Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

ვგონებ შაჰაბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამო”, _ წერდა ვაჟაფშაველა 1892 წელს თავის წერილშიფიქრები (ხოლერის გამო)”. დიდი მამულიშვილის ეს წერილი მით უფრო საინტერესოა დღეს, როცა ადამიანების სიცოცხლეს ამჯერად კორონა დაემუქრა და მუსრს ავლებს; დღევანდელისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა XIX საუკუნის მიწურულის ადამიანების დამოკიდებულება და რეაქცია პანდემიისადმი, მაგრამ საინტერესოა თავად მგოსნის თვალსაზრისი შექმნილ ვითარებაზე და იმწამხდარ საქმეზე”, რომელსაც მგოსანი მეორე ხოლერას უწოდებს, უფრო სასტიკს, უფრო მავნებელს.

მაშ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მეორე ხოლერას (ჩვენთვის _ მეორე კორონას), რომელიც პანდემიაზე უარესია, რადგან მას ვერა და ვერ ვუპოვეთ წამალი და ვაითუ მთელი ერი იმსხვერპლოს?

მოვუსმინოთფიქრებისავტორს:

ნეტავი ერთ დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა _ ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამიოთხი თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბად სხვა არაფერი უჭირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს, არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არა ბუდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!

აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ ვუპოვნეთ ვერსაიდამ წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავსთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასში ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა. ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?

არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?

მოვიგონოთ ასიათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ, ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი მაგალითი წარმოუდგება თვალწინ”.

მაგალითები, იცოცხლე, ბევრი გვაქვს, მაგრამ აქ მათ ჩამოთვლას არ შევუდგებით, უბრალოდ, ისევ დიდ მგოსანს დავიმოწმებთ, რომ საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალმკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ასეთის ჭეხაქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელიღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა; გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგოს ქვეყანას, ვისაც გული ერთიორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუთისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.

დღეს შევიტყე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყობს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ აშკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ მწერდა წერილს, რა არის ეს წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა, მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი!

* * *

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც, გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ეხლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც, დროა, პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე”.

როცა საქმე უსულგულობასთან გვაქვს

ცარიელ ყაყანს, წლებია, ისმენს ერი ხან ვისგან და ხან ვისგან.

და რა არის მიზეზი ამ სიცარიელის?

ის, რომარ უდევს ყველას სული და გული, თუმცა ყველა ცოცხალი ადამიანი ჰსუნთქავს და ფეხზე დაიარება”; არ აკეთებს თავის საქმეს სულითა და გულით და საქმე გვაქვს უსულგულობასთან.

 “იქნებ, მკითხველო, გეგონოს, იფიქრო, მშვილდს იმიტომ ვსჭიმავდე, ისრის სროლა მეწადოს კერძო კაცისათვის? არა, თუმც კი, შეიძლება, ბევრი იყოს ღირსი ისრისა. მე პირადად საქმე უსულგულობასთანა მაქვს და არა სხვასთან ვისთანმე. ვებრძვი უსულგულობას და ვებრძვი ჩემს თავს, რადგან მინდა ორიგინალური რამე ვსთქვა ორიგინალურადვე. მაშ დავიწყოთ”.

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

სული და გული იმ ადამიანისა, რომელსაც პრეტენზია აქვს ხალხისა და ქვეყნის გულშემატკივრობის, “იქიდამა სჩანს, აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა ქვეყნისათვის, ცხოვრებისათვის სიკეთე თუ არა. თავი და თავი აზრი მიწის შვილთა, ჩემის ფიქრით, ცხოვრება უნდა იყოს, მისი სიავსიკეთე (“ფიქრები”, 1891წ.). ვაჟა-ფშაველას, ისევე როგორც აკაკისა და ილიას, ერისთვის “ტანჯვის ცრემლის მოწმენდა” მწერლის და, საერთოდ, იმ ადამიანის უპირველეს მოვალეობად მიაჩნდა, რომელსაც სურს, “რომ წარუძღვეს წინა ერსა”(ილია). ამ ადამიანის გრძნობა ხალხს უნდა დაჰფოფინებდეს, “თვით ცხოვრებიდამვე გამომდინარი, თვით ცხოვრებისაგან შობილი”. უამისოდ მისი ხმა ყველასათვის გაურჩეველი, გაურკვეველი და გაუგებარია.

ბევრი რამ გამიგონია ჩვენს მწერლობაში ჩვენის მწერლებისაგან უსულგულოდ ნათქვამი სიტყვა, უმარილო, უგემური, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ გულიდამ ჟანგი გადასწმინდოს კაცსა, უფრო უმატებს ჟანგსა და ობსა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მარტო უგემური სიტყვა გვესმოდეს; უგემურთან მადლიანი სიტყვაც ბევრი გაგვიგონია.

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

ვარდთა და ნეხვთა ვინადგან

მზე სწორედ მოეფინების,

დიდთა და მცირთა წყალობა

შენცა ნუ მოგეწყინების და სხ.

თამარის დროშა გაშალეს,

შეკრბა დიდუბეს ლაშქარი,

კახი ფარშუბით, თუში _ ხმლით,

ფშავხევსურს ჰშვენის აბჯარი და სხ.

* * *

მრავალთ ყმაწვილთ კაცთ, ნუგეშთა ქართლის,

დასდვეს აქ თავი მამულისათვის;

აწ სამარეცა არსად არს მათთვის,

ჰაერში გაჰქრა მათი სახელი!..

და იმ ჟამთ მოწმე სადამე ძეგლი

არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა და სხ.

* * *

ერთს ბედს ქვეშა ვართ,

ლაბავ, მე და შენ,

წილად გვარგუნეს

შავი მიწა ჩვენ,

ერთგულად ვსჭიმოთ

ჭაპანი ჩვენი, _

უსიხარულოდ

დავლიოთ დღენი და სხ.

ბევრი სხვაა ნათქვამი მარილიანად ჩვენებისაგან, ნათქვამი სულით და გულით. ესეთი ნათქვამი სულ სხვაა და უსულგულოდ _ სრულიად სხვა; იგი მარტო იმის მთქმელს მოსწონს, დანარჩენის ყურებს ყინვაზრობასავით ჰხვდება. უგულო, ძალად მწერალი იმით იცნობა, რომ უეჭველად უგულო საგანს აირჩევს სალაპარაკოდ, ცდილობს, რომ გულიანად აჩვენოს თავი მკითხველს, ამის გამო სულსაც აწვალებს და გულსაც.

სულიც სტკივა, გულიც სტკივა

მეტიჩარა მჯღაბნელასა,

ემდურება თავისს გამჩენს,

ემდურება ის ყველასა.

ჩვენა გვქირდავს, ჩვენა გვწყევლის,

არა ესმის სულბნელასა.

სამუდამოდ იმის კალმის წვერზე შემდეგი სტრიქონები აწერია, რომელიც არაგზით, არა საშუალებით არ ამოიფხიკება:

ყინულის ცეცხლი ვინა სთქვა

და ჯოჯოხეთის სიკეთე?!

დროა, თავიდამ მოგვშორდე,

გვეყო, რაც საქმე გვიკეთე.

“ჩვენი წამხდარი საქმე”, ანუ “მეორე ჯურის” კორონა

* * *

მაინცდამაინც წერის უფლებას ჩვენ ვერავის წავართმევთ; ყველას ნება აქვს წერისა და ფიქრისა, როგორც სიყვარულისა, სიხარულისა, სიცოცხლისა და ხეირიანის ცხოვრებისა, მაგრამ ყველას კი ვერ დავაჩემებინებთ მწერლის სახელს, მით უმეტეს უსულგულო ადამიანს.

