4 ივნისს საქართველოში მოქმედმა უცხოეთიდან დაფინანსებულმა ერთ–ერთმა ლგბტ ორგანიზაციამ _ “თბილისი პრაიდმა”, რომელიც ყოველი წლის 17 მაისს დედაქალაქის ქუჩებში დემონსტრაციულად ცდილობს სოდომიის პროპაგანდას, სპეციალურ ბრიფინგზე ე.წ. ღირსების მარში, ანუ გეიაღლუმი დააანონსა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ისინი საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ და ყველას დაანახვებენ, რომ თანასწორობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მარშის სლოგანი იქნება “გამოდი სოლიდარობისთვის”. “კონკრეტულად მინდა, გავამახვილო ყურადღება ღირსების მარშზე, რომელიც გაიმართება 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე. შევიკრიბებით “რუსთაველის” მეტროსთან “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები”, _ განაცხადა თაბაგარმა. ორგანიზაციის გეგმა არ მოიცავს მხოლოდ აღლუმს, ის კულტურულ, პოლიტიკურ და სხვა სახის ღონისძიებებსაც გააერთიანებს. “წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-დან 5 ივლისის ჩათვლით გვექნება პრაიდის კვირეული, რომელიც კულტურულ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს…” _ დასძინა თაბაგარმა.
შეგახსნებთ, რომ “თბილისი პრაიდი” არის უცხოეთიდან მხარდაჭერილი აგრესიული ლიბერალური ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია, ქვეყანაში გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ნორმალიზაციის პროპაგანდას ეწევა. მათი აზრით, ნორმალურია, როცა მამაკაცი თავს ქალად მიიჩნევს ან პირიქით (ქალი _ მამაკაცად) და ერთი და იმავე სქესი სადამიანებს უნდა მიეცეთ, როგორც ქორწინების, ისე შვილის აყვანის უფლება. ამ ორგანიზაციის აქტივისტები ატიურად უპირისპირდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და, საზოგადოდ, ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობებს, აგრეთვე _ ოჯახის ინსტიტუტს.
რას ემსახურება გეიაღლუმის დაანონსება დედაქალაქში და რა რეაქცია ექნება ამაზე საზოგადოებას? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.
_ ბატონო ლევან, უცხოეთიდან დაფინანსებულმა ლგბტ ორგანიზაცია “თბილისი პრაიდმა” რამდენიმე დღის წინათ მოწყობილ სპეციალურ ბრიფინგზე გეიაღლუმი დააანონსა. თქვეს, რომ 5 ივლისს რუსთაველზე საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ, როგორც ჩანს, გარე ძალების სერიოზული მხარდაჭერაც აქვთ. რეალურია ეს ყველაფერი და რა პრეცენდენტი შეიქმნება ქვეყანაში, თუ ისინი ლგბტ პირების მსვლელობას ჩაატარებენ?
_ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ბიძგი მისცა ლგბტ მოძრაობების გააქტიურებას. ეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაზეც აისახა. ვგულისხმობ ლგბტ პროპაგანდისტების გაძლიერებას და პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოში, რომლებიც წლიდან წლამდე სულ უფრო დემონსტრაციულ და გამომწვევ ხასიათს იძენს. მათ სერიოზული ზურგი მიეცათ არჩევნებში დემოკრატების კანდიდატის საეჭო, მაგრამ მაინც გამარჯვებით. ბაიდენმა აღადგინა მთელი რიგი ლგბტ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ასეთი ორგანიზაციების გაძლიერებას ემსახურება. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ-მატერიალურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც. ეს არის მიზეზი იმის, რომ შეტევაზე გადმოვიდნენ და თამამად, ერთგვარი ირონიანარევი ცინიზმით საუბრობენ, რომ იქნება წინააღმდეგობა “ბნელი” ძალებისგან, მაგრამ ჩვენ, “პროგრესულებს”, ეს ხელს ვერ შეგვიშლისო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია…
_ ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მხრიდან ხელშეწყობა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, საქართველოში არსებული ლგბტ ორგანიზაციებიც იღებენ რამე დახმარებებს?
