Home რუბრიკები პოლიტიკა იაკობ კედმი: მსოფლიოში მშვიდად ცხოვრება შესაძლებელი შეიქნა

იაკობ კედმი: მსოფლიოში მშვიდად ცხოვრება შესაძლებელი შეიქნა

იაკობ კედმი: მსოფლიოში მშვიდად ცხოვრება შესაძლებელი შეიქნა

ლეონარდო და ვინჩი: “ადამის შვილნი სიტყვით მიმართავენ იმ ადამის შვილთ, რომლებიც ვერ გაიგონებენ, ისინი თვალგახელილნი იქნებიან, მაგრამ დანახვით ვერაფერს დაინახავენ; ასეთებს კი დაელაპარაკებიან, მაგრამ პასუხს ვერ ეღირსებიან. ისინი წყალობას შესთხოვენ მათ, ვისაც სასმენელნი აქვს, მაგრამ არცრა ესმის; ისინი იმათ მიუნათებენ, ვინც ბრმაა, უთვალსაჩინოა”.

გურამ გოგიაშვილის თარგმანი

პოლიტოლოგ იაკობ კედმის ინტერვიუ ჩამოართვა ინტერნეტრესურსუკრაინა.რუსკორესპონდენტმა. ისრაელის ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, სპეცსამსახურნატივისყოფილი ხელმძღვანელი რუსეთისა და აშშის პრეზიდენტების 16 ივნისს გამართული სამიტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. გაბედულებით, პირდაპირობითა და მაღალპროფესიული ანალიტიკით გამორჩეულ სხვა მსგავს პუბლიკაციას ჩვენი მკითხველი, ვეჭვობ, ქართული პრესის რომელიმე გამოცემაში გადაუქროდა შემთხვევით ან სატელევიზიო გადაცემაში ენახა და მოესმინა. ამიტომაც გთავაზობთ ჩვენს განათლებულ მკითხველებს ამ უაღრესად საინტერესო ინტერვიუს გადმოქართულებულ საგაზეთო ვერსიას. “უკრაინა. რუ”- ეს საუბარი გამოაქვეყნა თავისი ინტერნეტსაიტის რუბრიკაშიახალი ამბების ანალიტიკა”.

_ როგორ აფასებთ ამ შეხვედრის უმთავრეს შედეგებს და ორმხრივი ურთიერთობის რომელი თემა არ გაჟღერებულა სამიტზე? _ ასეთი იყო პირველი შეკითხვა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომლებიც დაკავშირებული იყო ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან, განხილული იყო. პრობლემები, თემატიკა, რომლებსაც არ შეხებიან, არც ყოფილა მათი ინტერესის საგანი.

_ მთავარი იყო ორი ტიპის თემები, რომლებსაც განიხილავდნენ და შეეცდებოდნენ გადაწყვეტილების პოვნას. სხვა თემები წამოაყენა ძირითადად შეერთებულმა შტატებმა, რადგან ამას მოითხოვდა მისგან საზოგადოებრიობა, ჟურნალისტები, აიძულებდა მოვალეობა. ამ თემებზე თითოეულმა მხარემ თავისი აზრი გამოთქვა. არავითარი განხილვა არ ყოფილა, არავითარი კამათი.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი შეფასება წარმოადგინა იმის შესახებ, თუ როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს რუსეთში, რუსეთმა თავისი თვალსაზრისი თქვა, აშშ-ში იცავენ თუ არა ადამიანის უფლებებს.

ამით დამთავრდა.

რა არ განიხილეს?

არ განიხილეს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის საკითხი.

თემა დახურულია.

ახსენეს სირიასთან და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მხოლოდ ოქმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ამ საერთო განმარტების შემდეგ კედმი იწყებს იმ ოთხი პრობლემის განხილვას, რომლებიც სამიტის მონაწილე მხარეებმა ჩათვალეს, როგორც მთავარი და ძირითადი.

ერთ-ერთი პრობლემა დიპლომატიური ურთიერთობის მოწესრიგება იყო _ გადაწყდა ელჩების დაბრუნების საკითხი, რომლებიც თავ-თავიანთ ქვეყნებში გამოიძახეს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის მომენტში.