სხვა ყველა ყველა და განა ეს არის მარტო საფიქრებელი და მოსასაზრებელი? თითქო დიდხმიანი სახელი დავარქვი ჩემს წერილს, დიაღ, დავარქვი “ფიქრები” და ჩავაცივდი ერთს ბეჩავს კაცს, რომელსაც სწადიან, მწერალი გახდეს. სხვა რამდენი რამ არის ცხოვრებაში თავსატეხი, ზოგზე თუ ვერას გეტყვი, მკითხველო, ძალიანაც რომ მეწადოს, _ ზოგს ხომ მაინც ვიტყვიან კი მარტო ჩემი ფიქრი რა იქნება, მე მინდა ახლა შენი ფიქრიც შევიტყო. ზოგს შენს ფიქრს რომ ვიცნობდე, ზოგი რომ შენი განზრახვა ვიცოდე, ზოგი არ ვიცი. ეს ზოგიც იმიტომ ვიცი, რომ შენც კაცი ხარ და მეც, ერთის წყალ-ადგილის შვილები ვართ, თავდაპირველ ადამიანები, ერთს ცხოვრებაში მომწყვდეულნი, ერთის ტკივილის მტვირთველ-მზიდველნი და ამის გამო ვიცნობ შენს ფიქრს, მკითხავი არა მჭირდება. ამიტომ დაბეჯითებით გეტყვი, რომ უმთავრესი ფიქრი მე და შენი უმთავრესს ჩვენის ცხოვრების საგანზე ერთია, თუმცა კი ბევრი წვრილმანი ფიქრი ჩვენი ერთმანერთს კვერს ვერ დაუკრავს. მე ზოგჯერ ახირებული ფიქრი წარმომიდგება, ვიცი, ეს ფიქრი შენ არ მოგეწონება.

ვფიქრობ, ნამეტნავ ეხლა, რაკი გინდადრობით მოვინდომე, თავისებურობით გამოვსჩნდემეთქი. ვიცი, _ რაც უნდა გითხრა, არ გეჭაშნიკება, მაგრამ მაინც მეტი ჩარა არ არის, უნდა ეს ფიქრი გაგიზიარო, რადგან სიმართლედ, სამართლიან ფიქრად მიმაჩნია, თუმცა კი არც მე მომწონს. განა არ იცი, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ბევრი საწყალი ჰკიდია ზურგზე და ბევრი ბედნიერად მცხოვრებელი, ბევრი მშიერი, ბევრი მაძღარი. მე და შენაც ვფიქრობთ და ვამბობთ: ეს ესრე რად არისო? წარმოიდგინე, ამ საათში ფიქრმა მომიარა და ვამბობ: სწორედ ასე უნდა იყოსმეთქი. რადა? მიტომ, რომ მადლი სუფევდეს ქვეყანაზე, ვხედავდეთ შეწევნას, შველას, შებრალებას. დაჩაგრულობა, ბეჩაობა რომ არ იყოს ქვეყანაზე, გრძნობას კაცთმოყვარულს, გრძნობას შებრალებისას რაშიღა უნდა ევარჯიშნა? მაშინ ჩემი ნახევარი ბუნება ხომ მკვდარი უნდა ყოფილიყო; რითიღა უნდა აღვფრთოვანებულიყავ, რაღ აზრი უნდა მქონიყო, რითიღა უნდა დამეყენებინა მაღლა ჩემი თავი იმ უგულო, უგრძნობელს ხარკამეჩებზე, რომელნიც მაინც კაცის სახელს ატარებენ? ერთის სიტყვით, რით უნდა ვყოფილიყავი კაცი?

წარმოვიდგინოთ ისეთი დრო, როცა შესაბრალებელი ცხოვრებაში აღარავინ იყოს, შეწყალებას ბინა აღარსად არა ჰქონდეს წუთისოფელში, რა იქნებოდა მაშინ თვით ადამიანთა კრებული და თვით კაცი? იქნება, თუ მოსახერხებელია ეს, კარგი რამ იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის კი მრავალი სურათი, რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს, მკვდარი იქნებოდა. გამეორებით გეუბნებით, ეს ფიქრი გულწრფელია, გულწრფელად ნათქვამი. იქნება, ეს ფიქრი, ეს აზრი იმიტომ მომწონს, რადგან შეუძლებელია ცხოვრების ისე მოწყობა, რომ შესაბრალისი აღარავინ და აღარაფერი იპოვებოდეს მასში. შეიძლება ესეც იყოს. ალბად ბუნებას ესეთი კანონი აქვს, რასაც აკეთებს, გონივრად აკეთებს, მოსაზრებით აწყობს და ჰშლის.

