Home სხვადასხვა დაიჯესტი სიღრმისეული სახელმწიფო: როგორ მუშაობენ და რა სურთ “უცნობ მამებს”

სიღრმისეული სახელმწიფო: როგორ მუშაობენ და რა სურთ “უცნობ მამებს”

აშშში ჯო ბაიდენთან მოსალაპარაკებლად ჩასული უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კალიფორნიასაც ეწვია კომპანიების _ Space Xისა და Tesla _ დამფუძნებელ ილონ მასკთან, Amazonის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსა და Apple ხელმძღვანელ ტიმ კუკთან შესახვედრად. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ისტორიაში უკრაინის პრეზიდენტი საჯაროდ პირველად შეხვდა უცხოელსაქმიან ადამიანებს”. ბიზნესი ყოველთვის ურთიერთობს უცხო სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ მომენტამდე მოლაპარაკებების პროცედურები გულმოდგინედ იყო შენიღბული მიმწვევი მხარის მიერ გამართული ღონისძიებებით. კალიფორნიაში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, როგორ შეიცვალა თანამედროვე მსოფლიო.

ზელენსკი კალიფორნიას ეწვია არა, უბრალოდ, პირადად შესახვედრად ლეგენდარულ მასკთან. ზელენსკიმ და მისი გარემოცვის წევრებმა გააცნობიერეს, რომ ამერიკაში უნდა მოილაპარაკო არა მასთან, ვინც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მაგიდასთან ზის, არამედ მათთან, ვინც ეს მაგიდა მას “განუსაზღვრა”. სწორედ განუსაზღვრა, რადგან ის დროება, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები მმართველი ელიტური კლანების აღიარებული ლიდერები იყვნენ, ჯერ კიდევ ობამას გაპრეზიდენტებამდე დასრულდა. იმხანად ძველი პროტოკოლის დაცვას მაინც განაგრძობდნენ, ახლა კი ეს ინერციაც აღარ არის.

დღეს ამერიკაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ეგრეთ წოდებულმა უცნობმა მამებმა. ესენი არიან დიდი კორპორაციების ხელმძღვანელები და თანამფლობელები, უწინარესად, ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციების. ისინიუცნობებიარიან, იმიტომ, რომ არ მიისწრაფვიან საჯაროობისკენ სახელმწიფო სტრუქტურებში, რაც, სხვათა შორის, სულაც არ უშლის მათ ხელს, ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩრდილიდან მართონ.

ზელენსკი კალიფორნიაში შეხვდა არა მხოლოდ გავლენიან ამერიკელ ბიზნესმენებს, არამედ შეეცადა, თავი მოეწონებინა ერთერთი წამყვანი კლანისთვის _ .. დიდი ციფრისთვის. Amazonსა და Appleსან ერთად მათ მიეკუთვნება Facebook, Twitter, Gოოგლე და Microsoft. მათ ინტერესებს ოფიციალურ ამერიკაში იცავენ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური რონ კლაინი და 13 მაღალჩინოსნისგან შემდგარი გუნდი. ეს მაღალჩინოსნები ცოტა ხნის წინათ არცთუ უმნიშვნელო თანამდებობებზე მუშაობდნენ ზემოხსენებულ კომპანიებში. გამოდის, რომ ზელენსკი მოლაპარაკებას შეეცადა არა ჯო ბაიდენთან, არამედ “სიღრმისეული სახელმწიფოს” წარმომადგენლებთან.

“სიღრმისეულ სახელმწიფოზე” (სახელმწიფოზე სახელმწიფოში) ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საფუძვლიანად ცოტა თუ ერკვევა, რას წარმოადგენს. დავიწყოთ იმით, რომ მას “უცნობი მამების” სახელმწიფოს უწოდებენ, უბრალოდ, ძველი ტრადიციით, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი უმაღლესი ძალაუფლების სახელმწიფოსთან ასოცირებით. აქედან ჩნდება განცდა, რომ “სიღრმისეული სახელმწიფო” მოწყობილია საჯარო სახელმწიფოს ანალოგიურად. ამ სახელმწიფოში არის სამინისტროები, უწყებები, ტერიტორიული ხელმძღვანელობა, არმია, პოლიცია, დაზვერვა კონტრდაზვერვასთან ერთად; ოღონდ ეს ყველაფერი რიგითი ადამიანებისგან დამალულია იდუმალების ფარდითა და სხდომებით ბილდელბერგის კლუბისა, რომელიც თითქოს მართავს მსოფლიოს.

რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა. დიდი ხანია, მასონების დრო ჩაბარდა ისტორიას. ვისაც უსწავლია ეკონომიკის ისტორია ან ბავშვობაში უთამაშიამონოპოლია”, იცის, რომ ნებისმიერი პარტიის ფინალთან მიახლოებისას დგება პერიოდი სუპერგიგანტებისა, რომელთა ხელშიც კონცენტრირებულიამთელი მსოფლიოს ფული”. ზუსტად ეს დაემართა მსოფლიო კაპიტალიზმის სისტემას.

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტი 3,132 ტრილიონი დოლარი იყო, მისი მეხუთედი ნაწილი სესხია. მხოლოდ 15 კორპორაციის წლიურმა ამონაგებმა 3,275 ტრილიონი დოლარი შეადგინა. თუ ავიღებთ ყველა კორპორაციას, მაშინ “ყველაზე მსხვილი კერძო ფულის” მასშტაბი რამდენიმეჯერ აჭარბებს ამერიკის სახელმწიფოს შესაძლებლობებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი არის ფული, რომლის მთლიანად დახარჯვა შეიძლება, ამონაგების _ არა. კორპორაციებს მხოლოდ მოგების განკარგვა შეუძლიათ. მაგალითად, პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებულმა თანხამ Walmart–ისთვის 523,9 მლრდ შეადგინა, მოგებამ კი იმავე პერიოდისთვის _ მხოლოდ 14,8 მლრდ. Aმაზონ-ის მაჩვენებლები, შესაბამისად 280,5 და 11,5 მილიარდია. სამაგიეროდ Alphabet-ის, იგივე Google-ს, ამონაგები იყო 161,8 მლრდ, მოგებამ კი 34,3 მლრდ (21,29%) შეადგინა. ერთი მხრივ, კორპორაციული მოგება 3,5-ჯერ ნაკლებია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკის ხაზინამ თავისი ფული 332 მლნ ადამიანზე უნდა დახარჯოს, პლუს არმიაზე, სპეცსამსახურებზე, სახელმწიფო მმართველობაზე, მეცნიერებაზე, კორპორაციულ შეკვეთებზე, განსაკუთრებით შეიარაღებაზე, კორპორაციებს კი სუფთა მოგება აქვთ ყველანაირი გადასახადისა და დაქვითვის შემდეგ, და ეს მოგება მილიონზე ნაკლები რაოდენობის ტოპმენეჯერებზე, 2 ათეულ ათას საკვანძო მაღალჩინოსანზე, პოლიტიკოსსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერზე, ნაწილდება.

აქედან გამოდის, რომ კორპორაციებმა მიაღწიეს მდგომარეობას, როცა მათ კონტროლს დაქვემდებარებული რესურსების მასშტაბი რამდენიმეჯერ აჭარბებს სახელმწიფო ინსტიტუტის შესაძლებლობებს, ხოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ლობირების სტრუქტურა შესაძლებლობას აძლევს ძლიერთა ამა ქვეყნისათა დესანტი გადაისროლონ საჭირო თანამდებობებზე. ეს ადამიანები კი ვალდებულნი იქნებიან, დაიცვან თავიანთი პატრონების ინტერესები.

კაპიტალიზმის პირამიდა

აი ეს სიმბიოზია სინამდვილეში “სიღრმისეული სახელმწიფო”. არსით ეს ჩვეულებრივი ოლიგარქიაა, ოღონდ ახალი მოდური სახელწოდებით. ეს დეტალი საკვანძოა ამ მოვლენის ფუნდამენტური არსის გასაგებად.

ტრადიციული სახელმწიფო, როგორც სივრცე, ყოველთვის იწყება ტერიტორიული ფაქტორიდან, რომლითაც ისიკვებებადა რომლის კეთილდღეობისთვისაც ის პასუხს აგებს. თვით ყველაზე სასტიკი ტირანიც კი ყოველთვის იძულებულია, გაითვალისწინოს ხალხის აზრი, რათა არ მიიყვანოს ვითარება იმ მომენტამდე, როცა ქვეშევრდომები, უბრალოდ, შეწყვეტენ მორჩილებას.

