Home სხვადასხვა დაიჯესტი შერხანი და მისი ტაბაკები _ ვლადიმერ პუტინმა ერთი მეტაფორით აღწერა აშშ-ისა და...

შერხანი და მისი ტაბაკები _ ვლადიმერ პუტინმა ერთი მეტაფორით აღწერა აშშ-ისა და მისი ვასალების მდგომარეობა

“რუსეთის პასუხი მკაცრი იქნება!”

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა რუსეთის ფედერალური საკრებულოსადმი სოციალური საკითხებით იყო დატვირთული. საათნახევრის განმავლობაში პუტინმა ჩამოთვალა ბავშვიანი ოჯახების, მოსწავლეების, სტუდენტების, მედიკოსების, პედაგოგების, თითქმის გაკოტრებული ტურისტული ბიზნესის მხარდამჭერი ზომები. ამ ინიციატივებზე მთავრობა დახარჯავს დაახლოებით 4 მლრდ რუბლს 2 წლის განმავლობაში, თანაც სწრაფად _ “ზედმეტი ქაღალდების, ცნობებისა და ბიუროკრატული წინაღობების გარეშე”. რაც შეეხება გარე სამყაროს, რუსეთი შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას, _ განაცხადა სახელმწიფო მეთაურმა.

აიცერით!

პუტინის მიმართვა, ძირითადად, მიეძღვნა საშინაო საკითხებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკას მხოლოდ ბოლოს, “სულ რამდენიმე სიტყვით”, საგარეო პოლიტიკას. რფ-ის სახელმწიფო მეთაურმა დაიწყო გასული წლის მოვლენებით, როცა მსოფლიოს პანდემია მოედო. მან გაიხსენა გადავსებული საავადმყოფოები, ნიღბების დეფიციტი; ზოგიერთი მაღაზიის დაცარიელებული დახლები: “ეპიდემია გვიტევდა, მაგრამ ხალხი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი დაძლევდა ამ გამოცდას”. სახელმწიფო მეთაურმა მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა და იცავდა უსაფრთხოების ქანცგამცლელ წესებს, ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, მეცნიერებს, ბიზნესმენებს, მრეწველებს. შემდეგ გაისმა ემოციური მოწოდება: “კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ყველა მოქალაქეს: გთხოვთ, ჩაიტარეთ აცრა!” სხვაგვარად შემოდგომისთვის ვერ ჩამოყალიბდება კოლექტიური იმუნიტეტი.

გადახდები ბავშვებისთვის

პანდემიამ ძლიერად დაარტყა ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის დემოგრაფიასაც, მაგრამ ქვეყანა უარს არ ამბობს დასახულ მიზნებზე. შობადობის სტიმულირებისთვის პრეზიდენტმა საკრებულოს შესთავაზა ინიციატივების ფართო ჩამონათვალი. მან ყველას შეახსენა, რომ სახელმწიფო მთელი წლის განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახებსა და ბავშვებს “ცნობების, ქაღალდებისა და ბიუროკრატიული წინაღობების გარეშე”. აქ მან შეაქო მთავრობა და ხელისუფლების ყველა ორგანოს ურჩია, იმუშაონ ქაღალდების გარეშე. მაგალითად, ფედერალური დახმარებებისა და პენსიების გადახდა მოხდეს “ერთი ფანჯრის” პრინციპით: “ინსტანციებში სირბილის გარეშე”. იმ ოჯახებს, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები ჰყავთ, კიდევ 10 000 რუბლს (460 ლარს) გადაუხდიან, ეს ეხება სკოლამდელებსაც (საშუალოდ 11 300 რუბლი _ 520 ლარი). ივლისში კი მხარდაჭერის ახალი პროგრამა ამუშავდება. დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებსაც. 1 ივლისიდან არასრულ ოჯახებს, რომლებშიც 8-დან 16 წლამდე ბავშვია, დაენიშნებათ 5600 რუბლი (258 ლარი). მოსწავლეებს სკოლებში უფასოდ გამოკვებავენ, ხოლო ბავშვთა ბანაკებში დასასვენებელი საგზურის ნახევარ ფასს სახელმწიფო გადაიხდის.

მომავალ დედებს, რომლებსაც რთული საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, სახელმწიფო თვეში 6350 რუბლით (292 ლარი) დაეხმრება.

ვლადიმერ პუტინი

სამეცნიერო პროექტები

პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ უმაღლესი განათლებისადმი ისეთი უფასო ხელმისაწვდომობა, როგორიც რუსეთშია, პრაქტიკულად, არსად არ არის. უმაღლეს სასწავლებლებში კი მალე იქნება კიდევ 45 ათასი საბიუჯეტო ადგილი. 100-მდე სასწავლებელი მიიღებს გრანტებს სტუდენტური ტექნოპარკისთვის. აშენდება 1300 ახალი სკოლა, შეიძენენ 16 ათას ავტობუსს სკოლებისთვის, მოიმატებს პედაგოგების ხელფასი. შეიქმნება კულტურული ინიციატივების პრეზიდენტის ფონდი. და, როგორც ჩანს, გადახედაენ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის განცვიფრებულია იმით, რაც სახელმძღვანელოებში წერია. თითქოს ჩვენზე არ წერენ, ვინ წერს, ვინ იძლევა ასეთი სახელმძღვანელოების გამოცემის უფლებას, უბრალოდ, განსაცვიფრებელია. ყველაფერი შეიძლება იქ ეწეროს, ისეთიც კი, რისი კომენტირებაც არ მსურს”. პუტინმა ილაპარაკა უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებზეც. ამ პროექტებზე 2024 წლამდე დაიხარჯება 1,63 ტრილიონი რუბლი (75,1 მლრდ ლარი). დაიწყება ინოვაციური პროგრამები, რომლებიც მიიღებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსს. რუსეთს ჭირდება მძლავრი სანიტარული ფარი, ვაქცინებისა და წამლების წარმოების სრული ციკლი. ქვეყანა მზად უნდა იყოს, 4 დღის განმავლობაში დაამზადოს ახალი სახიფათო დაავადებების ტესტსისტემები. კიდევ ერთი მიზანია მავნე აირების გამოყოფის იმ დონეზე მეტად შემცირება, ვიდრე ევროკავშირშია. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სისტემა, ინფრასტრუქტურა და აგროსამრეწველო კომპლექსი ადაპტირებული იქნება კლიმატის ცვლილებების მიმართ, შეიქმნება მკაცრი კონტროლის სისტემა.

პრეზიდენტმა გაიხსენა ნორილსკის ეკოლოგიური კატასტროფა და წამოაყენა წინადადება, კერძო მესაკუთრეებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა პრინციპით: “მან, ვინც დააბინურა, უნდა გადაიხადოს”. მაგალითად, ხაზინაში უნდა გადაიხადოს 146 მილიარდი რუბლი საწვავის დაღვრისთვის. 12 უდიდეს ინდუსტრიულ ცენტრში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვები უნდა შემცირდეს 20 პროცენტით. გაუქმდება მოძველებული ნორმები და ზედმეტი შემოწმებები. რუსეთში ქარხნის აშენება გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ვლადიმერ პუტინი

ფული რეგიონებში

კორპორაციული სექტორის მოგება მიმდინარე წელს რეკორდული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, როგორ გამოიყენებენ მას, მიიღებენ გადაწყვეტილებას საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე.

რეგიონებს შეუმცირდებათ ვალების ტვირთი. თუ კომერციული დავალიანება შემოსავლების 25%-ზე მეტია, მას ჩაანაცვლებენ ბიუჯეტიდან გაცემული კრედიტებით, რომელთა რესტრუქტურიზაცია 2029 წლამდე მოხდება.

უფრო მეტიც, რეგიონებისთვის დაწესდება ახალი ინფრასტრუქტურული კრედიტები წლიური 3 პროცენტით და დაფარვის 15 წლის ვადით. რეგიონებს 2023 წლამდე გამოუყოფენ 500 მლრდ რუბლს. იმუშავებს ასეთი პრინციპი: რაც ნაკლებია ვალი, მით მეტია კრედიტი. ამასთანავე, რუსეთი აამუშავებს შეღავათიანი კრედიტების პროგრამას ტურისტული ბიზნესისთვის, ხოლო უცხოელებს ტურისტულ ვიზებს 4 დღის განმავლობაში გაუფორმებს.