გულით გეტყვი, მე რომ არ მიყვარდეს და არ მებრალებოდეს ვინმე, თავს არ ვიცოცხლებდი და ვგონებ, შენც დამეთანხმები, რომ არც სასიცოცხლო ვიქნებოდი. ერთი რამ მიყვარს და მებრალება; ეს გრძნობა სიბრალულისა მტანჯავს კიდეც, მაგრამ დიდადაც მასიამოვნებს, _ მასიამოვნებს ისრე, რომ ამ საბრალო არსების ცხოვრება ოღონდ კი გავაუკეთესო და სიცოცხლე არაფერია ჩემთვის; იმის გულისათვის სიკვდილი სასიამოვნო, საამაყო, თავმოსაწონებელია ჩემთვის.

ეს რა ამბავია, ეს რა წესი უნდა იყოს ბუნებისა საზოგადოდ და კერძოდ ადმიანის ბუნებისა? ა? ასე რად ჰსჯის, ამგვარად რადა სჭრის და ჰკერავს ბუნება? თითქოს კაცს სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარს, მაგრამ ხომ ხშირად სიკვდილში კაცი სიცოცხლეს ჰპოულობს? ბუნებაც ამას ალბად იმიტომ ჩაადენინებს კაცს, რომ იმისთვის სიკვდილი, რაც კაცს უყვარს და ებრალება, იგივე სიცოცხლეა. მაინცდამაინც ბუნებას ხომ სიკვდილ-სიცოცხლე ერთნაირად უყვარს და ორივეც იმის ხელთ არის. ამ ფიქრმა აი რა ლექსი მათქმევინა:

ბევრი რამა მაქვს სათქმელი

და დიდი გულისჭირვება;

სათქმელი დარდი მდუღარე

გულს ნისლად დამეფინება.

ვინაც გაზარდა ობოლი,

იმასვე აეტირება!..

დარდი კი არა, ლხინია,

მოჩვენებული ვარმადა,

მაშ უმისობას რად არ ვძლებ,

რად ვეღირები სალმადა,

თუ კი საჭირო არაა

ის ჩემი გულისჭირია?

ან იმის მოგონებაზე

რადა ხმამაღლობს სტვირია?!

ლხინიც ხო არ მელხინება,

ზოგჯერ თუ არა ვსტირია.

მაგრამ მაგარი ის არის, რომ ახლა კიდევ სხვა ვიფიქრე. ვფიქრობ, რომ სიბრალულს სიყვარული სჯობია ბევრით. სიბრალული, ცოტა არ იყოს, ბატონყმური გრძნობაა. მე რა უფლება მაქვს, მებრალებოდეს ვინმე, მე, რომელიც, იქნება, თვითონ ვიყო შესაბრალისი? ნუთუ ეს იმას არა ჰნიშნავს: მე ბატონი ვარ და შენ კი ბეჩავი, ჩემი ყმაო. ვის ებრალება სხვა? იმას, ვისაც თავის თავი იმაზე ბედნიერად მიაჩნია, რომელსაც იბრალებს და იწყალებს. ღმერთმა ჰქმნას, მომავალმა დრომ სიბრალულის ნაცვლად სიყვარული გაამეფოს, მომავალმა მოჩანგემ სიყვარულს უმღეროს, ხოლო დღევანდელს დღეს კი ისევ სიბრალული გვასულდგმულებს, რადგან შესაბრალებსა და შესაწყალებს ბევრს ვხედავთ _ გვებრალება და, რამდენადაც გვებრალება, იმდენად აღარ გვიყვარს.

წუხელა ვნახე სიზმარში

გუშინდლის დღისა შავობა,

ზოგჯერ ძველები სჯობიან,

ზოგს დროს _ ახალი თაობა”.

აი ეს არის დღევანდელი დროების მწარე სიმართლეც.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here