რამხელა შვებად ახლავს გაღვიძებად წოდებული ხსნა კოშმარულ სიზმარს, რომლის გახსენება აშფოთებს იშვიათობად ქცეულ სიმშვიდეს, მაგრამ სად წახვალ, როგორ დააღწევ თავს ამ უბედურებად თავსმოხვეულ სინამდვილეს, შენს ქვეყანას სევდასავით რომ გადაჰფარებია.
განგების მიერ ნაბოძები გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობით ადამიანს დედამიწაზე სიკეთისა და სიყვარულის დამკვიდრება შეუძლია, სატანამ ბოროტება წყევლასავით რომ აადევნა. მტრობით დანგრეულს ადამიანი სიყვარულით აშენებს, ამაზე ბრწყინვალე განმარტებას იძლევა ქართული ხალხური სიბრძნე: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია…” მაგრამ ამ მოზღვავებული ბოროტების გაკეთილშობილებას სიყვარული რომ ვეღარ აუდის?!
დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს ერთი საზრუნავი აქვთ _ ჭამონ და მოისვენონ. მაძღარი მტაცებელი არავის ერჩის, ადამიანს კი, რაც უფრო მაძღარია და ბევრი ქონება მოუხვეჭია, უფრო მეტი უნდა. ძალაუფლებისკენ ლტოლვა გაუმაძღრობაშეყრილთა საშინელი დაავადებაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას უფსკრულისკენ მიაქანებს.
ადამიანები დასაბამიდანვე ურთიერთმოსპობის გაწამაწიაში არიან. ადრე თუ ამისათვის ხმალი და შუბი ჰყოფნიდათ, ახლა იმხელა ენერგიას ახმარენ ომისთვის მზადებასა და ომს, რომ უდაბნოებს წალკოტად გადააქცევდნენ. უგუნურებისგან დაგროვილ ბოროტებას ერთი წვეთიღა სჭირდება, დედამიწა უდაბნოდ რომ აქციოს. ადამიანი კი, რაც უფრო ძლიერდება გონებრივად, მით უფრო მიიწევს საკუთარი თავის განადგურებისკენ.
სისხლითა და ცრემლით გაპოხილი გზებით იარა ქართველმა ერმა დღევანდელობამდე, როცა ბევრი დიდი თუ მცირე ერი ისე მოისპო, რომ მისი ხსოვნა ბუნდოვნად თუ შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებას. არც საქართველოს ადგა კარგი დღე. უძღებ და ეგოისტ შვილთა მიერ დაქუცმაცებული მტაცებელთა საჯიჯგნი ხდებოდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მომენტში სამშობლოს ერთგულ მამულიშვილთა ძალისხმევით კვლავ წელში იმართებოდა. ქართველი ერის საამაყო მამულიშვილების, ტაო-კლარჯეთის მმართველის, დავით კურაპალატის; ქართლის მოურავის, იოანე მარუშისძის, ძალისხმევით საქართველო გაერთიანდა. ამას მოჰყვა ერის სიამაყის, დავით აღმაშენებლის, მიერ ქვეყნის აყვანა დიდების ზენიტში. შემდეგ იყო უმეცარ, ეგოისტ, განდიდების მანიით შეპყრობილ ფეოდალთა შურით სამარცხვინოდ წაგებული გარნისის ბრძოლა და ჯალალ ად–დინის მიერ სასტიკად დარბეული საქართველო; შემდეგ _ მონღოლთა პარპაშით ქვეყნის გაპარტახება; კვლავ ხსნად მოვლენილი გიორგი ბრწყინვალე და ერის აღორძინება. თემურ–ლენგის შემოსევების შედეგად აოხრებული ქვეყანა ერთიანად ითვლებოდა დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლებით. იმის მაგიერ, რომ გაერთიანებისა და ხელისუფლების გასაძლიერებლად ეზრუნათ, თავი წამოყვეს ერის მოღალატე ფეოდალებმა. სამცხის მთავარი ყვარყვარე მეფეს აუჯანყდა, მას მიჰყვა ქუთაისის ოლქის ერისთავი ბაგრატი. დამარცხებული მეფე კახეთში გაიქცა და მისი მეფუკობა იკმარა. ცალკე იყო გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, რომელსაც დადიან-გურიელი მართავდა. ფეოდალებმა დაიტაცეს დაქუცმაცებული საქართველოს ნაწილები და XV საუკუნის მიწურულს