Home სხვადასხვა დაიჯესტი ყოფილ სოცბანაკს გული აუცრუვდა ევროპაზე და თავის კავშირს ქმნის

ყოფილ სოცბანაკს გული აუცრუვდა ევროპაზე და თავის კავშირს ქმნის

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა და ალბანეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა ედი რამამ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრ ზორან ზაევთან ერთად განაცხადეს, რომ მოსწყინდათ ბრიუსელში (რომელმაც სამი სახელმწიფო რამდენიმე წლის წინათ ჩააყენა თანამეგობრობის წევრობის მოლოდინის რეჟიმში) სახელისუფლო დერეფნების ატალახება და ისინი მოკლე ხანში შექმნიან სამმხრივ კავშირს, დაწყებული სახელმწიფოებს შორის უვიზო სივრცით და დამთავრებული სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილებით.

სამი სახელმწიფოს ლიდერების განცხადება გაკეთდა ევროკავშირის მიერ იუგოსლავიის დაშლის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ.

იუგოსლავიის სოციალისტურფედერაციული რესპუბლიკის დაშლამ კონტინენტის ამ ნაწილში გამოიწვია არამხოლოდ გეოსტრატეგიული ბალანსის ცვლილება, არამედ ათასობით ადამიანის დაღუპვა, ნგრევა და ჰუმანიტარული კატასტროფა.

მოვლენებმა, რომლებიც თან სედევდა ბალკანური სახელმწიფოს ძალისმიერ დეზინტეგრაციას, სისხლიანი კვალი დატოვა ევროკავშირის თეთრ სამოსზე, რომელსაც შემდეგი 30 წლის განმავლობაშიც ვერ ჩამოირეცხავს.

ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის დაშლა გამოიწვია არა იმდენად ქვეყნის შიგნით შექმნილმა პრობლემებმა, რომლებზეც გამუდმებით წერდა ევროკავშირის პრესა, არამედ გარე ფაქტორებმა: ერთი მხრივ, უკვე გაერთიანებული გერმანია მიისწრაფვოდა, თავისი ეკონომიკური პოტენციალის შესაბამისი საგარეო პოლიტიკური როლი ეთამაშა კონტინენტზე და, საერთოდ, მსოფლიოში; მეორე მხრივ, დასუსტებული იყო საბჭოთა კავშირი, რომელმაც იმ მომენტში ხელი მოაწერა პარიზის ქარტიად წოდებულ თავის სასიკვდილო განაჩენს.

თათბირი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელზეც ხელი მოეწერა პარიზის ქარტიას ახალი ევროპისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი კოლეგებთან – ჰოლანდიელ ჰანს ვან დერ ბროკთან, ბელგიელ ჟაკ ჰოოსსადა იტალიელ ჯანი დე მიკელისთან მაასტრიხტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ

ეს დოკუმეტი იუწყებოდა ცივი ომის დასრულებას და დაპირისპირებაში დამარცხებულ მხარედ სსრკ-ს წარმოაჩენდა. თუმცა ეს დამარცხება სასიამოვნო ინტერიერში გამოაცხადეს, არსი არ შეცვლილა: საბჭოთა კავშირმა დაკარგა შესაძლებლობა, იოტისოდენა გავლენა მაინც ჰქონოდა რეგიონზე, რომელიც მისი ინტერესების ზონა იყო როგორც კულტურულად, ისე ისტორიულად და იდეოლოგიურადაც.

პარიზულ დოკუმენტზე ხელმოწერიდან ნახევარი წლის შემდეგ დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც. ბიპოლუსიანმა მსოფლიომ მხოლოდ 36 წლის განმავლობაში იარსება, მისმა გაქრობამ სტარტი მისცა შინაომებს, რომლებშიც გარე მონაწილეები _ ევროპელები და ამერიკელები _ ცდილობდნენ, ტორტის, რაც შეიძლება, დიდი ნაჭერი დაეთრიათ.