ეს მხოლოდ მოჩვენებითია, რომ ძალითა და მუქარით ყველა შეიძლება აიძულო. ადრე თუ გვიან, ხალხი აჯანყდება, არმია კი უარს იტყვის, ადამიანებს ესროლოს. ამით ჩნდება თავისებური ბალანსი უფლებებსა და მოვალეობებს შორის, რომელსაც ბოლო ხანს “სოციალური შეთანხმება” უწოდეს.

სოციალურ შეთანხმებასთანსიღრმისეულ სახელმწიფოს სხვანაირი დამოკიდებულება აქვს. “უცნობ მამებსსწორედ სახელმწიფოდ გარდაქმნა არ სურთ. პირიქით, მათი მთავარი მიზანი და მათიაშშის რევოლუციაარის კორპორაციების მაქსიმალურად გათავისუფლება სახელმწიფო სოციალური ვალდებულებებისგან.

სურათი პარადოქსულია. ბაიდენის ადმინისტრაცია, ერთი შეხედვით, გამოდის კორპორაციებისთვის გადასახადის 21-დან 28%-მდე მომატების მოთხოვნით (თუმცა მიმდინარე წლის მაისში ლუიზიანის შტატში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მხოლოდ 25%-მდე მომატებას), მაგრამ, ამასთანავე, ამერიკის ფინანსთა სამინისტრო თანხმდება ისეთი მექანიზმის არსებობას, როგორიც არის კორპორაციული სტრუქტურების განაწილება. ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, “ამერიკული” Microsoft-ი გამოყოფს თითქოს ცალკე დამოუკიდებელ სტრუქტურას შტაბბინით საგადასახადო სამოთხე ირლანდიაში _ თავის ქვედანაყოფს, რომელიც ფლობს კორპორაციულ პატენტებს და თვით ლოგოტიპსაც კი, შემდეგ კი ნიანგის ცრემლების ღვარღვარით ჩივის, რომ “ამ უსულგულო წამგლეჯებს” პატენტების გამოყენების გამო უზარმაზარ თანხებს უხდის და ამონაგებიდან სუფთა მოგება მხოლოდ 11 პროცენტი რჩება. ამ თამაშებში თავის დროზე რეკორდსმენად ითვლებოდა კორპორაცია Amazon, რომელმაც 2018 ფისკალურ წელს 11,2 მლრდ სუფთა შემოსავალი მიიღო, რომელიც წინა წლის მაჩვენებელზე (5,6 მლრდ დოლარი) ორჯერ მეტია, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად ერთი ცენტიც არ გადაუხდია გადასახადის სახით. შემდეგ ჯეფ ბეზოსს გაუსწრესმოკბეჩილი ვაშლისკორპორაციებმა. როგორც გაირკვა, “ეფექტიანი კორპორაციული სქემისშექმნის წყალობით, ევროპაში მიღებული 16 მლრდ ევროს მოგებიდან Apple ოფიციალური გადასახადების სახით მხოლოდ 50 მლნ (!) გადაიხადა; ერთობლივი ეფექტიანი კორპორაციული მოგების გადასახადი კი მას 1%-დან (2003 .) 0,005%-მდე (2014 .) შეუმცირდა.

ეს ყველაფერი კანონიერად ისე ღრმად არის ჩამარხული იურიდიულ ბაზაში, რომ კორპორაციებთან ბრძოლის მოგება ძალიან რადიკალურად განწყობილმა დონალდ ტრამპმაც ვერ შეძლო. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ძირავდნენ მას ასე გააფთრებით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “უცნობი მამები”, თანაც საქმე “უზურპატორის” პიროვნებაში არ ყოფილა.

ის, რასაც მედიასა თუ სოციალურ ქსელში უწოდებენ სიღრმისეულ სახელმწიფოს, სულ სხვა მიზნისკენ მიისწრაფვის. ტრამპი აქ სამწუხარო შეფერხება აღმოჩნდა. სიღრმისეული სახელმწიფოს მთავარი მიზანია კორპორაციული სტატუსის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის ტოლფასი სტატუსის, ლეგალიზაცია და ოფიციალურად დამკვიდრება უფლებისა, გადაიხადოს ცოტა გადასახადები.

