ოცდამეორე გამოშვება
შედარება მხოლოდ ლიტერატურული ხერხი არ არის, იგი მეცნიერული კატეგორიაცაა. შედარებას ფილოსოფიაც იყენებს და რელიგიაც. საერთოდ, შედარება შესანიშნავი მეთოდია საგნის ან მოვლენის არსში წვდომისა და შეფასებისთვის. სწორ გზას ვადგავართ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაერომ აღიარა?
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ვითარების ანალიზის სხვა ფორმებთან ერთად, შედარებაც გამოგვადგება. ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან შესადარებლად ბელარუსი გამოვიყენოთ, რომელმაც იმთავითვე ჩვენგან განსხვავებული გეზი აიღო…
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს თითქმის ერთნაირი ხვედრი ერგოთ. სოციალისტური სისტემა ყველგან საბაზრო ურთიერთობებმა და ველური კაპიტალიზმის მგლურმა კანონებმა ჩაანაცვლა. ქონებრივი ცენზის თვალსაზრისით ყველგან მოხდა საზოგადოების მკვეთრი დიფერენციაცია (უმცირესობის გამდიდრება და უმრავლესობის გაღატაკება). ერთადერთი გამონაკლისი ბელარუსი იყო, რომელსაც ეს ყოველივე არ შეხებია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსმა განვითარების სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია. დასავლეთიდან მთელი სახელმწიფო ქონებისა და წარმოების საშუალებათა დაუყოვნებლივი პრივატიზაციის დირექტივა მოდიოდა, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მოსახლეობის უმრავლესობას შოკში აგდებდა და გამოუვალ მდგომარეობას უქმნიდა. ხალხის მიერ “პრიხვატიზაციად” (ნაწარმოებია რუსული სიტყვისგან _ მიტაცება) მონათლული პრივატიზაციის დანაშაულებრივი პროცესი, რომელმაც ყოფილ საბჭოეთს ცუნამივით გადაუარა და მიწასთან გაასწორა, ბელარუსს არ შეხებია. თუ საბჭოთა კავშირის დანარჩენი რესპუბლიკები საერთო სახალხო დოვლათის განიავებისა და ერთეულების მიერ ფაბრიკა–ქარხნების მიტაცების გზით წავიდნენ, ბელარუსში საერთო სახალხო დოვლათის გადარჩენისა და საბჭოთა პერიოდში აშენებული საწარმოების შენარჩუნების გზა აირჩიეს, რომელიც დასავლეთისთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან ამ გზას ის შედეგი არ მოჰქონდა, რომელი შედეგიც სხვა რესპუბლიკებში ფორსირებულ პრივატიზაციას მოჰყვა _ დასავლეთის მიერ რესპუბლიკების სრული კოლონიალიზაცია. ბელარუსის პრეზიდენტად 1994 წელს არჩეულმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი ამ გადაწყვეტილებით დასავლეთი თავიდანვე გაანაწყენა. მიუხედავად ამისა, აშშ რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა თავისი პოლიტიკის ბელარუსისთვის თავს მოხვევას. პრეზიდენტი ლუკაშენკო სახალხო ინტერესების დაცვის მის მიერვე არჩეული გზიდან გადახვევას არ აპირებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, დასავლეთთან თანამშრომლობაზე უარი არასოდეს განუცხადებია. აშშ ლუკაშენკოს ამ განწყობით, რომელიც პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილში გამოიხატებოდა, ბოროტად სარგებლობდა. 1996 წელს აშშ-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რესპუბლიკიდან გაიტანეს საკონტინენტთაშორისო რაკეტები ბირთვული ქობინებით _ РС-12М, რაც ბელარუსის სამხედრო პოტენციალისთვის საზიანო იყო, მაგრამ, ვინაიდან ბელარუსის უსაფრთხოების გარანტიები ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ორივე ქვეყნის სახელმწიფოებრივ დოკუმენტებში იყო ჩაწერილი, საერთაშორისო მშვიდობის განსამტკიცებლად, ბელარუსი ამ თანამშრომლობაზე და ამ დათმობებზეც მიდიოდა. ამის მიუხედავად, ურთიერთობები, როგორც მოსალოდნელი იყო, მალე გაფუჭდა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან აშშ–ს არ სჭირდება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა, მას სჭირდება სიუზერენისა და ვასალის დამოკიდებულება, კოლონიზატორისა და კოლონიის დამოკიდებულება, რომელსაც, დანარჩენი რესპუბლიკებისგან და თვით ელცინის რუსეთისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ლუკაშენკო არ დათანხმდა.
