აბსოლუტურად გაუგებარია ინფორმირებული და განათლებული საზოგადოების (ექიმთა საზოგადოების ჩათვლით) არცთუ პატარა ნაწილის პოზიცია _ როგორ შეიძლება იცოდე ბილ გეიტსისა და მისი “კაცთმოყვარე” ფილოსოფიის გამზიარებელი ძმების _ როკფელერების, სოროსებისა და სხვების გაცხადებული მიზნის _ მსოფლიო მოსახლეობის ერთ მილიარდამდე შემცირების _ შესახებ? იცოდე, რომ გეიტსს თავისი სამი შვილიდან (ორი ქალიშვილი და ვაჟიშვილი) არც ერთი არ აუცრია არასდროს და არც ახლა აპირებს; იცოდე ისიც, რომ არც მულტიმილიონერები ცრიან თავიანთ შვილებს და, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ლოგიკის, საღი აზროვნების საწინააღმდეგოდ მაინც გჯეროდეს, რომ ბილ გეიტსი უდიდესი ქველმოქმედი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) უანგარო დამფინანსებელი, კაცობრიობაზე, განსაკუთრებით კი, მოხუცებული ადამიანების ჯანმრთელობაზე მზრუნველი და მათ გადარჩენაზე მოფიქრალი კაცია, ოღონდ… მხოლოდ ვაქცინაციის(!) და არა ცხოვრების დონის ამაღლების გზით.
ეს კატეგორია ადამიანებისა მათ მიეკუთვნება, ვინც ძალიან ცუდად ერკვევა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და, რომლებსაც იოტისოდენა ეჭვიც არ შეაქვთ სი-ენ-ენის, ბი-ბი-სისა და დასავლეთის სხვა ტელევიზიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, ნახევარსიმართლეში. ამის კლასიკურ მაგალითად ამ ტელევიზიების მიერ მსოფლიოსთვის მოდებული ბილ გეიტსის “ხელგაშლილობის” ბოლოდროინდელი ამბავიც გამოდგება: 2020 წელს გეიტსმა ერთი მილიარდი დოლარი გაიღო კოვიდსაწინააღმდეგო ზომების, პირველ რიგში, ვაქცინების წარმოების დასაფინანსებლადო. ეს ნახევარსიმართლეა, დეზინფორმაცია, იმიტომ, რომ, როცა ამ “ღვთისნიერმა” კაცმა კოვიდპანდემიის გამოცხადების შედეგად, პირველ ორ თვეში 12 მილიარდი მოგება ნახა, ამ ფაქტზე ყურადღება არავის გაუმახვილებია (ამ 12-დან ვითომ მოწყალებად გაღებული ერთი მილიარდი ისევ გეიტსის ვაქცინების წარმოებაში წავიდა). ბილ გეიტსს კითხვას არ უსვამენ იმის შესახებ, რომელი ხალხები ყვება მის მიერ ინიცირებული “კაცობრიობის მთავარი ამოცანის _ დეპოპულაციის” აღსრულებაში: მსოფლიოს ყველა ერი და მოსახლეობის ყველა ფენა თანაბრად, თუ ყველაფერი შერჩევით მოხდება, როგორც ხალხებს შორის, ისე მათ შიგნითაც? მდიდარი, ძლიერი, განვითარებული და ღარიბ–ღატაკი, სუსტი, განვითარებადი (ანუ განუვითარებელი) სახელმწიფოები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ?! მილიონერები და არაფრის მქონენი (ვალების გარდა) თანასწორნი იქნებიან?! პასუხი ნათელია, რადგანაც ორჯერ ორივითაა. და ვინ იქნება არბიტრი, ვინ გადაწყვეტს ყველაფერს? აქაც არ არის თავის მტვრევა საჭირო. რა თქმა უნდა, ისინი, იმ ერისა და იმ ფენის წარმომადგენლები, რომლებმაც წამოჭრეს დეპოპულაციის პრობლემა, რომლებმაც შეიმუშავეს მისი “ჰუმანურად” გადაჭრის მეთოდიც _ ვაქცინებად წოდებული “გენური კოქტეილით”, ანუ საყოველთაო, იძულებითი ვაქცინაციის გზით (სხვა გზებმა _ ამ ძალების მიერ პროვოცირებულმა ვერც ლოკალურმა და ვერც მსოფლიო ომებმა, ვერც ხელოვნურად გამოწვეულმა მასობრივმა შიმშილობებმა და პანდემიებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო), ვისაც ფინანსურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო კაბალაში ჰყავს თითქმის მთელი მსოფლიო, ვინც ელჩებისა და მიმაგრებული მრჩევლების (“ეკონომიკური მკვლელების”) მეშვეობით ყველა მთავრობის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს. დამაფიქრებელია ერთი ფაქტიც:
გეიტსმა და მისმა ამფსონებმა მსოფლიოს მოსახლეობის 7,7 მილიარდი ადამიანიდან, რატომღაც, მხოლოდ 7 მილიარდისთვის (90 %-ისთვის) საკმარისი 14 მილიარდი დოზის გამოშვება დაგეგმეს თავის დროზე, როდესაც “გადასარჩენი” მსოფლიოს ვაქცინაცია ჩაიფიქრეს. ბილ გეიტსი პირდაპირ აცხადებდა: “ჩემი ნატვრა _ ეს ვაქცინის 14 მილიარდი დოზაა”. ვინაიდან თავიდანვე იყო ცნობილი, რომ თითქმის ყველა სახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობა (2/3-დან 3/4-მდე) არ აპირებდა გამოუცდელი ვაქცინით აცრას და ზღვის გოჭების როლში ყოფნას, მათ მარტივი ფორმულა გამონახეს: აცრები ნებაყოფლობითია, ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, _ გვეუბნებიან წარბშეუხრელად, _ მაგრამ თუ არ აიცრებით და ჩვენ მიერ შემოღებულ კოვიდპასპორტში არ გექნებათ აცრების სრული ნუსხა მითითებული, ისეთ სამსახურებში, რომლებშიც ადამიანებთან კონტაქტი მოგიწევთ (ბაგა-ბაღებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საავადმყოფოებში, რესტორნებში, მაღაზიებში და ა.შ.) ვეღარ იმუშავებთ და, ცხადია, ამ დაწესებულებებში არც თქვენს აუცრელ შვილებს მიიღებენო. უცხოეთში ვერ გაემგზავრებით _ არა მხოლოდ თვითმფრინავით ან ავტობუსით, არამედ _ ვერც საკუთარი მანქანითო (მოგიწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა უცხო სახელმწიფოში შესვლისას და უკან დაბრუნებისასაც). ერთი სიტყვით, სამსახურებს უნდა დაემშვიდობოთ და, გამორიცხული არ არის, თუ აცრილმა ხალხმა მოითხოვა, სახლიდანაც ვერ გამოყოთ ცხვირიო. მოკლედ, აცრა-არაცრა თქვენი ნებაა, დანარჩენი _ ჩვენიო! ასე რომ, ისეთ პერსპექტივას გვიხატავენ, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი! ახსნა–განმარტებით თავს არ იწუხებს არავინ: სიტყვაზე უნდა დაგვიჯეროთ, როგორ არ გესმით (“თქვე ბნელებოო”, _ პირდაპირაც ამბობენ), რომ ყველაფერი თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი კეთილდღეობისთვის კეთდებაო; განა ასე ძნელია უბრალო რჩევების გათვალისწინება _ რასაც გირჩევთ, ის უნდა მიირთვათ, დალიოთ და შეიშხაპუნოთ; ჰაერიც პირბადეში გატარებულ-”გაფილტრული” უნდა შეისუნთქ–ამოისუნთქოთო; როცა გეტყვით, სახლიდანაც იმ საათებში გამოხვალთ და შეხვალთ; ეს ხომ ძალიან ადვილი დასამახსოვრებელ–შესასრულებელია, ამას საქონელიც კი ადვილად