Home სხვადასხვა დაიჯესტი Le Figaro: ევროკავშირი დასავლეთად და აღმოსავლეთად იხლიჩება

Le Figaro: ევროკავშირი დასავლეთად და აღმოსავლეთად იხლიჩება

ბრიუსელში არავინ ელოდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავიანთ პოზიციას ასე თავგამოდებით დაიცავდნენ

გერმანია და საფრანგეთი ოდესღაც საკმაოდ ძლევამოსილი სახელმწიფოები იყვნენ იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სხვა წევრებისთვის მოეხვიათ თავს. დღეს ყველაფერი შეიცვალა _ ეს ნათლად წარმოაჩინა 25 ივნისის მოვლენებმა, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წინააღმდეგი გამოვიდნენ გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებაზე, შეხვედროდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. არადა, ორიოდე წლის წინათ ამ ორი სახელმწიფოს სიტყვა ყველაახალწვეულისთვის”, მათ შორისპოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის კანონი იყო”, _ წერს პოპულარული ფრანგული ყოველდღიური გაზეთი Le Figaro.

ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ “ახალწვეულებში” აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იგულისხმება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში შესვლითაც ბედნიერნი უნდა ყოფილიყვნენ და მათ მეტი არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ დღეს ცხადია, რომ ეს იყო დროებითი ილუზია, რომელიც თანდათან ქრება.

“ჩვენ გვეგონა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტში არასწორად გვეგონა, რომ საბოლოოდ და სამუდამოდ გავიმარჯვეთ. ახლა კი ვხედავთ, რომ თვითონ ევროკავშირის შიგნით დაიწყო კამათი და დაპირისპირებები”, _ მოჰყავს Le Figaro-ს საფრანგეთის ეროვნული საკრებულოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელ ჟან-ლუი ბურლანჟის ციტატა.

არც ისე დიდი ხნის წინათ ევროპისძველიქვეყნები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აქვთ უფლება და შეუძლიათ, თავიანთი დემოკრატია თავს მოახვიონ მსოფლიოს, მაგრამ ამ თავდაჯერებულობისგან ბევრი არაფერი დარჩა. “ჩინეთისა და რუსეთის ავტოკრატიული ხელისუფლებებიც ყველა ფრონტზე ავიწროებენ ევროპას, _ აღნიშნავს გამოცემა, _ და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ავტოკრატები დემოკრატებზე უფრო ეფექტიანები აღმოჩნდნენ, რაც ევროკავშირისთვის დარტყმა იყო”.

ამ მიზეზების გამო “ევროკავშირის დამფუძნებლებს”, ესენი კი არიან საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და სხვა დასავლური ქვეყნები, უკვე აღარ შეუძლიათ, ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვონ, ლაპარაკი აღარ არის მათთვის რამე გადაწყვეტილების თავსმოხვევაზე.

ამას ანგელა მერკელმა ერთმანეთისადმი ნდობის დაკარგვა უწოდა.

მაგრამ სტატიის ავტორ იზაბელ ლასერს მიაჩნია, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა, 2021 წლის ევროპა ხომ სრულიად არ ჰგავს 1990-იანი წლების ევროპას. იმხანად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველა სავსე იყო ოპტიმიზმითა და იმედით. დღეს კი ევროკავშირს ხლეჩს პრობლემები და მათ შორის ყველაზე დიდი პრობლემა სულაც არ არის რუსეთთან ურთიერთობა.

“მეორე თემა, რომელიც განხეთქილებას იწვევს, არის იმიგრაცია. საფრანგეთისა და გერმანიის მცდელობები, აეძულებინათ აღმოსავლეთი ევროპა, დათანხმებულიყო მიგრაციული ტვირთის განაწილებას და “პოლონური” ან “უნგრული” კვოტებით მიეღოთ მიგრანტები, ფუჭი აღმოჩნდა. ევროპის ნახევარი ევროკავშირის მიერ თავსმოხვეულ მულტიკულტურიზმს განიხილავს, როგორც ანტიეტალონს თავისი ქცევისთვის, და მულტიკულტურიზმის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ მოქმედებს”, _ წერს ლასერი.

“კიდევ ერთი გამყოფი ხაზია ზნეობა და სექსუალური ქცევები”, _ წერს Le Figaro. დასავლეთ ევროპაში ყველა მიიჩნევს თავს პროგრესულად, იცავს ტრანსგენდერებსა და წინააღმდეგი არ არის ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების. აღმოსავლეთ ევროპაში ამის გაგონებაც კი არ სურთ. უნგრეთი მარტო არ არის ამ პროტესტში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ევროპის პარლამენტში შეიქმნა ნაციონალ-პატრიოტების ალიანსი, რომელშიც შევიდა არა მხოლოდ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, არამედ ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი და იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მატეო სალვინი.

ამას გარდა, ევროკავშირში უთანხმოება წარმოიქმნა ისტორიასა და გეოგრაფიაზეც კი. საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის ისტორიული ტრაგედიების მიმართ ხსოვნა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას განსხვავებული აქვთ და ამას ვერაფერს უხერხებენ. “მას ვერავინ შეცვლის”, _ ხაზს უსვამს იზაბელ ლასერი, მაგრამ ყველა ეს წინააღმდეგობა, ერთად აღებული, ევროპას გახლეჩით ემუქრება, თანაც გამყოფი ხაზი ხშირად არა სახელმწიფოების საზღვარზე, არამედ ცალკეულ ოჯახებზე გადის. არადა, ჟანლუი ბელანჟის აზრით, “ევროკავშირს ფუნქციობა შეუძლია მხოლოდ საერთო კონსენსუსის ბაზაზე”, რომელიც დღეს არ არსებობს.

“ევროპის აღმოსავლეთში აშკარად მწიფდება ამბოხება ევროკავშირის გრანდების წინააღმდეგ, ამბოხის ჩასახშობად და ცალკეული ქვეყნების მხრიდან დადებული ვეტოს დაძლევას უფრო სერიოზული რამ დასჭირდება, ვიდრე უბრალო უმრავლესობით კენჭისყრაა.

არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ევროპის ორი ნაწილი იყოს ორი უკიდურესად დაპირისპირებული ნაწილი, რომლებსაც ერთმანეთისთვის თვალის გასწორება არ შეუძლიათ”, ასკვნის Le Figaro.

pravdoryb.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here