Creepy Joe_ ბილწი ჯო _ Twitter–ში ასეთი ხეშტეგი სულ უფრო პოპულარული ხდება პრეზიდენტ ბაიდენის უცნაური გაკეკლუცების შემდეგ სამხედრო ბაზა ლენგლი–იუსტისში.
ცოტა წაიახალგაზრდავა, ცოტა წაიპედოფილა სამხედროების წინაშე გამოსვლისას, როცა მოულოდნელად მიმართა პატარა გოგონას, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა და ერთ-ერთი მოსამსახურის შვილი იყო.
“როგორ მომწონს სარჭები, რომლებიც შენს თმას ამშვენებს. მე ისე ვიტყვი: იგი გამოიყურება ისე, როგორც 19 წლის ასული, და ზის იქ, როგორც პატარა ლედი, ფეხი ფეხზე რომ აქვს გადადებული”.
ეს მან წარმოთქვა, როცა ტელესუფლიორი გამოირთო და თავის გამოსვლაში ექსპრომტად ჩაერთო.
Creepy ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “ბილწი” _ სწორედ ასე აღიქვეს 78 წლის ბაიდენის ეს ქმედება ამერიკელებმა და არ დააყოვნეს სოციალურ ქსელებში თავიანთი შეფასების გამოქვეყნება.
დემოკრატების მომხრეებმა არ დააყოვნეს და გამოაქვეყნეს დონალდ ტრამპის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტო, რათა ერთგვარად დაეცხროთ ბაიდენის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მასალების სიმძაფრე და შესახსენებლად იმისა, თუ ვინ უნდა სძაგდეთ დღევანდელ ამერიკაში.
ტრამპის მომხრეები სამართლიანად აღნიშნავენ, მსგავსი რამ რომ ჩაედინა ექსპრეზიდენტს, ეს ახალი ამბავი, როგორც მთავარი მოვლენა, წარმოდგენილი ექნებოდა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში The New York Times-სა და CNN-ს. არ შეიძლება, არ დაეთანხმო.
ის, რაც გითხარით, ბაიდენის ორატორულ ბრწყინვალებაში ერთადერთი შემთხვევა არ არის. შარშან ფლორიდაში გამართული ღონისძიების დროს არასრუწლოვანი მოცეკვავე გოგონების ჯგუფს მან ასე მიმართა: “მინდა, დავბრუნდე და ერთხელ ვიხილო ამ ულამაზესი ახალგაზრდა ქალბატონების ცეკვა მას შემდეგ, რაც ისინი ოთხი წლით უფროსები გახდებიან!” ხოლო 2019 წელს ათი წლის გოგონას განუცხადა: “დარწმუნებული ვარ, რომ შენ ისეთივე ჭკვიანი ხარ, როგორიც ლამაზი!”