საბოლოოდ დასრულდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლა. ქვეყნის, ერისა და შთამომავლობის წინაშე უგუნურმა, განდიდების მანიით შეპყრობილმა ფეოდალებმა ასეთი მიუტევებელი ცოდვა იტვირთეს. დანაწევრებული, დაკნინებული, მტაცებელთა მიერ დაჯიჯგნილი საქართველოს გაერთიანება კი არა, მისი არსებობის სანთელი თანდათან იფერფლებოდა, როცა იმედის სხივად აკიაფდა პატარა კახი, ჩვენებურად მეფე ერეკლე მეორე, სპარსულად _ ერეკლე–ხანი. ირანის შაჰთან დამსახურებისათვის ქართლის სახანოც შეუერთეს. ამრიგად, შაჰმა ქართველების მიერ გახლეჩილი ქართლ–კახეთი უნებლიეთ გააერთიანა. მოსპობის გზაზე შემდგარ ქართველობას ხსნად რუსეთი მოევლინა. თბილისში რუსული ჯარის პირველად შემოსვლას როგორი ზეიმითა და სიხარულით შეხვდნენ, ილია ჭავჭავაძეს გულის სითბოთი გაჯერებული შთაბეჭდილებებით აქვს აღწერილი. როცა გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლელებმა, ერეკლეს შვილი დავითი არ გვინდა, ჩვენი მეფე ბაგრატიონ–მუხრანსკი უნდა იყოს, მაგან კახეთში იმეფოსო. ატყდა ჩხუბი, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი ქართლელებმა და კახელებმა. ამიტომ რუსეთის საექსპედიციო ჯარის უფროსმა ლაზარევმა ურჩიათ: რად ხოცავთ ერთმანეთს, სთხოვეთ რუსეთის მეფეს, იქნებ დათანხმდეს საქართველოს მეფობაზეო. გაუხარდათ და პეტერბურგში მყისვე აფრიეს თხოვნის წერილი, რომელსაც ქართლელებიც და კახელებიც აწერდნენ ხელს.
რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არც ერთი სკოლა არ არსებობდა. მხოლოდ 1802 წელს გაიხსნა პირველი “სახალხო სასწავლებელი”. 1830 წელს კი უკვე 90 სკოლა იყო. თავადაზნაურებმა მოითხოვეს, ჩვენც გაგვათანაბრეთ რუსეთის თავადაზნაურებთანო. კარგიო, უთხრეს, პეტიცია შეადგინეთ და მოაწერეთო ხელი. მხოლოდ ათმა პროცენტმა შეძლო ხელის მოწერა, დანარჩენებმა ჯვარი დასვეს, რადგან წერა–კითხვა არ იცოდნენ. ეს ის თავადაზნაურობაა, ყმა–გლეხებს საქონელივით რომ ყიდდა და ეს სამარცხვინო საქმიანობა მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ აღიკვეთა, სამოციან წლებში ბატონყმობა რუსეთმა გააუქმა.
რუსეთმა დაქუცმაცებული საქართველო პირიდან გამოჰგლიჯა სპარსეთსა და თურქეთს. განადგურების ზღვარზე მისული ერი გაერთიანდა, გამრავლდა, განვითარდა და გამძლავრდა. რუსეთის იმპერიაში ქართველებს ისეთივე პრივილეგიები ჰქონდათ, როგორიც რუსებს. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღვრილი სისხლით განმტკიცდა რუს-ქართველთა მეგობრობა, ნდობა და სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემით შეიკრა მათი ურთიერთობა. სად ხედავენ აქ ოკუპაციას, უცხოეთის დაკვეთით ოკუპაციის მუზეუმის შემქმნელი ვაიქართველები?! მუხთალ, უმეცარ იდიოტთა უსირცხვილობას საზღვარი არ აქვს!
ევროპასა და ამერიკაში თავიანთ ძაღლიშვილად მიღებული პოლიტიკური მოღვაწე თავისი ხალხის შენიღბული მტერია, რადგან, რასაც უცხოელთა დაკვეთით ასრულებს, თავის ხალხსა და ქვეყანას უბედურებად უჯდება. როცა კაცს საკუთარი ერის ერთგულება, სიყვარული და თავდადება არ აქვს, ის ვერც სხვას შეიყვარებს, შეუძლია, გამორჩენის იმედით ემსახუროს მტერს და სამშობლოს ამომგდები გახდეს. ამგვარ უცხოეთის ძაღლიშვილებს მათი მბრძანებლები, როცა აღარ სჭირდებათ, საღეჭ რეზინივით ყრიან სანაგვეზე.
