“კომუნისტების დროს ქართველები მონები იყვნენ და მხოლოდ ახლა არიან ამაყები… თავისუფლები… ძლიერები… ერთიანები…”
ვიცი, რომ, რასაც ახლა ვწერ, უამრავი წაიკითხავს და ძალიან მცირე გააკეთებს ლაიქს. “დაჟე” შემიძლია ვთქვა, სახელებით ე.წ. “ნე ვიჟუს” ვინც “იკადრებს” და მაინც _ საქართველომ მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს.
მხოლოდ აქ, ჩვენთან, იბადებიან დიპლომიანი ბავშვები;
მხოლოდ აქ, ჩვენთან უხსნის ოცი წლის ახალგაზრდა სამოციან წლებში დაბადებულ ადამიანს, რა ურაპატრიოტებად ზრდიდნენ მშობლები შვილებს სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში;
მხოლოდ აქ შეიძლება უსასრულოდ გიმტკიცოს ადამიანმა, რომ კომუნისტების პერიოდში ქართველები მონები იყვნენ და მხოლოდ ახლა არიან ამაყები… თავისუფლები… ძლიერები… ერთიანები;
მხოლოდ აქ, საქართველოში, ცოცხლობს აზრი, რომ მხოლოდ რუსია მტერი და ამერიკელი, ევროპელი, თურქი, არაბი, ირანელი, აფრიკელი და ა.შ. უფალს შეუქმნია იმიტომ, რომ ქართული ჯიში, სისხლი და გენი გააკეთილშობილოს;
მხოლოდ აქ უხარია, ეამაყება უამრავ მშობელს, რომ მის შვილს ბოი-ფრენდი ჰყავს. აი იმ ჩამპალი სოციალიზმის დროს მხოლოდ სირს უხაროდა;
მხოლოდ საქართველოში და ზუსტად ამ დროში განათლების დონემ მიაღწია უმაღლეს ზღვარს, პატრიოტიზმმა _ მწვერვალებს;
მხოლოდ აქ ამთავრებს უამრავი უმაღლესს და მხოლოდ აქ ტირის ხელისუფლება, კადრი არ მყავსო;
მხოლოდ აქ ხდიან იძულებულს ადამიანებს, წავიდნენ ემიგრაციაში და მხოლოდ აქ, ამ რეალობის შემქმნელები, კითხულობენ მერე გაოცებულები, _ რატომ გარბიან უცხო ქვეყანაშიო;
მხოლოდ აქ შეუძლიათ ცინიზმით ცრემლების გადმოყრა, მხოლოდ აქაა წესი, მთავარია, უცხო ენა იცოდე, გამოცდილება ცოდნა და ადამიანობა საჭირო არაა.
მხოლოდ აქ სიშიშვლე მოდის ბოლო ძახილად ითვლება;
მხოლოდ აქ იბადებიან ევროპელებზე მეტად ევროპელები;
მხოლოდ აქ ამბობენ ხელისუფლებაში მყოფები მხოლოდ ერთ სიმართლეს: ჩვენ ვაშენებთ ჩვენი შვილების მომავალსო, და ნამდვილად აშენებენ, აშენებენ დაუსრულებლად;
მხოლოდ აქ ვერ ხვდებიან, წიგნის კითხვა არაა მხოლოდ საქმე, გააზრებაა საჭირო და ცოტა მეტი ზრდილობა. ყველა თაობა ქმნიდა და ქმნის კარგ და ცუდ მდგომარეობას და ლანძღვას მოუკელით, რადგან, სხვას კი არა, საკუთარ ჯიშსა და ჯილაგს აგინებთ და აფურთხებთ. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ან სრულყოფილად ვამბობ, მაგრამ, არავის არაფერი რომ არ შერჩება, ეს… ასეა, ბატონებო, დიახ ასეა.
