Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩილეში ევთანაზია დააკანონეს

ჩილეში ევთანაზია დააკანონეს

ჩილეში ევთანაზია დააკანონეს

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჩილეს პარლამენტის ქვედა პალატამ, _ იუწყება Le figaro.

ამ დოკუმენტის თანახმად, განუკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც 18 და მეტი წლისანი არიან, უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, როგორ სურთ სიცოცხლის დასრულება _ პალიატიური დახმარებით თუ ევთანაზიის საშუალებით.

ევთანაზიის მოთხოვნის უფლება მიეცემათ მათ, ვინც დაავადებულია უკურნებელი სენით.

ამასთანავე, პაციენტი უნდა იყოს გონზე ან ჰქონდეს წინასწარ დაწერილი ანდერძი, რომელშიც გასაგებად არის აღნიშნული მისი სურვილი. დაავადების განუკურნებლობის შესახებ დასკვნა პაციენტს ორმა ექიმმა უნდა მისცეს.

დღეისთვის ყველა ლათინოამერიკული ქვეყნიდან ევთანაზია მხოლოდ კოლუმბიაშია ლეგალიზებული. ეს მოხდა 1997 წელს. ანალოგიურ კანონ-პროექტს ამჟამად ურუგვაიშიც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, მარტში ესპანეთის პარლამენტმა ხმა მისცა ევთანაზიას. ესპანეთი ევროპაში მეოთხე ქვეყანა იქნება ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ, რომელშიც ეს პროცედურა ოფიციალურად იქნება ნებადართული.

ევთანაზია პორტუგალიაშიც ნებადართულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here