Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის დამოუკიდებლობა ეფემერული და წარმავალი ცნებაა

უკრაინის დამოუკიდებლობა ეფემერული და წარმავალი ცნებაა

უკრაინის დამოუკიდებლობა ეფემერული და წარმავალი ცნებაა

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ექსპერტების ყურადღების ცენტრში მოექცა პუტინბაიდენის სამიტი, რომელიც 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა. მთავარ პრობლემათა შორის ეკონომიკის პრობლემურ საკითხებს ასახელებდნენ. ამ თემატიკაზე საუბრობს ცნობილი ეკონომისტი მიხეილ ხაზინი და იწყებს განმარტებით, რატომ განაგრძობს რუსეთი ბუნებრივი აირის გატარებას უკრაინის ტერიტორიით იმ ვითარებაში, როცა ეს ქვეყანა მის წინააღმდეგ არნახულად მტრული განწყობილების სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რუსოფობიის ერთგვარ ცენტრადაც კი.

_ ასე ხდება იმიტომ, რომ რუსეთს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. ვალდებულება აქვს ნაკისრი. სხვა გზა ჯერჯერობით არ არსებობს. “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის აშენებით შეიქმნება ახალი ალტერნატიული მარშრუტი, მაგრამ ხელმოწერილ კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2024 წელს გაუდის. თუმცა თავს ვერავინ დადებს, რომ უკრაინა შეძლებს, იმ დროისთვის შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობის დღეს არსებული მოდელი. მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოწყობა ისე სწრაფად იცვლება, რომ სიმყარეებზე ლაპარაკი არასერიოზულია. ამას ამტკიცებს ის ისტერიკაც, რომელიც მოაწყვეს კიევში ბაიდენისა და პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე.

უახლესი რუსული შეიარაღება
უახლესი რუსული შეიარაღება

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ზოგიერთების მიერ აღქმული იქნა დასავლეთის მიმართ როგორც უკიდურესად ხისტი და მკაცრი, თავად დასავლეთმა კი საკმარისად პოზიტიურად აღიქვა. უფრო მეტიც, დაუყოვნებლივ მოჰყვა ნატოს გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის პასუხი, რომელმაც თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა მოიწვიონ სამიტი რუსეთი-ნატო, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელია, ურთიერთობა ძალიან ცუდია და საჭიროა მოლაპარაკება.

მე შემიძლია გიპასუხოთ, თუ რატომაა აუცილებელი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის დაჩქარება: ბაიდენმა მსოფლიოს უკვე წარუდგინა თავისი მოდელი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ტრამპის მოდელისგან, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მკაცრი რეგიონალიზაცია და ხელს არ აძლევდა არც ჩინეთს, არც დასავლეთ ევროპას, ფაქტობრივად _ არავის, რადგან ანგრევდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთელ სისტემას და, საერთოდ მთელ სავალუტო სისტემას.

ბაიდენის მოდელი კი სხვანაირია. ლოგიკა, რომელსაც ამ მოდელის ავტორი იყენებს, მარტივია: მას სურს, შეინარჩუნოს რამდენიმე გლობალური თემა და სხვა დანარჩენი, უხეშად რომ ვთქვათ, ძალთა რეგიონულ ცენტრებს გადაულოცოს.

პუტინის პასუხი ასეთი იყო: “არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ჩვენს დამოუკიდებლობაში შემოჭრას, ხოლო მწვავე საკითხების განსახილველად მზად ვიქნებით.”

ვალუტაზე თქვა, რომ რუსეთი თანდათან დაიწყებს დოლარის სისტემიდან გასვლას, რადგან აშშ თვითონ ანგრევს ამ სისტემას.