რატომ დაიწყო ოფიციალურმა ამერიკამ საერთაშორისო სივრცეში “შესანიშნავი იდეის” გავრცელება ერთიანი 15%-იანი საერთაშორისო კორპორაციული გადასახადის დაწესების შესახებ? იმიტომ, რომ ეს უფრო იოლია, ვიდრე კორპორაციების იურისტების კოჰორტაში გაძრომა და კორპორაციების იძულება, “სრულად გადაიხადონ გადასახადები”. აშშ კორპორაციების საქმიანობაზე ერთიანი გადასახადის შემოღებას აპირებს არა მხოლოდ ამერიკის შიგნით, არამედღია საბაზრო ეკონომიკისსივრცეში. და ეს ხდება არა ამერიკის სახელმწიფოს სახელით, რომლის სახელისუფლო სტრუქტურები ხელში ჩაიგდეს კორპორაციების ლობისტებმა. აღსანიშნავია, რომუცნობ მამებსაშშის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა სულაც არ აინტერესებთ, პირიქით _ ეს MeToo, BLM, “რასიზმის ახალი ისტორიადა სხვა რადიკალურლიბერალური სიახლეებიმამებსთანამედროვე საზოგადოების პატერნალისტური საფუძვლების დასანგრევად სჭირდებათ. სწორედ ამ საფუძვლებს ჯერ კიდევ ეყრდნობა (ჯერ კიდევ) აშშის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, სოციალური ვალდებულებების მოქმედი მექანიზმები, ისეთები, როგორიცაა შრომის მინიმალური ანაზღაურების ცნება და გასული საუკუნის 60-70-იან წლებში პროფკავშირების მიერ კაპიტალისტებისთვის ხელიდან გამოგლეჯილი 8-საათიანი სამუშაო დღე, 5-დღიანი სამუშაო კვირა, ავადმყოფობის გამო განაცდურის ანაზღაურება და ყოველწლიური შვებულება.

იდეა უბრალოა. რაც უფრო ნაკლებად შეკრული სტრუქტურიზებული და თანამიმდევრული იქნება საზოგადოება, მით იოლია მისი ჩაყენება “სასურველ პოზაში” პოლიციისა და სპეცსაშუალებების მასობრივი გამოყენების გარეშე. ასეთ მიდგომას მოყვასის სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ, კორპორაციებს არ სურთ, დახარჯონ ძალიან დიდი თანხა “კერძო ბატალიონების” შესანახად.

უზარმაზარი არმიის ყოველდღიურად დაფინანსება ძვირი ჯდება და, საერთოდ, რატომ უნდა დააფინანსო, თუ გაცილებით მარტივია, საზოგადოებაში გააჩინო განხეთქილება _ წაჰკიდო ქალები კაცებს, ბავშვები _ მშობლებს, თეთრები _ შავებს, ქრისტიანები _ მუსლიმანებს? ამის გაკეთება გაცილებით ადვილია განათლების სისტემის დანგრევის, მასმედიისა და სოციალური ქსელების პოლიტიკაში აქცენტების სწორი დასმით.

დიდი ხანია, ცნობილია და ისტორიაში არაერთხელ არის აპრობირებული: გსურთ დაანგრიოთ სახელმწიფო? სასარგებლო იდიოტებს მიეცით ხელში ძალაყინი დამხიარულებაშიხელი არ შეუშალოთ.

რა იქნება შემდეგ? რა მნიშვნელობა აქვს.

ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ თავიანთ უფლებებზე და, საერთოდ, დაუშვებლად მდიდრულად ცხოვრობენ. ისინი “ციდან მიწაზე” უნდა ჩამოვსვათ. დაე, სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, უნდა შენარჩუნდეს. ვიღაცამ უნდა განახორციელოს ქვედა რგოლების მართვა “ადგილებზე” ბანტუსტანში და მეხამრიდად იქცეს სოციალური გაღიზიანების შემთხვევაში. სამაგიეროდ კორპორაციულ სივრცეში კანონებსა და წესებს ლეგალურად დააწესებენ თვით კორპორაციები. ისინი “პერიმეტრს მიღმა” გააძევებენ ნებისმიერ ჭარბ სამუშაო ძალას, როგორც კი მათი საჭიროება აღარ იქნება.

