Home რუბრიკები საზოგადოება ის, რაზეც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია საუბრობდა და საუბრობს დღესაც, ზუსტი ქრონოლოგიით მართლდებოდა...

ის, რაზეც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია საუბრობდა და საუბრობს დღესაც, ზუსტი ქრონოლოგიით მართლდებოდა და მართლდება

როგორც ქართველს, ყოველთვის მინდოდა და დღეს მით უფრო გამიმძაფრდა სურვილი, რომ საქართველოსაც ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ეყვარება თავისი ერი არა სიტყვით, არამედ გულით. ბევრი დამეთანხმება, რომ ქვეყნისთვის მიუღებელია «ნაციონალი» პრეზიდენტი, ისევე, როგორც რესპუბლიკელი პრეზიდენტი. «ოცნების» კანდიდატს _ მარგველაშვილს, კი, ბატონო, განათლება აქვს, პატიოსნება და წესიერება აქვს, მაგრამ არის ერთი მთავარი მაგრამ: პოლიტიკური წრთობა ნულის ტოლია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პოლიტიკოსობა მარტო განათლება არ არის.

ზემოთ ვახსენე, დღეს ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც უყვარს თავისი ერი არა სიტყვით, არამედ გულით. ასეთ პიროვნებად აღვიქვამ ალექსანდრე ჭაჭიას. ვეცდები, ავხსნა რატომ: ჭაჭიას განათლებულობაზე საუბარი, მგონი, ზედმეტია. პოლიტიკურ ხედვას რაც შეეხება, 10-12 წელია, მის პუბლიკაციებს ვკითხულობ და ერთს ვიტყვი დანამდვილებით: ის, რაზეც ბატონი ალექსანდრე საუბრობდა და საუბრობს დღესაც, ზუსტი ქრონოლოგიით მართლდებოდა და მართლდება. ჩვენ თვითონ მივიყვანეთ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, როგორიც დღეს არის. ხოლო ბატონი ალექსანდრეს გაფრთხილებებსა და თხოვნებს არ მივუგდეთ ყური, შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: უჯიშო «ნაცების» 9-წლიანი დიქტატურა, რომელიც უფრო მძიმე ფორმებით განვითარდება მომავალში, თუ ქვეყნის სათავეში ლიბერალურ პლატფორმაზე მდგომი რესპკუბლიკელები იქნებიან, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის დაშლის წინაპირობა გახდება. ძველი და ახალი «ლიბერალების» პლატფორმა ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში არის დიდი ბლეფი, რითაც მართავდნენ და მართავენ ისედაც გაურკვევლობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი შველა არის მეზობლებთან კეთილი ურთიერთობების გაღრმავებაში, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში, რეინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობით ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში.

ბატონ ალექსანდრეს ხელეწიფება ამ საკითხების მოგვარება თავისი ინტელექტითა და თავისი პოლიტიკური გავლენებით. ეს ის კაცია, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს არა სიტყვით, არამედ საქმით. ერთხელ შევცდით, შევარდნაძეს ვენდეთ და მან დაიწყო ქვეყნის დაშლა. მეორედ შევცდით _ «ნაცბანდამ» სააკაშვილის მეთაურობით გააგრძელა ქვეყნის დაქუცმაცება და ახალგაზრდობის გარყვნა ფსევდოლიბერალური მოწოდებებით.

ჩემო ქართველებო! გთხოვთ, დაფიქრდეთ და ისე გადაწყვიტოთ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, მესამე შეცდომას ვერც ქვეყანა და ვერც ერი ვერ გადაიტანს. ჯიბრზე არ მოვიქცეთ, როგორც ვიქცეოდით ადრე: «ოღონდ შევარდნაძე არა და ვინც გინდა», «ოღონდ სააკაშვილი არა და ვინც გინდა»…

არჩევნებამდე საკმარისი დროა დასაფიქრებლად, საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოვიძიოთ ბატონი ალექსანდრეს სტატიები და ინტერვიუები, წავიკითხოთ, ჩავუფიქრდეთ და გავაანალიზოთ განვლილი 23 წელი.

დავით კუჭავა,

გორგასლის ორდენის კავალერი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here