2004 წლის სექტემბერში აშშ-ში საჯაროდ განაცხადეს, რომ ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩამოცილებას შეეცდებოდნენ. ამერიკელთა ეს განზრახვა ავადმოსაგონარმა სენატორმა ჯონ მაკეინმა გაახმოვანა: “ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ბელარუსი გავათავისუფლოთ ტირანიისგან. პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლას ვგეგმავთ არა იარაღის გამოყენებით, არამედ საერთაშორისო ზეწოლის გზით”. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ბელარუსისა და პირადად პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ე.წ. “ბელარუსის დემოკრატიზაციის აქტი” შეიცავდა მრავალ პუნქტს, დაწყებულს პოლიტპატიმრების გათავისუფლების დირექტივით და დამთავრებულს ეუთოს სტანდარტებით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
ეს აქტი აშშ-ის პრეზიდენტისგან მოითხოვდა, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში კონგრესისთვის წარედგინა სპეციალური მოხსენება ბელარუსის ტერიტორიიდან შეიარაღებისა და სამხედრო ტექნოლოგიების იმ სახელმწიფოებისთვის მიწოდების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერდნენ საერთაშორისო ტერორიზმს. 2004 წლის 21 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა ხსენებულ აქტს და იმ დღიდან ბელარუსი კოლექტიური დასავლეთის სამიზნეში მოექცა.
ჩნდება კითხვა _ რას ერჩიან ან ბელარუს ხალხს, ან პრეზიდენტ ლუკაშენკოს? ეს შეკითხვა მხოლოდ ბელარუსს როდი ეხება. ეს შეკითხვა გასაღებია იმ საიდუმლოში შესაღწევად, რა მიზნებს ისახავენ აშშ და კოლექტიური დასავლეთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში. მოდი დავაკვირდეთ, რა არ მოსწონთ ბელარუსში, რა სიტუაციაა იქ შექმნილი, რომელიც დასავლეთს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართ ასე დაუფარავი სიძულვილითა და აგრესიით განაწყობს?
დასავლეთში ლუკაშენკოს ოთხი პოზიცია აცოფებთ:
1.ბელარუსში შენარჩუნებული სოციალისტური ტენდენციები;
2.ბელარუსში დასავლეთიდან წამოსული რუსოფობიის საწინააღმდეგო განწყობილებები;
3.ბელარუსის მიერ აშშ–ისა და კოლექტიური დასავლეთის, როგორც სიუზერენისა და უფროსის მიუღებლობა;
4.გარყვნილების დასავლური პროპაგანდის მიუღებლობა.
პრეზიდენტი ლუკაშენკო პირველ საკითხზე ასე მსჯელობს: «Когда инвестор заинтересован в приобретении какого-то предприятия, возникает вопрос, что будет с работниками – новый хозяин планирует уволить многих из них. Я спрашиваю: и что мне делать с этими людьми? Ответа нет. Нам такие предложения не нужны. Главное, это люди!»
