Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ყველა ამბიონიდან ყველა სასულიერო პირმა უნდა თქვას, რომ განსხვავება ერთი...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ყველა ამბიონიდან ყველა სასულიერო პირმა უნდა თქვას, რომ განსხვავება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებასა და ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობას შორის არ არსებობს

საქართველოში “ტრანსი”, როგორც ადამიანის “გენდერი”, სამართლებრივად აღიარეს

რამდენიმე დღის წინათ .. ლიბერალურმა მედიამ მოსახლეობას ამაყად ამცნო, რომ საქართველოში პირველადტრანსი”, როგორც ადამიანისგენდერი”, სამართლებრივად აღიარეს. იუსტიციის სამინისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ერთმნიშვნელოვნად დააკმაყოფილატრანსი ქალის” _ . .- მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერიმამრობითიშეიცვალამდედრობითით” (.., კაცს, რომელიც თავს ქალად ასაღებდა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისთვის სასურველი სქესის მითითებას ითხოვდა, სახელმწიფომ სურვილი დაუკმაყოფილა). აღსანიშნავია ისიც, რომ კაცის ქალად და ქალის კაცად აღიარებისიურიდიულპრაქტიკას წინ უძღოდა უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვაარასამთავრობოსხანგრძლივისამართლებრივიბრძოლა, რომლის ფარგლებშიც იყო არაერთი ანგარიში და საჩივარი საერთაშორისო დონეზეც.

მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “გენდერის” სამართლებრივი არაღიარება, ერთი მხრივ, ზრდის ქვეყანაში “ტრანსი” ადამიანების სიღატაკის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას: “ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია…”

ცნობისთვის: საქართველოში კაცის ქალად აღიარების პირველი პრეცენდენტი, რომელსაც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც მოყვება, დაემთხვა ამერიკის პრეზიდენტის, ლგბტ თემის ცნობილი დამცველის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსგენდერების უფლებები ადამიანის უფლებებია: “მე ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, რომ შემომიერთდეს ტრანსგენდერი ამერიკელების ღირსების ამაღლებაში. ერთად ჩვენ შეგვიძლია, აღმოვფხვრათ დისკრიმინაცია და შევასრულოთ ჩვენი ერის დაპირება ყველასთვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ…”

რას ნიშნავს საქართველოსთვის დღევანდელ ვითარებაში კონკრეტული სახელმწიფო უწყების მიერ მამაკაცის ქალად და ქალის მამაკაცად აღიარების პრაქტიკის დანერგვა, რა მიზანს ემსახურება ეს და რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს მომავალში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ამ დღეებში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დააკმაყოფილა ტრანსგენდერი ქალის მოთხოვნა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მამრობითის ნაცვლად მდედრობითი ჩაუწერა. ეს არის პრეცენდენტი ქვეყანაში, როცა სახელმწიფომ მამაკაცი ქალად აღიარა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელობა არ ყოფილა. რაც ხდება, ლოგიკური და ბუნებრივია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირისგან დღითიდღე ძლიერდება წნეხი და, პრაქტიკულად, უკვე ღია ტექსტებით გვესმის მითითებები რიგი მიმართულებებით კანონმდებლობის “ლიბერალიზაციის” აუცილებლობაზე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით ბოლო კატეგორიული სიგნალი იყო ევროკომისიის ვრცელი დოკუმენტი, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებს შეეხებოდა და ეკლესიის მწვავე კრიტიკასაც შეიცავდა… ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ეს იყო ჯერ კიდევ შტეფან ფულეს ევროკომისრობის პერიოდში, როცა დირექტივას დირექტივა მოსდევდა და მითითებას _ მითითება. აი, ზუსტად მაშინ წამოვიდა კატეგორიული მოთხოვნები, რომლებიც ე.წ. მესამე სქესისადმი ემპათიის გაჩენას უკავშირდებოდა. რა იყო საბოლოოდ შედეგი, ყველამ ვნახეთ…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ ევროკომისიის ვრცელი დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მალევე სახალხო დამცველმა გამოთქვა ტრანსგენდერებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მათთვის სასურველი სქესის მითითების მარეგულირებელი ნორმის შექმნის ინიციატივა. ამით, ფაქტობრივად, მოხდა პროცესის დაწყება და მერე კი გააქტიურდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები. გავიმეორებ: ევროკავშირი საქართველოსგან დაჟინებით ითხოვდა ლგბტ პირებისთვის პასპორტში მათთვის სასურველი სქესის მითითების უფლებას. თუმცა ევროკავშირი არ ყოფილა ერთადერთი. ე.წ. რეკომენდაციები საკმაოდ ხშირად მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს…