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არიან “უცნობი მამები” ფინანსური სამყაროსა და “დიდი ციფრის” წარმომადგენლები და არა საწარმოო კორპორაციებიდან. ამავე მიზეზით დაიწყო ამჟამად დაპირისპირება “სიღრმისეული მთავრობის” შიგნითაც.

ადამიანები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი მთავრობა საკმარისად მონოლითურია, რადგან სხვანაირად ვერ იმუშავებს. ეს წესი მოქმედებდა ადრე, მაგრამ ახლა არ ვრცელდებასიღრმისეულ სახელმწიფოზე”. აშშის ხელისუფლების სათავეში მოსული კლანები, რომლებიც თავიანთი ძალაუფლების გავრცელებას სრულიად დასავლეთზე ცდილობენ, ხელმძღვანელობენ მხოლოდ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე და ფეხებზე ჰკიდიათ სახელმწიფოს ინტერესები.

მათთვის სახელმწიფო მხოლოდ მოგების მაქსიმალური პრივატიზაციისა და წაგების ნაციონალიზაციის ინსტრუმენტია, მეზობლების ბედი არავის აინტერესებს.

ამჟამად “დიდი ციფრი” ცდილობს “ფინანსისტების ჯგუფის გადაგდებას გლობალური ოლიმპიდან. თუ წლიური შემოსავლებით “ციფრული” Apple 2-ჯერ ჩამორჩება “რეალურ” და გაცილებით “ფინანსურ”Walmart-ს (შესაბამისად, 260 და 523 მლრდ დოლარი), საბირჟო კაპიტალიზაციით “ვაშლმა” (1,112 ტრილიონ დოლარი), პრაქტიკულად 3,5-ჯერ გაუსწრო Walmart-ს (0,321 ტრლნ). და ეს არ არის ერთი შემთხვევა. Amazon-ის ელექტრონული ვაჭრობის საბირჟო კაპიტალიზაცია 970 მლრდ დოლარია, Aplhabet-ის _ 798,9 მლრდ.

მოკლედ, “უცნობ მამებს” “დიდი ციფრიდან” სურთ, ხელში ჩაიგდონ სრული ძალაუფლება ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტზე, იქ კი თავს “ფინანსისტების” ლიდერებად მიიჩნევენ. არსებობს “ფინანსისტების” ორი სახეობა: “სუფთები” და “დამოუკიდებლები” (როგორიც არის კორპორაცია Berkshire Hathaway-ი), რომლებსაც მეთაურობს უორენ ბაფეტი, და არიან “სისტემურებიც” ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკების წარმომადგენელთა სახით, რომლებიც დოლარის, ფაქტობრივი მფლობელები არიან და მათი ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც ერთმანეთის, ისე “დიდი ციფრის” ინტერესებისგან. საკმარისია, გავიხსენოთ “ფეისბუკის” მიერ წამოწყებული პროექტი Libra, რომლის მეშვეობით მარკ ცუკერბერგი ცდილობს დოლარის ჰეგემონიის შეცვლას ფულის ციფრული ვერსიით.

სხვათა შორის, ამ ყველაფრით გასაგებია, რატომ დამარცხდა ტრამპი. ის გამოდიოდა, როგორც “ძველი სამრეწველო კაპიტალის” წინამძღოლი, ამჟამად ვიღაც “მეტიჩრების” მიერ განზე გაწეული, მაგრამ სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, რადგან საბაზრო კაპიტალიზაცია, მაგალითად, კორპორაცია Ford-ისა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ბურჯად ითვლებოდა, მხოლოდ 19 მლრდ დოლარია (წლიური ამონაგები _ 155,9 მლრდ), ხოლო Microsoft-ის _ 1,199 ტრილიონი (წლიური ამონაგები _ 125,8 მლრდ).

აი, ასეთია პოსტინდუსტრიალიზაციის შედეგები.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here