ამრიგად, მოწმენი გავხდით იმისა, რომ იგი სრულად დაეთანხმა ბაიდენის წარდგენილ კონცეფციას (დეტალები განსახილველი რჩება) და ამ კონცეფციის ჩარჩოებში უკრაინის აზრი არავის აინტერესებს (რამაც კიევის ისტერიკა გამოიწვია), იგი ვერ გახდება ევროკავშირის ან მის ნაცვლად შექმნილი სხვა გაერთიანების წევრი სახელმწიფო, ვინაიდან თვით ევროკავშირის მომავალია სათუო და გაურკვეველი. ჯერ ერთი, ბერლინისა და პარიზის ღერძი ცდილობს, შეინარჩუნოს ამ ტერიტორიაზე თავისი დომინირება, და მეორე: ლონდონი მის დასაშლელად და თავისი კონტროლის დასამყარებლად იღვწის.

რით დამთავრდება ეს დაპირისპირება, გაურკვეველია. სამაგიეროდ ნათელია, რომ უკრაინა ევრაზიის ზონაში ხვდება. ამ თვალსაზრისით, როგორ განვითარდება ამ ტერიტორიაზე მოვლენები, არც ვაშინგტონსა და არც ბერლინში არ და ვერ გადაწყდება.

ლგბტ თემისა და ნაცისტების აღლუმები ქალაქ კიევში
ლგბტ თემისა და ნაცისტების აღლუმები ქალაქ კიევში

აი ასე ყალიბდება მსოფლიოს ამ ნაწილის საერთო სურათი.

_ ამ გეოპოლიტიკურ ფონზე განიხილება თუ არა რუსეთის გასვლის საკითხი .. დოლარის ზონიდან და ეკონომიკის სხვა აქტუალური პრობლემები აშშისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების შეხვედრაზე?

_ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ბაიდენმა გამოხატა გარკვეული პოზიცია, პუტინმა მხარი დაუჭირა თავისი შესწორებებით, მაშასადამე, საუბარი შეეხება სავალუტო ზონებსაც, მათ კონფიგურაციას. გასაგებია, რომ რუსეთს ნაკლებად აწუხებს, ვინ იქნება დომინანტი დასავლეთ ევროპის სივრცეში _ ბერლინი თუ ლონდონი.

_ რუსეთი აპირებს, “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულოს. უკრაინის პოლიტიკოსებს ფრიად აწუხებთ ის, თუ როგორი რეალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს.

_ უახლოეს მომავალში _ არანაირი. მთავარია, რომ ეს უკვე სერიოზულ როლს აღარ თამაშობს. წვრილმანია გლობალური გეოპოლიტიკური მოლაპარაკებების ფონზე. ასეთ ჩარჩოებში მოქცეული უკრაინა იმდენად უწონადია, იმდენად მეორეხარისხოვანია, რომ მისი პოზიცია, სურვილები და ინტერესები საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული.

გლობალური რეკონფიგურაცია უკრაინაზე მაინცდამაინც არ აისახება. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული საზღვარი, რომელმაც 1991 წლის შემდეგ აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა, მნიშვნელოვნად გადაიწევს ისევ დასავლეთისკენ იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ დასავლეთს ამ ყველაფრის მოვლა-შენახვის რესურსი აღარ შემორჩა.

უფრო მეტიც: არიან ქვეყნები, რომლებსაც კარგად ესმით, რაც ხდება, და ძალიან საინტერესო პროცესებს ახორციელებენ. ასეთია, მაგალითად, პოლონეთი, მაგრამ პოლონეთში არის ეროვნული ელიტა. უკრაინაში არ არის. აქ თავი მოიყარეს ხუტორელებმა, რომლებიც სათავისოდ ექაჩებიან არა მხოლოდ იმას, რაც ცუდად დევს, არამედ ყველაფერს, რაც დევს.

ქურდობენ!

ამიტომაა, რომ მსოფლიო სივრცეში უკრაინის ეროვნული ინტერესების შესახებ ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

უაზრობაა.

ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განასახიერებს ეროვნული ელიტა. მაჩვენეთ, ვინ არის კიევში ეროვნული ელიტა!

ეროვნული ელიტა არის ბელარუსში, რომელსაც ბატკო ლუკაშენკო განასახიერებს. შეიძლება, გიყვარდეს ეს კაცი, შეიძლება _ არა, მაგრამ ბელარუსის ინტერესებს თავისი პიროვნულობით განასახიერებს. მისთვის ბელარუსის ინტერესები ცარიელი სიტყვები არ არის. კიევში ასეთ ადამიანებს ვერ იპოვით. ყველა დაკავებულია ვაჭრობით თავისი შესაძლებლობების ჩარჩოებში. ამ მიზეზით პროცესში მონაწილე თითოეული პერსონა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობს და იღვწის.