Главное, это люди! _ ეს წმინდა წყლის სოციალისტური სულისკვეთებაა, სოციალისტური მიდგომა და ფორმულაა: არა მოგება, არამედ _ ადამიანების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ესაა ყველაზე დემოკრატიული ფორმულაც, ვინაიდან დემოკრატიის მთავარი მოქმედი გმირი ხალხია და არა მდიდართა კლასი ან ის ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ყველა დროში, იგდებენ რა ხელში სახელმწიფო ძალაუფლებას, პროგრესული ცნებებით მანიპულირებენ და ხალხის სახელით ჟონგლიორობენ. მხოლოდ განხორციელებულ სოციალიზმს შეიძლება დემოკრატია ეწოდოს, ვინაიდან დემოკრატია სოციალიზმის გარეშე ყოველთვის პოლიტიკური მირაჟი და სახელმწიფოებრივი შულერობაა! მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ორთოდოქს სოციალისტად და, მითუმეტეს, ორთოდოქს კომუნისტად ვერ მონათლავ, ვინაიდან მისთვის მთავარი ხალხის კეთილდღეობაა და არა იდეოლოგიური მიმართულებები და სოციალურ–ეკონომიკური სისტემები.
პრეზიდენტი ლუკაშენკო გაზეთ “პრავდის” კორესპონდენტთან საუბარში პირდაპირ აცხადებს:
“В душе я – социалист. Социализм – это то общество, которое мы пытаемся в Беларуси построить, общество справедливости, социальной справедливости, чтобы не было большой разбежки между бедными и богатыми. Ведь социализм не отрицает частной собственности. Я ее тоже не хочу отрицать. Но это должна быть частная собственность, выстраданная тобой, твоими руками созданная”.
პრეზიდენტი ლუკაშენკო მისი სოციალისტური მსოფლმხედველობით არ უპირისპირდება არც კერძო ეკონომიკურ ინიციატივებს და არც ბაზრის როლს უარყოფს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ყველაფერი ხალხის სამსახურში დგას:
Инициативу человека душить нельзя. Хочет человек – дай ему возможность. Но честно. Социализм этому не противоречит. Я склонен больше к этому.
Вы знаете, нам надо учиться у Китая. Не надо ломать, не надо крошить, не надо Компартию гробить. Посмотрите, как они приспосабливаются к новому (а у нас же условия были лучше тогда в Советском Союзе – мы опередили бы Китай). Нам надо этим путем идти, не ломая ничего”.
პრეზიდენტი ლუკაშენკო ამ ურთულეს სოციოლოგიურ კატეგორიებზე ზედაპირულად კი არ მსჯელობს, საკითხებს მეცნიერული სიღრმით განიხილავს, მიზეზ-შედეგობრიობის თვალსაზრისით აანალიზებს და დიალექტიკურ მთლიანობაში წარმოიდგენს:
“Олигархов мы видим, и знаем, и встречаемся со многими, и предлагаем им проекты. Но у нас есть условия. По приватизации – 25 условий. Готовы их соблюдать – приходите. Мы видим людей, которые, конечно же, хотят здесь что-то урвать. И мы знаем, где они хотят урвать. Они не идут на те предприятия, которые сегодня изголодались по инвестициям, где надо вложиться, а их интересуют те, которые сегодня хорошо работают, у которых есть сырье и рынки. Так мы и сами там успешно работаем. 170 процентов рентабельность даже в тяжелом прошлом году была у Белорусской калийной компании. Ну, скажите, зачем нам ее продавать? По дешевке мы поставляем калийные удобрения в свое сельское хозяйство. Что, частник это будет делать? Нет. А это государственное предприятие сегодня. Недра государственные, к примеру, и они должны работать на государство.
ბატონი ლუკაშენკო სოციალისტური და საბაზრო ეკონომიკების ელემენტების შერწყმის პროცესში არსებულ სიძნელეებსაც აცნობიერებს და ზოგ შემთხვევაში შეუთავსებლობის ბარიერებსაც ხედავს, მაგრამ, სადაც წინააღმდეგობას აწყდება, საკითხის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტის მომხრედ რჩება:
“Говорят: «Лукашенко боится частника и частной собственности, поскольку это угроза власти». Да будет вам… С частником гораздо проще работать, чем с государственным предприятием. Поэтому ничего я не боюсь. Я хочу только одного – чтобы эти предприятия обеспечили мало-мальски нормальную жизнь 10 миллионам человек, которые здесь живут. Вот и всё. Простая арифметика. Если это социалистическая идеология – значит, я социалист”.
