Home სხვადასხვა დაიჯესტი THE TELEGRAPH: ნატოში უკრაინის შეშვება საშინელი შეცდომა იქნება

THE TELEGRAPH: ნატოში უკრაინის შეშვება საშინელი შეცდომა იქნება

“არ შეიძლება ნატოს წევრობა მივცეთ საეჭვო დემოკრატიული რეპუტაციის მქონე კიდევ ერთ ქვეყანას”

THE TELEGRAPH: ნატოში უკრაინის შეშვება საშინელი შეცდომა იქნება

კიევს უცებ გაუჩნდა ინტერესი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ ზელენსკიმ, უკრაინელმა იუმორისტმა, რომელიც პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ ნატოში შესვლა მის ქვეყანას სრულ დამოუკიდებლობას მოაპოვებინებს მეზობელი რუსეთისგან, მაგრამ, თუ რეგიონის უახლესი ისტორიიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სახელდობრ, ასეთი ნაბიჯი იწვევდა ხოლმე კონფლიქტის განვითარებას”, _ წერს ბრიტანული გაზეთი The Telegtaph.

სტატიის ავტორის აზრით, ზელენსკი დარწმუნებული იყო, რომ ნატოში ინტეგრაციისკენ უკრაინის სწრაფვას დასავლეთი კეთილგანწყობით შეხვდებოდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის საჯარო თხოვნაზე დასავლეთის პირველი რეაქცია ძალიან თავშეკავებული გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი იყო უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე, რომელიც ალიანსში შესვლის პირველი ფორმალური ნაბიჯია.

The Telegtaph-ის მიმომხილველი წერს, რომ დასავლეთის თავშეკავებული რეაქცია გამოწვეულია უკრაინაში ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტის გამო უთანხმოებით თვით ალიანსის შიგნით, აგრეთვე, იმით, რომ უკრაინა ევროპაში კორუფციაში ყველაზე მეტად ჩაფლულ ქვეყნად ითვლება. “ზელენსკის მიერ კორუფციის წინააღმდეგ წამოწყებული რეფორმების მიუხედავად, ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია და ვერავინ იწინასწარმეტყველებს, მოგვარდება თუ არა ის ახლო მომავალში, ამიტომ კიევს მოუწევს ნამდვილი დემოკრატიის საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი გზის გავლა, სანამ უკრაინა მოხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის”, _ დარწმუნებულია სტატიის ავტორი კონ კაგლინი _ ბრიტანელი ჟურნალისტი და გაზეთ The Telegtaph-ის მიმომხილველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

THE TELEGRAPH: ნატოში უკრაინის შეშვება საშინელი შეცდომა იქნება

სტატიის ავტორი ყველას შეახსენებს, რომ წარსულში ასეთი საკითხებისადმი არასერიოზულმა მიდგომებმა და მზადყოფნამ, თავის რიგებში მიეღო საეჭვო დემოკრატიული რეპუტაციის მქონე ქვეყნები, ალიანსს უკვე შეუქმნა ბევრი პრობლემა. მაგალითად, ისეთი ქვეყანას, როგორიც არის თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია და, ამასთანავე, ხელს უწყობს ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების შექმნას, ისეთივე სტატუსი აქვს, როგორიც სრული დასავლური დემოკრატიის ქვეყნებს.

“თუ ნატოს მართლაც სურს, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელობა X საუკუნეში, ის დაინტერესებული უნდა იყოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ-თანამოაზრე ქვეყნებთან თანამშრომლობით და არა უკრაინის მსგავს კვაზისახელმწიფოებთან კავშირის შექმნით. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მნიშვნელოვანი პრინციპია, მაგრამ არ შეიძლება, რომ ნატოს ლიდერებმა ალიანსის წევრის სტატუსი მისცენ საეჭვო დემოკრატიული რეპუტაციის ქვეყანას”, _ ასკვნის The Telegtaph-ი.

The Telegtaphის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here