ჯორჯ სოროსის ფულით ნაკვები არაკომერციული ორგანიზაცია Open Society Justice–მ და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა, მაგალითად, როგორიც არის Amnesty International-ი, პოლიციისა და ჟანდარმერიის ქმედებების გამო საჩივრით მიმართეს საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს.
როგორც 220-გვერდიან მოხსენებაშია ნათქვამი, წესრიგის დასაცავად მიღებული ზომები (კერძოდ, პიროვნების შემოწმება) განპირობებულია, როგორც Open Society Justice-ს იურისტები აღნიშნავენ, უწინარესად, თვით სამართალდამცველების რასობრივი ცრურწმენებით, რადგან ადამიანებს, პრაქტიკულად, მხოლოდ “ეთნიკური კუთვნილების ან კანის ფერის მიხედვით” უმოწმებენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს _ საბუთების წარმოდგენის მოთხოვნა ეხება მხოლოდ მათ, ვინც რასობრივად განსხვავებულია.
Open Society Justice-ი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა-შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება ისე, როგორც სოროსის იურისტები მიიჩნევენ მართებულად, მაშინ საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
აღსანიშნავია, რომ, პრაქტიკულად, ყველა არეულობა, როგორც საფრანგეთში უწოდებენ, “არამდიდარ გარეუბნებში” (თუ თავის სახელს დავარქმევთ _ ეთნიკურ გეტოებში) გამოწვეული იყო დოკუმენტების შემოწმებით.
შემოწმების პროცესი შეიძლება დასრულებულიყო იმ ადამიანების დაღუპვით, რომლებსაც დოკუმენტებს უმოწმებდნენ, როგორც ეს მოხდა კლიში-სუ-ბუაში, როცა მოზარდები (საფრანგეთის მოქალაქეები და არა მიგრანტები), პოლიციელებისგან გაქცევის მცდელობისას დაიმალნენ ტრანსფორმატორის ჯიხურში, სადაც ცოცხლად დაიწვნენ; და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადგომით დოკუმენტების შემმოწმებელი ადამიანებისა, როგორც ეს მოხდა ავინიონში მიმდინარე წლის მაისში, როცა ტყვია ესროლეს ჟანდარმს, რომელმაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოითხოვა.
კონტროლი, რომლის დაწესებასაც ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში, ეხება ნარკოტიკების გასაღებას. თუ ნარკოტიკის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ნარკოტრაფიკთან (რომელმაც პანდემიის პირობებში მრავალჯერ მოიმატა) დაკავშირებული ქმედებები მკაცრად ისჯება.
გეტოს ბინადრებისთვის ყველაფერი, რაც ნარკოტიკების ბრუნვას ეხება, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, ეს ადამიანები იღებენ უამრავ და გულუხვ დახმარებებს ყველაფერზე: საცხოვრებლის იჯარით დაწყებული (დაახლოებით 400 ევრო), თითოეული შვილისთვის სასკოლო ნივთებით დამთავრებული და, რა თქმა უნდა, ამ გარეუბნებში მცხოვრებთ სულაც არ სურთ ფულადი ნაკადების შეწყვეტა _ იმ ნაკადის, რომელიც მოედინება ხაზინიდან, და იმის, რომელიც ნარკომანთა ჯიბეებიდან იღვრება (ნარკოტრაფიკში _ ნარკოტიკის შენახვა–გადაზიდვაში, ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრია ჩართული).
პოლიციელებისა და ჟანდარმებისთვის, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული აქვთ არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით, არამედ შაშითაც, რომ შეიძლება “ძალის არაპროპორციულად გამოყენებასა და რასიზმში” დაადანაშაულონ, დოკუმენტების შემოწმების შესაძლებლობა თითქმის ერთადერთ მეთოდად რჩებათ, რომლითაც თუ მწვავედ არ დაუპირისპირდებიან დანაშაულს (ამისათვის საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, ამის გაკეთებას კი ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ვერ ბედავს, რადგან ეთნიკურ გეტოებში მცხოვრებთა ხმებიც სჭირდება), ისე მაინც მოიქცევიან, რომ ნარკოტრაფიკმა საზოგადოება მთლიანად არ წალეკოს, მათ შორის არასრულწლოვანებიც.