ითვისებს _ იცის, საბალახოდ როდის გარეკავენ და სახლსაც თავის დროზე აგნებს უპრობლემოდო. ახლა დავუშვათ, რომ კოვიდვაქცინაციის მოწინააღმდეგენი ყველაფერში ცდებიან და ამ “ვაქცინებს” არავითარი გვერდითი მოვლენები არ ახლავს, ანუ მისი ყოველი წვეთი ჩვენს “ჯანში მიდის”; დავუშვათ ისიც, რომ ჩინურ თუ ბრიტანულ შტამებზე შექმნილი “ვაქცინა” ყველა სხვა შტამს უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, ვიჯერებთ იმას, რასაც გვეუბნებიან _ რომ აცრილები ან არ გავხდებით საერთოდ ავად, ან მსუბუქ ფორმებში გადავიტანთ ახალ შტამებსაც კი. ამას რა სჯობს, მაგრამ ნათქვამია, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რა ვუყოთ ივნისის ბოლო რიცხვებში ინგლისის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობას, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნების მედიამაც გამოაქვეყნა, როგორც სენსაციური ფაქტი: დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. “დელტა” ვარიანტის მიზეზით (ინდური შტამით) გარდაცვლილი 117 ადამიანიდან 50 (42,7%) სრულად იყო აცრილი, ხოლო 20-ს (17,1%) ვაქცინის პირველი დოზა ჰქონდა მიღებული, ე.ი., თითქმის 60% სრულად ან ნაწილობრივ იყო ვაქცინირებული. ამ ფაქტს ხომ ვერსად გავექცევით?! მაშ, რა აზრი აქვს აცრას, თუკი ვაქცინა არც უსაფრთხოა და არც ეფექტიანი? ეს კითხვა ხომ ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება?! ჯერ იყო და, ის უკვირდა აცრილ კაცს, რატომ ავალდებულებდნენ მასაც პირბადის ტარებას, რატომ აშინებდნენ მას აუცრელი ადამიანით, ახლა კი ეს უტყუარი ინფორმაციაც დაემატა და რაღა დარჩა ვაქცინის “სიკეთეებიდან”? არც არაფერი! ყოველ 3-4 თვეში ხელახალი აცრა და საფრთხეში განმეორებით თავის ჩაგდება ძნელად თუ მოხიბლავს ვინმეს, ალბათ, მხოლოდ ძალიან, ძალიან დაშინებულს.
მაინც რატომ ჩქარობენ, ასეთი დაჟინებით რატომ მოითხოვენ იძულებით ვაქცინაციას ყველა ხელისუფლებისგან ამ პოტენციურად ერთობ საშიში ვაქცინებით? დაშინებასთან ერთად, რატომ ცდილობენ ხალხის წახალისებას მატერიალურად სხვადასხვა შეღავათით (ამერიკაში უფასო ლუდთან ერთად მარიხუანასაც კი სთავაზობენ, ბავშვებს _ კანფეტებს; კანადაში 12 წლის ბავშვების აცრაც ნებადართულია მშობლების დაუკითხავად). იმიტომ, რომ ძალიან მაღალია კოვიდსიკვდილიანობა? მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, უმეტესი სახელმწიფოების სტატისტიკური სამსახურების მონაცემებით, მიუხედავად საშინელი პანდემიისა, საერთო სიკვდილიანობა თურმე არც კი გაზრდილა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა 2020 წლის ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც წერია: “კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა არ არის საგანგაშო, ფაქტობრივად, იგი გავლენას არ ახდენს საერთო სიკვდილიანობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში”. მორჩა და გათავდა, წერტილი!
