დიმიტრის ლიგნადისი დააპატიმრეს, _ იუწყება საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრო.
ცნობილ მსახიობისა და რეჟისორის წინააღმდეგ ორი სასამართლო სარჩელი შეიტანეს. პირველის ავტორი 25 წლის ახალგაზრდა კაცია, რომელიც აცხადებს, რომ 2010 წელს, როცა იგი 14 წლისა იყო, ლიგნადისი ცდილობდა მის შეცდენასა და გაუპატიურებას.
“სამართალს ამჟამად აქვს სიტყვის უფლება. დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს ამ ფრიად ჩახლართული საქმის გამოსაძიებლად და აღადგენს სამართლიანობას”, _ აცხადებს მომჩივანი.
ლიგნადისი სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა 2018 წლის აგვისტოდან 2021 წლის 6 თებერვლამდე. გადადგომის მიზეზად მან დაასახელა მოარული ხმების ტოქსიკური ატმოსფერო, რომელიც მის წინააღმდეგ შექმნეს დაინტერესებულმა პირებმა. ნიშანდობლივია, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მომენტისთვის მის წინააღმდეგ არც ერთი ბრალდება წაყენებული არ ყოფილა.
ისინი ლიგნადისის გადადგომის შემდეგ გააქტიურდნენ.