საიდუმლო არ არის, რომ ჟანდარმები და პოლიციელები დღეს დოკუმენტებს ამოწმებენ სასწავლო დაწესებულებების ახლოს, ამიტომ სოროსის იურისტებს, რომლებიც წარმოადგენენ Open Society Justice–ს, Amnesty International–სა და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს, სურთ, საფრანგეთის სახელმწიფომ თავის სამართალდამცველებს ჩამოართვას ეს თითქმის ერთადერთი პრეროგატივა.
რატომ არის დაინტერესებული ამერიკაში მცხოვრები ხანდაზმული ფილანტროპი, რომელიც გარემოცულია კეთილდღეობით, სტაბილურობით, სიმდიდრით _ ყველაფრით, რასაც მისთვის მილიარდობით ღირებული ქონება მოაქვს, იმით, რაც ხდება შორეულ ევროპაში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი იქნება, თუ გვეცოდინება, რომ ძირითადი გატაცება ბირჟის სპეკულანტისა, რომელსაც 91 წელი უსრულდება, არის ქაოსის დათესვა, რადგან სწორედ ქაოსი აძლევს მას საშუალებას, რამდენიმე საათში გამოიმუშაოს მილიარდები. ასე მოხდა 1992 წლის “შავ სამშაბათს”, როცა მისი Quantum fund–ის ბროკერებმა დაიწყეს ბრიტანული გირვანქა სტერლინგის შესყიდვა, შემდეგ კი, როგორც პატრონმა უბრძანა, ერთდროულად დააგდეს გაერთიანებული სამეფოს ვალუტის კურსი და ამით აიძულეს ინგლისის ბანკს ვალუტის დევალვაცია. ამ ოპერაციით ბრიტანეთის ეკონომიკამ რამდენიმე ათეული მილიარდი გირვანქა სტერლინგი იზარალა, სოროსი კი 1,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა. ბირჟის სპეკულანტს მსგავსი კომბინაციის განხორციელება 1995 წელს რუსეთშიც სურდა. როცა იქ ჩემოდნით ჩაიტანა თავისი ფილანტროპული არაკომერციული ორგანიზაცია “ღია საზოგადოება”.
მეცნიერებისა და უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის გასცა გულუხვი (იმ პერიოდისთვის) გრანტები (ლაპარაკი იყო არა მილიონებზე და არა ათასებზე, არამედ, რამდენიმე ასეულ დოლარზე), რომლებსაც ის თითქოს დაუნანებლად არიგებდა მარცხნივ და მარჯვნივ.
ამ “გულუხვობამ” რუსეთის მაღალ ეშელონებში კაბინეტების კარები გახსნა და ყველაზე “მაღალ” კაბინეტში თანხის ვალად გაცემა სთხოვეს _ 1990-იან წლებში, პენსიებისა და ხელფასების გაცემა, რბილად რომ ვთქვათ, რეგულარულად ვერ ხერხდებოდა. და, სოროსმაც გაიღო რამდენიმე ასეული მილიონი იმისთვის, რომ რუსეთის ხაზინას თავისი ვალდებულებები შეესრულებინა.
სწორედ იმხანად დასმულ კითხვაზე _ როგორ უნდა მოვიხსენიოთ დსთ–ში შესული ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, სპეკულანტ–ფილანტროპმა უპასუხა: “უბრალოდ, უწოდეთ _ სოროსის იმპერია”.
იმხანად რუსეთში საკმაოდ ბევრი გაიძახოდა, რომ “სოროსი გვეხმარება თავისუფალი რუსეთის აშენებაში და იქ, სადაც მისდევს ქველმოქმედებას (sic!), ბიზნესით არ არის დაკავებული (re sic!)”.
