირი მისიებს, სავარაუდოდ, აშშ–ის გარეშე შეასრულებს.
“ევროკავშირი თავისთავად არის უსაფრთხოების სრულფასოვანი წყარო. ჩვენ მოგვიწევს შესრულება მისიებისა, რომლებშიც არ იქნებიან აშშ და ნატო და ამოცანებს შეასრულებენ მხოლოდ ევროპის შეიარაღებული ძალები. აქამდე ჩვენ გვაკავებდა არა იმდენად შესაძლებლობების ნაკლებობა, რამდენადაც პოლიტიკური ნების არარსებობა, მაგრამ ახლა დროა, გადავიდეთ ახალ დონეზე”, _ განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რომ ევროპის არმიის შექმნა აქტუალურია ავღანეთიდან აშშ-ის არმიის გაქცევის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების გამოსვლაც, ევროპა კი ახალ მიგრაციულ კრიზისს შეიძლება შეეჯახოს.
ექსპერტთა აზრით, ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები პასუხია აშშ-ის, დიდი ბნიტანეთისა და ავსტრალიის ახალი სამხედრო ალიანსის შექმნაზე, რომლის შესახებაც ახლახან გავრცელდა ინფორმაცია. უფრო ადრე ნატოს გენერალური მდივანი აფრთხილებდა ევროპელებს, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ევროპის უსაფრთხოებაზე.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა