Home სხვადასხვა დაიჯესტი The Guardian-ი: დემოკრატიას საფრთხეს უქმნის აშშ და არა ჩინეთი ან რუსეთი

The Guardian-ი: დემოკრატიას საფრთხეს უქმნის აშშ და არა ჩინეთი ან რუსეთი

The Guardian-ი: დემოკრატიას საფრთხეს უქმნის აშშ და არა ჩინეთი ან რუსეთი

 შარშანდელი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, აღქმამ, რომ აშშ მთავარი საფრთხეა დემოკრატიისთვის, მნიშვნელოვნად მოიმატა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ჩინეთი

ფონდმა “დემოკრატიის ალიანსი” (Aliance of Democracies Foundation) შეუკვეთა მასშტაბური სოციალური კვლევა “დემოკრატიის აღქმის ინდექსი” (Democracy Perception Index, DPI), რომელიც 53 ქვეყანაში ჩატარდა. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 53 ათასზე მეტი ადამიანი, აჩვენა, რომ დემოკრატიის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ არა რუსეთსა და ჩინეთს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ყველაზე განსაცვიფრებელი იყო ის, რომ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 53 ქვეყნის რესპონდენტთა 44%-მა მათი ქვეყნების დემოკრატიის მთავარ საფრთხედ აშშ დაასახელა. ჩინეთის გავლენა საფრთხედ მიიჩნია გამოკითხულთა 38%-მა, რუსეთის _ მხოლოდ 28%-მა”, _ იუწყება ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი.

შარშანდელი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, აღქმამ, რომ აშშ მთავარი საფრთხეა დემოკრატიისთვის, მნიშვნელოვნად მოიმატა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ჩინეთი.

The Guardian-ი: დემოკრატიას საფრთხეს უქმნის აშშ და არა ჩინეთი ან რუსეთი

გერმანიის მოსახლეობამ ნეგატიურად შეაფასა აშშ-ის გავლენა მსოფლიო დემოკრატიაზე. ამას მოწმობს ჟურნალ Spiege-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები.

გერმანელთა დიდი ნაწილი, პრეზიდენტ ბაიდენისადმი სიმპათიის მიუხედავად, კრიტიკულად აფასებს ვაშინგტონის პოლიტიკას. კერძოდ, რესპონდენტთა მესამედზე მეტს (36%-ს) მიაჩნია, რომ გერმანულ დემოკრატიას გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა, ვიდრე ჩინეთის (33%) ან რუსეთის (29%) ქმედებები. ამასთანავე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (51%) მსოფლიო დემოკრატიაზე აშშ-ის გავლენა უარყოფითად მიიჩნია, 32%-მა _ დადებითად.

The Guardian-ი: დემოკრატიას საფრთხეს უქმნის აშშ და არა ჩინეთი ან რუსეთი

დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეებად გერმანელებმა დაასახელეს ეკონომიკური უთანასწორობა (49%), მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენა (46%) და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა (40%),

ხოლო ყოველი მეორე გერმანელის (51%) აზრით, ვაშინგტონი უარყოფითად მოქმედებს მსოფლიო დემოკრატიაზე.

ფონდი “დემოკრატიის ალიანსი” შეეცადა, შეერბილებინა ვაშინგტონისთვის უსიამოვნო შედეგები. ამ ფონდის დირექტორმა იონას პარელო-პლუზნერმა კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყველაფერში დამნაშავე არის დონალდ ტრამპი, რომლის პრეზიდენტობისას დაიკარგა აშშ-ისადმი ნდობა და მისი წყალობით დაიწყო აშშ-ის, როგორც დემოკრატიის საფრთხის, აღქმა.

პარელო-პლეზნერის ამ განცხადების მიუხედავად, The Guardian-ი წერს, რომ ვაშინგტონს აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია დემოკრატიის დამცველის მთავარ როლზე, რადგან აშშ-ის, როგორც დემოკრატიის საფრთხის, აღქმის ინდექსმა 2-ჯერ მოიმატა.

 ria.ruსა და  fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here