Home რუბრიკები საზოგადოება როცა პროვოკაცია იკიდებს ფეხს და აბამს თავის აბლაბუდას

როცა პროვოკაცია იკიდებს ფეხს და აბამს თავის აბლაბუდას

პეტრე ცაავა: „ათწლეულებია, უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას“

ბოლო ხანს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა გააქტიურდა და საზოგადოებას ისეთი ამბების მოსმენა უწევს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, მსგავს რამეს თუ ვინმე იკადრებდა. საინტერესოა, ვის თავში იხარშება ამდენი სიბინძურე, ნუთუ ჰგონიათ, რომ მსგავსი ქმედებით საზოგადოებაში პოპულარობას მოიხვეჭენ ან პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ?!

ახლახან ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვები ასეთ თავშესაფრებში არიან სოციუმს მოწყვეტილი და რომ ეს არის ჩაკეტილი დაწესებულებები. მეუფე სპირიდონი კი ამას ცილისწამებასა დაუაზრო სისულელესუწოდებს:

ნინოწმინდაში ქართული სკოლა არ იყო და ამ პანსიონის ბაზაზე დავაარსეთ ქართული საჯარო სკოლა, სადაც ყოველდღე დადიან ჩვენი ბავშვები. ექსკურსიებზეც დადიანნინოობის დღესასწაულზე კიდევ მთელი საქართველოდან მოდიან სტუმრები…”

მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველსა და მის თანამშრომლებს, “არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება, ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას”, _ აცხადებს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საერთოდაც, მიაჩნია, რომიმ ხალხისმიშვება ბავშვებთან უმძიმესი დანაშაული იქნება”.

მთავარეპისკოპოსს კიდევ ერთი ეჭვი აქვს, რატომ “მიუგზავნეს” მას სახალხო დამცველის წარმომადგენლები _ როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს მისი უარყოფითი პოზიცია ნამოხვანჰესის აშენებასა და მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით და ის, რომ ვაქცინაცია ერის გენოციდად მიაჩნია და თავის მრევლსაც ამას უქადაგებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემაც ფაქტობრივად გაიზიარა მეუფე სპირიდონის პოზიცია…

ასე იყო თუ ისე, დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ახალი დირექტორი დაუნიშნეს _ მამა იაკობი. მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ დაწესებულებაში, ჯერაც არ არის დაზუსტებული და მხოლოდ ჭორების დონეზე საუბრობენ. თუ სამართალდამცავი ორგანოები დადებენ კონკრეტულ მამხილებელ დოკუმენტებს იმ ბრალდებებზე, რომლებმაც შეაძრწუნა სრულიად ერი და ბერი და ამ საქმეს პოლიტიკური საფარველი მოშორდება, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ, თუ ყველაფერი სიცრუეა, მაშინ?

რას მოიმოქმედებს მაშინ სახელმწიფო? ნუთუ ისევ გაყუჩდება და ცილისმწამებლებს პასუხს არ მოსთხოვს? თუ ჩვეულებისამებრ “მთავარი მოკარნახის” “რჩევას” დაელოდება? ასეც რომ მოხდეს, ვის გაუკვირდება?! განა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორისთვის ტალახის სროლისთვის პეტრე ცაავას ვინმემ პასუხი მოსთხოვა? ვინ გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად, პატრიარქს ეს როგორ აკადრესო? აი ლგბტ თემის წარმომადგენელი რომ  ვინმეს აუგად ეხსენებინა, მაშინ ეს სოკოებივით მომრავლებული არასამთავრობოები და “ადამიანის უფლებების დამცველები” ერთ ამბავს ატეხდნენ: არიქა, ადამიანის უფლებები ირღვევაო.

მხოლოდ მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების თაობაზე და ისიც აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითსო. უწმიდნესმა კი ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილებაო.

“წმინდა სინოდმა განაჩინა: მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”, _ აღნიშნულია სინოდის სხდომის ოქმში.

მაგრამ პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე. მაგრამ მის მიმართაც რომ გაისმა ბრალდებები, მას მყისიერი რეაქცია ჰქონდა:

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში. დეკანოზი ათინოგენი
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში. დეკანოზი ათინოგენი

“დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა. მეუფე სტეფანეს მოუწევს, თვითონვე დაისაჯოს იმ ცრუ ბრალდებით, რა ბრალდებითაც მე დამადანაშაულა. მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივესკენ მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია”, _ განაცხადა მეუფე პეტრემ “რუსთავი 2”-თან.

