ლონდონში მსოფლიოში პირველად გახსნიან სახლს მოხუცებული ლგბტ–ელებისთვის, _ იუწყება standart.co.uk. ლგბტ–სახლი დააპროექტა ცნობილმა არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა, რომელიც ნიუ–იორკის ჰერსტაუერისა და ლონდონის მილენიუმის ხიდის ავტორია.
ლონდონის მერმა სადიკ ხანმა, რომელმაც იმთავითვე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ლგბტ-ელების საოცნებო ქალაქად გადაქცევა დაისახა მიზნად, ამ პროექტის განსახორციელებლად 5,7 გირვანქა სტერლინგი გამოყო.
“ლონდონი გახსნილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ქალაქია და მე მოხარული ვარ, როგორ ხორციელდება ეს გეგმები. ხანდაზმული ლონდონელები იმსახურებენ, ცხოვრების წლები კომფორტულად რომ გაატარონ კეთილგანწყობილ გეისაზოგადოების გარემოცვაში”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა ლონდონის მერმა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
კომპლექსში 19 ბინა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის იქნება გათვალისწინებული, იმშავებს რესტორანი და სტუმრებს ჩიტის რძეს არ მოაკლებენ.