ზურა ოთარაშვილი
“სტალინის ბრალია, დღეს ერთმანეთს რომ ძიძგნით? სტალინი და საბჭოთა წყობა რომ არა, სამოთხეს ააშენებდით!”
რას გევხართ ამ 30 წლის განმავლობაში მთელი საქართველო, თუ ხედავთ ნეტავ?!
სტალინის ბრალია, რომ დღეს ერთმანეთს ძიძგნით ხომ?
აბა, სტალინი და საბჭოთა წყობა რომ არა, სამოთხეს ააშენებდით!
ვაი, თქვენს პატრონს!
ახლა ვუყურებ, მარტვილში ყანდურებმა რომ ერთმანეთს დასცხეს და სადღაც იქ ილიჩმა აურია და მისი ბრალია ყველაფერი!
ირაკლი ფირცხალავა
“არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მაგრამ გამონაკლისის სახით შევნიშნავ, რომ დღეს ნაცები სიმწრით სისხლსა ფს@მენ”
გავიარ-გამოვიარე ყველაზე ცნობილი ნაცების პროფილებზე. თვალშია საცემი, რომ იმ “ოპოების” მიმართ, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ცერემონიის დასრულების შემდეგ სალომეს მიერ გაშლილ სუფრაზე დარჩა, გამეფებულია ზიზღი, ხოლო ლაიკების რაოდენობა ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელი კომენტების ქვეშ დაითვლება ასეულობით.
არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მაგრამ გამონაკლისის სახით შევნიშნავ, რომ დღეს ნაცები სიმწრით სისხლსა ფს@მენ და მერწმუნეთ, ეს მათი რეაქციის სრულიად ადეკვატური შეფასებაა.
სულ ქვეყანაზე ფიქრობენ ეს ჩვენი ვაშა-პატრიოტები, აი…
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი
“რატომ არის ულტრალიბერალიზმი ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული?!”
რატომ არის ულტრალიბერალიზმი ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული?! არსებობს ცნობილი გამოთქმა-
“თუ გინდა რომ მტერი დაამარცხო, აღუზარდე მას შვილები”.
(ერთ-ერთი ვერსიით, ის აღმოსავლური სიბრძნეა, მეორე ვერსიით კი, ის იეზუიტმა ბერებმა დაამკვიდრეს შუასაუკუნეებში)
აბა, გადავხედოთ სატელევიზიო თუ სხვა მეინსტრიმულ მედიასაშუალებებს _ 95% სატელევიზიო თუ სხვა მედიასაშუალებების პროდუქტი ეკუთვნის დასავლურ, ულტრა-ლიბერალურ კომპანიებს თუ ქვეყნებს. ეს ეხება ყველა სფეროს- გასართობი, შემეცნებითი, პოლიტიკური, სოციალური და ა.შ.(ღამის შოუები, ნიჭიერები, ვოისები, მასტერშეფები)
აბა, ვნახოთ რა თემების პოპულარიზაციითა დაკავებული ულტრა-ლიბერლაური ლობის მიერ დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები- სექსუალური აღზრდა ელჭიპიტი, გენდერ-შმენდერი და ა.შ. 1991 წელს ულტრალიბერალურმა დასავლეთმა, საკუთარი თავი “გამარჯვებულად” გამოაცხადა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი, ამიტომ ჩვენისთანა “იდეოლოგიური გაუგებრობების” საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, ისინი გვიზრდიან შვილებს, რადგამ პოლიტიკურ დონეზე, მათ ვისაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ჩაგვსვევს საკუთარ დღის წესრიგში, აღგვიქვამენ მ ტ რ ა დ, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნე _ თუ გინდა მტრის საბოლოოდ განადგურება, უნდა აღუზარდო მას შვილები(მომავალი). ეს გლობალური, ჰიბრიდული ომი ნაწილია..ყველა პოლიტიკური იდეოლოგია, საწყისშივე გულისხმობს ამ იდეოლოგიის გავრცელებას გლობალური მაშტაბით. ის კი ვინც ამას ეწინააღმდეგება, აღიქმება მტრად.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შეფარული ომის, ცბიერი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, ჩვენ თვითონვე ვუხდით ფულს მათ, ზემოთ მოყვანილო სატელევიზიო შოუების ლიცენზიების მოსაპოვებლად, ხოლო ასო–ების წარმომადგენლებ მთავრობის წევრებადაც ვნიშნავთ.