მეორე საკითხი, რომლის გამოც ბელარუსის პრეზიდენტი დიქტატორად მონათლეს, იყო დასავლეთის წინაშე ქედის მოდრეკასა და თამაშის იმ წესების მიღებაზე უარის თქმა, რომლებიც, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების ნაცვლად, მხოლოდ დასავლეთის ინტერესების დაკმაყოფილებაზე იყო გათვლილი ბელარუსი ხალხის ინტერესების საზიანოდ.
პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მტკიცედ აღუდგა წინ დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ამოქმედებას, რომელსაც ქვეყნები ე.წ. “ფერადი რევოლუციების” გზით სახელმწიფო გადატრიალებებამდე მიჰყავს. ბელარუსის პრეზიდენტს არც დაუმალავს და არც შეულამაზებია მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ: “Такие люди есть, которым надо взорвать обстановку в стране. Я их называю «пятой колонной». Никакая это не оппозиция. Я уделяю этому очень серьезное внимание. Настораживает то, что как только у нас зашевелилась «пятая колонна», появились желающие устроить нам тут заварушку. Вы должны понимать, что в мире таких людей не сотни тысяч, но тысячи есть, – специалистов, которые совершают провокации. Они, конечно же, управляются спецслужбами определенных государств. Эти провокаторы обычно востребованы там, где горячие точки”.
დასავლეთის “მეხუთე კოლონასთან” ბელარუსის პრეზიდენტი ისეთი უკომპრომისო და შეურიგებელი იყო, რომ 2008 წელს მან აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციის დასავლური საშუალებები ამ ფაქტს მათთვის სასურველ შეფერილობას აძლევდნენ და ყველაფერს ლუკაშენკოს ანტიდასავლურობით ხსნიდნენ, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით პრეზიდენტი ლუკაშენკო ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს:
– Зачем в Беларуси американский посол, если вы не хотите сотрудничать с нашей страной? Чем он будет здесь заниматься? Деньги привозить ”пятой колонне“? Нам это не надо.
დასავლეთის მხრიდან ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ ამ აშკარად მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, თვითონ ლუკაშენკო ყოველთვის ღია იყო სათანამშრომლოდ. ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას იგი პირდაპირ აცხადებდა: “Мы всегда были хорошим транзитным окном для ЕС, никогда не запрещали вашему бизнесу движение ваших товаров, рабочей силы, капитала, нo мы этого не видим со стороны ЕС. Я хочу, чтобы вы понимали: мы будем настаивать на том, чтобы Европейский союз точно так же открывался для нас, как мы открыты для вас”.
მესამე საკითხი, რუსეთთან დამოკიდებულებაა. დასავლეთს სურს, რომ ბელარუსიც ისევე დააინფიციროს რუსოფობიით, როგორც ეს ბალტიის რესპუბლიკებში, უკრაინაში, საქართველოში გააკეთა, მაგრამ ბელარუს ხალხსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს რუსეთთან პარტნიორობაზე ხელი ვერ ააღებინეს, რადგან ბელარუსში იციან, რომ ეს, პოლიტიკური არჩევანი კი არ არის, მათი ბუნებრივი მდგომარეობა და სუბსტანციური მოცემულობაა. რუსეთისა და ბელარუსის ურთიერთობის მთელი ფილოსოფია პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ერთ უაღრესად ემოციურ და მხატვრულად საოცრად დატვირთულ წინადადებაში ჩაატია: “Ребята, вопрос, с кем мы, с Западом или Россией, не задавайте, он не стоит. Это не вопрос для нас, Россия — это родное…”
მეოთხე მთავარი მომენტი, რომლის გამოც დასავლეთმა პრეზიდენტი ლუკაშენკო შეიძულა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის მიუღებლობაა.