რამდენიმე სიტყვასაგარეო პოლიტიკაზე

საგარეო პოლიტიკის საკითხები ვლადიმერ პუტინმა ბოლოსთვის მოიტოვა, თანაც აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე დიდხანს არ ილაპარაკებდა. “თუ სხვა ქვეყნებს არ სურთ დიალოგი და ქედმაღლური ტონით საუბარს ამჯობინებენ, მაშინ რუსეთი მოძებნის თავისი ინტერესების დაცვის საშუალებას”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ის აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ დასავლეთმა ვერ შეამჩნია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბელარუსში. ისეთ სახეს იღებენ, თითქოს, საერთოდ, არაფერი ხდება. შეიძლება ნებისმიერი თვალსაზრისი გქონდეს ლუკაშენკოს მიმართ, მაგრამ მკვლელობის ორგანიზება მეტისმეტია, ყველა ზღვარს გადადის”. თვით რუსეთს “ხან აქ პწკენენ, ხან _ იქ”. სპორტის ახალი სახეობაა: ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რაღაცას. “ჩვენ თავშეკავებით ვიქცეოდით და, ირონიის გარეშე ვიტყვი, თავმდაბლობით. ხშირად საერთოდ უპასუხოდ ვტოვებთ ხოლმე არა მხოლოდ არამეგობრულ აქციებს, არამედ აშკარა თავხედობას. ჩვენ კეთილი ურთიერთობები გვსურს”, _ განავითარა აზრი პუტინმა, მაგრამ გვერდიდან ყველაფერი ისე ჩანს, როგორც რედიარდ კიპლინგს (ის კი პრეზიდენტის აზრით, დიდი მწერალია) აქვს დაწერილი “ჯუნგლების წიგნში”. შერხანის გარშემო ტრიალებენ წვრილ-წვრილი ტაბაკები და ყმუიან თავიანთი სუვერენის გულის მოსაგებად, მაგრამ, თუ ვინმე გადალახავს წითელ ხაზებს, რომლებსაც რუსეთი თვითონ დააწესებს, პასუხი იქნება სწრაფი, ასიმეტრიული და მკაცრი: “ორგანიზატორები ნებისმიერი პროვოკაციისა, რომელიც დაემუქრება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს, ჩადენილს ინანებენ ისე, როგორც, დიდი ხანია, არაფერი უნანიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დასახული მიზნებისთვის და მათ აუცილებლად მივაღწევთ”.

ვლადიმერ პუტინმა თავის გზავნილში ფედერალური საკრებულოსადმი ლიტერატურული პერსონაჟები გამოიყენა _ ლაპარაკია ინგლისელი მწერლის, რედიარდ კიპლინგის, ნაწარმოების “ჯუნგლების წიგნის” გმირეზე. ვის გულისხმობდა რუსეთის ლიდერი შერხანსა და ტურა ტაბაკიში, რომელიცყმუის თავისი სუვერენის გულის მოსაგებად?”

კადრი მულტფილმიდან „მაუგლი„

არასაბავშვო წიგნები

ზოგიერთი ექსპერტი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ პუტინმა ნაკლები ყურადღება დაუთმო საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მაგრამ ეს იმედგაცრუება უადგილოა. უწინარესად, იმიტომ, რომ პუტინის დუმილი რიგ საკითხებზე (მაგალითად, ბაიდენთან სამომავლო შეხვედრაზე) ბევრ სიტყვასა და განცხადებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. მეორე _ რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში შემოსაზღვრა საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის პრობლემები. მორიგი “მიუნხენის სიტყვის” ნაცვლად ვლადიმერ პუტინმა ეს რამდენიმე წინადადება რედიარდ კიპლინგის ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი “ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟების გამოყენებით გააკეთა.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი წიგნი, რომლებსაც ჩვენ საბავშვოდ მივიჩნევთ, დაწერილია ზრდასრულთათვის. ცხოველთა ფერმაში აღწერილია ელიტების მიერ ხელისუფლების უზურპაცია _ და, თუ ადრე მიიჩნევდნენ, რომ ჯორჯ ორუელი ამ წიგნში წერდა საბჭოთა კავშირზე, დღეს “ცხოველთა ფერმაში” ჩანს ამჟამინდელი ლიბერალურ-ტოტალიტარული ამერიკა. მარკ ტვენისტომ სოიერის თავგადასავალიდაჰეკლბერი ფინის თავგადასავალი წარმოაჩენს ამერიკულ ხასიათსა და ცხოვრების წესს _ იმ ადამიანებისა, რომლებმაც ამერიკა დიად სახელმწიფოდ აქციეს. რუსული მუსიკალური მულტსერიალი ნეზნაიკა მთვარეზე კი თანამედროვე კაპიტალიზმზე შექმნილი სახელმძღვანელოა.

