Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ უკრაინას ახალი ავანტიურისთვის აქეზებს

აშშ უკრაინას ახალი ავანტიურისთვის აქეზებს

უკრაინელებს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ვერაფერი ასწავლა

აშშ უკრაინას ახალი ავანტიურისთვის აქეზებს

უკრაინისა და აშშის თავდაცვის მინისტრებმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში მეორედ ისაუბრეს ტელეფონით დონბასში შექმნილ ვითარებაზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა განაცხადა, რომ ამერიკელები კიევს დაჰპირდნენმხარდამჭერ ზომებსიმ შემთხვევაში, თუ დაიწყება სამხედრო კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის.

რომელ მხარდამჭერ ზომებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ემუქრება უკრაინის ხელისუფლებას 2008 წელს სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომის გამეორების შემთხვევაში?

1 აპრილს გაიმართა სატელეფონო საუბარი აშშ-ის თავდაცვის მინისტრ უილიამ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრეი ტარანს შორის, რომლის შემდეგაც ტარანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში კიევი აშშ-ისგან “მხარდამჭერ ზომებს” მიიღებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე, განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელებმა “იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე უსაფრთხოების სფეროში”. ტარანმა და ოსტინმა უკვე მეორედ ისაუბრეს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში. რამდენიმე დღით ადრე კი აშშ-მა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა.

“აშშ-ის დაპირებამ, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შეიძლება კიევს დათვური სამსახური გაუწიოს”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

“ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნის მისაღწევად _ მშვიდობის დასამყარებლად აღმოსავლეთ უკრაინაში. ვაშინგტონი კი შეიარაღების მოწოდებით, აგრესიული და პროვოკაციული რიტორიკით აქეზებს კიევის რეჟიმს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობისკენ”, _ განაცხადა დიპლომატმა.

დონბასში შექმნილი ვითარება კრემლში დაახასიათეს, როგორც შემაშფოთებელი, რადგან “უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ხშირია პროვოკაციები”. ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი რუდენკოს განცხადებით, საუბრები რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტზე მორიგი ტყუილია.

“დარწმუნებული ვარ, რომ საუბრები რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტზე მორიგი ფეიკია, რომელსაც, უწინარესად, უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. რუსეთი დაინტერესებული არ არის, უკრაინასთან რამე კონფლიქტში ჩაერთოს, მით უმეტეს, სამხედრო კონფლიქტში”, _ განაცხადა რუდენკომ.

მანამდე კიევში გაისმა განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე, “გადავიდეს შეტევაზე დონბასში”, ლაპარაკობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ რუსეთმა თითქოს თავი მოუყარა უზარმაზარ სამხედრო ძალას უკრაინის საზღვართან.

“აშშ-ის დაპირების უკან, სიტყვების გარდა, არაფერი დგას, ამერიკელები არასოდეს იბრძოლებენ უკრაინისთვის. ზელენსკის მთავრობამ არ უნდა დაიწყოს სირბილი უფროს ძმასთან დახმარების სათხოვნელად. სჯობს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან და საკამათო საკითხები მინსკის შეთანხმების მიხედვით მოაგვარონ”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვმა და დასძინა, რომ “კიევი ცდილობს კრემლის პროვოცირებას და სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას იმ იმედით, რომ აშშ-ის დახმარებით რუსეთს დაამარცხებს. არადა, უკრაინამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ თავის არსებობას დიდწილად უნდა უმადლოდეს რუსეთს, რომელიც მას მხარს უჭერს, მათ შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტითაც, ამიტომ საჭირო არ არის რუსეთის პროვოცირება საპასუხო ქმედებაზე; არ არის საჭირო იარაღის ჟღარუნი ჩვენ ცხვირწინ. ეს უკრაინის ხელისუფლებისთვის ცუდად დასრულდება!” _ განაცხადა სენატორმა ჯაბაროვმა.

ჯაბაროვმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების გარანტორ ქვეყნებს მოსწყინდათ უკრაინის პოლიტიკა. “გერმანელები და ფრანგები მიხვდნენ ზელენსკის რეჟიმთან მუშაობის უპერსპექტივობას, ამიტომ მათ საჭიროდ არ ჩათვალეს, კიევისთვის ეცნობებინათ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ. ისინი პატივს არ სცემენ ზელენსკის და მას სერიოზულ ფიგურად არ მიიჩნევენ”, _ დაასკვნა სენატორმა.

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩევლის _ როდიონ მიროშნიკის აზნით, “ამერიკელები უკრაინისთვის არ იბრძოლებენ. მაქსიმუმი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის ცეცხლზე ნავთის დასხმა იარაღის მიწოდების სახით და კიდევ სხვა რამით, რაც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას გამოიწვევს. უკრაინასა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრები კი განპირობებული იყო რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებებით, რომლებმაც ძალიან შეაშფოთა კიევი და ვაშინგტონი”, _ განაცხადა მიროშნიკმა, რომელმაც გაიხსენა, რომ წლების წინათ ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო, როცა ვაშინგტონის წაქეზებით მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა და საომარი მოქმედებები დაიწყო ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში, რაც საქართველოს მარცხით დასრულდა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here