_ მაგრამ ხომ იყვნენ უკრაინაში ეროვნული ლიდერები, რომლებიც რომელიღაც მომენტში ბარიგების ბრბოდ გარდაიქმნა?

_ გამოქვეყნებულია გეტმან სკოროპადსკის, რომელიც, როგორც ცნობილია, ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი უკრაინის შექმნას 1918 წელს, ძალიან საინტერესო დღიურები. თუ დაინტერესდებით და წაიკითხავთ, რასაც იგი უკრაინელ ნაციონალებზე წერს, დარწმუნდებით, რომ ისინი თავიანთი მენტალიტეტით, მსოფლმხედველობით ხუტორელები არიან (სოფლელები), რომლებიც მხოლოდ იმას ხედავენ, რისი აწაპნაც შეუძლიათ. ამის იქით მათი მზერა ვერ აღწევს. დღეს ეს ქვეყანა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გარე ძალები (უწინარეს ყოვლისა, აშშ და გერმანია) ამ ტერიტორიაზე აშენებენ ანტირუსულ პროექტს. მათ, რასაკვირველია, ესმით, რომ შემდეგ მისი დაბრუნება მოუწევთ, მაგრამ იქ დაფრთიანებული რუსოფობები იმედოვნებენ, რომ კიდევ დიდხანს, რამდენიმე თაობის განმავლობაში იპარპაშებენ ისე, როგორც დიდი სამამულო ომის პერიოდში გერმანელების მიერ გამოზრდილმა ძალებმა 1991 წლამდე მოაღწიეს.

თუნდაც ამიტომ საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

გავიხსენოთ, რომ პერეიასლავის რადის შემდეგ, როცა აღნიშნული ტერიტორია 300 წლის განმავლობაში რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, ეს ძალები პრაქტიკულად ამოწყდა, ე.ი., მათ გადასაშენებლად 4-5-მა თაობამ უნდა გაიაროს, დაახლოებით 150 წელი უნდა გავიდეს. გსმენიათ, რომ ნაპოლეონის შემოსევისას სადმე ანტირუსული აჯანყება მოეწყოთ?!

ესაა მთავარი. პუტინმა ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ეროვნული რესპუბლიკის შექმნა საბჭოთა ხელისუფლების შეცდომა იყო. მოგვიწევს ამ შეცდომის გამოსწორება. გაგვიჭირდება, მაგრამ ყველა, ვინც კი მარჯვეა, ისედაც გაიქცევა, რადგან იქ ცხოვრება ძნელია და ზოგიერთ შემთხვევაში _ შეუძლებელიც.

_ გამოდის, რომ, ადრე თუ გვიან, უკრაინა ევრაზიულ ეკონომიკურ ზონაში გაერთიანდება.

_ აბა, სხვაგან სად უნდა წავიდეს?! კარგს რას გაგვიკეთებს პოლონეთი, თუ ჩვენ მას გალიციას მივცემთ?! როცა ნამდვილ პოლონელებს ეს სურათი გადავუშალე, მათ ასეთი რეაქცია ჰქონდათ: _ რატომ არ გიყვარვართ, მიხაილ ლეონიდოვიჩ?!

_ არ დაიბრუნებთ გალიციას? _ შევეკითხე პასუხად.

_ გონებით თუ განვსჯით, რა თქმა უნდა, დაბრუნება უაზრობაა, მაგრამ პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზეზების გამო მოგვიწევს მიღება. სხვა რა გზა გვაქვს.