ამ მტკიცებულებების ჩარეცხვა კანალიზაციაში უკვე ორი წლის შემდეგ შეიძლებოდა _ კონსორციუმმა, რომელშიც სოროსს დიდი წილი ჰქონდა, უბრალოდ, იყიდა “სვიაზინვესტი”. ამით ფილანტროპმა ხელში ჩაიგდო რუსეთის, პრაქტიკულად, ყველა ტელეკომუნიკაცია.
უნდა ითქვას, რომ რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ 2000 წლის შემდეგ სწრაფად გაარკვია, ვინ იყო მისტერ სოროსი, და ბირჟის სპეკულანტი მის “ღია საზოგადოებასთა” ერთად, რომელმაც რუსულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ენდრიუ ბივორის (მის კალამს ეკუთვნის თეზისი მილიონობით გერმანელი ქალის გაუპატიურების შესახებ) წიგნი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სოროსმა სრულად ვერ შეძლო ეროვნული სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის შეძენა _ რუსეთმა შემოიღო ტენდენციის გამჭვირვალეობა და მას განუხრელად იცავდა, შედეგად ფილანტროპს მორიგი გეშეფტის (სპეკულაციური გარიგება _ გ.გ.) საშუალება ხელიდან გამოეცალა.
2000-ნი წლების დასაწყისში სოროსმა ყურადღება გადაიტანა ევროპაზე _ ფინანსურად ეხმარებოდა ევროპის საბჭოს, Qფილანტროპის არაკომერციული ორგანიზაციები კი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თეზისების შექმნის საქმეში გონებრივი ცენტრის როლს ასრულებენ; არ დავიწყებია არც ევროპის სასამართლო ხელისუფლებაც _ ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში იურიდიული კორპუსის დიდი ნაწილი ან მუშაობდა ბირჟის სპეკულანტის დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებში, ან ჰქონდა ისეთი კონტაქტები, რომლებიც ხვდებოდა ფორმულირებაში: “ინტერესთა კონფლიქტი”. მაგრამ ეს, ისევე როგორც ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალების გადასვლა სოროსის დაფინანსებით ხდებოდა, ქაღალდზე დაწერილ ასოებად დარჩა.
სოროსის მოღვაწეობის შესაზღუდად თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ რამე ზომა (უნგრეთი და ორბანი გამონაკლისია) და, ალბათ, არც მიიღებენ, ამიტომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ საფრანგეთს, შემდეგ კი ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომლებიც ნარკოტიკების გავრცელებისა და არალეგალების შესევის შეჩერებას შეეცდებიან, სარჩელი ელოდება.
საერთო ჯამში, ფონდი Open Society, რომელშიც უამრავი არაკომერციული ორგანიზაცია შედის, დაახლოებით 17 მლრდ დოლარს ფლობს.
ევროკავშირის სახელმწიფოებს, რომლებიც ცდილობენ, არალეგალთა ნაკადების შესევა და ნარკოტრაფიკი შეაჩერონ, ძალიან ცოტა ფულადი რესურსი აქვთ და, ამასთანავე, არ არსებობს პოლიტიკური ნება, დაუპატიჟებელ “კეთილისმყოფელს” კარისკენ მიუთითონ.
ის, რომ ახალი “შავი” დღისთვის, ორშაბათი იქნება ეს, სამშაბათი თუ ოთხშაბათი, როცა მორიგი ნარკომოვაჭრე მოკლავს პოლიციელს ან მორიგი არალეგალი მოაწყობს ტერაქტს, სიცოცხლითა და კეთილდღეობით ზღავენ რიგითი ადამიანები, აშკარა პერსპექტივაა.
ასეთია ამ Open Society Justice-ის ღია საზოგადოების ფასი, როცა მავნე იდეებსა და დოქტრინებს, მიმართულს რამდენიმე ადამიანის გასამდიდრებლად, კეთილგონიერებასა და ადამიანების ზრუნვაზე მაღლა აყენებენ.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