სწორედ ეს არის ყველაზე სანდო მაჩვენებელი კოვიდვირუსის ვირულენტობისა და არა _ დადებით PCR (პი-სი-არ) ან ანტიგენის სწრაფ ტესტებზე დაყრდნობით დაანგარიშებული სიკვდილიანობა. ერთი ტესტიც და მეორეც სახელგატეხილია, რადგანაც დადებით პასუხს იძლეოდნენ ცხოველის, ფრინველის, მცენარის, ხის ნაყოფის თუ ზეთის სინჯებზე, ავსტრიის პარლამენტში ანტიგენის სწრაფი ტესტი გაკეთდა დემონსტრაციულად და კოვიდ-19 “კოკა-კოლასაც” აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მიდი და ენდე ასეთ ტესტებს. ადრეც განგვიმარტავს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენთან დღეში 20 და 30 ათასი ტესტი კეთდება (ბევრად მეტი, ვიდრე ამერიკა–რუსეთში და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში), უნდა გავიმეორო: თავად სახელწოდება _ PCR ტესტი, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, მეცნიერულად უაზრობაა, რადგან იგი არის არა ტესტი, არამედ გენური მასალის ისეთნაირად გამრავლების (გაბევრების, კოპირების!) მექანიზმი (სურვილის შემთხვევაში _ ტრილიონებამდე!), რომ იდეაში, დადებითი პასუხის მიღება შემთხვევების 100%-შია შესაძლებელი. თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ არამარტო ვაქცინები, ტესტებიც დაბინძურებული ყოფილა ნანოტექნიკური ჰიდროგელითა და ლითიუმით, მაშინ უკვე რაღა გასაკვირია, აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებსაც რომ “უდასტურდებოდათ” კოვიდინფექცია მხოლოდ დადებითი ტესტების საფუძველზე. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, ტესტების უვარგისობა რომ დაემალათ, მოიფიქრეს აბსურდული ტერმინი, ანუ ოქსიმორონი _ “უსიმპტომო ავადმყოფი”, მაგრამ, არა მხოლოდ ამიტომ _ მთავარი მიზანი იყო ტოტალური შიშის დათესვა მთელ მოსახლეობაში. ყველას ერთმანეთთან მიახლოების შიში უნდა გვქონოდა, ყოველ ჯანსაღ ადამიანში პოტენციური საფრთხე _ დაავადების გამავრცელებელი “უსიმპტომო ავადმყოფი” უნდა დაგვენახა და, თუ პირბადეც არ ეკეთა ვინმეს, ასეთი, “დაავადების შეგნებულად გამავრცელებელი”, ზიზღთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩაგდებასაც “იმსახურებდა”. ამერიკის ერთ-ერთი ავიაკომპანიის მგზავრებმა ისიც კი იკადრეს, რომ დედა-შვილი თვითმფრინავიდან ჩასვეს (ფაქტობრივად, ჩააგდეს) მხოლოდ იმის გამო, რომ დედამ თავის ორი წლის ბავშვს პირბადე არ გაუკეთა (თავად მას, რა თქმა უნდა, ეკეთა). აი ეს იცის დიდმა შიშმა და აქ უნდა გავიხსენო სამხედრო დამნაშავის, ნაცისტურ გერმანიაში გავლენის მხრივ მეორე პირის _ ჰერმან გერინგის მიერ ნიურნბერგის პროცესზე მისთვის დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე გაცემული პასუხი: “იმისათვის, რათა ადამიანები მონებად აქციო, ერთადერთი, რაც ხელისუფლებას სჭირდება _ ეს შიშის დათესვაა… და, თუ თქვენ ისეთ რამეს მოიფიქრებთ, რაც მათ დააშინებს, თქვენ შეძლებთ, აიძულოთ ისინი, გააკეთონ ყველაფერი, რასაც კი მოისურვებთ”. როგორც ვხედავთ, დღეს, ნიურნბერგის პროცესიდან 76 წლის შემდეგ, გლობალისტები ზოგადოდ თუ მსოფლიო მთავრობად წოდებული ძალა წარმატებით იყენებს გერინგისგან ნასწავლ მეთოდს და, პირაკრული, უსიტყვოდ დამყოლი ხალხის შემყურე, ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა უკვე გვაქციეს მონებად.
ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გვრჩება პასუხგაუცემელი. როცა ყველანი მოწმე ვართ კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატებისა პერიოდულად, როგორ ავხსნათ ასეთი შეუსაბამობა _ კოვიდსიკვდილიანობის აშკარა მატების ფონზე რატომ არ შეიცვალა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა, უკოვიდო წლებთან შედარებით? ახსნა მარტივია: იმავე ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გრიპისა და სხვა სეზონური ვირუსული რესპირატორული დაავადებების შემთხვევებმა 2020 წლის სეზონზე წარმოუდგენლად (99,75 %-ით) იკლო 2019 წელთან შედარებით (საშუალო თვიური მაჩვენებელი იყო 4 800 და გახდა მხოლოდ 12). განა ასეთი რამ ოდესმე მომხდარა? რა თქმა უნდა, არასოდეს. სეზონური დაავადებები, რომლებიც ყოველწლიურად მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩევა, ასე უცებ, ერთ სეზონზე არ ქრება! ასეთი რამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი _ როცა შეგნებულად, ზემდგომი ინსტანციიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, არასწორ დიაგნოზს (ჩვენ შემთხვევაში, კოვიდ-19-ის დიაგნოზს) სვამენ. საქმე ის არის, რომ კოვიდის მსგავსი თუ არამსგავსი ყველა დაავადება, მხოლოდ პი-სი-არ ან რაპიდ-ტესტების დადებითი პასუხის საფუძველზე ავტომატურად კოვიდ-19-ს მიეწერება. აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მოსახლეობაზე განხორციელებულ უპრეცედენტო ძალადობას: მიქელ-გაბრიელით რეგულარულად დაშინებას, მკაცრ შეზღუდვებს, კარანტინებს, ლოკდაუნებსა და კომენდანტის საათების დაწესებას, სამწუხაროდ, თავისი შედეგი მოაქვს, სასოწარკვეთილი ხალხი ნელ-ნელა ნებდება, ემორჩილება მსოფლიოსთვის თავსმოხვეულ პოლიტიკას, ემორჩილება იმ ძალას, რომელსაც “საფულის ჩვენი საშინელი ძალა” უწოდა თანამედროვე სიონიზმის მამამ, თეოდორ ჰერცლმა. სწორედ ამ ძალით ხერხდება ყველასა და ყველაფრის ყიდვა: მეფეების, პრემიერ-პრეზიდენტებისა და პარლამენტარების, დიქტატორებისა და დემოკრატების, პროკურორებისა და მოსამართლეების, მორწმუნეებისა და ურწმუნოების, სამხედროებისა და პაციფისტების, ფილოსოფოსებისა და ხელოვანების, მრეწველებისა და ფერმერების, მიწა-წყლის, სინდის-ნამუსის, სულისა და ხორცის, მთელი სახელმწიფოების უსიტყვო მორჩილების. ამის მომსწრენი ვართ დღეს ყველანი, როცა მშვიდად ვაკვირდებით კოვიდთან დაკავშირებით მსოფლიოში შემოღებულ უდიდესი საფრთხის შემცველ და ზიანის მომტან ზომებს: ცხვირ-პირზე მჭიდროდ აკრული პირბადეებით დაწყებული და აბორტირებული ნაყოფის უჯრედებზე დამზადებული, გენებზე ზემოქმედი კოქტეილებით მიმდინარე საყოველთაო ვაქცინაციით დამთავრებული.
ამის შემხედვარე კაცი იძულებულია, ირწმუნოს ამ ყოვლისშემძლე, აურაცხელი სიმდიდრის მქონე ადამიანებზე ნათქვამი ის სიტყვები, რომლებსაც ებრაული წარმოშობის გერმანელ მეწარმეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს (1922 წლის თებერვალ-ივნისში) _ ვალტერ რატენაუს მიაწერენ: “მათ ისეთი ძალა აქვთ, რომ შეუძლიათ, მსოფლიოს ერთ ნახევარს მძ****ი აწარმოებინონ და მეორე ნახევარს აჭამონ” (ი. ლანდოვსკი “წითელი სიმფონია”.1968 წ.). ვინ იგულისხმება “მათ”-ში? ამის გასაგებად ძალიან მარტივი მეთოდი შემოგვთავაზა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ვოლტერმა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში: “ვისი კრიტიკაც გეკრძალებათ, ის ბატონობს თქვენზე”. უკეთესად და უფრო ლაკონურად ვერ იტყვი.