გერმანელი პოლიტიკოსების საიდუმლო შეხვედრებმა იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალი ხორვატიის ხელმძღვანელობასთან გამოიწვია ის, რომ ზაგრებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამ გადაწყვეტილებისთვის წონა რომ მიეცა, სასწრაფოდ ჩაატარა პლებისციტი.

იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლას ბოიკოტი გამოუცხადეს ხორვატიის რესპუბლიკაში მცხოვრებმა სერბებმა (მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი), მაგრამ ევროკავშირმა მიიჩნია, რომ პლებისციტი ლეგიტიმური იყო, ისევე, როგორც მისი შედეგები, სერბების მცდელობას კი, წინააღმდეგობა გაეწია, ბრიუსელი არ მიესალმა.

ევგენი პრიმაკოვი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრაქტიკულად, ხელები გადაუგრიხა დანარჩენ 11 კოლეგას და აიძულა ისინი, ევროკავშირში განსახილველად შეეტანათ საკითხი ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ეს საკითხი 1992 წლის დასაწყისში განიხილეს .. მაასტრიხტის შეხვედრაზე. ევროპა გაერთიანდა (მაასტრიხტის შეთანხმება, რომელიც 1993 წლიდან მოქმედებს, ევროკავშირის საფუძველში ჩადებული ქვაკუთხედია), პარალელურად ანგრევდა ქვეყანას, რომელიც მიზეზთა გამო იმ მომენტში არ შედიოდა მისი გავლენის ზონაში, სამაგიეროდ, იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკა შედიოდა რუსეთის, როგორც სსრკ-ის მემკვიდრის, გავლენის ზონაში. ეს, რა თქმა უნდა, ვერ აიტანეს ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. ხორვატიის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გერმანიისთვის ბონუსი იყო, არალეგალური, მაგრამ მაინც, გასასვლელები ხორვატიის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ.

ხორვატიაში ომს, რომელიც 4 წელიწადს გაგრძელდა, უსწრებდა სამხედრო დაპირისპირება სლოვენიაში, სახელდობრ, ამ დაპირისპირებაში დაამუშავეს ხალხების ერთმანეთზე წაკიდებისა და ძმათამკვლელი კონფლიქტების გაჩაღების მექანიზმები.

სარაევოს ქუჩები ომის პერიოდში

“აღარასოდეს!” _ გაჰყვიროდა ევროპა ყველა გზაჯვარედინზე მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ მშვიდად უყურებდა, როგორ იღვრებოდა სისხლი და მიმდინარეობდა ეთნიკური წმენდა კონტინენტზე, რომელზეც მდებარეობს პარიზი, ვენა, მადრიდი და რომი.

დიახ, დიპლომატები ცდილობდნენ რაღაც ძალისხმევის გამოჩენას; დიახ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები; დიახ, კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ იმაზე, რაც ხდებოდა, პრაქტიკულად, გავლენას ვერ ახდენდა: ომმა მრავალი ისეთი იარა გახსნა, რომლებიც ბალკანეთზე მშვიდობიან პერიოდშიც კი საუკუნეების განმავლობაში არ შეხორცებულა.

კონფლიქტის ალი მაღლა და მაღლა მიიწევდა და ხორვატიის შემდეგ ცეცხლში გაეხვია ბოსნია და ჰერცეგოვინა. რუსეთი იმხანად ყველაფერს აკეთებდა ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, მაგრამ რესურსი არ ჰყოფნიდა, პროფილური უწყების ხელმძღვანელობა კი დიპლომატებს ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებებს აძლევდა. თუმცა, აღსანიშნავია ვიტალი ჩურკინის პროფესიული გმირობა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით პირადად დააშორა ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები.

იმ მომენტში ბოსნიაში გაჩაღებულ ომში, რომელშიც მხარეები ერთმანეთს არა მხოლოდ ეთნიკურ, არამედ რელიგიურ საკითხზეც უპირისპირდებოდნენ, აშშ ჩაერთო ფორმალურად, როგორც შუამავალი კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაგრამ სინამდვილეში ამერიკამ, რომელიც ბოსნიელ მუსლიმანებს იარაღით ამარაგებდა, თავის ახლოაღმოსავლელ პარტნიორებს აჩვენებდა, რომ მათ ერთმორწმუნე ხალხს უჭერდა მხარს. ბოსნიელთა გაძლიერებამ გამოიწვია პროვოკაციები სერბების მიმართ. ძალადობის სპირალს სულ უფრო მეტი ხვეულა გაუჩნდა.

