Home რუბრიკები სპორტი სამი დიდი ფინალი ერთ დღეს

სამი დიდი ფინალი ერთ დღეს

კოპა ამერიკის”, უიმბლდონის ტურნირისა და ევროპის ჩემპიონატის შედეგები

2021 წლის 11 ივლისი ფინალების დღე აღმოჩნდა სპორტის ძალიან პოპულარულ სახეობებში _ ფეხბურთსა და ჩოგბურთში: ბრაზილიაში საქართველოს დროით დილის 6 საათზე დასრულდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატიკოპა ამერიკა 2020”, შემდეგ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა, ბოლოს კი _ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი.

არგენტინა ჩემპიონია

ფეხბურთი ელოდა ამ მომენტს: არგენტინამ და მესიმ “კოპა ამერიკა _ 2020” მოიგეს

ამ საფეხბურთო ტურნირში, ალბათ, ყველასთვის ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ფინალში ბრაზილია და არგენტინა შეხვდებოდნენ. ასეც მოხდა. ფეხბურთში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მეზობლები გადამწყვეტ მატჩში რიო-დე ჟანეიროს “მარაკანაზე” შეხვდნენ.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ისეთივე იყო, როგორიც ამ ტურნირის ნახევარფინალში პერუსთან. არგენტინელთა თავკაცმა ლიონელ სკალონიმ კი თავდასხმაში მესისა და ლაუტრო მარტნესს ანხელ დი მარია დაახმარა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გადაახალისა დაცვის ხაზი. მატჩში ორი სუპერვარსკვლავი მონაწილეობდა _ მესი და ნეიმარი. შეხვედრაში, რომელშიც ორივე გუნდი ძალიან აგრესიულად მოქმედებდა, ბრაზილიელთა ყურადღება, ძირითადად, გადატანილი იყო მესიზე, ამით ისარგებლა როდრიგო დე პაულმა, რომელმაც ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ანხელ დი მარია. არგენტინელმა ბრაზილიელთა მეკარე ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გახსნა _ 1:0. ამის შემდეგ ბრაზილია ბევრს ეცადა გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ. პირიქით _ არგენტინელებმა უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. მსაჯის საფინალო სასტვენმა სამხრეთ ამერიკის თასზე არგენტინის პირველი გამარჯვება აღნიშნა 1993 წლის შემდეგ. ეს, აგრეთვე, იყო “კოპა ამერიკის” ტურნირზე ბრაზილიის პირველი მარცხი “მარაკანაზე”.

მესი და ნეიმარი

ფინალის წინ მესი ამბობდა, რომ სურს, ბოლოს და ბოლოს, მოიგოს მნიშვნელოვანი ტიტული არგენტინის ნაკრების მაისურით და აი მისი ოცნება ახდა. მატჩის შემდეგ ნეიმარი, რომელიც დამარცხებით გამოწვეული სინანულის ცრემლს ვერ იკავებდა, და მესი, რომელიც სიხარულისგან ტიროდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ესიმ, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებასთან ერთად, საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა. არგენტინამ კი მე-15-დ გაიმარჯვა “კოპა ამერიკაზე” და ამ მაჩვენებლით ურუგვაის დაეწია.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ჯოკოვიჩი _ ჩოგბურთის მეფე!

სერბმა მეექვსედ მოიგო უიმბლდონი, მეოცედ _ “მუზარადი

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი მატეო ბერეტინი დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიგო უიმბლდონის ტურნირი და “დიდი მუზარადი” (ამ სეზონში). ახლა ჯოკოვიჩს 20 გამარჯვება აქვს “დიდი მუზარადის” ტურნირებში. მან გაიმეორა შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ესპანელი რაფაელ ნადლის რეკორდი.

სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში საკმაოდ იოლად, ძალების დაუძაბავად დაამარცხა იტალიელი მეიტოქე _ 6:7, 6:4, 6:4, 6:3.

ამ მატჩში ნოვაკმა კარგად გამოიყენა იტალიელის სუსტი მხარე _ ბექჰენდი, ამასთანავე, იტალიელს არ ეყო სიმლავრე და სტაბილურობა.

ეშლი ბარტი

უიმბლდონის ქალთა ტურნირში ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაამარცხა და ქალთა შორის ერთეულთა თანრიგის სარეიტინგო სიას სათავეში ჩაუდგა.

იტალია ევროპის ჩემპიონია!

სკუადრა აძურამევროპის ჩემპიონატზე მეორედ გაიმარჯვა 53 წლის შემდეგ

იტალიელებმა პირველი გოლი მატჩის დაწყებიდან მე-2 წუთზე გაუშვეს. ინგლისელთაგან ბურთი გაიტანა ლუკ შოუმ. ეს დარტყმა კარგა ხანს იყო ინგლისელთავის ერთადერთი _ გაშვებული გოლის შემდეგ იტალიელებმა ბურთის გაკონტროლება დაიწყეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 67-ე წუთზე მოახერხეს _ თავი ლეონარდო ბონუჩიმ გამოიჩინა. დარჩენილ დროში იტალიელებს ბურთის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. დაინიშნა დამატებითი დრო, მაგრამ ვერც ამ 30 წუთში გამოვლინდა გამარჯვებული. პენალტების სერიაში კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ 3 დარტყმა მოიგერია და იტალიამ ჩემპიონობა მოიპოვა. ეს აპენინის ნახევარკუნძულელთა მეორე გამარჯვებაა, პირველი ტიტული მათ 1968 წელს მოიგეს.

1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში იტალიელებმა მონეტის აგდებით (“ორიოლ-რეშკა”) დაამარცხეს საბჭოთა კავშირი (იმხანად გამარჯვების გამოსავლენად პენალტების სერიის ნაცვლად მონეტა გამოიყენეს), ფინალში კი იუგოსლავიას მოუგეს _ 2:0.

იტალიელებისთვის ეს მეექვსე დიდი ტიტულია: 4-ჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (1934, 1938, 1982 და 2006 წლებში) და 2-ჯერ _ ევროპის (1968 და 2021 წლებში).

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here