ვინ შეიძლებოდა, აჰყოლოდა ქვეყნის უბედურებად შემოგდებულ რუსოფობიას? უცხოეთის ძაღლიშვილისთვის მყრალი ლუკმის მიგდებას ან მიგდების სურვილს!
უმადურობა საზიზღარი დაავადებაა, რომელიც ძნელად იკურნება, მაგრამ ხსოვნაში სინანულის კვალს ბოლომდე ტოვებს. ქართველი ხალხი კი უმადური არ არის, იგი დღესაც რუსეთს მეგობრად თვლის და რწმენა არ უქრება, რომ რუსოფობიის შხამით მოწამლულთა პარპაშს ბოლო მოეღება, საქართველო გაერთიანდება და ძველი მეგობრობის ჩირაღდანი კვლავ აგიზგიზდება.
ისტორიის სუსხიან გზაზე საქართველოს უამრავი საშინელი განსაცდელი გადაულახავს და ერის საამაყო მამულიშვილთა თავდადებით გამძლავრებულა. რუსეთთან მეგობრობის პერიოდში და განსაკუთრებით სოციალიზმის პერიოდში, განვითარებულ და აყვავებულ საქართველოში დღევანდელ სავალალო ყოფასთან შედრებით ნამდვილი რენესანსი იყო. იმის მტკიცებას თუ ეცდები, როგორი მძლავრი, აყვავებული და უზრუნველყოფილი ცხოვრება მოვასპობინეთ უცხოეთის ლაქია დეგენერატებს, უამრავი კრეტინი აღრიალდება, რომ კამათი უაზრობაა, რადგან თავი უცხოეთიდან ჩატენილი ნაგვით ისე აქვთ გამოტენილი, რომ ჭეშმარიტების ადგილი აღარ დარჩენილა. ისეა მომრავლებული გაკოტრებული, ცრუპენტელა, უსირცხვილო, დემაგოგ პოლიტიკოსებად წოდებულთა და იმავე უცხოეთის გოშია არასამთავრობოთა სარეველა, რომ ეროვნულ აზროვნებას ხალხთან მოსვლის საშუალებას არ აძლევენ და ყველგან მხოლოდ მათი ღავღავი ისმის; საღი, მამულიშვილური ცხოვრების დასვრის მცდელობაში თავიანთი სიბინძურით ამყრალებენ ეთერს.
წარსულის ლანძღვა, ისტორიის გაყალბება, ახალგაზრდობის სოროსიუგენდად აღზრდის მცდელობა, უფროსი და მხცოვანი ადამიანებისადმი თავხედური მოპყრობის ჩათესვლა, რა ჩამოთვლის იმდენ უზნეობას, რაც ცრუ დემოკრატიისთვის ბრძოლის საბაბით ევროპულ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას ახლავს თან. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ გადაგვარებულ გარყვნილთა ავანგარდში მყეფავ გოშიად საქართველოს გადაქცევა უნდათ _ ფორმალურად ვითომ დამოუკიდებელი, ამერიკის ელჩის ბრძანების გარეშე ნაბიჯსაც რომ ვერ გადადგამს. ამგვარი ბუტაფორიული ხელისუფლება კოლონიებსაც ჰყავთ. სხვა რა უნდა ეწოდოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთხმად მიღებას, ნუთუ ასე განიძარცვა ქართველი კაცის სიამაყე?! შედეგად ეს გადაგვარებული გარყვნილები თავიანთი ბინძური დროშის ფრიალით რუსთაველის გამზირზე დარბიან და პატიოსნების, ზნეობრივ-მორალური სიწმინდის შეცვლას ითხოვენ უზნეობითა და გარყვნილებით. ცხოვრება კი შეუჩერებლად მიგორავს უკან, თუ ასე გაგრძელდება, ბატონყმობაში ამოვყოფთ თავს; თუმცაღა ბევრიც აღარ გვიკლია, როცა ერთი მუჭა მიწათმფლობელები, ბიზნესმენად წოდებული ბურჟუები, ვაჭრებად გასაღებული სპეკულიანტები და თაღლითები მდიდრდებიან, მშრომელი ადამიანები კი ღარიბდებიან და იძულებულები ხდებიან, სამშობლოს მიტოვებაში ეძებონ გამოსავალი ან მოახლეებად, მსახურებად, შავ მუშებად ემსახურონ გაზულუქებულ თანამემამულეებს. ამგვარი დამოუკიდებელი ცხოვრება გამოვთხარეთ სოციალური კეთილდღეობის ნგრევა–თხრით. იქნებ მენშევიკური საქართველო იყო დამოუკიდებელი, ჯერ გერმანელები, შემდეგ ინგლისელები რომ დათარეშობდნენ, თურქეთს კი შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა. რუსეთი რომ არა, ქართველების ხსენებას გააქრობდნენ ისე, როგორც გააქრეს კოლა-არტაანში, შავშეთში, კლარჯეთში, იმერხევსა და ოლთისში. აჭარაც იმ “ოკუპანტი” წითლების ძალისხმევით შემორჩა დედასაქართველოს. სად ჰყავდათ მენშევიკებს ჯარი? თვითონ გარბოდნენ, ჯარი დაიშალა და ყველა შინ დაბრუნდა. მენშევიკური გვარდია კი მხოლოდ მათ მოწინააღმდეგეთა დამსჯელად თუ გამოდგებოდა. არც იმის გაგება უნდათ, დამფრთხალი მენშევიკების მიერ გატაცებული განძი, დღესაც რომ არ იციან, რამდენი ყუთი იყო და რამდენი გააქრეს, ჩამორთმეული კი, სტალისნის თხოვნით, დე გოლმა საქართველოს რომ დაუბრუნა. მენშევიკების მიერ გატაცებული, უკვე დაკარგული განძი ვინც დააბრუნა, “ოკუპანტია”, მენშევიკები კი _ ერისკაცები?!
სატანადქცეული უძღები შვილების ვერაგობა ქართველ ხალხს ხშირად უწამლავდა პატიოსანი შრომის უშფოთველობას; არც სოციალიზმის ბოლო წლები გამოდგა გამონაკლისი. სტალინის აჩრდილთან მებრძოლი კრემლის თავქარიანი და ყეყეჩი ბღენძების სულელური რეფორმებით აირია ქვეყანა _ მომხვეჭელობა, მექრთამეობა, მლიქვნელობა მკბენარივით მომრავლდა და გაძვრა შევარდნაძე საქართველოს თავკაცად. კრემლის გადაბერებული ბღენძების გულის მოსაგებად ქართველების ავტორიტეტის შესალახად იღვაწა. საბჭოთა კავშირში დაწინაურებულმა, ღალატის ღრმა კვალი იქაც გაავლო. ამ მუხთლობის ნოტზე აწყობილი არსების საქართველოში მობრუნება შეიძლებოდა?! წავიდა და ქართველთა საუბედუროდ უცხოეთის ლაქია ძაღლიშვილთა ხროვა დატოვა, რუსეთთან ურთიერთობა რომ არ აღდგენილიყო, რუსეთ–საქართველოს ომად გასაღებული ავანტიურა მოაწყვეს და ახლაც გვარიანად აფერხებენ ისედაც გაწამებული ქართველი ერის გამთლიანება–აღორძინებას. ქართველი ხალხისა და მისი ღირსეული შვილების რუსეთის მიმართ დამსახურებისადმი უმადურობის გრძნობით მოწამლულთა სიმცირეს არც საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროში განიცდიდნენ, სტალინის გენიის სითბოს მიფიცხებულები დაგროვილი ღვარძლის დანთხევის მომენტს რომ უცდიდნენ. გარდაიცვალა სტალინი და ქვეყანას მოაკლდა მისი გენიალური აზროვნების ენერგია, მაგრამ ცოცხალი იყო მეორე ქართველი, ბურჯივით რომ ედგა საბჭოთა კავშირის მყარად ნაგებ ძლიერებას. ახლა უკვე გასაოცარი მონდომებით გაერთიანდნენ კრემლის უმეცარი უმადურნი ლავრენტი ბერიას მოსასპობად. ისე ეშინოდათ მისი, რომ მოსკოვი ტანკებით გაავსეს, ვერაგულად მოკლეს, გამოაცხადეს კი, ვითომ დააპატიმრეს და სამარცხვინო სასამართლო პროცესი მოაწყვეს. იმპერიალიზმის რისხვას იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტობა მიაწერეს. მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და აქედან დაიწყო უმეცართა სამარცხვინო