_ მე მათ ფინანსურ წყაროებში ჩახედული არ ვარ და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ქვეყნის გარედან იკვებებიან; იღებენ გრანტებს, სხვადასხვა პროექტიდან იღებენ კოლოსალურ დაფინანსებებს და ამით ახორციელებენ აქტივობებს. რაც შეეხება “თბილისი პრაიდს” და მის მიერ დაანონსებულ გეიაღლუმს, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მნიშვნელოვანია არა გარყვნილთა განცხადებები, არამედ ჩვენი ხალხის რეაქცია. დღეს, საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართებულად აფასებს მოვლენებს და ხვდება, რა საფრთხეს წარმოადგენს გარყვნილების ნორმად გამოცხადება. თუმცა, არის რაღაც ნაწილი, რომელსაც ღირსების განცდა ატროფირებული აქვს და ყველაფერზე ამბობს: “მერე, რა?!”. აი, სწორედ ეს “მერე რა?!” არის წლების განმავლობაში მიმდინარე ტელეზომბირების შედეგი. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტი: ქართველების საკმაო ნაწილი ისე გამოატოლერანტეს, რომ პედერასტობა მოდა ჰგონია!
_ გინდათ, თქვათ, რომ მიმდინარე პროპაგანდა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზე მაინც ახდენს გავლენას?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ისე, იმ ხალხს, რომელიც ერთდროულად თავს ეროვნულ იდეოლოგიასთან აიგივებს, მაგრამ გაიძახის “მერე რა?!”-ს, ვეტყოდი, რომ ხვალ–ზეგ შენი შვილი “მერე რა?!”-ს კი აღარ იტყვის, პირდაპირ მათი მხარდამჭერი ან სულაც მათი ორიენტაციის გახდება. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობს და “მერე, რა?!” ნებსით თუ უნებლიეთ, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ამ პროცესში ჩართვაა. ყველა ლიბერალი ჯერ კიდევ არ არის მამათმავალი, მაგრამ ყველა მამათმავალი ლიბერალია… სხვათა შორის, საქართველოში მოქმედი ლიბერალური და ლგბტ ორგანიზაციებისგან ბოლო პერიოდში ასეთი მზაკვრული ტენდენცია შეინიშნება: ისინი თავიანთი აქტივობებისას რაღაც ეროვნულ თემებშიც ერთვებიან. მაგალითად, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ თემაზე, ვითომ სამშობლოს მიწა–წყალის ბედი ანაღვლებთ, რამხელა უტიფრობა და ცინიზმია?! სინამდვილეში ეს მათი ტაქტიკაა _ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და მისაღები ფორმით შეფუთულად წარუდგინონ საკუთარი თავი. აი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრი ახალგაზრდა მათი მზაკვრული პროპაგანდის მხვერპლია. ბევრი ვერც აცნობიერებს, ხვალ-ზეგ რა საფრთხის სახით მიადგება კარს ეს უბედურება. დღეს თუ ჩვენ ვიტყვით “მერე, რა?!-ს” და მამათმავლებს გეიაღლუმების გამართვის უფლებას მივცემთ, საქართველოს ღირსეული განვითარება არ უწერია და აი, რატომ: აღლუმს გამარჯვებული მხარე ატარებს დამარცხებული ქვეყნის მთავარ მოედანზე, ნიშნად დაპყრობისა და იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამ ქვეყანაში ისინი იბარებენ აღლუმს და კარნახობენ ცხოვრების დღის წესრიგს. გეიაღლუმით ლგბტ ტიპებს სურთ ქართველი კაცის მორალურად გატეხვა, მისთვის სულში ჩაფურთხება, რათა წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიოთ ცისფერ კომისრებს საქართველოში გეიდიქტატურის დასამყარებლად. ასეთ მძიმე დროს, როდესაც ლგბტ დღის წესრიგი მსოფლიოში უმთავრეს პოლიტიკურ რანგშია აყვანილი, ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, მხსნელი და გადამრჩენელი არის უფალი და რა ზეციური შემწეობის იმედი უნდა გვქონდეს, თუკი მისი ყოვლადწმინდა დედის წილხვედრ ქვეყანას სოდომიტებს დავუთმობთ?!