როგორ და რა დონემდე, ამას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენელთა კომისია გადაწყვეტს. დააბრუნებენ იმ მოცულობით, როგორიც იყო, სანამ ორივე მხარე დიპლომატების გაძევებას დაიწყებდა; თუ იმ მდგომარეობამდე, სანამ ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის საკუთრების ექსპროპრიაცია მოახდინა, როცა ძალით დაიკავა ზოგიერთი ობიექტი.

ვილა ლა გრანჟი, სადაც შეხვედრა გაიმართა
ვილა ლა გრანჟი, სადაც შეხვედრა გაიმართა

_ მეორე პრობლემა, რომელიც გადაწყდა, მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, _ განაგრძობს ანალიტიკოსი, _ ჩრდილოეთის საზღვაო გზას შეეხებოდა. ამ საკითხს აშშ კონსტრუქციულად მიუდგა _ ჩრდილოეთის საზღვაო გზით ხომალდების გავლამ ორიდან არც ერთ ქვეყანას პრობლემები არ უნდა შეუქმნას.

ჩრდილოეთის საზღვაო გზა, ძირითადად, ემსახურება რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს. ამის შესახებ აშშ-ში ბევრს ყვიროდნენ, მაგრამ ამჯერად ამერიკელები მზად არიან, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გადაწყდეს.

სტრატეგიული სტაბილურობის საკითხიც იდგა დღის წესრიგში. ამ თემაზე იმუშავებენ ორივე ქვეყნის სპეციალისტები.

და ბოლო პრობლემა, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს, ეხებოდა ჰაკერულ შეტევას, რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიად მიიჩნევდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის პასუხი ამომწურავი იყო. შედეგი, ის, რაზეც უარს ამბობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ამერიკელები _ დაეწყოთ საერთაშორისო წესების, კონვენციის შემუშავება ჰაკერული შეტევების მოსაგერიებლად, ამჯერად დათანხმდნენ.

ამას გარდა სხვა არაფრით ყოფილან დაკავებულნი.

წამოყენებული იყო უკრაინის საკითხი, მაგრამ იმ კუთხით, რომელიც მაინცდამაინც არ მოეწონებოდა და არც მოეწონა ამხანაგებს კიევიდან.

უწინარეს ყოვლისა, არ განიხილეს აშშრუსეთის ურთიერთობა უკრაინასთან დამოკიდებულების ჭრილში. .. უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა არ არის ამერიკარუსეთის დამოკიდებულების პრობლემის ნაწილი, ხოლო რუსეთს უკრაინასთან პრობლემები არ აქვს.

ყირიმი, რომელიც შეიძლება იყოს უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა, არ განიხილება. არც განუხილავთ. ამერიკელებმა ახსენეს ყირიმი, რუსეთმა თქვა: ყირიმი ჩვენია.

მორჩა და გათავდა.

განიხილეს სხვა საკითხი: უკრაინა და ნატო.

_ თქვეს, რომ ეს თემა გაკვრით განიხილეს.

_ მაგრამ განიხილეს. დიდხანსაც განიხილავდნენ. როგორ დაახასიათა (განსაზღვრა) ეს განხილვა რუსეთის პრეზიდენტმა? საკითხი დახურულია. არ არსებობს. მორჩა! საკითხი _ უკრაინა და ნატო დასრულებულია. ვინ დაასრულა? რუსეთის პრეზიდენტმა. მან აუხსნა აშშის პრეზიდენტს, რომ საკითხი _ უკრაინდა და ნატო _ საერთოდ არ განიხილება. ხოლო ის, რაც მანამდე ითქვა, რომ, ნატოში შესვლის მცდელობა უკრაინის მხრიდან ან ნატოს მცდელობა უკრაინის მიერთების თაობაზე ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის ავანტიურული იდეის დასრულებას, ძალაში დარჩა.

უკრაინა დაკარგავს თავის სახელმწიფოებრიობას იმავე წამში, როგორც კი შეეცდება ნატოსთან მიერთებას, სულერთია, ვისი მხრიდან.

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

ამერიკელებმა ეს გაიგეს და გაათვითცნობიერეს.

ხოლო დონბასთან დაკავშირებული ურთიერთობა არის დონბასის მოსახლეობასთან უკრაინის პრობლემა. რუსეთთან მას არავითარი კავშირი არ აქვს, რუსეთს დონბასის პრობლემის განხილვის სურვილი არ გააჩნია.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დონბასის პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მინსკის შეთანხმების ბაზაზე.