დიქტატურა. საბჭოთა კავშირს მძლავრი სოციალური კეთილდღეობა კი არ მიაქროლებდა, შემორჩენილი ენერგიით მხოლოდ მიგორავდა. ტაკიმასხარა ხრუშჩოვი და მისი ამფსონები სტალინზე შეთხზული ცილისწამებითა და სიბრძნით ნაგები სახელმწიფოს ღრღნით იკმაყოფილებდნენ ვნებებს. შედეგად ცხოვრებამ უკანსვლა დაიწყო. ადრე სხვა ქვეყნებს რომ ამარაგებდა პურით, ახლა თვითონ დაიმშა. ხრუშჩოვი, არყით ყოველი გალეშვისას ქართველების გადასახლებით რომ იმუქრებოდა, თავის ნაბოდვარს გაჰყვა. უკანსვლამ სიჩქარეს უმატა, კრემლის თავკაცის უმეცრება და ორდენებზე გადარევა ანეკდოტების პროდუქტად იქცა, არქიკრეტინმა გორბაჩოვმა კი ქვეყანა საბოლოოდ დააქცია. რუსეთს ამგვარი გარეწარი არ ახსოვს. დაიშალა საბჭოთა კავშირი მასში მცხოვრები ხალხების საუბედუროდ. უზარმაზარი სახალხო ქონებმა ადამიანმა–ვირთხებმა დაღრღნეს, დაიტაცეს და ამდენი ხნის გმირული შრომით შექმნილი სიკეთე გააჩანაგეს. რუსეთმა ისეთი ღალატი იგემა, რომ ქვეყანა სტალინისდროინდელთან შედარებით აჩრდილიღა დარჩა. საბჭოთა კავშირმა უნგრეთში ფაშისტური ამბოხება რომ გაანადგურა, მაშინ სხვა რუსეთი იყო. ვერც ჩეხოსლოვაკიის დაშოშმინებისას გაატოკა ნატომ ხელი, ახლა უკრაინიდან ცენტრალურ რუსეთს რომ უღრენს. დღეს ის რუსეთი აღარ არის, საბჭოთა კავშირის დაშლით გაძარცვული, დატაცებული და დაკნინებული უცხოეთის საჯირითოდ რომ იყო მიწაზე გართხმული, მაგრამ არც ისეთია, სტალინის გენიით გამძლავრებული კაცობრიობას ადამიანთა ბედნიერებისაკენ მიმავალ გზას რომ ასწავლიდა. რუსეთი ფეხზე წამოდგა, მაგრამ საბჭოთა კავშირისდროინდელ დიდებას რომ მიაღწიოს, სოციალიზმის კანონებით უნდა იცხოვროს რუსი ხალხის საკეთილდღეოდ და არა ოლიგარქების, მილიონერებისა და მილიარდერების სტომაქის ამოსავსებად; ახლა კი კუთხეში მიმწყვდეულ მოკრივესავით თავს იცავს მხოლოდ.
უკრაინა და რუსეთი ერთი მთლიანი ორგანიზმია ხალხით, რწმენით, სისხლითა და ხორცით. ვინ გაყო უკრაინა რუსეთისგან? იმავე ევროატლანტიკურმა რვაფეხამ მტაცებლის სიფათზე დემოკრატიისათვის მებრძოლის ნიღბით, ბინძურ ლგბტ–თა ფერებით შეთხუპნილი დროშების ფრიალით მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას რომ აწყობენ და მიზნად დაუსახავთ ხალხების გარყვნა, გაბინძურება, უზნეოთა მორჩილ არსებებად გადაქცევა.
ევროპელმა ჯვაროსნებმა ქრისტეს საფლავის გამოხსნის საბაბით, ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით მოწყობილი ლაშქრობები სამარცხვინოდ დაასრულეს. ამ ავანტიურის სიმბოლო _ დროშა ევროატლანტიკელმა ლიბერასტებმა ნაციონალთა ხელით საქართველოს შეაჩეჩეს, უცხო სხეულივით რომ მოერგო უზნეობასთან შეჭიდებული ქართველი ერის ორგანისმს, ისე, როგორც ევროკავშირის დროშის ფრიალი _ სახელმწიფო სიმბოლოდ. ქართველთა ოჯახში უზარმაზარი ტრაგედიაა, თუ სქესობრივად გაუკუღმართებული წევრი ჰყავთ. ნარკომანს, ლოთს ან ჭკუაშეცდენილს თანაგრძნობა და მკურნალობა სჭირდება, სქესობრივად ბილწ უკუღმართთა არსებობა კი ყოველმხრივ სამარცხვინო და სავალალოა.