სწორედ ამტომ არის, ულტრა-ლიბერალიზმი, ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული. კარგი იქნება, თუ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ.
რევაზ კილასონია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
“დიდების 10 წუთის ხიბლში” მყოფი “მეშკეტერების” დაზაფრული გამოსვლები ტელეეთერებში უამრავ ადამიანს უქმნის პრობლემას
უამრავ ადამიანს უქმნის უკვე პრობლემას ეს “დიდების 10 წუთის ხიბლში” მყოფი “მეშკეტერების” დაზაფრული გამოსვლები ტელეეთერებში!
რა ჯანდაბის ისეთი საგანგაშო ციფრები გაქვთ ასეთი, რომ აშინებთ ხალხს და ათას უბედურებას ჰპირდებით? სხვებზე არაფერს ვიტყვი და სადაც ის “შავი კაცი” და მისი ორგანიზაცია ზის, ის ქვეყანა, მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიური და ჯერაც მოუხსნელი რეკორდით კოვიდინფიცირების მასშტაბების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა და იქაც კი ლამის საერთოდ აუქმებენ რეგულაციებს.
შერეული ორთაბრძოლების “უმაღლესი ლიგის” (UFჩ) პაექრობები, სავსე დარბაზში გაიმართება და თანაც ისე, რომ გულშემატკივრებს არ ექნებათ ვალდებულება პირბადეები გაიკეთონ ( ვისაც უნდა ეკეთება, ვისაც უნდა _ არა)!
“გეიგეთ, სიმონ, რაცხა?!”
მეტი არაა ჩემი მტერი!მერე ბიზნესს რა ეშველება?
დათო ხვადაგიანი, ჟურნალისტი
“ოცნებამ” სახელმწიფოს გადარჩენის ფსევდოლოზუნგით შეიწყალა და პოლიტპატიმრის გვირგვინით შემოსა კრიმინალი, მკვლელი, ვინმე ჟორიკა რურუა!
“ქართული ოცნების” მესიჯბოქსის შედევრად უნდა ჩაითვალოს გუშინ ატაცებული ფრაზა; “ხელმოწერით რევოლუციას გადაგვარჩინეს!”
ბატონო?.. ეგ. რომელ რევოლუციას? რუსთაველზე შეკრებილი ( ვერშეკრებილი) 500-1000 კაცი რომ გვპირდებოდა?.. თუ რაიმე იცოდნენ პოლიტმამებმა და ჩვენ ვერ ვიგრძენით? ისე, რევოლუცია ეწყობა ერთი მიზნით _ ხელისუფლების დამხობის გზით ხელისუფლებაში მოსასვლელად! და რას მივაღწიეთ მიშელის (მაკეინის ბიჭის) დოკუმენტზე ხელმოწერით? იგივეს! დიახ, ნაცანალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში (ჯერ ნაწილობრივ) და ოცნების ხელით დაამხეს ქართული სახელმწიფო. ღირსება აყარეს ქართველ ხალხს! შეურაცხყვეს კონსტიტუცია და ქვექნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია! პარადოქსია?! დიახ!
“ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფოს გადარჩენის ფსევდო ლოზუნგით, შეიწყალა და პოლიტპატიმრის გვირგვინით შემოსა კრიმინალი, მკვლელი, დამნაშავე ვინმე ჟორიკა რურუა!.. დიახ, სახელმწიფო მნიშვნელობის, უმაღლესი დიპლომატიის რანგში აიყვანა ჩვეულებრივი დამნაშავის პატიმრობა და სამარცხვინოდ მოიხარა ქედი კრიმინალური სამყაროს წინაშე და პარალელურად, თავისი დაგეშილ-დაფინანსებული ხალხის ხელით ტალახს ესვრის საკუთარი ეზო-კარისთვის, საკუთარი სოფლისთვის, საკუთარი ხეობისთვის, საკუთარი კუთხისთვის, ჩემი და შენი სამშობლოსთვის, ჩვენი მადლიანი მიწისთვის მებრძოლ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც, ამდენი ხანია, ერთი დასაბუთებული ბრალი ვერ წაუყენა! არადა, ესვრის ტალახს! ხან რუსეთის გაწვრთნილს ეძახის და ხანაც იმ ნაციონალებისას, რომელსაც თავად გაუწვა ხასასავით! პარადოქსია? დიახ! ვაი ჩვენ პატრონს?! აბა, რა!
ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი
“აკი “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” პრინციპით არ გადააგდეს რუსი სკამიდან? და რა გამოვიდა?
ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე იმ ავბედითი დღის შემდეგ, როცა ჩემი თვალით შევხედე, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა როგორ გაამწკრივა ქართველი “პოლიტიკოსები” და სწორდი-სმენაზე ჩამოურაკრაკა, რისი გაკეთება ევალებოდათ, დოკუმენტზე ხელმოწერიდან დაწყებული, საპარლამენტო კომიტეტებში ადგილების განაწილებით დამთავრებული _ ძალიან მრცხვენია! თან დამცირებული ვარ და თან _ გაბრაზებული ოღონდ არ ვიცი, ვისზე უნდა ვიყო გაბრაზებული, ჩემს (ჩვენს) თავზე თუ სხვა, პოლიტიკაში უკვე კარგად “გამობრძმედილ” ქართველებზე? სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ თავის თავს გვერდიდან, ვერ ხედავენ, რა სასაცილოდ გამოიყურებიან თავის ხალხთან დესპოტი და მტერთან ენის მომჩლიქავი ე.წ. პოლიტიკოსები
ყველაზე მეტად კი იმან განმაცვიფრა, რომ თურმე პარლამენტში იმიტომ შედიან (ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ), რომ ამნისტიის კანონის ინიცირება მოახდინონ, რათა კანონიერად იყვნენ პატიმრობიდან განთავისუფლებულნი 20 ივნისის მოვლენების მონაწილენი _ დანაშაულის ჩამდენნი!..
რა გამოდის? თუ მომავალიც დანაშაულს ჩაიდენენ ოპოზიციის წარმომადგენლები (ან “მათი ხალხი”), კიდევ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას განახორციელებენ და ციხეში კარს მიღმა აღმოჩნდებიან, ისევ დაიხმარენ “ევროპას”, ისიც ამნისტიის მორიგი კანონის ინიცირებას მოსთხოვს ხელისუფლებას (ან ორივე ძალას ერთად) და დამნაშავეები ისევ თავისუფლებაზე გამოვლენ?!
აკი “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” პრინციპით არ გადააგდეს რუსი სკამიდან? და რა გამოვიდა? ახლა დასავლეთის კალთის ქვეშ არიან შემძვრალნი და წამდაუწუმ, ზარმაცი მოსწავლის დარად, მას სთხოვენ ყველანაირ დახმარებას, იმასაც, რასაც სხვების დახმარების გარეშე უნდა ართმევდნენ თავს?!.. ვაი, სირცხვილო, ქართველებმა თავად ჩაუგდეს ქვეყანა ხელში გარეშე ძალებს და მერე რად გვიკვირს, ეს ძალები საქართველოს არა მარტო ტერიტორიას, არამედ ყველა რესურსს რომ განაგებენ? ასე ექცევიან კოლონიას! გამოვფხიზლდეთ, ხალხო!!
რუსუდან კოტაშვილი
ge.news-front.info