მთელი ეს ისტერიკა, მთელი ეს ავანტიურა, რომელიც ატეხილია უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოკალათებული ადამიანის მიერ, დასრულდა ამ შეხვედრით. ანუ მისი და მისი ამხანაგების მცდელობა, შეეცვალათ მინსკის შეთანხმება, დასრულდა. სხვა განხილვა აღარ იქნება.

და კიდევ ერთი მომენტი.

რუსეთმა ეს განაცხადა ამერიკის პრეზიდენტთან საუბარში. მთავარი ის არის, რომ მანამდე იგი (შტატები) არ აღიარებდა კიევის რეჟიმის დანაშაულებრივ ხასიათს, უკანონობას, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოექცა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ამას დე ფაქტო ყველა აღიარებს. იგი (რეჟიმი) ლეგიტიმური არ არის. უწინ რუსეთი ამას არ აცხადებდა, ახლა კი პრეზიდენტის სიტყვებით გაიხსენა.

_ ამიტომ ამ შეხვედრის შემდეგ, ამხანაგო უკრებო (მიმართავს კედმი უკრაინელებს), უნდა იცოდეთ, რომ ამერიკელები არ გადაგყვებიან, ნატო დაივიწყეთ, მინსკის შეთანხმების შეცვლა ან ჩასწორება დაივიწყეთ; გსურთ, გადაწყვიტოთ თქვენი შიდა პრობლემა, გადაწყვიტეთ უკრაინის მოსახლეობასთან ურთიერთობით; ამ შემთხვევაში, დონბასის მოსახლეობასთან ერთად.

ყირიმი თქვენი არ არის.

ყირიმი შეგიძლიათ დაივიწყოთ.

_ ბაიდენმა მხარი დაუჭირა მინსკის შეთანხმებას, მაგრამ ერთია, მხარდაჭერა, მეორე კი _ აიძულო უკრაინა, შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ხომ შეიძლება, რომ სამიტის შემდეგ არაფერი შეიცვალოს?

_ ვაიძულოთ უკრაინა, რამე გააკეთოს?! ეს არ არის რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების საგანი. რუსეთი ვალდებული არ არის, სთხოვოს შეერთებულ შტატებს _ მიაწექით უკრაინას! მე არ ვიცი, რა უთხრა პუტინმა ბაიდენს. მოვისმინე მხოლოდ ის, რაც ამერიკელ ჟურნალისტს განუცხადა.

ჩემი ინტერპრეტაცია ასეთია: თუ უკრაინა კვლავაც გაამწვავებს ვითარებას დონბასსა და უკრაინაში, ეს გადაიზრდება რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ პრობლემად. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოსახლეობას აღიქვამს ერთსა და იმავე ხალხად, მაშინ კიევის ხელისუფლების მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია, უკრაინასთან ურთიერთობა ვერ დარჩება რუსეთის მხოლოდ საგარეო-პოლიტიკურ პრობლემად და რუსეთის შიგა პრობლემად გარდაიქმნება.

_ გაიგონა ეს სიგნალები უკრაინამ?

_ გაიგონა და მერე როგორ! მაგრამ გაგონება და გაგება, როგორც ჯერ კიდევ უკრაინულ ქალაქ ოდესაში ამბობენ, ორი დიდი სხვაობაა. ოდესა არასოდეს ყოფილა უკრაინული ქალაქი, სხვა _ რაც გაგიხარდებათ, მაგრამ უკრაინული _ არა. იმისთვის, რომ გაიგო, საკმარისი არ არის ყურები, ყურებს შორის უნდა გქონდეს რაღაც, სასურველია, რაც შეიძლება ხარისხიანი ნივთიერება. მაგრამ, რადგან უკრაინის პრეზიდენტი ცოტათი ჰგავს პანიკოვსკის (კომიკურ ბედოვლათს ილფისა და პეტროვის “თორმეტი სკამიდან”), რომელზეც ოსტაპ ბენდერი ამბობდა: “პანიკოვსკის თავში ნუ ურტყამთ, ეს მისი ყველაზე სუსტი ადგილია”, როგორც ჩანს, ზელენსკის ყველაზე სუსტი ადგილიც საკუთარი თავია…

მაგრამ ეს უკრაინის პრობლემაა.