_ სხვათა შორის, ბაიდენმა ამას წინათ განაცხადა, რომტრანსგენდერების უფლებები ადამიანის უფლებებია…” მან ამერიკელ ხალხს მოუწოდა, რომ მხარი აუბან მასტრანსგენდერი ამერიკელების ღირსების ამაღლებაში…” ხომ არ ფიქრობთ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება?

_ ცხადია, ეს მოსალოდნელია და ამის ნიშნები უკვე არის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი აგენტურული ქსელი აქვს შექმნილი არასამთავრობოების სახით და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბედავს, მაღალი იერარქების ქადაგებებზე კრიტიკული ანგარიშები მოამზადოს, ხან ანტისემიტიზმის ბრალდებით, ხან სიძულვილის ენით საუბარში “მხილებით” და ა.შ. ეს სერიოზული სიგნალია. რაც შეეხება კონკრეტულად ბაიდენს და მის გარემოცვას, მოგეხსენებათ, სწორედ ბაიდენია ერთ-ერთი მთავარი ლობისტი მსოფლიოში ე.წ. გენდერის თეორიისა და მთლიანად “დემოკრატები” ამის აპოლოგეტები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადმინისტრაცია, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან, ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გენდერი პოლიტიკური მართვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენოს, განსაკუთრებით ისეთ “ურჩ” სახელმწიფოებში “წესრიგის” დასამყარებლად, როგორიც საქართველოა…

_ საქართველოს ხელისუფლებაზე ვისაუბროთ. ერთია წნეხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგრამ მმართველი გუნდიც ხომ ზედმიწევნით ასრულებს ყველაფერს?

_ ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე დიდი ანტიქართული საქმე უკვე გააკეთა, როცა მიიღო .. ანტიდისკრიმინაციული კანონი. მოხდა ის, რომ ხვალ-ზეგ, მაგალითად, მასწავლებლებად შეიძლება ვიხილოთ ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან ილაპარაკებენ თავიანთ გაუკუღმართებულ სექსუალურ ორიენტაციაზე და ვერც მოსწავლე ამოიღებს ხმას და ვერც მშობელი. თუ ამოიღებს, მის მიმართ, როგორც “ირაციონალური შიშითა და ზიზღით შეპყრობილი” ადამიანის მიმართ, დაიწყება სამართლებრივი დევნა. თავიდან ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ უკვე სისხლის სამართლით… ვიღაცას ეს შეიძლება წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ მერწმუნეთ, მათ საკმაოდ სერიოზული ბერკეტები აქვთ ამისთვის…

_ მაგალითად?

_ ავიღოთ თუნდაც კადრები. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, ამბობდნენ, რომ მთავრობის კანცელარია სავსე იყო ასეთი პირებით. მეტიც, თუ გინდოდა, რამისთვის მიგეღწია კარიერაში, ეს იყო ერთ-ერთი აუცილებელი პირობა…

_კი მაგრამ, რისთვის სჭირდებოდათ ეს?

_ ეს ადვილი მისახვედრია; უბრალოდ, ისინი ყველაზე ადვილი სამართავები იყვნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი ადამიანი ყველაზე საიმედო კადრი იყო, რაც ნაწილობრივ, ალბათ, დღესაც ასეა. აი, ეს იყო ის, რაც ამოძრავებდა მსოფლიოში მთელ რიგ ინსტიტუტებს და ამიტომაც არის, რომ დღეს კაცობრიობის გადაგვარებისკენ მიმართული ამ ამორალური მოძრაობების უკან არსებული ეკონომიკა დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარია.