ამ საკითხზე იგი არასოდეს მორიდებია აზრის დაუფარავად გამოთქმას: ”Приехали тут великие деятели правильной и неправильной ориентации и меня уже начали упрекать в том, что я, видите ли, осудил голубятню эту… Ну не нравятся мне голубые, я и сказал, что не нравятся. Видите ли, отдельные министры иностранных дел обиделись на меня. Чего на меня обижаться? Мы в демократическом обществе живем, тем более я президент и вправе высказать свою точку зрения и свою позицию. Я ему честно и сказал это в глаза. И за это, видите ли, они обижаются. Нормальный образ жизни надо вести. Мы его не приемлем, и нам не надо его навязывать. В Германии это возможно, в Польше — пожалуйста, пусть они этим и занимаются там, а нам сюда это не надо…”
პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასავლეთთან პარტნიორულ და თანაბარუფლებიან ურთიერთობზე უარი არასოდეს უთქვამს, მაგრამ…
* დასავლეთს არ მოსწონს ის, ვინც საკუთარ ხალხს მონური შრომისა და ექსპლოატაციისთვის არ იმეტებს და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს!
* დასავლეთს არ მოსწონს ის, ვისაც დასავლეთის კარნახით ცხოვრება არ მოსწონს!
* დასავლეთს არ მოსწონს ის, ვისაც რუსეთთან პარტნიორობის სურვილი გაუჩნდება!
* დასავლეთს არ მოსწონს ის, ვინც გარყვნილების გზით სიარულს ზნეობის სადარაჯოზე დგომას ამჯობინებს!
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის ამ კრიტერიუმებით ყველაზე საშიშ მმართველად გამოიყურება:
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთმა ბელარუსში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყო. პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც ხმათა მხოლოდ ათი პროცენტის მოგროვება მოახერხა, დასავლეთმა პრეზიდენტად აღიარა. ეს გაგრძელება იყო იმ უგუნური ხაზისა საგარეო ურთიერთობებში, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ლეგიტიმურ და მოქმედ პრეზიდენტ მადუროს ნაცვლად ვინმე თვითმარქვია გუაიდო აღიარა. თვითმარქვია ტიხანოვსკაიას პრეზიდენტად აღიარებით დასავლეთ ბელარუსში მართვადი ქაოსის შექმნას შეეცადა, საიდანაც მათ მიერ მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ “ფერადი რევოლუციამდე” ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ და ბელარუსმა ხალხმა ამ მძიმე გამოცდას გაუძლეს.
მაშ ასე, გვაქვს ორი მაგალითი. ერთი მხრივ, საქართველო, მეორე მხრივ, ბელარუსი, რომელთა პოზიციები და მიდგომები ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებიან.
საქართველო და მისი ლიდერები პოსტსაბჭოთა ეპოქის ყველა ეტაპზე მიესალმებოდნენ დასავლეთს და უპირისპირდებოდნენ რუსეთს, ლუკაშენკო კი ყველა ეტაპზე პარტნიორად აცხადებდა რუსეთს და დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა დასავლურ შემოთავაზებებს. საქართველოს პრეზიდენტები დაუნდობლად ანგრევდნენ, ძარცვავდნენ და ჰყიდდნენ ყველაფერს, რაც სოციალისტურმა ეპოქამ შექმნა, ბელარუსის პრეზიდენტი კი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ყველაფერს, რაც ბელარუსმა ხალხმა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო _ დაწყებული მატერიალური ღირებულებებით, წარმოების საშუალებებით, საწარმოო ძალთა ურთიერთობებით და დამთავრებული სოციალური სამართლიანობის იდეითა და, ზოგადად, სულიერი ღირებულებებით.
სამი ათეული წელიწადია, საქართველოს პრეზიდენტები დაჩოქილი ეხვეწებიან დასავლეთს, _ ქართველები ვართ, მაშასადამე _ ევროპელები, მიგვიღეთ ევროკავშირში, მიგვიღეთ ნატოში!
ალექსანდრე ლუკაშენკო კი, დასავლეთის მისამართით, ბელარუსი ხალხის სახელით სხვა რამეს ამბობს: “Хочу, чтобы увидели в Беларуси суверенное, независимое государство, больше ничего от Запада не хочу!”