უკრაინის რომელ პრეზიდენტს ჰქონდა ზელენსკიზე უკეთესი თავი _ კრავჩუკს? იანუკოვიჩს? კუჩმას? რომელს?

ახალგაზრდობაში კუჩმას, როცა “იუჟმაშის” დირექტორი იყო, თავი უკეთ მუშაობდა. აი, შემდეგ რაღაც მოხდა.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

_ მიგაჩნიათ, რომ კუჩმა უკრაინის ყველაზე კარგი პრეზიდენტი იყო?

_ მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის საუკეთესო პრეზიდენტი იყო. მიმაჩნია, რომ, როცა “იუჟმაშის” დირექტორი იყო, მან თავისი უნარი მაქსიმალურად წარმოაჩინა. მაგრამ არა მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი იყო. სხვებს ესეც არ ჰქონიათ. “იუჟმაში” მაშინ სერიოზული საწარმო იყო და არა ის ნანგრევები, როგორიც დღეს არის!

_ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებას. ბაიდენმა განაცხადა, რომ ექვსი თვის, შემდეგ შევძლებთ გავიგოთ, ასრულებენ თუ არა ჩვენს შეთანხმებებსო რუსეთთან. რატომ მონიშნა მან ეს ვადა? რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

_ პირველი, რაც ბაიდენმა ამ დროში უნდა გაიგოს, იქნება თუ არა ცოცხალი და მეტ-ნაკლებად შერაცხადი, ეს არი პირველი პირობა. როცა რუსეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობა უსურვა, ეს ნიშნავს, როგორც ხალხში ამბობენ, იყოს ჯანმრთელი.

მეორე, გასათვალისწინებელია ის მოლაპარაკებანი, რომლებზეც შეთანხმებას მიაღწიეს. აღვიჭურვოთ მოთმინებით და შევიტყობთ, რას და როგორ შეასრულებენ. როგორ რეაგირებს მის ნაბიჯებზე ამერიკის პოლიტიკური, პროფესიული ელიტა, რა ხდება მსოფლიოში და ა.შ. აი, მაშინ გამოჩნდება ყველაფერი, მაგრამ ამ ოთხ პრობლემასთან უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს. უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი რამ გადაწყდა: ნატო _ არა! მინსკის შეთანხმება საფუძველია!

ეგაა სულ.

_ თქვენ ახსენეთ ამერიკის პოლიტიკური ელიტა. ბევრს შეიძლება არ მოსწონს ბაიდენის ასეთი დაახლოება და თანამშრომლობა რუსეთთან. უნდა ველოდოთ ახალ პროვოკაციებს?

_ უწინარეს ყოვლისა, ისინი, ვინც იყვნენ ინიციატორები უკრაინაში განხორციელებული გადატრიალების, ჯერ კიდევ არსებობენ. ისინი ცდილობენ, უბიძგონ უკრაინას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისკენ. სწორედ მათ სთხოვეს ბაიდენს, დაერეკათ ამ უბედურისთვის პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, რათა ცოტათი მაინც დაემშვიდებინათ: ნერვიულობს ბიჭი, დაურეკე, დაამშვიდე. იმანაც დაურეკა.

სწორედ ისინი ცდილობდნენ, შეეცდინათ ზელენსკი და მიეწვია ბაიდენი უკრაინაში.

კი, ბატონო.

სწორედ ისინი ცდილობდნენ გამოეწვიათ ესა თუ ის ქმედება უკრაინაში, რათა შემდეგ ამით გამოეწვიათ ანტირუსული რეაქცია შეერთებულ შტატებში. ვნახოთ, რას შეძლებენ. ეს ამერიკელების შიდასახელმწიფოებრივი პრობლემაა.

უკრაინის ახლანდელ პრეზიდენტსა და მის გარემოცვას ეყოფა ჭკუა რაიმე პროვოკაციის განსახორციელებლად.

ხომ გააფრთხილა ისინი რუსეთის პრეზიდენტმა, როცა განაცხადა, რომ ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა და ვითარების გამწვავების მცდელობა სათუოს გახდის უკრაინის სახელმწიფოებრიობას. გსურთ? მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ! არ გესმით, ვერ ხვდებით, რას ეთამაშებით? განაგრძეთ.