ყველა შუალედურ ტერიტორიას ძალთა ორ მნიშვნელოვან ცენტრს შორის ყოველთვის მსგავსი პრობლემები წარმოექმნება. ფაქტობრივად ლაპარაკია იმაზე, რომ თუ გალიცია პოლონეთში იქნება, იმ ტერიტორიიდან, რომელიც ევრაზიის სივრცეში შევა, ყველა უკრაინელი ნაციონალისტი იქ უნდა გადასახლდეს. პოლონელებმა იმტვრიონ თავი! ეს ჩვენ ვართ კეთილები და ჰუმანურები, სხვებს ნუ მოვთხოვთ!

ევროპაში ის უნდოდა, რომ სიკვდილი არ უნდოდა

სჭირდებოდა აშშის პრეზიდენტს ევროპაში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ბაიდენს სურდა და იმათაც, ვინც მის უკან დგას. არც მალავდნენ. პირიქით, დემონსტრაციულად აცხადებდნენ, საქვეყნოდ გასაგებად.

რატომ?

ამ შეკითხვას პასუხობს ჩვენი განათლებული მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი ისრაელელი ანალიტიკოსი იაკობ კედმი.

_ რაზე ისაუბრებს ბაიდენი პუტინთან, ამაზე არც ბაიდენი, არც ისინი, ვინც მას მხარს უჭერს, წინასწარ სიტყვას არ დაძრავენ.

პუტინის ძალიან ეშინია ბაიდენს. ძალიან! უფრო მეტად _ მისი გენერლების და რუსეთის ახალი სტრატეგიული იარაღის. როგორც ჩანს, მას სურს, ელაპარაკოს ახალი სტრატეგიული იარაღის ახალი შეზღუდვების შესახებ. ისინი (ამერიკელები) მათთვის სრულიად მოულოდნელად და თავიანთი ძალისხმევის მიუხედავად, აღმოჩნდნენ ამერიკული თვალსაზრისით წარმოუდგენელ ვითარებაში.

_ უპირატესობის არქონაში.

_ უარესი! რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო შეტევითმა სტრატეგიულმა სისტემამ გაანულა მათი შეტევითი შემადგენელი.

დაუფიქრდით! რას ნიშნავს შემხვედრი დარტყმა, რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, ახლახან რომ წარმოთქვა? იგი ერდოღანი არ არის (!), მან თქვა ის, რაც რეალურად არსებობს: აშშ განადგურდება იმაზე უფრო ადრე, სანამ რუსეთზე დამიზნებული რაკეტები რუსეთის ზეცას მიაღწევს.

ეს აშინებს მათ!

რუსეთის ცას რომ მიაღწევს, არ ნიშნავს, რომ აფეთქდება.

ეს არის მისი (ბაიდენის) ძირითადი მიზანი. იგივე (ოღონდ საგნების დასახელების გარეშე და სხვა პრობლემების ჩაუთვლელად) სურდა ტრამპს. მასაც უნდოდა ამ პრობლემის მოხსნა, რადგან დღესაც არ აქვს ფული შეერთებულ შტატებს, დეფიციტი უზარმაზარია. საბეჭდი დაზგა გადახურდა.

_ ინფლაცია დაიწყო!

_ ინფლაცია მათ ნაკლებად აღელვებს. ჰკითხეთ მათ, ვინც ახლახან იყო შეერთებულ შტატებში, რა დღეშია ამჟამად ამერიკის სახელგანთქმული გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა. ვითარების გამოსასწორებლად მათ სჭირდებათ კოლოსალური ოდენობის ფული. მაგრამ, სწორედ ფული არ დაუბანდებიათ ამ საქმეში, არ დაუფინანსებიათ ეს საქმე.

ამერიკას კოლოსალური ფინანსური ხარჯების გაწევა მოუწევს. სტრატეგიული შეიარაღებით აშშ რუსეთს რომ დაეწიოს, ხარჯი უფრო გაეზრდება.

მაგრამ არ არის ფული.

ამერიკელები გამოდიან ავღანეთიდან. ეს გადაწყვეტილება ტრამპს უცებ არ მიუღია: რას ვაკეთებთო ჩვენ, ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იგი საგნებს თავ-თავიანთ სახელებს უწოდებდა, თითქმის ოდესურად:

_ რა ხეირი გვაქვს ამის გამო ახლო აღმოსავლეთიდან?!