მაგრამ იმის მთქმელს, რომ “ათწლეულებია, უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას”, ღმერთი სწამს და სირცხვილის გრძნობა გააჩნია?! ასეთ ადამიანს მორალური უფლება აქვს, რაიმე მოითხოვოს საპატრიარქოსგან?!

ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების ნაწილი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს, რომელმაც 2019 წლის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა, მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ. ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს სასულიერო პირი, ასეთ შემთხვევაში ჯერ პეტრე ცაავასგან უნდა ითხოვდეს იმ უმძიმესი ბრალდების დამტკიცებას და მერე უნდა ალაპარაკდეს ამ უკანასკნელის დაცვასა თუ დასჯაზე.

რა ჰქნას ამის შემყურე ხალხმა, რომელსაც პოლიტიკოსებმა არაერთხელ გაუცრუეს იმედი, ხოლო ერთადერთ წმინდა ნავსაყუდელად და იმედად ეკლესია დარჩა? რა ქნას ერმა, როდესაც ქვეყნის მოძულე პროვოკატორებმა ამ წმინდა სავანეშიც  შეაღწიეს და აბამენ ბინძურ პროვოკაციულ აბლაბუდას, უკადრებელს კადრულობენ, ჯერ არგაგონილს?

მათ მივმართავ დიდი ვაჟაფშაველას სიტყვებით: “გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა”.

ეს არის ამონარიდი ვაჟა-ფშაველას 1906 წელს გამოქვეყნებული  წერილიდან მღვდლების ვინაობა”, რომელსაც მკითხველს აქვე ვთავაზობთ ანალიზისთვისდღევანდელობასთან პარალელის გასავლებად და იმის ნათელსაყოფად, რომ დედაეკლესიის მიმართ ამჟამად არსებული დამოკიდებულება და მის წიაღში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები კარგს არაფერს გვიქადის.

მღვდლების ვინაობა

გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ “პინჯაკებში”, “შტაცკურად”, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი, თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქ მოაბამს. ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგაზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებას დააბრალებთ, ცენზურას და სხვა?

მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ. გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება. თქვენი გავლენა ხალხზე, გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდგან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს. საწყინო იყო, თუმცა ბევრს სოციალისტ-რევოლუციონერს არ სწყინდა, არამედ ესახელებოდა კიდევაც, მამა გაპონი რომ მუშებს გაუძღვა წინ, შარშან იანვარს სასახლისაკენ. ამით გაპონმა რუსეთის სოციალისტებს რამდენიმე ჩანახი ლაფი დაასხა თავზე, თუმცა უკანასკნელებმა ვერც კი იგრძნეს. კიდევ კარგი, რომ გაპონიც ყალბი სოციალისტი გამოდგა.

დღეს კი თქვენი მოღვაწეობა ნაყოფიერია და უფრო ნაყოფიერი იქნება თუ იქადაგებთ მაგ მოწინავე აზრებს, როგორც მოქალაქენი და არა როგორც მღვდლები.

იქნება სთქვათ: მღვდლობა, ანაფორები რას გვიშლისო. მაგრამ ხომ ყოველი “პრისტავი” ამბობს და გვეფიცება, როცა ეტყვი, გაიხადე მუნდირი, გამოდი სამსახურიდან და ხალხს შეუერთდიო. დიაღ, ფიცითა სქდება: ნამდვილი ქვეყნის ერთგული ვარ, მუნდირში ხალხს უფრო ბევრ რაშიმე გამოვადგებიო. საქმით კი გამოდის, რომ ამჯურა ხალხს ვნების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს, რადგან, ვის პურსაცა სჭამენ, იმის ხმალს იქნევენ. ძაღლი საცა სალაფავსა სჭამს, იქა ჰყეფს. ურიის პური ჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო, ხომ მოგეხსენებათ?..

* * *

…მთაში პროვოკაცია იკიდებს ფეხს და ბიუროკრატია აბამს თავის აბლაბუდას, ამ შემთხვევაში მაინც თვალს აუხელენ ხალხს და გააფრთხილებენ. თქვენვე ბრძანეთ, რომელ პარტიას უნდა ეკუთნოდენ ეს მღვდლები. ვგონებ, ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან “მიიღე ჯამაგირის” პარტიისა.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here