და, როდესაც გატანჯულმა, ნაწამებმა სერბებმა, რომლებმაც ტერიტორიები და ახლობელი ადამიანები დაკარგეს, დაიწყეს პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, “მთელი ცივილიზებული სამყაროაღშფოთდასერბების აგრესიაზედა ბელგრადი დამნაშავედ აღიარა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს კი დამნაშავეები უწოდა.

დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო _ ლოზუნგებითაილაგმოს სერბეთის ხელისუფლების აგრესია”, “აუცილებელია ჰუმანიტარული ინტერვენციადა საერთაშორისო სამართლის, აგრეთვე, გაეროს პრინციპებისა და დიპლომატიის ნორმების დარღვევით ნატომ ჩაატარა სამხედრო ოპერაცია სერბეთის წინააღმდეგ. იმ პირობებში რუსეთის სახე და ღირსება შეუნარჩუნა ევგენი პრიმაკოვმა, რომელმაც, როგორც კი ოპერაციის დაწყების შესახებ შეიტყო, პირადი გადაწყვეტილებით შემოაბრუნა ვაშინგტონისკენ მიმავალი თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანის თავზე, აგრეთვე, რუსმა ოფიცრებმა: გენერლებმა რიბკინმა და ზავარზინმა, პოლკოვნიკმა პავლოვმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა მედესანტეების ჯგუფის მარშს პრიშტინაზე, რათა აეროდრომზე კონტროლი დაემყარებინათ, და, თუკი იმხანად მედესანტეების ეს გადასროლა სიმბოლურ ოპერაციად ჩათვალეს, გადაწყვეტილების მიღების სქემამ 15 წლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობას შესაძლებლობა მისცა, ასევე ელვისებურად გადაესროლა სპეცრაზმი ყირიმში. ამ ნახევარკუნძულს _ და ამაში დღეს საღად მოაზროვნე არც ერთ ადამიანს ეჭვი არ ეპარება _ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ბედი ელოდა.

ნაციონალიზმის აღზევება, პროპაგანდისტული მეთოდებით ამ ტალღის მიყვანა ფაშიზმამდე, საზოგადოების ნაციფიკაცია, შემდეგ კი სისხლიანი შეიარაღებული კონფლიქტი _ დაახლოებით ამას გეგმავდნენ დასავლელი სტრატეგები ოპერაციის მორიგ ფაზად სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კიევში.

მათთვის, ვინც ამბობს, რომ “ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ, რომ არასოდეს მოხდება”, რეკომენდებულია, ნახოს ქრონიკის კადრები, რომლებზეც ასახულია სისხლის გუბეები დუბროვნიკში, დანგრეული ქუჩები სარაევოში და გაიხსენონ ამ ყველაფრის შემდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციები _ გაეროს მანდატით დაიწყო ეს თუ ნატოს შტაბ-ბინის გადაწყვეტილებით. კარგია, რომ რუსეთმა შეძლო ძალებისა და რესურსების გამონახვა და დაიცვა ყირიმელთა სიცოცხლე.

ცუდია, რომ იუგოსლავიის ომში, რომელშიც ევროკავშირი და აშშ მონაწილეობდნენ, ბევრი ადამიანი დაიღუპა. მტკივნეულია, რომ ადამიანები შეეწირნენ პოლიტიკოსების მიერ წამოწყებულ ავანტიურას, იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც თავი მსოფლიოს მბრძანებლებად წარმოიდგინეს.

დღეს, 30 წლის შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის მცხოვრებნი და ქვეყნების ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, ვინ არის მათი ნამდვილი ძმა და ამხანაგი, და ვინ უტყაპუნებს მხარზე ხელს და წლობით აიძულებს, ელოდოს მოწყალებას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალდის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here