ესაა ბაიდენის პრობლემა და ამისთვის სჭირდება რუსეთი. არადა, სხვას ვის უნდა მოელაპარაკოს, პოლონეთს, როცა ეს საკითხი აწუხებს მთელ დასავლეთ სამყაროს?! ინგლისის არმია დღეს არნახულად კნინდება. მას ერთი სატანკო დივიზიის გამოყვანაც არ შეუძლია _ ამის უნარიც არ აქვს დიდ ბრიტანეთს! სატანკო გაერთიანება _ ერთი დივიზიის ნაცვლად 140 თანამედროვე ტანკი! სულ ესაა! ამით დაიპყრობენ ევროპას?! დაეხმარებიან უკრებს (უკრაინელებს), ბალტიისპირელებს?!

მას ეს კარგად ესმის და ამ კუთხით სურს რუსეთის დამშვიდება.

მთელი ძალები მიმართულია ჰიბრიდული ომის საწარმოებლად, რომელსაც მე ძირგამომთხრელ ომს ვუწოდებ, რომელმაც შიგნიდან უნდა ააფეთქოს რუსეთი, ეს ძვირი არ ჯდება. ავიამზიდის აშენებაზე გაცილებით იაფია. მით უფრო, რომ, როგორც წარსულმა გვაჩვენა, რუსეთში ადამიანები ისე იაფია, როგორც ლათინურ ამერიკაში. ყოველთვის შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად მოისყიდოთ ისეთები, რომლებიც მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. ძალიან ბევრი ყავდათ ასეთი. ვიმედოვნებ, ეს წარსულს ჩაბარდა.

აი ჩვენ კი, საქართველოში გაგვიცრუვდა ეს იმედი. ფულზე იდეალების, საკუთარი მრწამსის გაყიდვა არა მხოლოდ მოდურია, არამედ მწვერვალს მიაღწია. არასამთავრობო გაყიდულ-გადაბირებული ორგანიზაციების პარპაშის ჟამიანობის დრო დგას საქართველოში, ფეიკების ზარი მოუხმობს ქართველობას შეთითხნილ-გამოგონილი “ეროვნული პრობლემების” გარშემო დასარაზმად და მათ დასაძლევად. ამის უახლეს მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატისა და ნამოხვანჰესის გამო ატეხილი ხმაური და გამიშვი-არგაგიშვებ.

დააკვირდით ე.წ. სახალხო დამცველის დაბნეულ გამომეტყველებას და “რიონის ხეობის გადარჩენის” მოძრაობის ე.წ. ლიდერის უსუსურ არგუმენტებს და არ გაგიჭირდებათ იმის დადგენა, სად არის დამარხული იმ ძაღლის თავი, რომელსაც ვინ შობელძაღლს უწოდებს, ვინ _ ძუკნის გაგდებულს.

არის სხვა ვარიანტებიც…

მაგრამ, მგონი, გადავუხვიეთ თემას, და სასწრაფოდ დავუბრუნდეთ პირველთქმულს, მით უფრო, რომ იაკობ კედმი საინტერესოდ ლაპარაკობს ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შესახებ.

_ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მთელი სტრატეგია დღეს შორდება სამხედრო კონფრონტაციას, ისე, რომ შეიძლება ფული ჩინეთისთვისაც კი მორჩეს. და გადადის იდეოლოგიურ ან ეკონომიკურ შემადგენელზე: მოჰკვეთოს ევროპა რუსეთს, მოჰკვეთოს ევროპა ჩინეთს.

მოჰკვეთოს სრულად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რათა ყველამ შეერთებული შტატებისთვის იმუშაოს. ეს არის მისი ახალი სტრატეგია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, დაიცვას თუნდაც მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის უსაფრთხოება ომის დაწყების საშიშროებისგან.

თორემ ომის დაწყების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ იგი განვითარდეს არა ამერიკული სცენარით, არამედ, როგორც ყოველთვის, პუტინის სცენარით.

მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ

P.S. მაგრამ ეს ბაიდენის თავის ტკივილია და ჩვენ ტვინს ამაოდ ნუ გავიცხელებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here