როგორც დაანონსებულია, ა.წ. 4 ივლისს ოპერის წინ უნდა გაიმართოს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის მიზანიც საქართველოში ბოლო ხანს განსაკუთრებით მომძლავრებული ცნობილი ანტიეროვნულ–ანტიმართლმადიდებელი ძალების წინააღმდგ მშვიდობიანი (ჯერჯერობით) პროტესტის გამოხატვაა; ძალების, რომლებიც ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის ნიღაბაფარებულნი აქტიურად ეწევიან ლგბტ პირების “ფასეულობათა თუ ღირებულებათა” პროპაგანდა–აგიტაციას ქართველ ახალგაზრდებში და, სამწუხაროდ, არცთუ წარუმატებლად.
ამ სატანისტების უპირველესი მიზანი სწორედ იმ ნამდვილი ფასეულობა-ღირებულებების უარყოფაა, რომლებითაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და დღემდე მოაღწია პლანეტა დედამიწის კულტურულმა საზოგადოებამ. როგორც დავით თარხან–მოურავმა “დაალაგა”, ეს არის 4 “არა”: არა სამშობლოს, არა ეროვნებას, არა რელიგიას, არა სქესს! ჩემი მხრივ, ამ ლაკონურ ფორმულას, ზემოთ თქმული “არებიდან” გამომდინარე, რამდენიმე “არას” კიდევ დავუმატებ: არა ოჯახის ინსტიტუტს, არა გმირ წინაპართა ხსოვნას, არა საქართველოს ისტორიის ცოდნას, არა სახელმწიფოებრიობას; არა უფროსის პატივისცემას; არა საზოგადროებრივ მორალს და ა.შ. მორალურ-ზნეობრივი დაუწერელი კანონების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
მორალურ-ზნეობრივი კანონების უპირველესი მცველი საქართველოს მართლმადიდებელი დედაეკლესია და მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორეა, რომელსაც ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან დღემდე შეფარვითა თუ აშკარად ებრძვიან ე.წ. არასამთავრობოები, რომელთა ასალაგმავად არაფერს არ აკეთებს ვითომდაც ღვთისნიერი “ქართული ოცნება” და ამიტომ 4 ივლისს დაანონსებული შეკრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის, მის გვერდით დგომის ფუნქციასაც ატარებს.
როგორი იქნება “პატრიოტთა” მიერ დაგეგმილი აქცია, ამას 4 ივლისს ვნახავთ, მაგრამ რად გინდა _ მეორე დღეს, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ლგბტ პირების ე.წ. ღირსების მარშია დაგეგმილი და, თუ კოლჰოტიან–პომადიან–საყურიანმა “ბიჭებმა” დიდი ხნის ნანატრი აისრულეს და ბინძური უკანალების ქნევით 9 აპრილს დაღუპულთა სისხლი და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარი წაბილწეს, მაშინ?
დიდი ხნის ნანატრი, რადგან ლგბტ პირების აღლუმის ჩატარების პირველი მცდელობა “წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრებმა: სოსო მანჯავიძემ, კოტე ინაშვილმა (ირმა ინაშვილს ძმამ) და თქვენმა მონა-მორჩილმა ჩავშალეთ და პირველი სისხლიც ჩემი დაიღვარა. მოკლედ, 2012 წლის 17 მაისის მშვენიერ დილას “ზემელის” კუთხეში ვიდექით და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ვმასლაათობდით, რომ უეცრად ვერის უბნიდან მომავალი, დროშებითა და პლაკატებით “შეიარაღებული” ახალგაზრდები დავლანდე. თავდაპირველად ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, მაგრამ, როდესაც ლგბტ-ის ჭრელი ბაირაღი ვიცანი, მაშინვე კოტესა და სოსოს შევუძახე: არიქა, ბიჭებო, პედერასტები მოდიან და არ გავატაროთ-მეთქი. იქვე გამვლელ-გამომვლელი ბიჭებიც ჩავრთე საქმეში და “პადზემკასთან” შევაჩერეთ.
ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა, პატრული და ა.შ. მოკლედ, კარგად გაილახნენ. პატრულმა კი, არ ვიცი, ნაცების ხელისუფლებას წყალი რომ ჰქონდა შემდგარი იმიტომ, თუ არ ვიცი, მათაც ჩვენსავით “უყვართ” ქათმები (უფრო მეორე, ისინიც ხომ ქართველი კაცები არიან), ჩვენ ხელი არ გვახლეს, ის ლაწირაკები კი ჩატენეს მანქანებში და განარიდეს იქაურობას. ზემოთ რომ ვთქვი, ჩემი სისხლი დაიღვარა-მეთქი, ერთმა “ქათამმა” ბანერი მომიქნია წარწერით “შენც გახდი გეი”, გამოვტაცე ხელიდან, თავზე გადავამტვრიე და ლურსმანი შემერჭო. სოსო მანჯავიძემ კი მამაშვილური ალიყური აჭამა, თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა _ “ქათმებმა” საჩივარი შეიტანეს, ვიდეოკადრებში სოსო მანჯავიძე ამოიცნეს, რომელიც მეორე დღეს “დააპატიმრეს” და 100 ლარით დააჯარიმეს. თქვენს მონა-მორჩილსაც ანალოგიური რამ მელოდა, მაგრამ რატომღაც ვერ მოვხვდი ვიდეოკადრებში. მოკლედ, ჩვენ სამნი _ კოტე, სოსო და მე, ისტორიაში შევედით, როგორც ლგბტ–ქათმებთან ბრძოლის პიონერები. სერიოზულად კი დროა, წინამდებარე წერილის სათაური გავშიფრო _ სად ჰაინრიხ ბიოლი და სად “თბილისი პრაიდი”.
გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ჰაინრიხ ბიოლი, დაიბადა ქალაქ კელნში 1917 წელს, კათოლიკურ ოჯახში. კელნი გერმანული კათოლიციზმის ცენტრი იყო, სამღვდელოებას კი მოსახლეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია. ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
აი ასეთი ქოლგის ქვეშ შეიფარეს ზემოხსენებული აღლუმის მომწყობნი, რომლებიც (ისე, რომ წინასწარ არავინ გაუფრთხილებიათ) შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, 51-ე სკოლის წინ გარყვნილების მოწოდების შემცველი ბანერებითა და ჭრელი დროშებით ხელში, სადაც მოსწავლეების დასანახავად ორმა ამერიკელმა მამრმა (რომლებიც საპატიო “ქათმებად” ჰყავდათ მოწვეული) ერთმანეთს, უკაცრავად და, “დაუზასა” და დაიწყო მოძრაობა რუსთაველის პროსპექტისკენ.
თავდაპირველად გამვლელ-გამომვლელები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და ამიტომაც დაუბრკოლებლად ჩამოვიდნენ ზემელზე, სადაც რა და როგორ მოხდა, ზემოთ მოგახსენეთ.
ქოცების ხელისუფლებას საჭირო ზომები რომ მიეღო, დღეს “თბილისი პრაიდის” პრობლემა არ იარსებებდა, მაგრამ ყოვლისშემძლე და ყველა უზნეობის “გამპრავებელი” ე.წ. გამოხატვის თავისუფლების შიშით “ქართულმა ოცნებამ” ეს ვერ შეძლო და დღეს დასავლეთიდან დაფინანსებული მსგავსი პროფილის ორგანიზაციების რაოდენობა, როგორც მითხრეს, 170-მდეა…
რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ის ევროპულ, კოლექტიური დასავლეთის ღირებულებებს არ აღიარებსო, _ ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ აშშ-ევროპის მაღალჩინოსნები. მივიხედ-მოვიხედოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო.
შავ ზღვაში რუსულ დათვს შევუჩხიკინეთო, _ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა. რუსეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა: მსგავსი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში რუსეთი კრეისერს ახლომახლო კი არ აუფეთქებს ბომბებს, არამედ ერთი რაკეტით, უბრალოდ, გაანადგურებს ნატოს ნებისმიერ მცურავ სამხედრო ობიექტს. და ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის, რომ რუსეთს კაცის კაცზე და ქალის ქალზე გათხოვება ვერ წარმოუდგენია. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შესული დონალდ ტრამპის პირველი ბრძანება, რომელსაც ხელი მოაწერა, იყო აშშ-ის არმიაში ლგბტ პირების მსახურების აკრძალვა; ხოლო ჯო ბაიდენმა პირიქით _ ეს აკრძალვა გააუქმა. აი აშშ-ის ნამდვილი ღირებულებები, რომლებითაც ანგლოსაქსებს სურთ, მთელმა მსოფლიომ იცხოვროს.
დავით მხეიძე
P.S. დიდი რუსეთი როგორმე თავს უშველის, მაგრამ ამ იდიოტების ხელში რა ქნას პატარა საქართველომ? პროვოკაციის ავტორ ბრიტანულ კრეისერ “დეფენდერ?”, რომლის პროვოკაციის გამო ნატო–რუსეთს შორის კინაღამ სერიოზული სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ბათუმში ტაშფანდურით დახვდნენ. ჩემი მტრის მეგობარი რომ ჩემი მტერია, ეს სენტენცია არ გაუგიათ ქოც–ნაცებს?
რაც შეეხება “თბილისი პრაიდის” ჩატარებას, გამოხატვის უფლების ძალით ამის გაკეთებას შეეცდებიან, რადგან აშშ–ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი გამოხატვის თავისუფლებაა. ჩვენს ოკუპანტ ჯარისკაცებს (დიახ, ოკუპანტებს, რადგან ქართველი ავღანეთსა თუ სხვა ცხელ წერტილებში ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსები _ საქართველოში) რუსთაველის მთელ პერიმეტრზე ცოხცალ ჯაჭვად ჩაამწკრივებენ და რიგით ქართველ მოქალაქეებს ლგბტ–პედარასტებს ახლოსაც არ გააკარებენ და შორიდან მოგვიწევს ჩვენს სულებში ჩაფურთხების ყურება!
ნეტავი ვცდებოდე…