Home სხვადასხვა დაიჯესტი რა მოისმინა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში

რა მოისმინა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში

ლევინსკი კვლავ თეთრ სახლშია

უკრაინის პრეზიდენტის აშშში ვიზიტი შეიძლებოდა უბრალო გამგზავრება ყოფილიყო ახალი მითითებების მისაღემად. კიევის დელეგაციამ ვაშინგტონში ბევრი შეხვედრა გამართა, რომლებზეც ხმამაღალი განცხადებები გაისმა ნატოსკენ კურსის მხარდაჭერაზე, ამერიკელების მიერ ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურისთვის ბლოკების მშენებლობაზე და სხვ., მაგრამ მოჰყვება თუ არა ამ განცხადებებს რეალური შედეგები, გაურკვეველია. რით დაბრუნდა ზელენსკი შინ?

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ორჯერ გადაიდო. ორი სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა, ბოლოს და ბოლოს, 1 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრის წინ თეთრი სახლის მეთაურის მიკრობლოგში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ბაიდენი მოუთმენლად ელის ზელენსკის, რათა “დაუდასტუროს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”.

ამერიკული მედია კი ზერელედ მოეკიდა ზელენსკის ვიზიტის გაშუქებას, მაგალითად, თანამგზავრულმა არხმა C-SPANმა ზელენსკი პრეზიდენტ ლევინსკიდ მოიხსენია.

შეხვედრის შემდგომ ერთობლივ განცხადებაშიც ახალი არაფერია ნათქვამი: სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ფასეულობები, 60 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება, რეფორმების აუცილებლობა და ბუნებრივი აირის ტრანზიტის შენარჩუნება უკრაინის გავლით.

იმის გამო, რომ ვაშინგტონმა პრეზიდენტების შეხვედრა კვლავ გადასწია_ ამჯერად 31 აგვისტოდან 1 სექტემბერს, უკრაინის სახელმწიფო მეთაურსა და მის გარემოცვას დრო ჰქონდათ და ვაშინგტონში სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. მაგალითად, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხეილ ფიოდოროვი გუგლის მენეჯმენტს ელაპარაკა და IT-გიგანტს შესთავაზა, YouTube-ის უკრაინული სეგმენტის მოდერიზაცია დამოუკიდებელ უკრაინელ რედაქტორებს განეხორციელებინათ გასაგები მიზეზით _ წაშალონ რუსეთიდან გავრცელებული ვიდეოები. პარალელურად ზელენსკი ესაუბრა აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინს. პენტაგონის შეფის თქმით, კიევი და ვაშინგტონი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, მიმართულს “უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისკენ და ურთიერთობის გაღრმავებისკენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა უსაფრთხოება შავ ზღვაზე, კიბერთავდაცვა და ინფორმაციის გაცვლა”.

ამერიკელებმა ზელენსკის გვარი შეუცვალეს

“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური არჩევანისადმი ურყევია”, _ არწმუნებდა ოსტინი სტუმარს.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ ჯენიფერ გრენჰოლმთან ზელენსკიმ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე იმსჯელა და შეეცადა, დაერწმუნებინა ქალბატონი მინისტრი, რომ რუსეთისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, ბუნებრივი აირი პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოეყენებინა.

 ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხი კიევისთვის ძალიან მტკივნეულია. აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის წინ უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს წერილი ბაიდენისადმი თხოვნით, შეეჩერებინა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”. კიევს ბევრი პრობლემა აქვს თავის ენერგოსისტემაში. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინულმაენერგოატომმადა ამერიკულმა Westinghouse Ellectricმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკის ერთობლივი მშენებლობის შესახებ, სულ 5 ბლოკის მშენებლობაზე. “პროექტის საერთო ღირებულება 30 მლრდია”, _ მიუთითა ზელენსკიმ, მაგრამ, საიდან მოიტანს ამ თანხას, არ დაუზუსტებია.

უკრაინის პრეზიდენტი NASA-ს ხელმძღვანელ ბილ ნელსონსაც შეხვდა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლებშიც კიევს შეუძლია ჩართვა “თავისი “უნიკალური ტექნოლოგიური შესაძლებლობებით”. შემდეგ კი განაცხადა, რომ “უკრაინა კვლავ უნდა გახდეს კოსმოსური სახელმწიფო”.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომონტაჟი მინაწერით „ლევინსკი კვლავ ოვალურ კაბინეტშია“

ზელენსკის ვიზიტის ფინალური ეტაპი იყო შეხვედრა ჯო ბაიდენთან ოვალურ კაბინეტში, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, უკრაინამ ვაშინგტონში ვერ მიიღო მნიშვნელოვანი დაპირებები დახმარებაზე.

აი მოკლედ აშშში ზელენსკის ვიზიტის შედეგები:

1. სულ სხვა პრობლემებით შეფიქრიანებულმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის, “რუსეთის აგრესიისა” და “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის შესახებ სტანდარტული მანტრები წაიკითხა. თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის რიტორიკაში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება;

2. ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა ფული და დატყვევებული უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებაში დახმარება. მოთხოვნილი 227 მლრდის ნაცვლად უკრაინას მისცემენ 60 მლნ თავდაცვისთვის და 45 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას. რაც შეეხება ტყვეების გათავისუფლებას, ამ საკითხზე ზელენსკის არა ბაიდენისთვის, არამედ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციისთვის უნდა მიემართა;

3. უკრაინა აპირებს 5 ატომური ენერგობლოკის მშენებლობას ამერიკულ კომპანიასთან ერთად. პროექტის განხორციელებას 30 მლრდ დოლარი დასჭირდება, მაგრამ, საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა უკრაინამ, ჯერ არავინ იცის;

4. ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე საუბრისგან ჯო ბაიდენმა თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოს ყველა წევრის ნაცვლად. ამით ზელენსკის შეახსენა, რომ ნატოს წევრი რამდენიმე სახელმწიფო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის ინტეგრაციის წინააღმდეგია;

5. ამჟამად არანაირი რეალური ბრძოლა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ახლა, ალბათ, დაიწყება “ბრძოლა, როგორც ზელენსკი ამბობს, “მსოფლიოში ყველაზე ბინძური ბუნებრივი აირის” ტრანზიტის შედეგების წინააღმდეგ, რომლის ევროპაში გადაქაჩვაც უკრაინას რატომღაც თავისი ტერიტორიის გავლით სურს;

6. უკრაინამ მიიღო მითითებები, ჩაატაროს სასამართლო რეფორმა, გააძლიეროს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე, ჰომოსექსუალების უფლებების დასაცავად და რასიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ;

7. ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი წინასწარ გააფრთხილეს. ბოლო ხანს ბაიდენს მაინცდამაინც არ უყვარს პრესკონფერენციები, განსაკუთრებით ისეთი, რომლებზეც შეიძლება უსიამოვნო კითხვები დაუსვან. არადა, გამორიცხული არ იყო, კომპანია “ბურისმას” ან პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის, ორგიებისა და ნარკომანიის შესახებ ეკითხათ;

8. უკრაინა ტრადიციულად შეეცადა, აშშ-ისთვის ფული დაეცინცლა, მაგრამ თავმობეზრებული სუზერენისგან ნამცეცები მიიღო.

ria.ruსა და cont.wsზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here