_ “თბილისი პრაიდმა” იმ დღეს, როცა ბრიფინგი ჩაატარა და გეიაღლუმი დააანონსა, შსს–ს მიმართა, რომ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება… წლების წინათ მათ ეს გარანტიები ვერ მიიღეს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, ამჯერად რას ელოდებით, როგორ იმოქმედებს ძალოვანი უწყება?
_ გახარიას მინისტრობის პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი იყო ტრამპი. მის დროს კი ლგბტ ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროები ნაკლებად ჰქონდათ. თუმცა, სწორედ გახარიას მინისტრობისას შეიქმნა შსს-ში სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ლგბტ და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, დღევანდელი მარიონეტი პოლიტელიტა ისევე დააყენებს პოლიციას და სპეცრაზმს, როგორც რიონის ხეობაში გააკეთა, და ყველა საშუალებით ეცდება, გეიაღლუმის ჩატარებით ერთგულება დაუმტკიცოს აშშ–ის ადმინისტრაციას. თუმცა, თუ ქართველი ერის ღირსეული ნაწილი წინ აღუდგება ქვეყნისთვის ნამუსის ახდას, რისი იმედიც მაქვს, მაშინ მაინც მოვახერხებთ, ქვეყანას ავარიდოთ სირცხვილი და უფლის რისხვა! ეს დამოკიდებულია ვაჟკაცი ბიჭების, ღირსეული ქართველების აქტიურობაზე. საზოგადოების ერთად დგომა და ერთიანად გაპროტესტება რომ გამოსავალია, ყველა თანხმდება, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, ვინ უნდა დარაზმოს მოსახლეობა, ვის შეუძლება, დაუძახოს ადამიანებს და გამოიყვანოს? პირდაპირ ვიტყვი: ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს შეუძლია მხოლოდ ეკლესიას, ამიტომ ეკლესიამ ღიად, მკაფიოდ უნდა შეაფასოს და გადადგას ნაბიჯები ღვთის განმარისხებელი მოვლენების ასალაგმავად! თუ ასე არ მოხდება, გამოსავალზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ცალ-ცალკე აღებული ნებისმიერი ეროვნული ძალა, პარტია თუ მოძრაობა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ამიტომაა აუცილებელი გაერთიანება და ერთიანი ფრონტის, ძლიერი, ანგარიშგასაწევი ბირთვის შექმნა, და ეს უნდა მოხდეს ღირსეული, ავტორიტეტული სასულიერო დასის ლოცვა-კურთხევით. საუბარია იმ იერარქებსა და სამღვდელო დასზე, რომლებიც დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ მორწმუნე ერში. რაც შეეხება გარე ძალების, ანუ დასავლეთის ფაქტორს, რომელსაც ზოგიერთი ქრისტიანი უძლეველად მიიჩნევს, მინდა, მათ ვუთხრა: უფალი მეფობს! ღმერთზე ძლიერი სამყაროში არაფერია და, თუ მის მხარეს ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ (მებრძოლთ ეკლესიის წიაღიდან, რომელსაც “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან”), სულსაც გადავირჩენთ, ოჯახებსაც და ქვეყანასაც ავარიდებთ დიდ განსაცდელებს… ამიტომ, ცხადია, წინააღმდეგობები იქნება, მაგრამ გასავლელი გზა უნდა გავიაროთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია!
ესაუბრა ჯაბა ჟვანია