Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში მკვეთრად მოიმატა სეპარატისტულმა განწყობებმა

აშშ-ში მკვეთრად მოიმატა სეპარატისტულმა განწყობებმა

აშშისა და დიდი ბრიტანეთის კვლევითი ორგანიზაციების _ BrightLine Watchისა და YouGouის გამოკითხვის შედეგები სენსაციური აღმოჩნდა: აშშის სამხრეთში მცხოვრები რესპუბლიკელების 66%-სა და დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი დემოკრატების ნახევარს სურს, რომ აშშ გამოეყონ.

მთავარი დასკვნა, რომელსაც ამ გამოკვლევის ავტორები აკეთებენ, არის ის, რომ რესპუბლიკელთა ელიტები უფრო აქტიურად აღვივებენ სეპარატისტულ ვნებებს, ვიდრე მათი კოლეგა-დემოკრატები _ 2020 წელს რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პირები და კანონმდებლები ტეხასში, ვაიომანგში, ფლორიდაში, მისისიპისა და მიჩიგანში საჯაროდ განიხილავდნენ აშშდან გასვლის საკითხს.

ექსპერტთა აზრით, ეს ვითარება პოტენციურად სახიფათოა ამერიკული დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუტებისთვის და, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნონ ეს რისკები ჩვენი მმართველობის სისტემისთვის”, _ ნათქვამია გამოკვლევის შედეგებისადმი მიძღვნილ მოხსენებაში. ვითარების შესასწავლად BrightLine Watch-მა და You Gou-მა ერთ ჯგუფში გააერთიანეს პოლიტოლოგები “დემოკრატიული პრაქტიკის, მისი მედეგობისა და პოტენციური საფრთხეების მონიტორინგისთვის”, შემდეგ კი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოხსენება გამოაქვეყნეს.

წინასწარ უნდა ითქვას, რომ გამოკვლევის შედეგებმა ძალიან შეაშფოთა ექსპერტები _ დაადასტურა მათი შიში, რომ დემოკრატიის ამერიკული მოდელის წარმატებაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, ნაადრევია.

აი, რა წერია მოხსენებაში:

“როცა ქვეყანას 245 წელი უსრულდება, ამერიკელებს აქვთ თავიანთი დემოკრატიის მდგომარეობის გამო შეშფოთების მიზეზი. 2021 წლის ივნისში ჩვენ შერჩევით გამოვკითხეთ რიგითი ამერიკელები და პოლიტოლოგები აშშ-ში დემოკრატიის შედეგებზე, საფრთხეებზე, რომლებსაც ის ეჯახება და იმის შესახებ, როგორ და რა გზებით უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკოსებმა ეს საკითხები. ჩვენ აღმოვაჩინეთ ღრმა პარტიული პოლარიზაცია წარმოდგენებში იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი ამერიკულ დემოკრატიაში, და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, ეს ყველაფერი რომ გამოსწორდეს. ამას გარდა, ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

ექსპერტთა გამოკითხვის მთავარი დასკვნა არის შემდეგი: მკაცრი საინვესტიციო პოლიტიკა, უზენაესი სასამართლოს ბლოკირება ან სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატურების ბლოკირება, ამომრჩევლებზე ზემოქმედება, ფლიბუსტიერი (სენატორების მიერ ტრიბუნის მიტაცება სიტყვით ხშირად გამოსვლის გზით) _ კანონპროექტების განხილვა, არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე და ა.შ.

ექსპერტები სერიოზულ საფრთხეს ხედავენ იმ კანონპროექტებში, რომლებიც ხელყოფს ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ზღუდავს ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემას.

მოხსენებაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ პოლიტიკური განხეთქილებისა და კულტურული ფასეულობებისთვის გამუდმებული ომის პირობებში აშშის სამხრეთში მცხოვრები რესპუბლიკელების 2/3-სა და დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი დემოკრატების ნახევარს ქვეყნიდან გამოყოფა და საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურს.