რევოლუციონერ კამოს მენიუზე, დიდი ხანია, გადაყვანილები ვყავართ (გადატანითი მნიშვნელობით, ცხადია). ინფორმაციულ საკენკს თუ სალაფავს ვგულისხმობ, მაგრამ 2021 წლიდან უნდათ, “საფირმო კერძსაც” რომ შეგვაჩვიონ _ ათასი შხამიანი შენაერთის, მძიმე ლითონების, კონსერვანტების, პესტიციდების, კიბოსა და აბორტირებული უჯრედების, ვირუსების, ბაქტერიებისა და კიდევ რამდენიმე ათეული უცნობი ქიმიური ნივთიერების (რომელთა სახელებს მწარმოებლები არ ამხელენ) რაღაც ნაზავს, ვაქცინას რომ უწოდებენ და, რომელსაც თავიანთ შვილებს ახლოსაც არ აკარებენ, ძალით გვატენიან _ გვიშხაპუნებენ. როგორც საქონელს, როგორც ნახირს ისე გვეპყრობიან!
უბედურება არის ის, რომ სამსახურეობრივად ვალდებული სამი პროფესორიდან (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) არც ერთი იმის ღირსადაც არ გვთვლის, გასაგებად აგვიხსნას, გვიპასუხოს, რა მიზანს ემსახურება მათ მიერ შემოღებული (ჯანმოდან მიღებული მითითებების შესაბამისად, უდავოდ) ბევრისთვის გაუგებარი კოვიდსაწინააღმდეგო ზომები _ არაფრის მომცემი, ხშირად უაზრო და ჯანმრთელობა–ეკონომიკისთვის საზიანო შეზღუდვები. კოვიდპანდემიის პრობლემებზე, არათუ სამეცნიერო კონფერენცია, ტელედისკუსიაც კი არ გაუმართავთ სხვადასხვა პოზიციის მქონე მეცნიერებს შორის, სამი-სამზე ფორმატშიც კი. რა თქმა უნდა, სათვალავში ჩასაგდები არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც, ათასში ერთხელ კრიტიკულად განწყობილ ერთ-ორ მეცნიერს მიიწვევენ სტუდიაში და მათ სხვა, არასპეციალისტი სტუმრები ტელეწამყვანებთან ერთად, აზრის დასრულების საშუალებას არ აძლევენ (როგორც ეს მოხდა გადაცემა “პრაიმ-ტაიმში” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში).
მულტიმილიარდერი ოჯახების მსოფლიო მთავრობის მთავარი მიზანი “კოვიდ-19-ზე რეაგირებისა და სტრატეგიული მზადყოფნის პროგრამის” შესრულებაა, რომელსაც მის დაქვემდებარებაში არსებული მსოფლიო ბანკი კურატორობს. იგი 5-წლიანია და 2020 წლის 2 აპრილიდან 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს. ამ პროგრამის დაწვრილებითი სამოქმედო გეგმა კი ასეთია: იზოლაცია, ტესტირება, ვაქცინირება, ყველა სახელმწიფოში მოქალაქეებზე თვალთვალის დაწესება მათზე იძულებითი ზომების გამოყენების ჩათვლით.
ასე რომ, არ ინერვიულოთ – არც კორონავირუსის ახალ-ახალი შტამები მოგვაკლდება და არც კოვიდპანდემიის ახალ-ახალი ტალღები, სანამ… მეცხრე ტალღა არ გადაგვივლის. ვიჯდეთ ბაიყუშებივით და მორჩილად ვუყუროთ ჩვენს “ნათელ მომავალს” _ თუ როგორ აშკარად ხორციელდება პრაქტიკაში ვალტერ რატენაუს 100 წლისწინანდელი ნათქვამი, როგორ გვაწარმოებინებენ და ჩვენივე ხელით როგორ მიგვართმევინებენ იმას… რაც მოეპრიანებათ.
იაკობ ლეჟავა