Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბლინკენი უნდა წავიდეს!” _ რუსეთში ბაიდენის გამოსვლას უნდობლობით შეხვდნენ

“ბლინკენი უნდა წავიდეს!” _ რუსეთში ბაიდენის გამოსვლას უნდობლობით შეხვდნენ

ვლადიმერ პუტინი

15 აპრილს ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ. მან რუსეთს დიადი სახელმწიფო უწოდა, რუსებს _ ამაყი ხალხი. გამოთქვა კონფლიქტის დეესკალაციის სურვილი და იმედი, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს. რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ აშშის პრეზიდენტისტკბილმა სიტყვებმარუსი ექსპერტების კრიტიკა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს განაცხადა, რომ აშშ არ მიილტვის დაძაბულობის ესკალაციისკენ რუსეთთან ურთიერთობაში, თუმცა ისიც თქვა, რომ მზად არის ახალი სანქციების დასაწესებლად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მათ საშინაო საქმეებში ჩაერევა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს, როგორც ორ ზესახელმწიფოს, აკისრიათ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი გლობალურ სტაბილურობაზე. ეს ეხება ერთობლივ მუშაობას ირანის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, პანდემიისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე.

ბაიდენის ამ მშვიდობისმოყვარე განცხადებას უსწრებდა განკარგულება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც აშშის ფინანსურ ორგანიზაციებს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას უკრძალავს. ვაშინგტონმა, აგრეთვე, სანქციები დაუწესა 5 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას. ამას გარდა, აშშმა გადაწყვიტა, ქვეყანა დაატოვებინოს 10 რუს დიპლომატს. სანქციები დაუწესდა, აგრეთვე, 32 ფიზიკურ პირსა და გაერთიანებას.

“ამ კვირაში მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს ჩვენს ურთიერთობაზე. მე ვიყავი გულწრფელი, პატივისცემით გამსჭვალული. საუბარი იყო გულწრფელი, ჩემი იმედი და მოლოდინი იყო ის, რომ შევძლებთ modus vivendi-ს (ცხოვრების წესი) შემუშავებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი მოლაპარაკებები და განვაგრძოთ კონტაქტი”, _ განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს “ჯოჯოხეთური” უწოდეს, მაგრამ მთავარი დარტყმა, რომელიც განხორციელდა რუსეთის სახელმწიფო ვალის მიმართ, არც ისე საშიში აღმოჩნდა. ამას ადასტურებს რუსული რუბლის რეაქცია _ თუ 2014 და 2018 წლებში რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ რუბლის კურსი დაეცა და სავალუტო პანიკა გამოიწვია, ამჯერად რუბლის კურსი არათუ დაეცა, გამყარდა კიდეც.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა სრულიად შეცვალა რიტორიკა. ცოტა ხნის წინათ მან რუსეთის პრეზიდენტი შეურაცხყო და მის ქვეყანაზე მენტორული ტონით ისაუბრა, ახლა კი ძველი ტონისგან ნასახიც აღარ იყო დარჩენილი. უფრო მეტიც, მის სიტყვებში მობოდიშება გამოსჭვივოდა. ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი თქმულა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ბლოგერ ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ან ვითომდათალიბანისწაქეზებაზე აშშის ჯარების წინააღმდეგ ავღანეთში.

“ბაიდენს აშკარად არ შეუძლია გააცნობიეროს, რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი აშშ-ის ქმედების საპასუხოდ, ამიტომ მან ჯერ დაურეკა პუტინს, შემდეგ დააწესა სანქციები, მერე კი გამოდის და რაღაც თანამშრომლობაზე ლაპარაკობს”, _ განაცხადა ტელეჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბაიდენის მხრიდან ლაპარაკი დაძაბულობის დეესკალაციისა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ცარიელი რიტორიკაა.

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

“რუსეთისადმი ბაიდენის მიდგომა _ ეს არის მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა, _ ამბობს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კლუბ “ვანდაის” ექსპერტი სტანისლავ ტკაჩენკო, _ ერთდროულად მუქარითა და დაყვავებით ცდილობენ, რუსეთი აღმოჩნდეს სიაში იმ ქვეყნებისა, რომლებიც აშშ-ისთვის უვნებელნი არიან ან უფრო უკეთესი _ დაუპირისპირდეს ჩინეთს”.

საერთაშორისო საქმეების რუსეთის ფედერაციის საბჭოს გენერალური დირექტორის, ანდრეი კორტუნოვის, აზრით, ორაზროვნება, ფარისევლობა ყოველთვის იყო ამერიკის ხელმძღვანელობის დამახასიათებელი თვისება, განსაკუთრებით დემოკრატების”. კორტუნოვს მიაჩნია, რომ ბაიდენი ცდილობს, რუსეთი სელექციური, ამორჩევის პრინციპით ჩართოს საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ ამის რეალიზება უკიდურესად რთული საქმეა.