საერთო ჯამში, სამხრეთელთა 44% მხარს უჭერს აშშ-დან გასვლას, დასავლეთ სანაპიროზე (რომელიც, აგრეთვე, მოიცავს ალასკასა და ჰავაის კუნძულებს) აშშ-დან გასვლის მომხრეა ამერიკელთა 39%, მაგრამ დემოკრატებს შორის ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია _ 47%, რესპუბლიკელების ეს მაჩვენებელი კი 27%-ს არ აღემატება, დამოუკიდებელთა რაოდენობა 33%-ია, აშშ-ის სამხრეთი, აგრეთვე, დასავლეთი სანაპირო აშშ-ის ის ორი რეგიონია, რომლებშიც დამოუკიდებლობის მომხრე ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ამერიკელების 34%-მა განაცხადა, რომ სურს, გავიდეს ფედერაციიდან, ამასთანავე, დემოკრატებისა და დამოუკიდებლების მაჩვენებლები, შესაბამისად, 39% და 35%-ია; ამ იდეის მხარდამჭერი რესპუბლიკელების რაოდენობა კი _ 26%. ამასთანავე, მთიან შტატებში ამერიკელთა მესამედს სურს, აშშ-დან გასვლა, ამის მსურველია რესპუბლიკელთა 43%, დამოუკიდებლების _ 35%, დემოკრატები კი მხოლოდ 17%-ს შეადგენენ.

BrightLine Watch-მა ამ ციფრებს “დამთრგუნველი” უწოდა, ჟურნალისტმა კრისტოფერ ინგრემმა კი _ “ყველაზე საგანგაშო მონაცემები, რაც კი ბოლო პერიოდში უნახავს”. ინგრემის თქმით, გამოყოფის მომხრე ამერიკელთა უმრავლესობა უფრო “პარტიულ სიგნალებს” გზავნის. მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც გამოყოფის მომხრეთა რაოდენობა მეტია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებში, არის ის, რომ ქვეყანაში “პარტიული ელიტები უპასუხისმგებლოდ უწყობენ ხელს არაჯანსაღი პროცესის განვითარებას”.

მაგრამ ინგრემს ყურადღება არ მიუპყრია აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დემოკრატიებისა და დამოუკიდებლების დიდ რაოდენობაზე, რომლებიც, აგრეთვე, მხარს უჭერენ აშშ-დან გასვლას, აშშის ცენტრში მცხოვრები ამერიკელები ყველაზე კმაყოფილები არიან, მაგრამ გამოყოფის მომხრეთა რაოდენობა აქაც არ არის ცოტა _ 30%.

აშშ-ში სეპარატისტული განწყობა უახლოეს ხანში, როგორც ჩანს, არ შემცირდება. BrightLine Watch-ი აღნიშნავს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოიმატა დონალდ ტრამპის მომხრეთა რაოდენობამ, რომლებიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის პროტესტის ნიშნად 6 იანვარს შტურმით შეიჭრნენ კაპიტოლიუმში.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი გამოკითხვები საკმაოდ ხშირად ტარდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვროს ტენდენციები. რა თქმა უნდა, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების აღიარებით ლგბტ თემის ლეგალიზაციის მცდელობები, რასობრივი არეულობები (განსაკუთრებით სამხრეთით მდებარე შტატებში), თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის საერთო იმედგაცრუება _ ეს ის “აგურებია”, რომლებითაც შენდება ამერიკელების სეპარატიზმი.

აშშის ისტორიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელებს სურთ, რამდენიმე სახელმწიფოდ დაიყონ. ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 1860-იანი წლები, როცა სამხრეთის შტატები _ სამხრეთი კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა, ტეხასი, ალაბამა, ვირჯინია, ლუიზიანა, ჯორჯია, ტენერი, არკანზასი და ჩრდილოეთი კაროლინა _ გამოეყვნენ ფედერაციას და ამერიკის კონფედერაციული შტატები შექმნეს, ამან კი სამოქალაქო ომი გამოიწვია.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here