განა ეკადრება ზნეობრივად სპეტაკი, ადამიანური ცხოვრების საამაყო ტრადიციების მქონე ერს სამარცხვინო ლგბტ-კანონი შეაჩეჩო და დაავალო, უზნეო ევროატლანტიკური რეკომენდაციების შესრულება?! როგორ შეიძლება ის ქვეყანა შენი პარტნიორი იყოს, რომელსაც ერთი და იმავე სქესის პირთა შორისა ქორწინება დაკანონებული აქვს და სხვისგანაც ამის დაკანონებას მოითხოვს?! რა უნდა გჯეროდეს ევროამერიკელების, ოცი წლის განმავლობაში ავღანეთში ვითომ ტერორისტებს რომ ებრძოდნენ, ჰეროინით ვაჭრობა ზენიტში აიყვანეს და ახლა სამარცხვინოდ გამოპარულებმა, ქვეყანა ისევ ტერორისტ თალიბებს შეატოვეს; ამისათვის დაღვარეს ქართველ ვაჟკაცთა სისხლი ევროამერიკელთა ლაქია ძაღლიშვილებმა?! განა შეიძლება, ხალხის წინააღმდეგ შემართულ, პედარასტების სიბილწის, თავხედობისა და აღვირახსნილი უსირცხვილობის დამცველ არსებას სახალხო დამცველი ეწოდოს?! ეს ყველაფერი ჩვენთან ხდება და ვითმენთ. ევროატლანტიკური ლიბერასტები კი უზნეობისა და გარყვნილების ფერებით შეთხუპნილი დროშების აფრიალებას ცდილობენ საქართველოში. მაშ, რა უნდა ეწოდოს პარლამენტის წინ პედერასტების მიერ მათი სიმყრალისფერი კარვების უსანქციოდ გაშლას და დღედაღამ იქ ყოფნის სურვილს? ახლა გამოდიან ქეციანი, გაკოტრებული, პოლიტიკოსებად წოდებული პარაზიტები, უცხოეთის მიერ დაპროგრამებული, ჟურნალისტებად წოდებული სოროსიუგენდები, ევროატლანტიკურ ლაქიათა ხროვა და, გამძვინვარებული ხალხის შეკავება პოლიციას რომ გაუძნელდა, ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ, რატომ კარგად არ დაგვიცავიო; არადა, ამ აქციის მოწყობა ბოლოს მაინც ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნას ემსახურებოდა. ხალხის ნდობადაკარგული, მეხუთე კოლონად ქცეული გაკოტრებული პოლიტიკოსები ახლა ლგბტ დროშის ფრიალით ცდილობენ ხელისუფლების უზურპირებას. რა ქნას ხელისუფლებამ ამ აღვირახსნილი ლიბერასტების პარპაშის პირობებში?
საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა გაბედა და ამერიკაში დოლარებით დატვირთული გემი გაგზავნა, ამის ეკვივალენტი ოქრო მომეცითო. შედეგად საფრანგეთში სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები მოაწყვეს და დე გოლი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ევროპის დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტს დოლარის სიყალბის გამჟღავნება არ აპატიეს. საქართველოს ხელისუფლების დამხობა გაუჭირდებათ, როცა ყველა სახელმწიფო უწყებაში მათი წარმომადგენელი ზის და ამერიკის ელჩი, ძალაუფლებით მეფისნაცვალს რომ აღემატება, ხელისუფლებას საყვედურობს: ეს გარყვნილები რატომ კარგად არ დაიცავითო.
ხელისუფლებას კი ორი არჩევანი აქვს: ან ევროატლანტიკური მბრძანებლის სურვილით, ლგბტ-თა მხარე დაიჭიროს და მათი დროშა ხუთჯვრიან და ევროკავშირის დროშებთან ააფრიალოს, რითაც ხალხის დამსახურებულ რისხვას მიიღებს; ან ხალხთან დადგეს და სამშობლოსთვის თავდადებულის სახელი დაიმსახუროს.
მე კი ხალხს გულისტკივილით მივმართავ:
უბეში გიზის, თავს იგდებს
ბილწი, ღალატის ჩამდენი,
ერთი კი არა, ბევრია,
აუ, სად გაჩნდა ამდენი?!
არ გეკადრება ჩათვლემა,
როცა ბუდეში გყავს მტერი,
გამოიფხიზლე, თორემა
უკვე გექცევა თავს ჭერი!
გივი სომხიშვილი, მწერალი