აი რედიარდ კიპლინგის “ჯუნგლების წიგნი” (საბჭოთა კავშირში მას “მაუგლის” უწოდებდნენ) კი საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაზეა, “ჯუნგლების კანონით” ხომ “ყველა თავისთვის” არ არის, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. ჯუნგლი _ ეს უნიკალური სამყაროა, რომელშიც სხვადასხვა ცხოველი (მტაცებელი და ბალახისმჭამელი, მხოხავი თუ მფრენი) გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ემორჩილებიან დაუწერელ კანონებს. კერძოდ, “წყლის ზავს”, როდესაც ძლიერი გვალვის პერიოდში მტაცებლები არ ნადირობენ წყალსატევებთან, რომლებიდანაც ცხოველები წყურვილს იკლავენ. მოსკოვი, ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობდა ასეთ დროებით ზავს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში (მაგალითად, ირანისთვის სანქციების ნაწილის მოხსნას, რათა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებს შეძლებოდათ ამ ქვეყნისთვის წამლების მიწოდება), მაგრამ ვაშინგტონმა უარი თქვა კორონავირუსულ დროებით ზავზე.

კიპლინგი დიადი მწერალია, _ განაცხადა პუტინმა. მან 2011 წელს უკვე გამოიყენა სცენა კიპლინგის წიგნიდან იმ მომენტში, როცა უცხო ქვეყნების აგენტებზე ლაპარაკობდა. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ რფ-ის მოქალაქეობა, მაგრამ მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად უცხოელების ფულით.

შერხანი კანონზე მაღლა

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატები შეადარა შერხანს, რომლის გარშემოცტრიალებენ წვრილწვრილი ტაბაკები და ყმუიან თავიანთი სუვერენის გულის მოსაგებად. შედარება ძალიან ზუსტია. რა თქმა უნდა, ჯუნგლების ბინადართ სურთ, აშშ-ში აკელა დაინახონ. დემოკრატიული ქვეყნების თავისუფალი გუნდის ბელადი, რომელიც, თუკი კლავს სხვა ცხოველებს, მხოლოდ საჭიროების გამო, საკვებისთვის და არა სიამოვნებისთვის, რომელიც პატივს სცემს ჯუნგლების კანონებს და იცავს მათ. და პასუხს აგებს ჯუნგლების ყველა ბინადარზე, იცავს მათ და აცილებს საფრთხეებს.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს აკელად გადაქცევა, მაშინ ბევრი ისურვებდა, ამერიკა გადაქცეულიყო ჰათჰად _ სპილოდ, ჯუნგლებში ყველაზე ღონიერ ცხოველად, რომელიც თავისთვის არის და სხვას ხელს არ უშლის ცხოვრებაში, არ ერევა სხვის საქმეებში, მაგრამ ამის ნაცვლად აშშ გადაიქცა შერხანად _ მკვლელად, რომელიც სხვას სიცოცხლეს ართმევს თავისი სიამოვნებისთვის; რომელიც თავს ჯუნგლების კანონებზე მაღლა მდგომად მიიჩნევს (რადგან, მისი გაგებით, მთავარი კანონი _ ეს არისყველა თავისთვის”; მკვლელად), რომელსაც დაზიანებული აქვს თათი და ვეღარ ნადირობს სწრაფ და ძლიერ ცხოველებზე. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაიზიანა მან თათი _ ბევრი წაგებული ომის შედეგად, ახალი ომის დასაწყებად რესურსების არარსებობის თუ ამერიკელი საზოგადოების შიდა განხეთქილების გამო _ მაგრამ ამ ტრავმამ აშშ მსხვერპლის არჩევის წინაშე დააყენა. ახლა ის ნადირობს მხოლოდ სუსტებსა და ზანტებზე _ მაგალითად, ცდილობს, ბოლო მოუღოს მათ, ვინც იტანჯება კორონავირუსით (ფეხებზე ჰკიდიაწყლის დროებითი ზავიცდა ჯუნგლების სხვა კანონებიც) ან კიდევ ცდილობს, მოაწყოს თავდასხმა მიუღებელ ლიდერებზე, მაგალითად, ალექსანდრე ლუკაშენკოზე. შერხანის გამოკვების კიდევ ერთი ხერხია სხვების გაგდება კანონიერად მოპოვებული ნადავლიდან. მაგალითად, აშშ-ს არ აქვს ჩინურ ჰაიკ-ტეკ კომპანიებსა და რუსეთის “როსატომთან” ღია კონკურენციის შესაძლებლობა, ამიტომაც წამოიწყო მასშტაბური პროპაგანდისტული და ჯაშუშური კამპანია და ასე ცდილობს რუსებთან ან ჩინელებთან ნებისმიერი თანამშრომლობის წარმოჩენას, როგორც ტოქსიკურის.

