Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბართლომეს ღამე” უკრაინელი მართლმადიდებლებისთვის

“ბართლომეს ღამე” უკრაინელი მართლმადიდებლებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე მიიწვია.

ვლადიმერ ზელენსკი მართლმადიდებელი არ არის (ებრაელია), ამიტომ არ შეიძლება იყოს მართლმადიდებელი იერარქიის სულიერი შვილი. უკრაინის მოქალაქეებისთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ცნობილია იმით, რომ მან გადასცა “ტომოსი” ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ უკრაინის უწმინდეს ეკლესიას, როგორც მოხსენებულია “ტომოსში”.

ბართლომეს მიერ .. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსი არის დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია უკრაინის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქისათვის დაქვემდებარებული საეკლესიო სტრუქტურის შექმნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან წმიდა ვლადიმერის მიერ 988 წელს რუსეთის მონათვლის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში არსებობს კანონიერი კიევის მიტროპოლია, რომელიც თავისი ეპარქიებითა და მონასტრებით ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს.

ეკლესია ძალიან კონსერვატიული სტრუქტურაა, სხვაგვარად ის დაუზიანებლად ვერ შეინარჩუნებდა ქრისტიანულ სწავლებას. ეკლესიის ცხოვრება ეკლესიის კანონებით რეგულირდება, და ბართლომე, რომელმაც უნდა დაიცვას კანონები, მათ უხეშად არღვევს, თანაც მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით. ბართლომეს უფლება არ ჰქონდა, ტერიტორიაზე, რომელზეც უკვე არსებობს კანონიერი მართლმადიდებელი ეკლესია, კიდევ ერთი სტრუქტურა შეექმნა.

თვითონ ბართლომე ცხოვრობს სტამბოლის კვარტალ ფენერში. ეს არის პატარა რეზიდენცია, რომელიც თურქებმა მართლმადიდებელ ეკლესიას დაუტოვეს. ეს არის ყველაფერი, რაც დარჩა ოდესღაც ძლევამოსილი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქისგან. და, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს ტიტულსმსოფლიო”, სინამდვილეში მას ექვემდებარება მსოფლიოში გაბნეული ცოტა ეპარქია და ეკლესია. მართლმადიდებლობის გაცილებით დიდი ნაწილი კი თავისი ეპარქიებით გაერთიანებულია რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს და .. მართლმადიდებელ ეკლესიებში.

ამას გარდა, ბართლომე არის თურქეთის არმიის ყოფილი ოფიცერი და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დიდი ხნის კლიენტი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები მკაფიოდ არის დაკავშირებული აშშ-ის პოლიტიკასთან და მიმართულია მსოფლიო მართლმადიდებლების გახლეჩისკენ, ადგილობრივი ეკლესიის როლის შესუსტებისკენ, უწინარესად _ რუსული ეკლესიის, აგრეთვე, მართლმადიდებელი ეკლესიების რომისთვის დაქვემდებარებისკენ და თვით მართლმადიდებლობაში ლიბერალური “ფასეულობების” შეტანისკენ.

ბართლომე და რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ლიბერალია და, სხვა კათოლიკებისგან განსხვავებით, მხარს უჭერს ლგბტ თემს. ფრანცისკემ დემონსტრაციულად გადაიტანა კათოლიკური კათედრა ჟიტომირიდან კიევში და ამით დაარღვია ჰავანის დეკლარაცია, რომელზეც რუსეთის პატრიარქ კირილესთან ერთად ხელი აქვს მოწერილი და რომელიც გმობს სხვა ადამიანების გადაყვანას საკუთარ მრწამსზე.

უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა პოლიტიკური პროექტია და რწმენასთან საერთო არაფერი აქვს.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის შეკვეთით ქვეყნდება გამოკითხვები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ახალშექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში თითქოს მორწმუნეთა რაოდენობა მეტია, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. “სოციოლოგიური გამოკითხვებით” მანიპულირებენ არაეკლესიური ადამიანების აზრზე _ იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიებში, საერთოდ, არ დადიან და საეკლესიო საკითხებში ვერ ერკვევიან. ასეთებს ადვილად არწმუნებენ, რომ ისინი “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები” არიან; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეეთერებში დღე და ღამ ლანძღავენ “მოსკოველ მღვდლებს”.

არადა, ახალშექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხალხი თითქმის არ დადის, კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში კი სადღესასწაულო დღეებში მრევლის ტევა არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა ბერების მიმართაც. ბერები არიან ადამიანები, რომლებმაც უფლისთვის თავის მიძღვნის მიზნით უარი თქვეს გარე სამყაროზე. ისინი ყალბ სტრუქტურაში არ შევლენ, ამიტომაც არის, რომ უკრაინაში არც ერთი მონასტერი, არც ერთი(!), არ შევიდა ბართლომეს მიერ შექმნილეკლესიაში”. უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში 4 ათასი ბერია, ბართლომეს მიერ შექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში _ 200-მდე ადამიანი, რომლებიც ბერებად ირიცხებიან, მაგრამ სინამდვილეში ბერები არ არიან.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან ტომოსის ოპერაცია მიმართულია მართლმადიდებლობის გასანადგურებლად კიევის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. თვით უკრაინის ახალშექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებიც კი, ისეთები, როგორიც არის ცრუეპისკოპოსი ევსტრატი ზორია, დროდადრო აღიარებენ: ტომოსი არაფერია და მოსკოვის საპატრიარქოსგან კიევის მიტროპოლიის მოწყვეტა შეიძლება მხოლოდ “ნამდვილი” ავტოკეფალიით. ამ მიზეზით რამდენიმე კანონიკურ ეკლესიაში დატოვებულია ავტოკეფალისტების მომხრეები _ ისინი, ვინც მყისვე არ გადავიდნენ ბართლომეს მიერ შექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღალატეებთან ერთად, რომლებსაც მეთაურობდნენ სიმონ შოსტაცკი, ალექსანდრე დრაბინკო და გიორგი კოვალენკო.

მიტროპოლიტი ონოფრე

კიევის რეჟიმი და მის მიერ გაკონტროლებული ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს არა მხოლოდ იმისთვის ელოდებიან, რომ ბართლომემ მონაწილეობა მიიღოს ე.წ. ყირიმის პლატფორმის თათბირში, არამედ იმისთვისაც, რომ შეაჩვენონ უკრაინის ჭეშმარიტი მართლმადიდებლები მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით, ისინი, ვინც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულია. ასეთი წყევლა უკვე წარმოთქვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმსახურმა _ არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წყევლის ონოფრეს და ყველას, ვისაც ის კიევის კანონიერ მიტროპოლიტად მიაჩნია, ფენერის განკარგულების მიუხედავად.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი

სანამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეორე-მესამე პირები რუსეთის ეკლესიის ერთგულ უკრაინელ მართლმადიდებლებს წყევლიან, ბართლომეს შეუძლია, მხრები აიჩეჩოს, ეს ხომ მისი ფუნქციონერების პირადი აზრია, მაგრამ თვითონ ის კიევში ვიზიტისას გაბედავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაწყევლას? ეს ხომ მართლმადიდებლების საბოლოოდ გახლეჩის შეუქცევად პროცესს გამოიწვევს.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here