რამდენიმე დღის წინათ ევროპამ მართლაც გამაოგნებელი ნაბიჯი გადადგა. 2021 წლის 22 ივნისს, ღამით, ბელარუსის მიმართ ახალი, უმკაცრესი სანქციები დააწესა. გასულელებულმა, გაბითურებულმა და გასასტიკებულმა ევროპამ ბელარუსი ხალხის სახელით პრეზიდენტ ლუკაშენკოსგან საკადრისი პასუხი მიიღო. აი, მცირეოდენი ამონარიდი ამ პასუხიდან: “Но от кого не ожидали участия в этом коллективном сговоре, так это от Германии. От тех, чьи предки уничтожили в Великой Отечественной войне не только каждого третьего белоруса, но и миллионы нерожденных детей…Прошло 80 лет, и что? Новая горячая война. Вы посмотрите: это что, символизм? Вчера ввели экономические санкции против наших людей и предприятий. 22 июня, ночью. Вот уж действительно, история так ничему их и не научила.Вы должны не просто каяться. Вы должны еще 100 лет стоять на коленях перед белорусским народом и молиться, что вы смогли родиться после той войны. Вы не душить нас должны. Вы на руках должны нас носить – немцы, поляки, так называемый Европейский союз. Потому что мы спасли вас от коричневой чумы. И не надо нас убаюкивать историями про оборонительные учения и миролюбие НАТО. Мы этого наелись с 41-го года, когда мы вам верили, и не извлекли уроков из истории, после победы подарив вам Восточную Европу (так называемые страны Варшавского договора) в обмен на ваши обещания, что вы никогда не сделаете шага в нашем направлении и не будете, как модно сейчас говорить, расширять НАТО на Восток. Вы как минимум лжецы, как максимум – подлецы.”
შეადარეთ ეს ყველაფერი იმას, რაც საქართველოში ხდება. შეადარეთ ერთმანეთს დასავლეთის წინაშე მუხლებზე დაცემული ჩვენი პრეზიდენტები და ბელარუსის პრეზიდენტი. დააკვირდით: საქართველოს ხელისუფლება ბელარუს ხალხსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს კი არ უჭერს მხარს, უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებასთან აქვს კუდი გადაფსკვნილი. ეს არის განსხვავება ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიდგომებსა და დამოკიდებულებებში. შედეგებიც შესაბამისია: ტერიტორიული, ეკონომიკური, სულიერი, მორალური, დემოგრაფიული თვალსაზრისით იავარქმნილი და განადგურებული საქართველო და ყოველმხრივ აყვავებული და წარმატებული ბელარუსი, რომელიც ეპოქალურ, ტოტალურ და გლობალურ ნგრევას გადაურჩა და განვითარების ისეთი ოპტიმალური გზა მოძებნა, რომელმაც ხალხს მსოფლიოს რყევებისა და რთული ისტორიული კატაკლიზმების ვითარებაშიც სტაბილურობისა და სიმშვიდის ატმოსფერო შეუნარჩუნა…
ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ბელარუსში ყველა მიმართულებით იდეალური პირობები და ვითარებაა. მსოფლიოში ჯერ არ უარსებია და, ალბათ, ვერც მომავალში იარსებებს სახელმწიფო, რომელსაც პრობლემები არ ექნება გადასაჭრელი, მაგრამ ბელარუსისა და საქართველოს სახით ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული მდგომარეობა: ბელარუსი, რომელიც უმკლავდება პრობლემებს და ვითარდება, და საქართველო, რომელიც იძირება პრობლემებში და ინგრევა…
ვალერი კვარაცხელია
კომუნისტების დროს დაბადებული ადამიანები სანამ ცოცხლები არიან,”აკვანდაქნეულებს”რომ ეძახიან,მანამ ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაო.თითქოს მე ვუშლი ხელს ქვეყნის განვითარებას! მარტო ეს ყოფილა პრობლება.