რუსეთმა აშშთან ნებისმიერი კონტრაქტისას თავისი პრიორიტეტებით უნდა იხელმძღვანელოს და არა იმ დღის წესრიგით, რომელსაც ამერიკელები შესთავაზებენ. ამას გარდა, აშშის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის შეიძლება ძალიან სუსტი აღმოჩნდეს. და, თუ ასე მოხდება, სანქციების საკითხის დაბრუნებას კონგრესი შეეცდება და მომავალში თვითონ დააწესებს, ამიტომ შესაძლებლობების დერეფანი, რომელშიც ბაიდენი იმყოფება, ძალიან ვიწრო ჩანს”, _ განაცხადა კორტუნოვმა.

“იმის გამო, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში მსოფლიომ გადაიტანა, ამერიკის ადმინისტრაციიდან ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, სულ ცოტა, გადადგეს! _ აღნიშნავს პოლიტოლოგი ამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი. _ წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ აშშ-ში აღმასრულებელი ხელისუფლება გახლეჩილია, მისი გადაწყვეტილებები არასაიმედოა და, აქედან გამომდინარე _ საშიში”.

დრობნიცკის თქმით, თავდაპირველად მთელი მსოფლიო დაიძაბა, როცა ერთდროულად ორი კონფლიქტის ესკალაციას აკვირდებოდა უკრაინის გარშემო და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, მაგრამ შემდეგ ბაიდენმა მოულოდნელად დაურეკა პუტინს და მსოფლიომ ორი ზესახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შესახებ შეიტყო.

“მაგრამ ორი დღე, რომელიც მსოფლიოს შვებით ამოსუნთქვას მოჰყვა, ნამდვილ ტრილერად იქცა”, _ ამბობს დრობნიცკი, მას მხედველობაში ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობა, დეზავუირება მოეხდინა ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრისთვის, რომელსაც ახლდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ვიზიტი ბრიუსელში, სადაც სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა რიტორიკა: “რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს” და, თუკი ბაიდენისთვის, როგორც მისი გამოსვლიდან გაირკვა, “ჩრდილოეთის ნაკადი-2” არისრთული საკითხი, რომელიც კვლავ რჩება თამაშში”, ბლინკენი ევროპაში ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ აუცილებელია პროექტის შეჩერება. “ბაიდენის გუნდში ყველაზე თავგამოდებული “ქორი” არის ბლინკენი. რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ის ჯერ კიდევ 2012 წელს სთავაზობდა აშშ-ის იმჟამინდელ ადმინისტრაციას. შემდეგ ეწინააღმდეგებოდა ლავროვ-კერის დიპლომატიურ გარიგებას სირიაში ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის შესახებ და მოითხოვდა რუსეთის “დასჯას” იმიტომ, რომ მან აშშ-ს არ გადასცა სნოუდენი. 2014 წელს, ჯერ კიდევ უკრაინის მოვლენებამდე, ბლინკენი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვდა. და ასეთი ადამიანი როგორ მოამზადებს ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას?!

ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ დირიჟორობდა დეესკლაციის პროცესის გაჩერებას. შესაძლოა, ბლინკენი აისბერგის წვერია, გადაწყვეტილება კი ვაშინგტონის სხვა კაბინეტებში მიიღეს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ ბაიდენის გადაწყვეტილების საბოტაჟს ისე არავინ განასახიერებს, როგორც ბლინკენი. აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ნდობის რაღაც მარცვალი რომ გაჩნდეს, ბლინკენი უნდა წავიდეს. ომისკენ ცოცვა უნდა შეჩერდეს. Blinken must go (ბლინკენი უნდა წავიდეს)!

სხვა თვალსაზრისი აქვს ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვს. მისი თქმით, “არასწორია აშშ-ის ადმინისტრაციის გაყოფა “კარგ ბაიდენად” და “ცუდ ბლინკენად”. ის, რაც არათანმიმდევრულ პოლიტიკად გვეჩვენება, სინამდვილეში შეთანხმებული და ერთიანი პოლიტიკაა. გარეგნული წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, ბაიდენის პოლიტიკის არსი რუსეთის მიმართ მტრული კურსის გატარებაა ამ კურსზე მოსკოვის მხრიდან მინიმალური რეაქციით. სწორედ ამას ისახავს მიზნად სამომავლო თანამშრომლობის შესახებ დაპირება”, _ დარწმუნებულია პუშკოვი.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here