ტაბაკები პატივისცემის გარეშე

შერხანი სარგებლობს იმით, რომ მართალია, მოხერხებული არ არის, მაგრამ მაინც ძლიერია. და, რადგან ხარების ჯოგი, რომელიც მას ფეხქვეშ გათელეს, ჯერ კიდევ არ შეგროვებულა (ან ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა ისეთი, ვინც ამ ჯოგს შეაგროვებს), შერხანთან დაპირისპირების ყველას ეშინია და ამით სარგებლობს სხვადასხვა ტაბაკი, რომლებიც ტრიალებენ კოჭლი მტაცებლის გარშემო, რათა მიეპირფერონ მას, ამისთვის მიიღონ მისი საკვების ნარჩენები და მისი მფარველობით თავს დაესხან კიდევ უფრო სუსტებს. “ისეთი თავმდაბალი არსებისთვის, როგორიც მე ვარ, გამოხრული ძვალიც შესანიშნავი ნადიმია. ვინ ვართ ჩვენ, ტაბაკები _ ტურების ტომი, რომ ავირჩიოთ და განვსაჯოთ?” _ ამბობს ტაბაკი.

გასაგებია, რომ ჯუნგლებში ტაბაკს პატივს არავინ სცემს, მასთან არავინ ურთიერთობს _ არც არწივი ჩილი (ამერიკულ გამოცემაში _ რანი), არც სპილო ჰათჰი, თავისუფალი ხროვის წარმომადგენელი მგლების (გონებაჩლუნგი ლიბერალი ახალგაზრდების) გარდა, რომლებიც აღტაცებულნი არიან შერხანის ძალითა და ყველაფრის უფლებით.

ინდოეთის ჯუნგლების მგლებს სძულთ ტაბაკი იმიტომ, რომ მას ყველასთვის უსიამოვნება მოჰქონდა, ჭორიკნობდა და ნაგავსაყრელზე გადაგდებული ტყავის ნაგლეჯებს მიირთმევდა. ამასთანავე, ჯუნგლებში მისი ყველას ეშინოდა, რადგან ტურებს შეუძლიათ გაგიჟდნენ და ასეთ მდგომარეობაში ისინი ივიწყებენ შიშს, დარბიან ტყეში და კბენენ ყველას, ვინც კი შეხვდებათ”, _ წერიაჯუნგლების წიგნში”. ტაბაკები, საერთო ენას, ალბათ, გამონახავდნენ ბანდერლოგებთან _ ტომთან, რომელსაც კანონები არ აქვს და რომლის წარმომადგენლებიც დაბადებისთანავე შეპყრობილნი არიან სიგიჟით.

რთული მისახვედრი არ არის, ვის გულისხმობდა პუტინი ტაბაკებში: შეიძლება ჩეხებს, მათი ზღაპრებით რუს ჯეიმს ბონდებზე, ან ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის ელიტის სხვა წარმომადგენლებს, რომლებთან ურთიერთობას არ კადრულობენ თვით ევროპელი მგლები; არ კადრულობენ და, ამასთანავე, ეშინიათ უკრაინის ელიტის სიგიჟის. მგლები სიხარულით გადაუტეხავდნენ ტაბაკებს ხერხემალს (როგორც ეს წიგნში გააკეთა ნაცრისფერმა ძმამ), მაგრამ ჯერჯერობით ეშინიათ შერხანის. ჯერჯერობით ეშინიათ.

ria.ruსა და vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here