_ ვრცელდება კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ახლო მომავალში პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთი და იმავე სქესის პირთა შორისსამოქალაქო პარტნიორობისდაკანონების საკითხიც დადგება. მერე, ალბათ, მათთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებაზეც დაიწყება საუბარი

_ ის, რაც უკვე დაუშვა და განახორციელა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ამაზე არანაკლებ საგანგაშოა. წარმოიდგინეთ, კაცს რომ ქალად აღიარებ და ქალს _ კაცად, ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე მეტი დეგრადაცია რამე შეიძლება იყოს?! ძალიან მალე დადგება .. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების საკითხი და ამასაც ასე უხმაუროდ გააკეთებენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ არანაირი სამოქალაქო პარტნიორობა არ არსებობს, ეს არის იგივე ქორწინება და ტერმინები მოგონილია საზოგადოების დასაბნევად. რაც შეეხება შვილის აყვანის უფლებას, საქართველოში, მართალია, ოჯახის ცნება კონსტიტუციითაა განსაზღვრული, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ აქაც აქვთ მზაკვრული მანიპულაციების შესაძლებლობა. ვგულისხმობ იმას, რომ, თუ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, აიყვანოს შვილი და ამის შემდეგ შევიდეს პარტნიორულ სამოქალაქო ურთიერთობაში თავისივე სქესის წარმომადგენელთან, ამით ბავშვის უფლებები არ ჩაითვლება დარღვეულად. ხვდებით, რას ვამბობ? ჯერ აიყვანს ბავშვს და მერე გააფორმებს .. სამოქალაქო პარტნიორობას. აი, ეს შეიძლება იყოს მათი ერთ-ერთი ჩანაფიქრი და ასე დამკვიდრდება ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის პირთა მიერ ოჯახების შექმნის, მათ შორის მათთვის ბავშვის აყვანის უფლების მიცემის პრაქტიკაც. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი კაზუსტიკური მხარე, რომელზეც დღემდე მსჯელობა არ გამართულა…

_ დასასრულ, საზოგადოებაზეც შეგეკითხებით: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აზროვნებით, მსოფლმხედველობით კონსერვატორია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კაცის ქალად აღიარების პრეცენდენტს მოსახლეობის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია (თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებში გამოხატულ უკმაყოფილებას). ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება გარკვეულწილად დაიღალა და, თუ ასეა, გამოსავალს ხედავთ?

_ საზოგადოებაში დიდი ხანი ნიჰილიზმი რომ არის გამეფებული, ყველამ ვიცით, თუმცა ისიც ვიცით, რომ ყველაფერზე ხელის ჩაქნევით ხვალ-ზეგ უარესი გველოდება. გამოსავალს რაც შეეხება, მიუხედავად წნეხისა, მიუხედავად დირექტივებისა და თითის ქნევისა დასავლეთიდან, საჭიროა კიდევ უფრო მეტი პრინციპულობა და უკომპრომისობა. ყველა ამბიონიდან, ყველა სასულიერო პირის და განსაკუთრებით მაღალი იერარქების მხრიდან უნდა ითქვას სიმართლე, რომ განსხვავება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებასა და ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობას შორის, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არის საზოგადოების დასაბნევად მოფიქრებული სიტყვების თამაში, რომელიც უნდა ვამხილოთ. აი, ამაში ვხედავ გამოსავალს და აქ ერთიანი უნდა იყოს ერი და ბერი. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთიდან თავსმოხვეული ყველა კანონპროექტი ზედმიწევნით განხორციელდება; ყველას დაერქმევა კანონი და მერე გვეტყვიან, რომ ყველაფერი თურმე ჩვენს უფლებებს, ჩვენს კეთილდღეობასა და ნათელ მომავალს ემსახურება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. “მიწებგაყიდული,ობოლი ბავშვები ვართ – სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები ”
    კითხულობს ავტორი მურმან ლებანიძე 1.ტვ.[არქივი].
    http://Www.geworld.ge…... GVISHVELE GMERTO.!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here