არც როდის ყოფილა უკრაინის სახელმწიფო. იყო მხოლოდ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სახელმწიფო კი არასოდეს ყოფილა.

ხოლო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად ჩამოყალიბება უკრაინის ხალხის ნებით კი არ მომხდარა, არამედ ვლადიმერ ილიჩ ლენინის გადაწყვეტილებით. და იმათ, ვინც ამჟამად უკრაინას წარმართავს, არ აქვთ უნარი, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკრაინა დაუბრუნდება იმ ბუნებრივ მდგომარეობას, რომელშიც ათასი წლის განმავლობაში არსებობდა.

_ მიგაჩნიათ, რომ ასეთი შერწყმაგაერთიანება მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი?

_ შეიძლება მიღწეულ იქნას მშვიდობიანი გზითაც, რადგან ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ, რადგან დღეს უკრაინის სათავეში დგანან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, აბსოლუტური “ოტმოროზკები” _ ყველაფრის მკადრებელი ადამიანები, მათ არ ხელეწიფებათ მშვიდობიანად პრობლემის მოგვარება. სწორედ მათ მიიყვანეს უკრაინა სამოქალაქო ომამდე. ისინი აგრძელებენ ამ ომის გაღვივებას, შიგნიდან აფეთქებენ ქვეყანას, აგულიანებენ უკრაინის მოსახლეობის ერთ ნაწილს მეორის წინააღმდეგ, აქეზებენ ყველას რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობენ აქედან რაიმეს გამორჩენას. ვიმეორებ: მათ ეყოფათ ჭკუა და გონება ახალი პროვოკაციის მოსაწყობად. ეს ყურადსაღებია.

_ უკვე შვიდი წელიწადია, მიმდინარეობს ანტირუსული პროპაგანდა. მოსახლეობას არწმუნებენ, რომ რუსეთი აგრესორია და მტერი. მოისურვებს კი, ვთქვათ, ოციოდე წლის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა რუსეთთან გაერთიანებას ტვინების გამორეცხვის ისეთ ვითარებაში, როგორიც ამჟამად წარმოებს?

_ 31 წელიწადია, რაც ტვინების გამორეცხვა მიმდინარეობს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იგი უფრო თავხედური, უფრო უსირცხვილო, უფრო მკვეთრი გახდა, მაგრამ ტვინების ამ გამორეხცვას უკრაინის მოსახლეობის გამოკითხვების ჭრილში თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას მაინცდამაინც მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. მოსახლეობის _ უკრაინელებისაც, რუსებისაც და ყველასი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, განწყობაზე ამ ავანტიურისტულ პოლიტიკას დიდი გავლენა არ მოუხდენია.

გალიციელი “ოტმოროზკები” თავს უფლებას რომ აძლევენ, მთელი უკრაინის სახელით ილაპარაკონ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და მათაც ვერაფრით დაეხმარება. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს უკრაინის მოსახლეობის ცნობიერების გადაკეთება. ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული უკრაინაში ისტორიული ერთობის გრძნობა და ვერავინ _ ვერც პეტლიურას მიმდევრები, ვერც ბანდერასა და შუხევიჩის მიმდევრები და სხვები _ ამას ვერ მოახერხებენ. კოვპაკი, როგორც იყო უკრაინის გმირი, ასეთად დარჩება.

მათ ძეგლებს აღგვიან პირისაგან მიწისა და პასუხს მოსთხოვენ ამ ნაძირლებს, რომლებიც დღეს ცდილობენ, თავგზა აუბნიონ უკრაინის მოსახლეობას.

* * *

შვეიცარიის ვილა ლა გრანჟში გამართული პუტინისა და ბაიდენის სამიტი, რა თქმა უნდა, მოკავშირეთა დიდი სამეულის ყირიმის კონფერენციას ვერ შეედრება, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენა რომ არის, მტკიცება არ სჭირდება. ყველა აღიარებს, რომ სამიტის შემდეგ მსოფლიოში მშვიდად ცხოვრება შესაძლებელი გახდა.

როგორც სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, შედეგები იმედის მომცემი შორეული ციალია.

პუბლიკაცია მოამზადა არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here